ჩვენ დავეხმარეთ 1000-ზე მეტ წყვილს მშობლებად ქცევაში

IVF -ის წარმატებულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში

კვერცხუჯრედების დონორთა უმსხვილესი ბაზა კავკასიაში

ჯანმრთელი სუროგატი დედები, რომლებმაც გაიარეს საფუძვლიანი შერჩევა

ადამიანის რეპროდუქციის წამყვანი ინსტიტუტი საქართველოში

კომფორტული პირობები და სრული
კონფიდენციალობა ჩვენი პაციენტებისათვის

კლინიკის შესახებ

ცენტრის ისტორია

  • ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მსოფლიოში პირველი დაწესებულებაა (დაარსებულია 1958 წელს პროფესორ იოსებ ჟორდანიას მიერ), რომელმაც დაიწყო თავისი საქმიანობა რეპროდუქტოლოგიის სფეროში.
  • მისი არსებობის მანძილზე ინსტიტუტში სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი. დღესდღეობით ის წარმოადგენს რეპროდუქტოლოგიის ეროვნულ ცენტრს საქართველოში.
  • პროფესორ იოსებ ჟორდანიას მიერ დასახული მიზანი და ამოცანები წინ უსწრებდა თავის ეპოქას და დღემდე წარმოადგენს ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად პროგრამას.
    დღეს არსებული პრაქტიკულად ყველა იმ წარმატებული ქართული კლინიკისა და ექიმის ცოდნა, გამოცდილება, ინოვაციები, რომელიც თავიანთ მოღვაწეობას რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ახორციელებს, უკავშირდება ჟორდანიას ინსტიტუტის სახელს.
  • ჟორდანიას კლინიკა გვევლინება ერთ-ერთ პირველ, წამყვან სპეციალიზებულ ცენტრად ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილი თანამედროვე მეთოდების, დიაგნოსტიკური კვლევებისა და მრავალწლიანი გამოცდილების სინთეზი უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა. პროფესიონალი ექიმების გუნდი თითოეულ პაციენტს უწევს მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას, მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებისა და პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით.
  • ჟორდანიაში ხელმისაწვდომი მკურნალობის პროგრამები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
    მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა, საოფისე გინეკოლოგია, ენდოსკოპიური ქირურგია, საბავშვო გინეკოლოგია, გენეტიკა, მამოლოგია, დერმატოლოგია, სრულფასოვანი ლაბორატორიული კვლევები, გენეტიკური კვლევები.
  • აქ დანერგილ იქნა უნაყოფობის, ე.ი. უშვილობის მკურნალობის უსაფრთხო, ეფექტური და წარმატებული თანამედროვე მეთოდები ემბრიოლოგებისა და ექიმების მაღალკვალიფიციური გუნდის მონაწილეობითა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით:
  • საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება, ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი და დიაგნოზი.
  • ინ ვიტრო განაყოფიერება კვერცხუჯრედის, სპერმის დონორისა და სუროგატი დედის მონაწილეობით, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე.
  • საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად, გართულებების რისკის მინიმუმამდე შემცირებისა და ეფექტიანი მკურნალობის მიზნით, რასაც მივყავართ სასურველ ორსულობამდე.

ინ ვიტრო განაყოფიერება

  • ინ ვიტრო განაყოფიერება კვერცხუჯრედის, სპერმის დონორისა და სუროგატი დედის მონაწილეობით, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე.

ჩვენს შესახებ ციფრებში

ЛЕТ УСПЕШНОЙ РАБОТЫ В ОБЛАСТИ РЕПРОДУКТИВНЫХ ТЕХНОЛОГИЙ

0+

წელი რეპროდუქციული ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული მუშაობის

ЦИКЛОВ ЭКО ЕЖЕМЕСЯЧНО

0+

IVF ციკლი ყოველთვიურად

Коэффициент успешности ЭКО

0% +

IVF-ის წარმატებულობის კოეფიციენტი

ДЕТЕЙ, РОЖДЕННЫХ БЛАГОДОРЯ ПРОГРАММАМ «ЭКО»

0+

ბავშვი „IVF“ პროგამების წყალობით დაბადებული

ჩვენი გუნდი

Нана Джанелидзе директор клиники

ნანა ჯანელიძე

კლინიკის დირექტორი

Эдгар Гонзалес эмбриолог

ედგარ გონზალესი

ემბრიოლოგი

Олико Мургулия меан-гинеколог репродуктолог

ოლიკო მარგულია

მეან-გინეკოლოგი
რეპროდუქტოლოგი

Тамара Карселадзе эмбриолог

თამარ ქარსელაძე

ემბრიოლოგი

რატომ ჩვენ

ВСЕ В ОДНОЙ КЛИНИКЕ

ყველაფერი ერთ კლინიკაში

КОМФОРТ И НАДЕЖНОСТЬ

კომფორტი და საიმედოობა

Лояльное законодательство

ლოიალობის პროგრამა

КРУПНЕЙШАЯ БАЗА ДОННОРОВ ооцитов НА КАВКАЗЕ

ოოციტების დონორთა უმსხვილესი ბაზა კავკასიაში

НОВЕЙШИЕ ТЕХНОЛОГИИ

უახლესი ტექნოლოგიები

ЛУЧШИЕ СПЕЦИАЛИСТЫ

საუკეთესო სპეციალისტები

ФИНАНСОВАЯ «ПРОЗРАЧНОСТЬ»

ფინანსური გამჭვირვალობა

МОНИТОРИНГ

მონიტორინგი

ჩაეწერეთ რეპროდუქტოლოგთან
ონლაინ-კონსულტაციაზე

მკურნალობის მეთოდები

ИНСЕМИНАЦИЯ

ინსემინაცია

ЭКО

IVF

ЭКО С ДОНОРСТВОМ ЯЙЦЕКЛЕТОК

IVF
კვერცხუჯრედის
დონორობით

ICSI

ICSI

TESE

TESE

PGS / PGD

PGS / PGD

КРИОКОНСЕРВАЦИЯ

კრიოკონსერვაცია

СУРРОГАЦИЯ И ДОНАЦИЯ

სუროგაცია და
დონაცია

УХОД ЗА  БЕРЕМЕННОСТЬЮ

ორსულობის
მოვლა

FERTILITY PRESERVATION

FERTILITY
PRESERVATION

მნიშვნელოვანია იცოდეთ

რა შემთხვევაშია საჭირო
სუროგატი დედა

В каком случае нужна <br> суррогатная мать

სუროგატი დედის მომსახურებას მომავალი მშობლები მიმართავენ შემდეგ შემთხვევებში:

  • საშვილოსნოს არარსებობისას, რაც გამოწვეულია განვითარების თანდაყოლილი პათოლოგიითა და საშვილოსნოს ანატომიური პრობლემებით (მათ შორის, როკიტანსკი-კიუსტნერის სინდრომითა და ა.შ.);
  • საშვილოსნოს არარსებობისას ჰისტერექტომიის, ე.ი. საშვილოსნოს ოპერატიული ამპუტაციის ან ექსტირპაციის შედეგად;
  • სხვა დაავადებებისას, როდესაც ქალის ორსულობა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს (შაქრიანი დიაბეტი, სისტემური დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.);
  • წარუმატებელი ქირურგიული ჩარევა (ენდომეტრიუმის ბაზალური და ფუნქციური ფენის დაზიანება, აშერმანის სინდრომი);
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის მრავალრიცხოვანი მიომატოზური კვანძების არსებობა;
  • IVF-ის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა;
  • მუცლის მოშლის მრავალრიცხოვანი შემთხვევები.

ამრიგად, მოცემულ შემთხვევებში, წყვილისათვის სუროგატული დედის ჩართვა ბიოლოგიური შვილის მუცლით სატარებლად და სამშობიაროდ წარმოადგენს მათ ერთადერთ შესაძლებლობას, გახდნენ მშობლები.

რაში მდგომარეობს
PGD-ის სარგებელი

В чем польза от PGD

წინა-საიმპლანტაციო გენეტიკური სკრინინგი და გენეტიკური დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, ჩატარდეს დიაგნოსტიკა ემბრიონის ყველაზე ადრეული განვითარების პერიოდში (ემბრიონის ასაკი 3 - 5 დღე). მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული კავშირი განვითარების დინამიკას, ემბრიონის მორფოლოგიასა და მის პროგნოზს შორის ორსულობის თვალსაზრისით, ზოგიერთი წყვილისათვის გენეტიკური რისკის მატებასთან ერთად შეფასების ეს ტიპი არ არის საკმარისი. იმ პირობით, რომ კვერცხუჯრედების ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით განაყოფიერების შემდეგ რამდენიმე ემბრიონი წარმოიქმნება, ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, არჩეულ იქნას ემბრიონები ხილული გენეტიკური გადახრის გარეშე.

ამის წყალობით იზრდება ორსულობისა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადების ალბათობა. ამასთან ერთად მცირდება აბორტის ან გენეტიკური მიზეზებით ორსულობის შეწყვეტის აუცილებლობის რისკი.

გამოკვლევის შემადგენელი ნაწილია ემბრიონის უჯრედების ბიოფსია, რომლის დროსაც მიკრომანიპულაციური ტექნიკის დახმარებით ოპტიმალურად განვითარებადი ემბრიონიდან შეირჩევა უჯრედები (ბლასტომერები). მათი რაოდენობა და ადგილი, საიდანაც ხდება მათი შერჩევა, დამოკიდებულია განვითარების ხარისხსა და საჭირო კვლევაზე. ვინაიდან ემბრიონის უჯრედები განვითარების ადრეულ სტადიაში ჯერ არ არის სპეციალიზებული, ეს ჩარევა არ აწვება ტვირთად სიცოცხლისუნარიან ემბრიონს და ის განაგრძობს ნორმალურად განვითარებას.

ჩატარებული გენეტიკური ანალიზის შემდეგ, საშვილოსნოს ღრუში გადასატანად შეირჩევა მხოლოდ გენეტიკური ანალიზის ნორმალური შედეგის მქონე ემბრიონები (ე.ი. ისეთები, რომლებსაც არ გააჩნია ხილული გენეტიკური გადახრები). ამან უნდა გამოიწვიოს ორსულობის დადგომისა და მისი წარმატებით დასრულების ალბათობის ზრდა.

ვისთვის არის განკუთვნილი
PGD მეთოდი

Для кого предназначен метод PGD

ეს მეთოდი მიმართულია უშუალოდ გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკაზე, რომლებიც შეიძლება გადაცემულ იქნას მშობლებისაგან.

ეს მეთოდი, კლინიკურ გენეტიკოსთან კონსულტაციის შემდეგ, რეკომენდებულია წყვილებისათვის, თუ მშობლებს დასმული აქვთ გენეტიკური გადახრის დიაგნოზი.

წინა-საიმპლანტაციო გენეტიკური გამოკვლევა, უპირველეს ყოვლისა, საშუალებას იძლევა, აღმოჩენილ იქნას რიგი სერიოზული გადახრები ქრომოსომების რაოდენობაში, რომლებიც აფერხებენ ემბრიონის ნორმალურ განვითარებას. ემბრიონის გენეტიკურ გაფორმებაში ასევე შესაძლებელია გამოვლენილ იქნას გარკვეული მემკვიდრეობითი დაავადებები ან გადახრები ქრომოსომების სტრუქტურაში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ევოლუცია წინ მიიწევს და გამოვლენილი გადახრების რაოდენობა მუდმივად იზრდება, ჯერჯერობით შეუძლებელია ისეთი ემბრიონის შერჩევის სრულად გარანტირება, რომელსაც არ გააჩნია დეფექტები.

IVF პროგრამის წარმატების შანსი იზრდება იმის წყალობით, რომ არ ხდება იმ ემბრიონების ტრანსპლანტაცია, რომლებიც ჩატარებული ტესტების შედეგების მიხედვით ითვლება პათოლოგიური ხასიათის მქონედ. PGD-ს გარეშე ჩვენ ვერ მივიღებდით ამ ინფორმაციას და ხშირად მოვახდენდით ისეთი ემბრიონების ტრანსპლანტაციას, რომლებსაც არ ექნებოდათ ნორმალური ორსულობის გამოწვევის უნარი. თუმცა, ჯანმრთელი ემბრიონების ემბრიოტრანსფერსაც არ შეუძლიათ IVF პროგრამის წარმატების ავტომატურად გარანტირება, ე.ი. ემბრიონის იმპლანტაცია მისი საშვილოსნოს ღრუში გადაყვანის შემდეგ და ორსულობის წარმოშობა. მას ასევე არ შეუძლია ჯანმრთელი ბავშვის დაბადების გარანტირება. ყველაფერ ამაზე გავლენას ახდენს დიდი რაოდენობით სხვა ფაქტორები.

ვისთვის არის განკუთვნილი
PGS მეთოდი

Для кого предназначен метод PGS

ეს მეთოდი მიმართულია არა გარკვეული გენეტიკური გადახრის, არამედ ქრომოსომების განლაგებაში პათოლოგიური ცვლილების გამოვლენაზე კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმისა და ემბრიონის შემდგომი ადრეული განვითარების დროს. ამ გადახრებს თან ახლავს, უპირველეს ყოვლისა, ქრომოსომების არანორმალური რაოდენობა (მაგალითად, დაუნის სინდრომი). PGS მეთოდის დახმარებით შესაძლებელია ან მხოლოდ შერჩეული ქრომოსომების გამოკვლევა, რომლებიც ყველაზე ხშირად ზიანდება, ან ემბრიონის ყველა ქრომოსომისა.

ეს მეთოდი, კლინიკურ გენეტიკოსთან კონსულტაციის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა რეკომენდებულია წყვილებისათვის, რომელთა შემთხვევაშიც:

  • ქალის ასაკი 35 წელზე მეტია და ამგვარად, გაზრდილია არანორმალური რაოდენობის ქრომოსომების მქონე ბავშვის დაბადების ალბათობა.
  • მეორდება წარუმატებლობა IVF მეთოდით მკურნალობისას ან აბორტები ორსულობის ადრეულ ეტაპზე.
  • ერთერთ პარტნიორს უტარდებოდა ან უტარდება გარკვეული სახის ქიმიო- ან რადიოთერაპია
  • IVF ციკლში კვერცხუჯრედების განაყოფიერებისათვის გამოიყენებოდა აზოოსპერმიის არაობსტრუქციული ფორმის მქონე პარტნიორის სპერმატოზოიდები, მიღებული MESA (სპერმატოზოიდების მიკროქირურგიული ასპირაცია კვერცხის ეპიდიდიმისიდან) ან TESE მეთოდის (სპერმატოზოიდების ტესტიკულური ექსტრაქცია) გამოყენებით
  • აუცილებელია შეირჩეს ბავშვის სქესი სამედიცინო ჩვენებების მიხედვით (დაავადება დაკავშირებულია სქესთან)

ვის ესაჭიროება
კრიოკონსერვაცია?

Кто нуждается в криоконсервации?

IVF პაციენტები არ მიეკუთვნებიან კრიოკონსერვაციის საჭიროების მქონე პაციენტების კატეგორიას. IVF არის ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, რომელსაც ხალხი „სინჯარაში განაყოფიერებას“ უწოდებს. ეს შესანიშნავი მეთოდია უნაყოფობის დასაძლევად. იგი ითვალისწინებს ემბრიონის მოპოვებას ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით არა ქალის სხეულში, არამედ სინჯარაში. განვითარების გარკვეულ ეტაპამდე ემბრიონებს ზრდიან ერთგვარ ინკუბატორებში ხუთი დღეღამის განმავლობაში. მეხუთე დღეს ხელოვნურად გაზრდილ ემბრიონს გადასვამენ დედის სხეულში. ერთდროულად გადასვამენ ორ ემბრიონს, რათა გაზარდონ წარმატებულად ადაპტაციის შანსები. IVF-ს დროს არ ხდება ორზე მეტი ემბრიონის გადანერგვა, რათა გამოირიცხოს მრავალნაყოფიანი ორსულობის შესაძლებლობა.

კრიოკონსერვაცია შესაძლოა საჭირო დარჩეს იმ შემთხვევაში, თუ ხელოვნური განაყოფიერების პროცესში სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება არა ორი, არამედ ორზე მეტი ემბრიონი. ზოგიერთი მათგანი შეიძლება დავუქვემდებაროთ კრიოკონსერვაციას, რათა IVF-ის მომდევნო ციკლებში მოხდეს მათი გამოყენება განაყოფიერების მასალის სახით, თუ წინა პროცედურამ არ მოგვცა სასურველი შედეგი. გაყინული ემბრიონების გამოყენება ასევე შეიძლება დროთა განმავლობაში, თუ უკვე ნამშობიარებმა ქალმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ჩაიტაროს IVF განაყოფიერების პროცედურა.

30 წელზე უფროსი ასაკის ქალები და 40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცები ასევე არ საჭიროებენ კრიოკონსერვაციას. ყველა, ვინც გადაავადებს ორსულობასა და მშობიარობას, იმის გამო, რომ არ შეუძლია მისი მატერიალურად უზრუნველყოფა ან არ ჰყავს რეგულარული პარტნიორი, კარიერული და სხვა მიზეზებით. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ასაკთან ერთად პროკრეციის (შთამომავლობის ყოლის) პოტენციალი მცირდება. ეს ეხება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. ეს ამცირებს ბავშვის ბუნებრივი ჩასახვის შანსს. ბუნებრივი ჩასახვის შანსი ყველაზე დაბალია 37 და მეტი წლის ასაკის ქალებში. უნაყოფობის თერაპიის პროცესში მოცემული კატეგორიების ქალებში და უფრო ასაკოვან მამაკაცებში დამხმარე ტიპის რეპროდუქციული ტექნოლოგიები არ იძლევა ისეთსავე შედეგებს, როგორსაც ადგილი აქვს უფრო ახალგაზრდა პაციენტებში.

გარდა ამისა, ოცდაათ წელზე უფროს ასაკში ჩნდება და მხოლოდ იზრდება გენეტიკური გადახრების მქონე ბავშვის დაბადების შესაძლებლობა. და მისი წარმოშობის ძირითადი მიზეზია სასქესო უჯრედების დაბერება. აქედან გამომდინარე, კრიოკონსერვაცია განსაკუთრებით ეფექტურია ასაკში, როდესაც ადამიანის სასქესო უჯრედებს ჯერ არ განუცდია დაბერების ნეგატიური პროცესი.

პაციენტებს ქიმიოთერაპიის ან კარდინალური მკურნალობის ჩატარებამდე, რომელიც გავლენას ახდენს ნაყოფის ჩასახვის ფუნქციაზე. ამ უკანასკნელს განეკუთვნება ასევე ანტიბიოტიკების, ანტივირუსული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება. ასეთი პაციენტების ერთადერთი შანსია ჯანსაღი სასქესო უჯრედების შენახვა პროცედურებისა და მთელი მკურნალობის გავლამდე.

პაციენტებს, რომელთა ანამნეზშიც არსებობს გენის რეპროდუქციის ფუნქციაზე ნეგატიური გავლენის მქონე სისტემური დაავადებები.

იმ ადამიანების ყველა კატეგორიას, ვისი პროფესიული საქმიანობაც პირდაპირ კავშირშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკთან. ესენი არიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების თანამშრომლები, ქიმიური წარმოების მუშაკები სამსახურის დაწყებამდე და სხვ.

სპორტსმენებს. კვების განსაკუთრებულმა რეჟიმმა და ექსტრემალურმა დატვირთვებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს რეპროდუქციის უნარზე. კრიოკონსერვაცია რეკომენდებულია კარიერის დასაწყისში, რაც ჯანსაღი ბიომასალის შენახვის საშუალებას იძლევა.

დონორობა რეპროდუქციის ტექნოლოგიების კიდევ ერთი სფეროა. დონორი იძლევა მასალას ოჯახური წყვილებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ბავშვის გაჩენა.

კრიოკონსერვაცია არის ადამიანთა სულ უფრო მეტი კატეგორიისათვის ხელმისაწვდომი რეპროდუქციული ფუნქციის ბიოლოგიური დაზღვევა, რომელსაც თანამედროვე მედიცინა გვათავაზობს.

ჩვენებები დონორული
კვერცხუჯრედის გამოყენებისათვის

Показания для использования донорской яйцеклетки

აბსოლუტური ჩვენებები:

  • გონადების დისგენეზია: სუფთა ფორმა (კარიოტიპი 46 XX), შერეული ფორმა (კარიოტიპის 46, XY), შერეშევსკი-ტერნერის სინდრომი (კარიოტიპი 45, X0);
  • საკვერცხეების ნაადრევი გამოფიტვის სინდრომი ან რეზისტენტული საკვერცხეების სინდრომი;
  • პოსტკასტრაციული ამენორეა საკვერცხეების მოცილების, სხივური ან ქიმიოთერაპიის შედეგად;
  • ბუნებრივი მენოპაუზა.

ფარდობითი ჩვენებები:

  • ოვარიული რეზერვის მკვეთრი შემცირება;
  • მდედრობითი ხაზით შთამომავლობისათვის გენეტიკური დაავადებების გადაცემის შესაძლებლობა;
  • მომავალი დედის ოოციტების ფუნქციური არასრულფასოვნება;
  • IVF-ის წარუმატებელი მცდელობები ოვულაციის ინდუქციის დაბალი ეფექტურობის შედეგად;
  • ვერშემდგარი ორსულობა საშვილოსნოს ღრუში IVF-ის დროს მიღებული ემბრიონების არაერთჯერადი გადატანის შემდეგ (მათი ცუდი ხარისხის გამო).

რა არის ICSI და რით
გასხვავდება ის IVF-ისაგან

Что такое ИКСИ и чем она отличается от ЭКО

რა არის ICSI და რით განსხვავდება ის IVF-ისაგან. ICSI, ან სპერმატოზოიდის ინტრაციტოპლაზმური ინექცია (ინგლისურიდან: ICSI - IntraCytoplasmic Sperm Injection), არის სპერმატოზოიდის ხელოვნური შეყვანა უშუალოდ კვერცხუჯრედში.

რა განსხვავებაა ტრადიციულ IVF-სა და ICSI-ს შორის? IVF (ექსტრაკორპორალური განაყოფიერება) არის საბაზისო პროცედურა, რომელიც მდგომარეობს კვერცხუჯრედის განაყოფიერებაში ლაბორატორიულ პირობებში, ემბრიონის შემდგომი განთავსებით ქალის საშვილოსნოს ღრუში. ICSI კი არის IVF-ის დამატებითი პროტოკოლი. ამგვარი მიდგომისას მომწიფებული კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის გაერთიანება ტარდება გართულებული სქემით. ექიმი-ემბრიოლოგი ასრულებს შემდეგ ეტაპებს:

  • ის შეარჩევს სრულფასოვან მომწიფებულ ოოციტებსა და აქტიურ, მორფოლოგიურად სრულფასოვან სპერმატოზოიდებს. სპერმატოზოიდები შეიძლება გამოიყოს სპერმიდან. ამ შემთხვევაში საკმარისია სპერმაში თუნდაც ერთი სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდის აღმოჩენა და მისი მიკროინსტრუმენტ-ნემსში მოთავსება (ამ ნემსის შიდა დიამეტრი ოდნავ აღემატება სპერმატოზოიდის თავის დიამეტრს - 6 მიკრონს). თუ ქმრის ან სპერმის დონორის სპერმაში ვერ ხერხდება ვერცერთი სპერმატოზოიდის აღმოჩენა (აზოოსპერმია), არსებობს მამაკაცის კვერცხიდან მათი ქირურგიული გზით მოპოვების შესაძლებლობა.
  • გადაიყვანს ICSI-სთვის შერჩეულ სპერმატოზოიდს უმოძრაო მდგომარეობაში: ახდენს მისი კუდის გადახეხვას, რათა ოოციტში შეყვანის შემდეგ მან ვერ შეძლოს გარეთ გამოსვლა.
  • ახდენს კვერცხუჯრედის ორიენტირებას გარკვეული სახით, უარყოფითი წნევის ხარჯზე მას მიმწოვზე ამაგრებს, რათა ოოციტმა არ იმოძრაოს ICSI პროცედურის დროს.
  • ემბრიოლოგი ნერგავს ყველაზე სიცოცხლისუნარიან სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში, ახდენს რა სპერმატოზოიდის ინექციას ნემსით, მიკროსკოპით კონტროლის პირობებში.
  • ხდება მიმწოვში უარყოფითი წნევის დაგდება და კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება.
  • განაყოფიერებული კვერცხუჯრედი თავსდება ინკუბატორში 37°C ტემპერატურაზე და ნახშირორჟანგის 5%-იანი კონცენტრაციის პირობებში. ამჟამად ICSI გამოიყენება IVF-ის შემთხვევების დაახლოებით 50%-ში. მოცემული პროცედურა შეიძლება დასრულდეს წარმატებული ჩასახვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეაკულატში მოიპოვება თუნდაც ერთი ჯანსაღი სპერმატოზოიდი.

რა არის განაყოფიერება
Tese მეთოდით

Что такое оплодотворение методом Tese

თუ სპერმოგრამების სერიამ აჩვენა სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდების არარსებობა ეაკულატში, თვით უშვილობის მძიმე ფორმების შემთხვევაშიც კი მამაკაცი შეიძლება გახდეს მამა TESE (testicular sperm extraction) მეთოდიკის წყალობით. ეს არის მიკროქირურგიული ოპერაცია, რომელიც სპერმატოზოიდების უშუალოდ კვერცხის სათესლე არხებიდან მოპოვების საშუალებას იძლევა. მაღალი სიზუსტის ოპტიკური აღჭურვილობის კონტროლქვეშ გამოიყოფა ჯანსაღი სასქესო უჯრედები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას განაყოფიერებისათვის 72 საათის განმავლობაში ან დაექვემდებაროს (სავარაუდოდ, ვებგვერდზე ტექსტის ნაწილი აკლია - მთარგმნ. შენიშვნა)

TESE პროცედურის უპირატესობები:

  • ფრთხილი მეთოდიკა: არ ხდება სპერმატოზოიდების ტრავმირება ნემსით, როგორც ეს შეიძლება მოხდეს ასპირაციული ბიოფსიის დროს
  • TESE + IVF-ის გამოყენება: IVF-ის დაგეგმვისას TESE-ის შემდეგ სპერმატოზოიდები გადის საფუძვლიან კვლევას ინფექციების, დნმ-ის ფრაგმენტაციისა და სხვა რისკების არსებობის კუთხით;
  • უნაყოფობის მკურნალობის ობიექტური პროგნოზი: ტრავმებისა და გართულებების შემთხვევაში გადატანილი დაავადებების შედეგად შესაძლებელია იმ მდგომარეობის კორექცია, რომელმაც გამოიწვია სპერმატოზოიდების ტრანსპორტის დარღვევა (თესლგამომტანი გზების მიკროქირურგიული რეკონსტრუქცია);
  • მაღალი შედეგიანობა: ხდება მასალის საკმარისი რაოდენობით აღება სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდების შესარჩევად.

სუროგატული დედობის სამართლებრივი
ასპექტები საქართველოში

Юридические аспекты суррогатного материнства в Грузии

საქართველოს ლიბერალური კანონმდებლობა აცხადებს, რომ ბავშვის მშობლებად ითვლება წყვილი და არა სუროგატი დედა. სუროგატ დედას არ გააჩნია მშობლის უფლებები გაჩენილ ბავშვზე. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სუროგატი დედის მიერ შობილი ბავშვები დაუყოვნებლივ იღებენ დაბადების მოწმობებს, რომლებშიც მითითებულია მომავალი მშობლების სახელები.

„ჟორდანიას“ კლინიკის პერსონალური მენეჯერები წარმოადგენენ დამაკავშირებელ რგოლს სუროგატ დედებსა და პაციენტებს შორის, ისევე როგორც სუროგატ დედებსა და ექიმებს შორის. ისინი სრულად უწევენ კოორდინაციას პროცესს, ახორციელებენ ურთიერთობებისა და ვალდებულებების მართვას.

პოპულარული პროგრამები

IVF გარანტირებული

ЭКО гарантированный

3 IVF cycles
text

მომსახურებათა პაკეტი №1

შეიტყვეთ ფასი
узнать цену

სრული IVF ციკლი

Полный цикл ЭКО

FET with Suroggate
text

მომსახურებათა პაკეტი №2

შეიტყვეთ ფასი
FET with Suroggate

სუროგატული დედობა

Суррогатное материнство

IVF couple + ED
and Surroggate Mother

მომსახურებათა პაკეტი №3

შეიტყვეთ ფასი
IVF couple + ED and Surroggate Mother

რატომ ირჩევენ საქართველოს

1

Стоимость услуг одна из самых дешевых в мире...

მომსახურების ღირებულება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია...

2

Лояльное законодательство, гарантирующие нашим клиентам 100% права на ребенка...

ლოიალური კანონმდებლობა, რომელიც გარანტირებს ბავშვზე ჩვენი კლიენტების 100%-იან უფლებას...

3

Экология этой горной страны с ее чистейшим воздухом и водой подарит богатырское здоровье вашему ребенку...

ამ მაღალმთიანი ქვეყნის ეკოლოგია მისი სუფთა ჰაერითა და წყლით თქვენს შვილს გოლიათური ჯანმრთელობით დაასაჩუქრებს...

4

Менталитет и образ жизни грузинских женщин исключающий пагубные пристрастия

ქართველი ქალების მენტალიტეტი და ცხოვრების წესი გამორიცხავს დამღუპველ ჩვევებზე დამოკიდებულებას...

გამოხმაურებები ჩვენს შესახებ

Михаэль и Елизавета Шифрин. Израиль. მიხაელ და ელისაბედ შიფრინები. ისრაელი.

ამ გადაწყვეტილებამდე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მივდიოდით, რაღაც პერიოდში ჩვენით ვცდილობდით, 3 IVF გავიარეთ, მაგრამ უშედეგოდ. მეუღლესთან ერთად ვეცნობოდი საოჯახო წყვილების გამოცდილებას, რომლებმაც სუროგატის დედების მომსახურებას მიმართეს. იყო ბევრი კითხვა და შიში, ვისხედით ფორუმებზე და ვსწავლობდით ყველა დადებითსა და უარყოფით მხარეს, ასევე მნიშვნელოვანი იყო სამართლებრივი ასპექტები და ის, თუ როგორ მიმდინარეობდა სუროგატი დედის მოძიების პროცესი. ჩვენ რამდენიმე ქვეყანას შორის ვირჩევდით და შევჩერდით საქართველოზე, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „ჟორდანიას“ შესახებ ბევრი დადებითი გამოხმაურება მოვისმინეთ. მთელი ჩვენი თავისუფალი დრო მივუძღვენით ამ ცენტრის შესახებ ინფორმაციის დეტალურ შესწავლას, ყველაფერს მრავალჯერ ვამოწმებდით, დეტალურ კონსულტაციებს გავდიოდით, ვაწყობდით ონლაინ შეხვედრებს. მადლობა ჟორდანიას კოლექტივს, ისინი ჩვენთან კავშირზე იყვნენ და სრულიად გასაგებ ენაზე მოგვითხრეს „სუროგატული დედობის“ პროგრამის შესახებ. დღეს ეს საზრუნავით აღსავსე და რთული დღეები დასრულდა, ერთი წლის შემდეგ სახლში ჩვენს ქალიშვილთან ერთად დავბრუნდით. ეს არის დიდი ბედნიერება და სიხარული და ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ „ჟორდანიას“ ცენტრში ყველა იმ ადამიანისა, ვინც თავიდანვე იყო ჩვენთან ერთად და განვლო ეს რთული, მაგრამ შედეგიანი გზა!

Алвис и Инга Юрис. Латвия ალვის და ინგა იურისი. ლატვია

ბედმა ასე ინება, რომ მე ძალიან გვიან გავთხოვდი და ჩემი რეპროდუქციული ასაკი, სამწუხაროდ, უკვე გავიდა, მე კი ძალიან მინდოდა, მყოლოდა ბავშვი ჩემს ქმართან. ვიცოდი, რომ სუროგატი დედობა ჩვენთვის ერთადერთი შანსი იყო და ამ თემაზე ინფორმაციის მოძიებასა და შესწავლას დიდი დრო დავუთმე, ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის 5 რეპროდუქციულ ცენტრს დავუკავშირდით და არჩევანი საქართველოში „ჟორდანიას“ ცენტრზე შევაჩერეთ. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მოგვეწონა მიდგომა და გახსნილობა ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით და რაც მთავარია - ეს იყო იურიდიული გამჭვირვალობა და დაბრკოლებების არარსებობა სუროგატი დედის საკითხში. ცენტრში ჩამოსვლისთანავე ჩვენ ყველა ეტაპზე ისეთი მზრუნველობითა და ყურადღებით ვიყავით გარემოცული, რომ სრულიად არანაირ შიშებს და განცდებს არ ვგრძნობდით. „ჟორდანიას“ ცენტრის პერსონალი პროფესიონალურად და შეუფერხებლად მუშაობდა ჩვენი ოცნების განსახორციელებლად და შემდეგ ჯერზე ჩვენი ჩამოფრენა უკვე ჩვენი ბავშვის დაბადებას დაემთხვა! ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ყველასი ბედის ასეთი საჩუქრისათვის! დიდი მადლობა თქვენ!

Лариса и Сергей Мочановы. Москва ლარისა და სერგეი მოჩანოვები. მოსკოვი

ჩვენ გამოვლილი გვქონდა 4 IVF და ეს ძალიან რთული იყო, სანამ საბოლოოდ ექიმებმა არ განგვიცხადეს მოსკოვში, რომ დამოუკიდებლად დაფეხმძიმების შანსი არ მქონდა და აჯობებდა, სუროგატი დედის მომსახურებისათვის მიგვემართა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვეცნობოდით გამოხმაურებებს, ისტორიებს და გადავწყვიტეთ, არჩევანი საქართველოზე შეგვეჩერებინა, ეკოლოგიამ და აქტიურად განვითარებადმა მედიცინამ მოგვისყიდა. ერთერთ ფორუმზე ჩვენ ძალიან გვირჩევდნენ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „ჟორდანიას“. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს დიდი ხნის განმავლობაში ვათანხმებდით, დეტალურად ვკითხულობდით და მრავალჯერ ვამოწმებდით - ეს ხომ ჩვენი მომავალია და ჩვენ უნდა დავრწმუნებულიყავით როგორც კანონიერებაში, ასევე პროფესიონალიზმშიც. ეს რთული გზაა, მაგრამ ჩვენ ის გავიარეთ, ცენტრში ძალიან გვიჭერდნენ მხარს და გვეხმარებოდნენ ყველა ეტაპზე, ჩვენ კავშირზე ვიყავით, როგორც იტყვიან, დღეში 24 საათის განმავლობაში. ჩვენ იმდენად განვიცდიდით ჩვენი ბავშვის ჯანმრთელობის გამო, რომ მართლაც და დღე ისე არ გავიდოდა, „ჟორდანიას“ ცენტრთან რომ არ ვყოფილიყავით კავშირზე, მადლობა კოლექტივს, ისინი მოთმინებით იტანდნენ ყველა ჩვენს შიშსა და მოლოდინს. ახლა, როცა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ჩვენ ღიმილით ვიხსენებთ ყველაფერს, მე და ჩემი მეუღლე უსაზღვროდ მადლიერი ვართ რეპროდუქტოლოგებისა და ექიმებისა მათი პროფესიონალიზმისათვის, თქვენ სასწაულებს ახდენთ და ეს სასწაული ჩვენც გვხვდა წილად.

Сара и Ариэль Синелевичи Израиль სარა და არიელ სინელევიჩები. ისრაელი

ჯეროვანი პატივი უნდა მივაგოთ ჟორდანიას რეპროდუქციული მედიცინის ცენტრს, ჩვენ სრულად გვიწევდნენ კონსულტაციას, გვაწვდიდნენ მთელ ინფორმაციას. ეს სრულებით არ არის მარტივი პროცესი და შვილის ყოლის ჭეშმარიტად ძლიერ სურვილს მოითხოვს. ანალიზები, კლინიკები, სუროგატი დედის შერჩევა ... მადლობა ამ ადამიანებს, რომლებიც ერთი წუთითაც კი არ გვტოვებდნენ მარტოს ყველა ჩვენს ეჭვთან. ახლა, ერთი წლის შემდეგ, ჩვენ აღარაფერს ვნანობთ და ბედნიერები შევცქერით, თუ როგორ იზრდება ჩვენი ქალიშვილი.. მადლობა ყველაფრისათვის!

Нино и Гиоргий Тбилиси ნინო და გიორგი თბილისი

ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში. 28 წლის განმავლობაში ვერ ვახერხებდი დაფეხმძიმებას. რა აღარ ჩავიტარეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რომ ჩვენი პრობლემა გადაგვეჭრა, მაგრამ უშედეგოდ.

საქართველოში, სადაც ბავშვები ძალიან უყვართ და სადაც ბევრი ოჯახი ორ და სამ შვილს ზრდის, უბრალოდ გაუსაძლისია უშვილობა. წლების განმავლობაში მხოლოდ ქუჩაში ვუყურებდი ბავშვებს და ვოცნებობდი, რომ ოდესმე მეც ვზიარებოდი დედობის სიხარულს.

ჩემმა ლოცვებმა უპასუხოდ არ ჩაიარა და მოხდა ნამდვილი სასწაული. ხანგრძლივი 11-წლიანი მოლოდინის შემდეგ ჩვენ მშობლები გავხდით. ძალზე მადლიერი ვართ ჟორდანიას მთელი გუნდისა და განსაკუთრებით - კლინიკის დირექტორის, ნანა ჯანელიძისა. სწორედ იმის წყალობით, რომ იგი კომპლექსურად მიუდგა ჩვენს პრობლემას, ჩვენ დიდი ხნის ნანატრ შედეგს მივაღწიეთ.

დღეს ჩვენი გოგონა 2 წლისაა და ჩვენ მას ნანა დავარქვით.

ჩაეწერეთ რეპროდუქტოლოგთან
ონლაინ-კონსულტაციაზე

ხ.დ.კ

ინ ვიტრო განაყოფიერება გახლავთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომელიც უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე, უსაფრთხო და უკვე რუტინული მეთოდია. ეს მეთოდი პირველად 1978 წელს დაინერგა მედიცინაში და მას შემდეგ უფრო და უფრო იხვეწება. ამ დროს კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა ხდება არა ფალოპის მილში, არამედ სპეციალურ სინჯარაში.

თუ ერთწლიანი, რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ფონზე არ დგება ორსულობა, წყვილი ითვლება უნაყოფოდ. მისი მიზეზი შეიძლება იყოს მამაკაცისმიერი, როდესაც სპერმა არ არის სრულფასოვანი და ქალისმიერი, როდესაც რეპროდუქციული ტრაქტის რომელიმე სტრუქტურა ვერ ასრულებს ფიზიოლოგიურ ფუნქციას. ასევე არსებობს უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობა. უნაყოფობის პრობლემის დასაძლევად, ინ ვიტრო განაყოფიერება გახლავთ ყველაზე ეფექტური მეთოდი.

თავდაპირველად ხდება საკვერცხის მომზადება, კერძოდ მისი სტიმულაცია, იმისათვის რომ გაიზარდოს ფოლიკულები და მომწიფდეს კვერცხუჯრედები. როდესაც ფოლიკულები მიაღწევს ზღვრულ მაჩვენებელს, სპეციალური კათეტერით შედიან თითოეულ ფოლიკულში და იღებენ ფოლიკულურ სითხეს. სითხე იგზავნება ლაბორატორიაში კვერცხუჯრედების მოძიების მიზნით. მათი მოძიების შემდეგ ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება სპერმატოზოიდით. არსებობს განაყოფიერების ორი გზა. პირველი, როდესაც სინჯარაში განაყოფიერების პროცესი ბუნებრივის იდენტურია. ათასობით სპერმატოზოიდი ცდილობს კვერცხუჯრედში შეღწევას. ხოლო მეორე, როდესაც ემბრიოლოგს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში ხელოვნურად შეყავს ერთი სპერმატოზოიდი. განაყოფიერების შემდეგ ყალიბდება ზიგოტა. ზიგოტა განვითარების მესამე დღისთვის აღწევს მორულას, ხოლო მეხუთე დღისთვის ბლასტოცისტის სტადიას. სწორედ მესამე და მეხუთე დღეებში ხდება ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა და/ან გაყინვა.

ICSI - სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია. ეს პროცედურა ინ ვიტრო სპეციალისტს საშუალებას აძლევს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში შეიყვანოს ყველაზე ჯანსაღი სპერმატოზოიდი.
Assisted Hatching - დახმარებით “გამოჩეკვა”. ამ პროცედურის დროს ემბრიოლოგი ხელოვნურად არღვევს მბრწყინავ გარსს, იმისავის რომ გამარტივდეს განაყოფიერების პროცესი.
კრიოპრეზერვაცია - რიგ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება ან უბრალოდ პაციენტის სურვილი, ხდება ემბრიონის გაყინვა. მათი გამოყენება მომავალშიც თავისუფლად არის შესაძლებელი.
FET - ემბრიონის გალღობა - გადატანა.
PGS - პრეიმპლანტური გენეტიკური სკრინინგი - ემბრიონის ანალიზი ქრომოსომული პათოლოგიების გამოსავლენად, რომელიც კეთდება საშვილოსნოს ღრუში გადატანამდე.

ასაკობრივი ცვლილებების, სხვადასხვა დაავადებისა და ზოგიერთი მკურნალობის მეთოდის (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ქირურგიული ჩარევა) შედეგად ქალის რეპროდუქციულ სისტემაში, კერძოდ საკვერცხეში მიმდინარეობს პროცესები, რის შედეგადაც მას აღარ აქვს რესურსი წარმოქმნას და მოამწიფოს კვერცხუჯრედი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კვერცხუჯრედის დონორის გამოყენება. რაც შეეხება მამაკაცს, სხვადასხვა მავნე ჩვევა, ფიზიკური დატვირთვა, ზოგიერთი მკურნალობის მეთოდი (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ქირურგიული ჩარევა) აუარესებს სპერმის ხარისხობრივ მაჩვენებელს, კერძოდ სპერმატოზოიდების საერთო რაოდენობას, მოძრაობის უნარს, მორფოლოგიურ მახასიათებელს, ლიკოფრაქციას, სიბლანტეს, აგლუტინაციას და ლეიკოციტების შემცველობას. ასევე, თუ ქალს არ ყავს პარტნიორი, თუ ეს მისთვის ეთიკურად მისაღებია, რეკომენდებულია დონორის სპერმის გამოყენება. სუროგატი დედის ჩართულობა განპირობებულია ქალის საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემებით.

სისხლდენა, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების (შარდის ბუშტი,სწორი ნაწლავი, საშვილოსნო, საშვილოსნსო ყელი) დაზიანება, აღმავალი ინფექცია, პერიტონიტი, საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, საკვერცხის შემოგრეხა, მრავალნაყოფიანი ორსულობა, ექტოპიური ორსულობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული გართულებები შემთხვევათა მცირე პროცენტში გვხვდება.

დღესდღეობით ინ ვიტრო განაყოფიერების გზით 5 მილიონამდე ბავშვია დაბადებული. იგი ხელმისაწვდომი და ეფექტური მეთოდია.

წარსულში ექიმები რეკომენდაციას უწევდნენ რამდენიმე ემბრიონის გადატანას საშვილოსნოს ღრუში, იმისათვის, რომ გაეზარდათ დაორსულების შანსი. დღესდღეობით მრავალნაყოფიანი ორსულობის პოტენცუირი რისკების გამო, ერთ ცდაზე ორ ემბრიონზე მეტის გადატანა არ არის რეკომენდებული. ინ ვიტრო ციკლიდან მიღებული დანარჩენი ემბრიონები უნდა გაიყინოს და შეინახოს შემდგომი გამოყენებისთვის.

ემბრიოლოგიური ტექნოლოგიების დახვეწამდე, გამომღვალი ემბრიონის გადატანის შედეგად დამდგარი ორსულობის სიხშირე გაცილებით ნაკლები იყო, რადგან გამოლღობის პროცესში ემბრიონი ზიანდებოდა. დღესდღეობით, როდესაც ემბრიოლოგიურ პრაქტიკაში დანერგილია ვიტრიფიკაციის მეთოდი(წყლის კონვერსია მყარ მდგომარეობაში ძალიან სწრაფი გაყინვის მეთოდით კრისტალების ფორმაციის გარეშე), ემბრიონების >90 % წარმატებით გამოლღვება. რაც იმას ნიშნავს რომ გაუყინავი და გამომღვალი ემბრიონების წარმატების მაჩვენებლები ერთმანეთს უტოლდება.
ემბრიონის გაყინვა საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ გენეტიკური კვლევები ქრომოსომული პათოლოგიების დიაგნოსტირების მიზნით და შევარჩიოთ ყველაზე ჯანსაღი ემბრიონი, რათა ამ კუთხითაც გავზარდოთ დაორსულების შანსი. ამასთან ერთად, შეიძლება ქალის ჰორმონალური სტატუსი არ იყოს სახარბიელო ემბრიონის გადატანისთვის. ემბრიონის გაყინვა კი გვაძლევს საშუალებას ქალის ორგანიზმი მოვამზადოთ სათანადოდ.

IVF პროცედურების უმეტესობა მარტივია და ხორციელდება ამბულატორიულ დონეზე. მიუხედავად იმისა რომ, რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა, პაციენტთა უმეტესობა მეორე დღესვე უბრუნდება აქტიური ცხოვრების რიტმს. მომდევნო მენსტრუალური ციკლიდან კი ფიზიკური დატვირთვაც არის შესაძლებელი. თუ ხდება ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში, მშვიდი, მაგრამ არა პასიური, ცხოვრების წესია რეკომენდირებული.

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53