Array ( [CONTEXT_DOCUMENT_ROOT] => /home2/tch/zhordaniaclinic.ge [CONTEXT_PREFIX] => [DOCUMENT_ROOT] => /home2/tch/zhordaniaclinic.ge [GATEWAY_INTERFACE] => CGI/1.1 [HTTP_ACCEPT] => text/html,application/xhtml+xml,application/xml;q=0.9,*/*;q=0.8 [HTTP_ACCEPT_ENCODING] => gzip [HTTP_ACCEPT_LANGUAGE] => en-US,en;q=0.5 [HTTP_CONNECTION] => Keep-Alive [HTTP_HOST] => zhordaniaclinic.ge [HTTP_USER_AGENT] => CCBot/2.0 (https://commoncrawl.org/faq/) [PATH] => /bin:/usr/bin [PHP_INI_SCAN_DIR] => /opt/cpanel/ea-php56/root/etc:/opt/cpanel/ea-php56/root/etc/php.d:. [QUERY_STRING] => p=6&lang=ka [REDIRECT_QUERY_STRING] => p=6&lang=ka [REDIRECT_SCRIPT_URI] => http://zhordaniaclinic.ge/ka/servisebi/6/invitro-ganayofiereba [REDIRECT_SCRIPT_URL] => /ka/servisebi/6/invitro-ganayofiereba [REDIRECT_STATUS] => 200 [REDIRECT_UNIQUE_ID] => Xamlej4Oh-2XTQ157xBJgQAAABk [REDIRECT_URL] => /ka/servisebi/6/invitro-ganayofiereba [REMOTE_ADDR] => 18.208.159.25 [REMOTE_PORT] => 52402 [REQUEST_METHOD] => GET [REQUEST_SCHEME] => http [REQUEST_URI] => /ka/servisebi/6/invitro-ganayofiereba [SCRIPT_FILENAME] => /home2/tch/zhordaniaclinic.ge/fullservice.php [SCRIPT_NAME] => /fullservice.php [SCRIPT_URI] => http://zhordaniaclinic.ge/ka/servisebi/6/invitro-ganayofiereba [SCRIPT_URL] => /ka/servisebi/6/invitro-ganayofiereba [SERVER_ADDR] => 80.241.252.178 [SERVER_ADMIN] => webmaster@zhordaniaclinic.tch.ge [SERVER_NAME] => zhordaniaclinic.ge [SERVER_PORT] => 80 [SERVER_PROTOCOL] => HTTP/1.1 [SERVER_SIGNATURE] => [SERVER_SOFTWARE] => Apache [TZ] => Asia/Tbilisi [UNIQUE_ID] => Xamlej4Oh-2XTQ157xBJgQAAABk [PHP_SELF] => /fullservice.php [REQUEST_TIME_FLOAT] => 1571399034.68 [REQUEST_TIME] => 1571399034 [argv] => Array ( [0] => p=6&lang=ka ) [argc] => 1 )

სერვისები

  1. მთავარი
  2. ინვიტრო განაყოფიერება (IVF)

ინვიტრო განაყოფიერება (IVF)

ინვიტრო ფერტიზაცია (IVF)უშვილობა, უნაყოფობა, სამედიცინო ლიტერატურის განმარტებით, შვილის ყოლის უუნარობაა შესაბამისი სამედიცინო ჩარევის გარეშე.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, თუ ქალი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდა, წყვილი უშვილოდ ითვლება. აღნიშნულ პრობლემას თანამედროვე მედიცინა სხვადასხვა მეთოდით უმკლავდება , რომელთაგანაც ერთ-ერთი არის ხელოვნური განაყოფიერება.


რა არის ინვიტრო  (IVF) განაყოფიერება?


ინ ვიტრო განაყოფიერება, თანამედროვე მედიცინაში, დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიად მოიაზრება, რომელიც ზოგჯერ ერთადერთი ეფექტური საშუალებაა უშვილობის სამკურნალოდ. ინ ვიტრო განაყოფიერება არის პროცედურა, რომელიც ტარდება უნაყოფობის და მასთან დაკავშრებული გენეტიკური პრობლემების სამკურნალოდ და ხელს უწყობს ჩასახვის პროცესს. 

ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი გულისხმობს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმას ორგანიზმის გარეთ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში. აქ მიმდინარე პროცესები იდენტურია იმისა, რაც მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში. ამ  დროს ხდება საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვება და სპერმის საშუალებით მათი განაყოფიერება, შემდეგ მიღებული ემბრიონის ან ემბრიონების გადატანა საშვილოსნოში, სადაც ის  განაგრძობს ზრდა-განვითარებას 

 რა არის ინვიტრო  (IVF) განაყოფიერება?


ბევრი ერთი ან ორზე მეტი ემბრიონის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია მათი გაყინვა რამოდენიმე წლით , თუ წყვილს მეორე შვილის გაჩენის სურვილი ექნებათ. შენახული და გაყინული ემბრიონი შემდეგ ლღვება და ექიმს გადააქვს საშვილოსნოში. 


რა პროცედურებს მოიცავს ინვიტრო  (IVF) განაყოფიერება?


  ინ ვიტრო, ხელოვნური განაყოფიერება მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
⦁    საკვერცხის სტიმულაციას მედიკამენტებით
⦁    ოოციტების ტრანსვაგინალურ ასპირაციას 
⦁    კვერცხუჯრედის სპერმით განკურნება განაყოფიერება (ICSI)
⦁    განაყოფიერებული კვერცხუჯრედის კულტივირება.
⦁    ემბრიონის/ემბრიონების გადატანა საშვილოსნოს ღრუში.
⦁    საშვილოსნოს ღრუს მომზადება ორსულობისათვის. 


როდის მიმართავენ პაციენტები?


ინ ვიტრო განაყოფიერებას მიმართავენ უშვილობის გამომწვევი ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიც არის შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში - ტუბოოვარიული შეხორცებითი პროცესი (უშვილობის მილისმიერი ფაქტორი), ენდომეტრიოზი, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ანოვულაცია, დაუდგენელი გენეზის უშვილობა, მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა - მძიმე ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია და სხვა. ინ ვიტრო განაყოფიერება მკურნალობის პირველივე და არჩევითი ეტაპი გახლავთ.

რა პროცედურებს მოიცავს ინვიტრო  (IVF) განაყოფიერება?
პროცედურის ხანგრძლივობა


ინ ვიტრო განაყოფიერების ერთი პროცედურა დაახლოებით ორ-სამ კვირას მოითხოვს. 
მასშტაბურმა, მულტიცენტრულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არავითარი განსხვავება ფიზიოლოგიურად დაბადებულ და ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებს შორის არ არის.    
განსხვავება IVF ინ-ვიტრო და ბუნებრივი გზით მიღებულ ორსულობაში მხოლოდ ჩასახვის პროცესშია. ინ ვიტროს შემთხვევაში გამეტების - ანუ ქალისა დ მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ლაბორატორიის პირობებში ხდება და ემბრიონის მიმაგრების იმპლანტაციის შემდგომ ნაყოფის განვითარების ყველა ეტაპი ორივე შემთხვევაში იდენტურია. 
კლინიკაში დანერგილია ისეთი მოწინავე ტექნოლოგია, როგორიცაა  სპერმის მორფოლოგიური სკრინინგი , ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციამდე (IMSI) რაც ხორციელდება ინვერტირებული მიკროსკოპის საშუალებით, რომელიც 6000-ჯერ უფრო მეტად ადიდებს გამოსახულებას, იმ  მიკროსკოპებთან შედარებით რომლებიც  ჩვეულებრივ გამოიყენება  რეპროდუქციული ლაბორატორიებში და გამოსახულების მხოლოდ 400-ჯერ გადიდების საშუალებას იძლევა.   
 

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53