სერვისები

  1. მთავარი
  2. საოფისე გინეკოლოგია

საოფისე გინეკოლოგია

საოფისე გინეკოლოგია

უკანასკნელი 25 - 30 წლის მანძილზე გინეკოლოგიაში უფრო მეტი ცვლილებები მოხდა ვიდრე მანამდე 150 წლის მანძილზე.

ამ პერიოდში ჯერ მინიმალურად ინვაზიურმა ქირურგიამ შეასრულა მზარდი როლი გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, ხოლო 2000-ანი წლებიდან კი განვითარება დაიწყო კიდევ უფრო ახალგაზრდა მიმართულებამ  ოფისის გინეკოლოგიამ. ამ ორმა მიმართულებამ რადიკალურად შეცვალა მთელი რიგი გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობა.გინეკოლოგიური დაავადებები რომლებიც 1980-იან და 1990-იან წლებში მხოლოდ დიდი ქირურგიული ჩარევებით შეიძლებოდა განკურნებულიყო დღეს ხშირ შემთხვევებში ოფისის გინეკოლოგიის მეთოდებით ინკურნება.

ეს პაციენტისთვის  ნიშნავს იმას , რომ საჭირო აღარ არის საჭირო  ზოგადი ანესთეზიის მიღება;საკუთრივ მიკროოპერაციული ჩარევის ხანგრძლივობა შემცირდა დაახლოებით 1 – 1.5 საათიდან რამოდენიმე წუთამდე; სისხლის დანაკარგი ოპერაციისას პრქტიკულად ნულამდე დავიდა; შესაბამისად სისხლის გადასხმის საჭიროება პრაქტიკულად გაქრა;ოპერაციულ ჩარევებით გამოწვეული გართულებების რაოდენობა ნულს მიუახლოვდა. ავადმყოფის სტაციონარში მოთავსება ასეთი ტიპის ოპერაციისთვის საჭირო აღარ არის. პაციენტს  სხეულზე  არ აღენიშნება  ნაწიბური  .ბევრი ავადმყოფისთვის რომლისთვისაც უკუნაჩვენები

ზოგადი ანესთეზია და დიდი ოპერაცია ასეთი ჩარევის ჩატარება არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს.უკანასკნელი 25 - 30 წლის მანძილზე გინეკოლოგიაში უფრო მეტი ცვლილებები მოხდა ვიდრე მანამდე 150 წლის მანძილზე.

 

ხშირ შემთხვევებში ავადმყოფს ჩვეულებრივი სამუშაო დღის შემდეგ შეუძლია მივიდეს გინეკოლოგიურ კლინიკაში  , ჩაიტაროს მკურნალობა  15 – 20 წუთის შემდეგ  კი წავიდეს სახლში და საღამო თავის ჩვეულ საქმიანობებში გაატაროს. მათთვის ვინც ვარჯიშობს, ვარჯიშის გამოტოვებაც კი არ არის საჭირო.

დღეს, დიდი საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე ვიცით, რომ ამ მეთოდების ფართოდ დანერგვა, სამედიცინო პერსონალის შესაბამისი  განათლება და წვრთნა,სამედიცინო ცენტრების  აღჭურვა, ასეთ პრაქტიკას პრიორიტეტულს ხდის დასავლეთის ქვეყნების გინეკოლოგიური ავადმყოფების მნიშვნელოვან ნაწილში.

 აპოლონ მესხს თავად მოუწია მუშაობა იმ პერიოდში როდესაც დასავლეთის ქვეყნებში ამ ტექნოლოგიების შემუშავება, დახვეწა და პრაქტიკაში დანერგვა მიმდინარეობდა . 24 წლის მანძილზე ბრიტანეთში მიღებულმა გამოცდილებამ  საშუალება არამხოლოდ თვითონ აეთვისებინა ეს მეთოდები  , არამედ ბლო 10 წლის განმავლობაში ეხელმძღვანელა ამ მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის , მათი შედეგების შესწავლის, სპეციალისტების მზადებისა და სამეანო- გინეკოლოგიურ

ეხელმძღვანელა ამ მეთოდების პრაქტიკაში დანერგვისათვის, მათი შედეგების შესწავლის,სპეციალისტების მზადებისა და სამენაო-გინეკოლოგიური პრაქტიკის  განვითარებისათვის.წარსულში მისმა მოსაწავლეების ნაწილმა ბრიტანეთიდან ეს მეთოდები და ტექნოლოგიები თავის ქვეყნებში წაიღეს.

ახლა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაგეგმილი აქვს აქაურ პრაქტიკაში შემოიტანოს, ეს მეთოდები, რომ აქაურ ქალბატონებს მეტი არჩევნის და თანამედროვე მეთოდებით მკურნალობის ახალი საშუალებები ჰქონდეთ. ამავე დროს ახალგაზრდებს გავუზიაროს ის კლინიკური, პედაგოგიური და ორგანიზატორული გამოცდილებები რომლებიც ბრიტანეთში მუშაობის 24 წლის მანძილზე დააგროვა,რომელიც მათ დარწმუინებულები ვართ , რომ პრფესიონალურ ზრდად და სარგებელს მოიტანს .

 

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53