სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა

ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა (განმეორებითი რეპდორუქციული დანაკარგი, ჩვეული შეწყვეტა, RPL-სინდრომი) საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. მისი გავრცელება ზოგად პოპულაციაში 1-2%-ია, ამ პროცენტული მაჩვენებლიდან კი ნახევარი აუხსნელია, რადგან გამომწვევი მიზეზი უამრავი არსებობს.

 

ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის დიაგნოზი ისმება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში, იგი დაორსულების 15-25%-ის შემთხვევაში ვითარდება. ანამნეზური მონაცემებით ქალების 5%-ს 2, ხოლო 1%-ს 3 და მეტი კლინიკურად დადასტურებული ორსულობის შეწყვეტა აღენიშნება. არსებული მონაცემების თანახმად, ორსულობის ჩვეული შეწყვეტის ძირითადი მიზეზებია:  შეძენილი და თანდაყოლილი თრომბოფილია, ჰორმონული-მეტაბოლური დარღვევები, ინფექციები, აუტოიმუნური დარღვევები, სპერმის ხარისხი, ცხოვრების წესი, ფსიქოგენური ფაქტორი.

 

გესტაციის 10 კვირის ვადამდე განვითარებული სპორადული დანაკარგები, სპორადულად შეწყვეტილი ორსულობები, ძირითადათ ქრომოსომული დარღვევებითაა განპირობებული (ტრისომია, მონოსომია, პოლიპლოიდია). ორსულობის ჩვეული შეწყვეტის დიაგნოზით  რეკომენდირებულია წყვილის სასქესო კარიოტიპის განსაზღვრა, რათა ბალანსირებული სტრუქტურული და ქრომოსომული დარღვევების დიაგნოსტირება მოხდეს.

 

ქალის ასაკი 

ქალის ასაკს  განმეორებითი რეპროდუქციული დანაკარგის განვითარებაში  ძალიან დიდი მნიშვენელობა აქვს. ანეუპლოიდიის რისკი (ქრომოსომების რაოდენობის ცვლილება) აქვს ნებისმიერი ასაკის ქალის ემბრიონს. ცნობილია, რომ მისი რისკი დედის ასაკის მატებასთან ერთად მატულობს. იმ შემთხვევაში თუ დედის ასაკი 35 წლამდეა ის 30%-ს  შეადგენს, 42 წლისთვის  - 85 %-ია. არსებობს მთელი  რიგი დარღვევები, რომელთა დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, პრობლემის მოგვარება-შესაძლებელია. ციტოგენეტიკური დარღვევის შემთხვევაში კი  პრობლემის მოგვარება მხოლოდ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით (ინ ვიტრო განაყოფიერება)  და პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგის გამოყენებითაა შესაძლებელი.  ინვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონების თითქმის ნახევარს ქრომოსომული ანეუპლოიდია აღენიშნება, ამავდროულად ეს რაოდენობა მატულობს დედის ასაკის მატებასთან ერთად.

 

ანეუპლოიდია

ციკლის შედეგად მიღებული ემბრიონების თითქმის ნახევარს ქრომოსომული ანეუპლოიდია აღენიშნება. ამავდროულად ეს რაოდენობა მატულობს დედის ასაკის მატებასთან ერთად. ანეუპლოიდია განაპირობებს წარუმატებელ იმპლანტაციას, ხოლო თუ იმპლანტაცია წარმატებით განხორციელდა შესაძლოა გამოიწვიოს ორსულობის ადრეულ ვადაზე შეწყვეტა - თვითნებითი აბორტი. ასეთი ორსულობა შესაძლოა მშობიარობითაც დასრულდეს, თუმცა ბავშვს აღენიშნებოდეს ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევები, ყველაზე ხშირი ანეუპლოიდია არის დაუნის სინდრომი.

 

პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი

ემბრიონის ქრომოსომების ნორმალური რაოდენობა წარმატებული ორსულობისთვის მნიშვნელოვანია, ემბრიონის შერჩევის ტრადიციული მეთოდით ხდება ემბრიონის ფორმის და სტრუქტურის ვიზუალური შეფასება (მორფოლოგია). ამ მეთოდით ემბრიონის ქრომოსომების რაოდენობა არ დგინდება.

 

პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი კი საშუალებას იძლევა შევარჩიოთ და გადავიტანოთ  მხოლოდ ერთი ემბრიონი  რამოდენიმეს ნაცვლად, ნორმალური ქრომოსომული ნაკრებით. ამით თავიდან ვიცილებთ მრავალნაყოფიან ორსულობასთან დაკავშირებულ გართულებებს. პრეინპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი წარმოადგენს  ინვიტრო განაყოფიერების მნიშვნელოვან ნაწილს, ვინაიდან ზრდის წარმატებული იმპლანტაციის შანსს და ამცირებს ორსულობის შეწყვეტის რისკს, 2,5-ჯერ მატულობს ორსულობის შანსი, ხოლო დედის მომატებული ასაკის შემთხვევაში 2,3-ჯერ მეტია იმპლანტაციის შანსი, 1,7 ჯერ მეტია ორსულობის შანსი იმ ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ ორსულობის ჩვეული შეწყვეტა/განმეორებითი რეპროდუქციული დანაკარგი, 1, 6 ჯერ მეტია ორსულობის შანსი მამაკაცის მიზეზით გამოწვეული უნაყოფობისას.

 

სპერმის ანეუპლოიდიის განმსაზღვრელი ტესტი

1. განსაზღვრავს მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობის გენეტიკურ ფაქტორს

2. ქრომოსომების რაოდენობრივ ცვლილებას

3. იძლევა საშუალებას გამოავლინოს მამაკაცები მცირე რეპროდუქციული შანსით

4. იძლევა პაციენტთა პერსონალიზებული მართვის საშუალებას  ინ-ვიტრო განაყოფიერების წინ

5.  ინ ვიტრო განაყოფიერების დროს გადავიტანოთ ემბრიონი ნორმული ქროსომული ნაკრებით და შესაბამისად შევამციროთ ორსულობის შეწყვეტის რისკი.

 

ანტიფოსფოლიდური სინდრომი

ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი არის ანტიფოსფოლიდური სინდრომი (შეძენილი თრომბოფილია). ორსულობის ჩვეული შეწყვეტის 15% სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული. ძალიან ხშირად ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომს უკავშირდება როგორც ნაადრევი მშობიარობის განვითარება, ასევე საშვილოსნოს განვითარების მანკები.

 

პირველ  ტრიმესტრში განვითარებული ჩვეული აბორტის შემთხვევაშიც ექიმები იძლევიან რეკომენდაციას შეფასდეს საშვილოსნოს ანატომიური თავისებურება... სადიაგნოსტიკოდ რეკომენდირებულია  მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, 3D  ულტრაბგერითი კვლევა. საშვილოსნოს ტიხრის შემთხვევაში ჰისტეროსკოპიული რეზექცია შესაძლებელია ნაწილობრივ  დადებითი შედეგის მომტანი იყოს.

 

RPL ის ერთ–ერთ გამომწვევ  მიზეზად    შეიძლება დასახელდეს თანდაყოლილი ტრომბოფილიაც (ლეიდინის 5 ფაქტორი, პროთრომბინის გენის მუტაცია, MTHFR-გენის მუტაცია...) გასათვალისწინებელია, როგორც პაციენტის ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლიზმი) ასევე დატვირთული მენმკვიდრული ანამნეზი.

 

სხვა მიზეზები

დედის ენდოკრინული დისფუნქცია -. ფარისებური ჯირკვლის დისფუნქცია, არაკორეგირებული შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერპროლაქტინემია ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს განმეორებითი რეპროდუქციული დანაკარგის განვითარებაში. ერთერთი კვლევით ჰორმონული დისფუნქციის მკურნალობის  შემთხვევაში   შობადობის  მაჩვენებელი 85,7%- ია,ხოლო მკურნალობის გარეშე- 52,4%. სხვა სახის ჰორმონული დისფუნქციის  როლი გრდ-ის განვითარებაში ბოლომდე დადასტურებული არ არის.

გვიანი იმპლანტაციაc შეიძლება მოიაზრებოდეს ორსულობის შეწვეტის მიზეზად, ასევე შემოკლებული ლუთეინური ფაზაც ასოცირებულია გარკვეულწილად  ორსულობის შეწვეტის რისკ ფაქტორად, თუმცა სავარაუდო არასრულფასოვანი ლუთეინური ფაზის დეტექცია პრობლემატურია.

დღესდღეობით შესაძლებელია ენდომეტრიუმის ასპირატის  გამოკვლევა-გენეტიკურ ლაბორატორიაში, სადაც გვეძლევა ინფორმაცია ენდომეტრიუმის რეცეფციის და  იმპლანტაციისთვის ხელსაყრელი  პერიოდის შესახებ (რეცეფციის ტესტი). აღნიშნული კვლევა პაციენტათა პერსონალიზებული  მკურნალობის საშუალებას იძლევა.

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

ინფექციური ფაქტორიც კერძოდ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ძალიან ხშირად დიაგნოსტირდება ქალებში განმეორებითი რეპროდუქციული დანაკარგით. არერთი კვლევა არსებოს იმის თაობაზე, რომ ქრონიკული ენდომეტრიტი  წარმოადგრენს, როგორც წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერების გამომწვევ მიზეზს, ასევე შეიძლება მოიაზრებოდეს, ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის მიზეზათაც. არსებობს ტესტები რომლის მეშვეობითაც ხდება  ენდომეტრიუმის ასპირატის შესწავლა. იგი იძლევა როგორც ქრონიკული ენდომეტრიტის დეტექციის, ასევე ენდომეტრიუმის მიკროფლორის დისბალანსის იდენტიფიკაციის საშუალებას.

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53