სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

ორსულობის ნიშნები: როდის იწყება სიმპტომები?

ორსულობის პირველი დღეები ძირითადად შეუმჩნევლად მიმდინარეობს. ფეხმძიმობის დასადგენად მე-3 ან მე-5 კვირის ჩათვლით იტარებენ სპეციალურ ტესტს, ან ულტრაბგერით გამოკვლევას. თუმცა არსებობს ბევრი მიმანიშნებელი ფაქტორი, რომლის საშუალებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალი ორსულად არის.

 

ფეხმძიმობის სხვადასხვა სიპმტომების გამოვლინება ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს ძირითადი ნიშნები, რომელთა წყალობით მომავალი დედა იგებს, რომ მის სხეულში ახალი სიცოცხლე ჩაისახა.

 

გამონადენი ორსულობის ადრეულ ეტაპზე

ორსულობის პირველიდან მეოთხე კვირამდე პროცესები უჯრედულ დონეზე მიმდინარეობს. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იყოფა და ყალიბდება ბლასტოცისტი (უჯრედების ჯგუფი, რომელიც სავსეა სითხით), რომელიცშემდეგ გარდაიქმნება ბავშვის ორგანოებად და სხეულის ნაწილებად. დაყოფის შემდეგ, დაახლოებით ათიდან თოთხმეტი დღის განმავლობაში, ბლასტოციტი გადადის საშვილოსნოს ღრუშიდა ემაგრება ენდომეტრიუმს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა. გამონადენის  ფერიშეიძლება იყოს წითელი, ვარდისფერი ან ყავისფერი.

 

მენსტრუალური სისხლდენის გადაცდენა

იმპლანტაციის დასრულების შემდეგ საკვერცხეებში ყოველთვიურად აღარ ხდება დომინანტი ფოლიკულის მომწიფება და ოვულაცია.უმეტეს შემთხვევაში ეს პროცესები ნამდვილად ორსულობისგან არის გამოწვეული. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მენსტრუალური სისხლდენის გადაცდენა სხვა მიზეზებითაც არის ხოლმე გამოწვეული, მაგალითად, ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებით ან რაიმე დაავადებით.

 

სხეულის მაღალი ტემპერატურა

სხეულის მაღალი ტემპერატურა შესაძლოა ორსულობის ერთ-ერთი ნიშანი იყოს. იგი შეიძლება გაიზარდოს ვარჯიშის დროს ან ცხელ ამინდში. ამ პერიოდის განმავლობაში, ქალმა უნდა დალიოს მეტი წყალი და თავი აარიდოს სტრესულ მდგომარეობას.

დაღლილობა ორსულობის საწყის პერიოდში

დაღლილობის შეგრძნება ორსულობის ყველა ეტაპისთვისაა დამახასიათებელი, მათ შორის საწყის ეტაპზეც.  იგი  ხშირად იწვევს ძილიანობას. ამიტომ რეკომენდებულია, რომ ქალმა კარგად დაისვენოს, ბევრი იძინოს და აღიდგინოს ენერგია. ასევე სასურველია, რომ ოთახის ტემპერატურა შედარებით გრილად შეინარჩუნოს, რადგან ორსულობის საწყის ეტაპზე სხეულზე ტემპერატურა მომატებულია.

 

გულის აჩქარება ორსულობის დასაწყისში

8-10 კვირის შემდეგ, გულისცემა ხდება უფრო ჩქარი, ამის გამომწვევი მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია - ორსულობის ადრეულ პერიოდში, ნაყოფის განვითარების გამო სისხლის მიმოქცეის სისტემაში მიმდინარეობს ცვლილებები.

 

მკერდის გამაგრება

ორსულობის საწყის ეტაპზე, ჰორმონალური ცვლილებების დროს, თქვენ შესაძლოა გქონდეთ რბილი და მგრძნობიარე მკერდი. რამდენიმე კვირის შემდგომ, როდესაც ორგანიზმი შეეჩვევა ჰორმონებს, ეს სიმპტომი გაქრება. ორსულობის მე-11 კვირამდე მკერდი შესაძლოა გაიზარდოს ზომაში.

 

გულისრევის შეგრძნება

გულისრევის შეგრძნება ორსულობის დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია. თუმცა ისევე როგორც სხვა სიმპტომები, გულისრევაც შესაძლოა იყოს გამოწვეული სხვა მიზეზით, მაგალითად, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებით გამოწვეული ღებინების შეგრძნება უფრო დილით არის ხოლმე გამწვავებული. ამ დროს რეკომენდებულია ბევრი სითხის მიღება.

 

ხასიათის ცვლილება

ფეხმძიმობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ხასიათის უეცარი ცვლილებაა. ამ დროს ქალები უფრო სტრესისკენ არიან მიდრეკილები და უმნიშვნელო რამეზეც კი შესაძლოა მარტივად გაღიზიანდნენ. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად რეკომენდებულია სუფთა ჰაერზე სეირნობა და რელაქსაცია.

 

უცნაურად ჟღერს, თუმცა ორსულობის პირველი კვირა დამოკიდებულია ბოლო მენსტრუალური ციკლის თარიღზე. შესაძლოა ჯერ არც კი იყოთ ორსულად, მაგრამ მაინც ბოლო მენსტრუაცია ითვლება ორსულობის პირველ კვირად. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ორსული ქალების უმეტესობისთვის კარგად ნაცნობია. თუმცა გახსოვდეთ, რომ ფეხძიმობის დასადგენად ყველაზე უტყუარი საშუალება ორსულობის ჰორმონის (B-HCG) განსაზღვრაა სისხლში.

 

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53