სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

ჟორდანიას კლინიკა თემაზე მამაკაცის უნაყოფობა

უნაყოფობა არის უჩვეულო დიაგნოზი/მდგომარეობა მედიცინაში, რადგან იგი მოიცავს წყვილს, ერთი ინდივიდის ნაცვლად. ის განისაზღვრება, როგორც ორსულობის დადგომის შეუძლებლობა ერთწლიანი რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ქალის ასაკი ნაკლებია 35 წელზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ქალის ასაკი მეტია 35 წელზე, სადიაგნოსტიკო დროის ინტერვალი მცირდება 6 თვემდე. კლინიკურ პრაქტიკაში, აგრეთვე, გამოიყენება ტერმინი სუბფერტილობა მანამდე, სანამ უნაყოფობის დიაგნოზი დადასტურდება კვლევებით.

სტატისტიკურად უნაყოფობის 35–40% გამოწვეულია მამაკაცის ფაქტორით, 40% – ქალის ფაქტორით, ხოლო 20% უცნობი ეტიოლოგიისაა.

როდის უნდა დაგეგმოთ ვიზიტი რეპროდუქტოლოგთან?

გარდა იმისა, რომ კლინიკურად მამაკაცის უნაყოფობა გამოვლინდება ორსულობის დადგომის შეუძლებლობით, რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი, თუ თქვენ გაქვთ(გყავთ):

  • სქესობრივი დისფუნქცია
  • სათესლე ჯირკვლების ტკივილი ან შესიება
  • ანამნეზში უროლოგიური პრობლემები
  • ქირურგიული ჩარევა სასქესო ორგანოებსა და საზარდულის საპროექციო არეზე
  • პარტნიორი, რომლის ასაკია 35 წელი ან მეტი

უნაყოფო მამაკაცის შეფასების მთავარი კრიტერიუმებია:

  • სამედიცინო ისტორია
  • ფიზიკალური გამოკვლევა
  • სპერმის ანალიზი

უნაყოფო მამაკაცის შეფასების დამატებითი კრიტერიუმები შეიძლება მოიცავდეს:

  • ენდოკრინული სტატუსის შეფასებას
  • სასქესო სისტემის ორგანოების გამოსახულებით კვლევას ( მაგ. ულტრაბგერითი კვლევა)
  • გენეტიკურ ტესტირებას

რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს  რეპროდუქციულად ჯანმრთელი მამაკაცი?

  • უნდა აპროდუცირებდეს მორფოლოგიურად ჯანსაღ სპერმატოზოიდებს
  • უნდა აპროდუცირებდეს საკმარისი რაოდენობით სპერმატოზოიდებს
  • უნდა აპროდუცირებდეს ფუნქციურად აქტიურ და მოძრავ სპერმატოზოიდებს
  • სპერმატოზოიდების გამოყოფა უნდა ხდებოდეს ეაკულატში

მამაკაცის უნაყოფობისგამომწვევი მექანიზმის 4 ძირითადი ტიპი არსებობს:

  • ენდოკრინული და სისტემური დაავადებებით გამოწვეული უნაყოფობა(მეორადად განვითარებული ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი) – 2–5%
  • სპერმატოგენეზის პირველადი ტესტიკულური დარღვევები(უმეტესად სპერმატოგენეზის იზოლირებული იდიოპათიური დარღვევა, სპერმოგრამა – დარღვეული) – 65–80%
  • სპერმის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დაავადებები – 5%
  • მამაკაცის იდიოპათიური უნაყოფობა(სპერმოგრამა – ნორმა) – 10–20%

მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე გავლენას შეიძლება ახდენდეს:

  • რიგი სამედიცინო მდგომარეობებისა
  • გარემო ფაქტორები
  • კონკრეტული სამედიცინო მედიკამენტები
  • ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები

თითოეულ თქვენთვის საინტერესო თემას მომდევნო სტატიებში განვიხილავთ

ჟორდანიას კლინიკა

მის:დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო შეკითხვაზე შეგიძლიათ მოგვწეროთ დაგვირეკოთ ან ჩაეწეროთ ონლაინ კონსულტაციაზე

ტელ: 2 99 08 53

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53