სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

მამაკაცის უნაყოფობა -გენეტიკური ფაქტორები

როგორც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს, მათ შორისაა გენეტიკური ფაქტორიც. რა უნდა ვიცოდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევათა 15–30% განპირობებულია გენეტიკური ფაქტორით.

კონკრეტულად რას გულისხმობს გენეტიკური ფაქტორები? ესენია:

ქრომოსომული დარღვევები – რაოდენობრივი და სტრუქტურული ცვლილებები.

ქრომოსომების რაოდენობრივი დარღვევებიდან ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა კლაინფელტერის სინდრომი (47XXY), როდესაც მამაკაცი იბადება ორი X და ერთი Y ქრომოსომით. უნაყოფობის მიზეზი სპერმატოგენეზის დარღვევაა.

ქრომოსომების სტრუქტურული დარღვევებიდან აღსანიშნავია Y ქრომოსომის მიკროდელეცია. უნაყოფობის მიზეზია სპერმატოგენეზის არარსებობა.

მონოგენური დაავადებები – დაავადებები, რომელთა განვითარებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ერთი გენი და მისი ცვლილებები.

მონოგენური დაავადებებიდან აღსანიშნავია ცისტური ფიბროზი და კალმანის სინდრომი. ცისტური ფიბროზის შემთხვევაში მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევია ანატომიური დეფექტები, ხოლო კალმანის სინდრომის შემთხვევაში – ჰიპოგონადიზმი და სპერმის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები.

მიტოქონდრიული მუტაციები.

მულტიფაქტორული დაავადებები – დაავადებები, რომელთა განვითარებას იწვევს რამდენიმე კოფაქტორის თანაარსებობა, მათ შორის გენეტიკურის.

გენეტიკურად განპირობებული ენდოკრინული დარღვევები.

როდის უნდა მიმართოთ რეპროდუქტოლოგს?

  • თუ თქვენი ოჯახური ანამნეზი დატვირთულია ზემოთ აღნიშნული ან სხვა გენეტიკური პათოლოგიებით
  • თუ თქვენი ანამნეზი დატვირთულია ზემოთ აღნიშნული ან სხვა გენეტიკური პათოლოგიებით
  • თუ თქვენ გაქვთ ანამნეზში უროლოგიური ქირურგიული ჩარევა ბავშვობის ასაკში
  • თუ თქვენი დიაგნოზია – უნაყოფობა
  • თუ თქვენი უნაყოფობის მკურნალობის რამდენიმე ცდა აღმოჩნდა უშედეგო
  • თუ თქვენ რაიმე პათოლოგიის გამო იმყოფებით ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ
  • თუ თქვენ გაქვთ ჭარბი წონა

მის:დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო შეკითხვაზე შეგიძლიათ მოგვწეროთ დაგვირეკოთ ან ჩაეწეროთ ონლაინ კონსულტაციაზე

ტელ: 2 99 08 53

ჟორდანიას კლინიკა გისურვებთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას!

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53