სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ტესტი

სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ტესტი

წარმატებული განაყოფიერებისა და ნორმალური ემბრიონის განვითარებისთვის, სპერმატოზოიდში გენეტიკური მასალის „მთლიანობა“ არის გადამწყვეტი. ტერმინი სპერმის დნმ ფრაგმენტაცია აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც სპერმატოზოიდში წარმოდგენილია პათოლოგიური გენეტიკური მასალა, კერძოდ, დარღვეულია მისი სტრუქტურული მთლიანობა. ეს შეიძლება აღმოჩნდეს მიზეზი მამაკაცის უნაყოფობის, წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერებისა და ორსულობის თვითნებურად შეწყვეტის. სტანდარტული სპერმოგრამა, რომელიც აფასებს სპერმის რაოდენობას, მოძრაობასა და მორფოლოგიას, ვერ აფასებს სპერმას მოლეკულურ დონეზე.

რა უნდა ვიცოდეთ სპერმის დნმ ფრაგმენტაციასთან დაკავშირებით?

  • სპერმის დნმ ფრაგმენტაციის მაღალი ინდექსი უარყოფითად მოქმედებს ბლასტოცისტის განვითარებაზე;
  • რაც უფრო მაღალია სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ინდექსი, მით მეტია უნაყოფობის, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების წარუმატებლობისა და თვითნებითი აბორტის განვითარების რისკი;
  • სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ინდექსი უფრო მაღალია უნაყოფო მამაკაცებში, რომელთაც აქვთ ნორმიდან გადახრილი სპერმის მონაცემები;
  • მამაკაცს ნორმალური სპერმის მონაცემებით, შეიძლება ჰქონდეს სპერმის დნმ ფრაგმენტაციის მაღალი ინდექსი;

სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ტესტის უპირატესობები:

  • გვაძლევს სარწმუნო ინფორმაციას სპერმის გენეტიკური მასალის შესახებ, რაც მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის შეფასებისთვის უმნიშვნელოვანესი პარამეტრია;
  • გვაძლევს ინფორმაციას, რომელიც, უნაყოფობის შემთხვევაში, გვეხმარება კლინიკური დიაგნოზის დასმაში, დაავადების მენეჯმენტსა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში;
  • ამ ტესტს გააჩნია პროგნოზული მნიშვნელობა ორსულობის მიღების თვალსაზრისით;

რა იწვევს სპერმის დნმ ფრაგმენტაციას?

მამაკაცებში, სპერმის დნმ ფრაგმენტაციის მთავარი წინაპირობა არის ოქსიდაციური სტრესი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • ინფექციით
  • ჰიპერთერმიით
  • სათესლე ჯირკვლებში მომატებული ტემპერატურით
  • კონკრეტული მედიკამენტებით
  • თამბაქროს მოხმარებით
  • ალკოჰოლის მოხმარებით
  • სტრესით
  • კვების რეჟიმით(დიეტით)
  • გარემო პირობებით
  • ასაკით
  • ვარიკოცელეთი

როდის უნდა გაიკეთოს მამაკაცმა სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ტესტი? როდესაც ანამნეზში არის:

  • აუხსნელი უნაყოფობა;
  • ემბრიონის განვითარების შეფერხება;
  • ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციის რამდენიმე წარუმატებელი ცდა;
  • ჩვეული აბორტი;
  • ასაკოვანი პაციენტი;
  • ვარიკოცელე;
  • სპერმის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები;
  • მავნე ნივთიერებებთან შემხებლობა.

სპერმის დნმ ფრაგმენტაციის მაღალი ინდექსი და ორსულობის პოტენციალი:

  • ემბრიონს, რომელიც მიღებულია სპერმით დნმ ფრაგმენტაციის მაღალი ინდექსით, აქვს ცუდი პროგნოზი;
  • დნმ ფრაგმენტაციის შედეგი შეიძლება იყოს აპოპტოზი ან მუტაციები, რომლის შედეგად ემბრიონის განვითარება იბლოკება, დგება თვითნებითი აბორტი ან ვითარდება ნაყოფის განვითარების ანომალიები;
  • დნმ ფრაგმენტაციის მაღალი ინდექსის მქონე სპერმით, შეიძლება შედგეს ნორმალური, ჯანმრთელი ორსულობა, თუმცა ამისი ალბათობა დაბალია.

სპერმის დნმ ფრაგმენტაციის მკურნალობის მეთოდები

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. თუ სპერმის გენეტიკური მასალის დაზიანება გამოწვეულია თავისუფალი რადიკალებით, რეკომენდებულია ცხოვრების წესისა და დიეტის შეცვლა ისე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ოქსიდაციური სტრესის პროცენტულობა. სხვა მეთოდებია:

  • ანტიბიოტიკოთერაპია ინფექციის არსებობის შემთხვევაში;
  • ცხოვრების წესის ცვლილება, იგულისხმება კონკრეტული მედიკამენტები, თამბაქოს მოხმარება და საქმიანობა;
  • დიეტა, რომელიც გულისხმობს ანტიოქსიდანტების, C და E ვიტამინების შემცველ ჯანსაღ საკვებს;
  • სპერმის ტესტიკულური ასპირაცია, რადგან სპერმის გენეტიკური მასალის ფრაგმენტაცია ხდება სათესლე ჯირკვლიდან ტრანსპორტირების შემდეგ. ჯირკვლებიდან აღებული სპერმის გენეტიკური მასალა, როგორც წესი, ნაკლებადაა დაზიანებული, ვიდრე ეაკულირებული სპერმის გენეტიკური მასალა.
  • დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებიდან უმჯობესია სპერმის ინტრაციტომპალზმური ინექციის გამოყენება;

დამატებითი ინფორმაციისთვის: 2 99 08 53

ჟორდანიას კლინიკა

დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

 

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53