სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

პოლიცისტური საკვერცხეებიის სინდრომი და საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის ერთ–ერთი კლინიკური გამოვლინებაა უნაყოფობა, რომელიც 40–90% გვხვდება. დაავადების საშუალო და მძიმე მიმდინარეობისას, ორსულობის მისაღებად საჭირო ხდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ჩართვა.

მკურნალობა მოიცავს როგორც მედიკამენტების, ასევე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებას. ერთ–ერთი ასეთია –  საშვილოსნოსშიდა ისნემინაცია.

რა არის საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია?

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს სპერმის შეგროვებას, მის დამუშავებასა და საშვილოსნოს ყელის გავლით, საშვილოსნოს ღრუში სპეციალური კათეტერით შეყვანას.

როდის კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია?

პროცედურა შეიძლება ჩატარდეს როგორც ნატურალურ ციკლში, ასევე საკვერცხეების სტიმულაციისას. ტაქტიკა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს, როდესაც ციკლი არის ანოვულატორული, ხშირად საჭირო ხდება ოვულაციის სტიმულაცია.

პროცედურა ტარდება ოვულაციის დროს და მაქსიმალურად მიმსგავსებულია ბუნებრივ თანაცხოვრებასთან.

რას გულისხმობს საშვილოსნოსშიდა ინსემინაციისთვის მედიკამენტოზური მომზადება?

მედიკამენტოზური მომზადება გულისხმობს ორალური მედიკამენტების ან ინექციების გამოყენებას, იმისთვის, რომ სწორად წარიმართოს ოვულაციის პროცესები. მედიკამენტების შერჩევა ყოველი სამედიცინო შემთხვევის დროს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ავადმყოფობის სიმძიმესა და ექიმის მიერ შერჩეულ ტაქტიკაზე.

კვლევებით დადასტურებულია, რომ პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე პაციენტებში, დაგეგმილ თანაცხოვრებასთან შედარებით, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია მნიშვნელოვნად ზრდის დაორსულების შანსს.

ჟორდანიას კლინიკა გისურვებთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას!

დეტალური ინფორაციისთვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშრიდით:2 99 08 53

მის:დიღომი ,ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53