სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

ყველა ქალს შეუძლია გახდეს დედა

უშვილობის პრობლემა მსოფლიოში უამრავ წყვილს აწუხებს. თუ ერთი წლის განმავლობაში  რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ ორსულობა არ დგება, წყვილი უშვილოდ ითვლება.  ამერიკის დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, 15-დან 44 წლამდე ქალთა 12% ვერ ახერხებს დაორსულებას ან ნაყოფის შენარჩუნებას.

უნაყოფობის მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს, მათ შორის არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ფალოპის მილების გაუმტარიანობა ან არქონა, ენდომეტრიოზი, მამაკაცის არასრულფასოვანი სპერმა და ა.შ. მსგავსი პრობლემების არსებობისას, ინ ვიტრო განაყოფიერება  ყველაზე ეფექტური და წარმატებული მეთოდია, რომლის დახმარებითაც სასურველი შედეგი მიიღწევა და ქალი ორსულდება.

ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი ინ ვიტრო განაყოფიერების სფეროში

ჟორდანიას კლინიკა პირველი რეპროდუქტოლოგიური კლინიკაა საქართველოში. კლინიკაში დანერგილია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. სპეციალიზირებული სამედიცინო ცენტრი მრავალწლიანი გამოცდილებით და განვითარებაზე მუდმივი ორიენტირებით გამოირჩევა. ჟორდანიას კლინიკა რეპროდუქციული მედიცინის და გინეკოლოგიის მიმართულებით რეგიონში უდავო ლიდერია, სადაც ქართველი და უცხოელი ექიმები უახლესი სამედიცინო მეთოდებით  ხელმძღვანელობენ.

ხელოვნური განაყოფიერება კლინიკაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. პროფესიონალ ექიმთა გუნდისა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის დახმარებით, ორსულობის დადგომის სიხშირე ჟორდანიას კლინიკაში უკვე 75%-მდე გაიზარდა. წარმატებული სტატისტიკის გამო, რეპროდუქტოლოგიურ ცენტრს მრავალი უცხოელი პაციენტიც აკითხავს.

რა პროცედურებს მოიცავს ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება ქალის ორგანიზმში, ბუნებრივ პირობებში მიმდინარე განაყოფიერების იდენტური პროცედურაა, მხოლოდ ერთი განსხვავებით -  ხელოვნური განაყოფიერება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში მიმდინარეობს.

პროცედურა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  • მედიკამენტების საშუალებით საკვერცხის სტიმულაცია;
  • კვერცხუჯრედის ასპირაცია ანუ მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვება;
  • მამაკაცის სპერმის დამუშავება;
  • განაყოფიერება ანუ კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შერწყმა;
  • ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა.
  • ემბრიონის გენეტიკური ანალიზი

ინ ვიტრო განაყოფიერების ერთი პროცედურა დაახლოებით 2-3 კვირას გრძელდება. აღნიშნული პროცედურების შემდეგ  სტაციონარში გაჩერება არ მოითხოვება.

ჟორდანიას კლინიკაში ინვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული ყველა სახის კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, მათ შორის საშვილოსნოს შიდა ინსემინაციის, სპერმის შეფასება საერთაშორისო კრიტერიუმებით, ემბრიონის გენეტიკური ანალიზის და სხვ. ემბრიოლოგებისა და რეპროდუქტოლოგების მაღალკვალიფიციური გუნდი ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა.

ჩვენ მზად ვართ გიპასუხოთ, ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო საკითხზე:

მის:დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5   

ტელ : 2 99 08 53

 

 

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53