სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

ჰიპერანდროგენია

ანდროგენები-მამაკაცის სასქესო ჰორმონები, ჩვეულებრივ გამომუშავდება როგორც მამაკაცის,ასევე ქალის ორგანიზმში და მათი გარკვეული ნაწილი გარდაიქმნება ქალის სასქესო ჰორმონებად-ესტროგენებად,ნაწილი კი ცირკულირებს სისხლში როგორც ცილასთან შეკავშირებული,ასევე თავისუფალი სახით.  ანდროგენების  თავისუფალი ფრაქცია ურთიერთქმედებს პერიფერიულ რეცეპტორებთან და ამ გზით ზემოქმედებს ორგანიზმზე.

ჰიპერანდროგენია-მდგომარეობა,რომელიც განპირობებულია ანდროგენების ჭარბი სეკრეციით,ან მათი გაძლირებული მოქმედებით.

ვლინდება:

  1. კანისა და თმების გაცხიმოვნებით,
  2. სახესა და ზურგზე აკნეს ტიპის გამონაყარით,
  3. ალოპეციით (თმის გაცვენა თხემის და საფეთქლების არეში),
  4. ჰირსუტიზმით (ჭარბთმიანობა ქალის სახეზე, გულმკერდზე, მუცელსა და ბარძაყებზე )
  5.  მძიმე შემთხვევებში ვირილიზაციით.(ხმის ტემბრის შეცვლა,მამაკაცური აღნაგობა,კლიტორის ჰიპერტროფია)

ჰიპერანდროგენული მდგომარეობები-უმეტესწილად ზოგიერთი ენდოკრინული დაავადების გამოვლინებაა და ხშირად ახლავს მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა სახის მოშლილობა, სხეულის ჭარბი წონა და უშვილობა,ზოგჯერ კი ისეთი მძიმე დაავადების მაუწყებლად გვევლინება, როგორიცაა ანდროგენების  მაპროდუცირებელი სიმსივნე, რომელიც ხშირად 45-დან-55 წლამდე ასაკის ქალებს უვითარდებათ.

 ქალის ორგანიზმი ანდროგენებს გამოიმუშავებს საკვერცხეებსა და თირკმელზედა ჯირკვლებში. ამ ორგანოებში ჰორმონების წარმოქმნის პროცესს თავის ტვინის უმაღლესი ცენტრები აკონტროლებს. აქედან გამომდინარე ჰიპერანდროგენია შეიძლება იყოს სხვადასხვა წარმოშობის: საკვერცხისმიერი, თირკმელზედა ჯირკვლისმიერი და ცენტრალური ნერვული სისტემისმიერი. თითოეულ შემთხვევაში მკურნალობა ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდით ტარდება,  ამიტომ  არის მნიშვნელოვანი მიზანმიმართული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა და მაღალკვალიფიციური კლინიცისტის მიერ გამოკვლევის შედეგების სწორი ინტერპრეტაცია.

დაავადებები,რომელთაც ახლავს ჰიპერანდროგენია:

1.პოლიცისტური საკვერცხეების ს-მი

2.ადრენოგენიტალური ს-მი

3.ჰიპერპროლაქტინემია

4.ჰიპოთირეოზი

5.კუშინგის დაავადება და სინდრომი

6.აკრომეგალია

7.საკვერცხეებისა და თირკმელზედა ჯრკვლების ანდროგენ მაპროდუცირებელი სიმსივნეები.

8.ღვიძლის დაავადებები

რეპროდუქციული ასაკის ქალთა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება პოლიცისტური საკვერცხეების ს-მი

ხასიათდება:

1.არარეგულარული და იშვიათი მენსტრუაციებით (ზოგჯერ რეგულარულით)

2.ჰიპერანდროგენიზმით

3.სიმსუქნით (მაგრამ არა ყოველთვის)

4.საკვერცხეებში მრავლობითი წვრილი სითხური ჩანართების (ფოლიკულების) არსებობით,რაც ანოვულაციურ ციკლებზე მიუთითებს.

სიმპტომები ხშირად გამოვლინდება პუბერტატულ პერიოდში მენსტრუაციის დადგომასთან ერთად,ზოგჯერ კი თავს იჩენს მოგვიანებით წონაში მატების შემდეგ.

დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი დაუდგენელია,მაგრამ არსებობს ფაქტორები,რომელთაც შეუძლიათ გარკვეული როლი იქონიონ დაავადების განვითერებაში:

     ინსულინის ჭარბი სეკრეცია-ინსულინი ჰორმონია,რომელიც გამომუშავდება პანკრეასში და ეხმარება უჯრედებს გლუკოზის ათვისებაში.თუ უჯრედები რეზისტენტულია ინსულინის მიმართ,სისხლში მატულობს გლუკოზის დონე,შესაბამისად პანკრეასი გამოყოფს უფრო მეტ ინსულინს გლუკოზის გარდასაქმნელად,სისხლში დაგროვილი ინსულინი კი აძლიერებს ანდროგენების სეკრეციას,რაც ხელს უშლის ფოლიკულების მომწიფებას და ოვულაციას.

        მემკვიდრეობა-ზოგიერთი კვლევით ნაჩვენებია,რომ არსებობს გენი,რომელიც უკავშირდება ამ დაავადებას

       ანდროგენების ჭარბი სეკრეცია- საკვერცხეებში პროდუცირდება დიდი რაოდენობით ანდროგენები,რასაც მოჰყვება შესაბამისად ანოვულაცია

გართულებები,რაც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას:

  • უნაყოფობა
  • გესტაციური დიაბეტი და ჰიპერტენზია
  • თვითნებითი აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა.
  • არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი-ღვიძლის ანთება ,რომელიც გამოწვეულია ღვიძლის გაცხიმოვნებით.
  • მეტაბოლური სინდრომი-მაღალი არტერიული წნევა,ჰიპერგლიკემია,დისლიპიდემია,რაც ზრდის კარდიოვასკულარულ დაავადებათა განვითარების რისკს.
  • ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
  • ღამის აპნოე (სუნთქვის უკმარისობა)
  • დეპრესია,შფოთვა,კვებითი ქცევის მოშლა
  • სისხლდენები საშვილოსნოდან
  • ენდომეტრიუმის კიბო

როდის უნდა მივმართოთ  ექიმს ?

.თუ მენსტრუაციებს შორის შუალედი აღემატება 35დღეს,გაქვთ იშვიათი ან ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაციები არარეგულარული ციკლის ფონზე.

. სახესა და ზურგზე გაქვთ  აკნეს ტიპისგამონაყარი,ცხიმიანი თმები,

.ჭარბთმიანობა  სახეზე, გულმკერდზე,სარძევე ჯირკვლების დვრილების ირგვლივ, მუცელსა და ბარძაყებზე,

.ჭარბი წონა

.და ამასთან ერთად ორსულობა არ დგება

ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

ტელ :2 99 08 53

მის: ჩაჩავას 1 / ლუბლიანას 5

 

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53