პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი და უნაყოფობა

რეიტინგი:

5
(5)

Გამოქვეყნების თარიღი: 21.04.2021

695

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალბატონებში ორსულობის დადგომა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. უნაყოფობის მაჩვენებელი შეიძლება მერყეობდეს 40-90% ფარგლებში.

ფიზიოლოგიურ პირობები, რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში, მეტ-ნაკლებად ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს, საკვერცხეში იზრდება სითხური სტრუქტურის ჩანართი, რომელსაც ფოლიკული ეწოდება. ორგანიზმში რიგი ჰორმონალური ცვლილებების შესაბამისად, გაზრდილი ფოლიკული სკდება და გამოთავისუფლდება მომწიფებული კვერცხუჯრედი, ანუ დგება ოვულაცია. სწორედ ეს პროცესი გახლავთ ორსულობის დადგომისთვის აუცილებელი წინაპირობა.

რა ტიპის უნაყოფობას ვხვდებით პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს?

როგორც წესი, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს უნაყოფობა პირველადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ანამნეზში ორსულობა არ აღინიშნება. თუმცა, შეიძლება იყოს მეორადიც. ამავდროულად, უნაყოფობა არ არის აბსოლუტური, ის შეფარდებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტოზური, თუ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ხელშეწყობით ორსულობა მიიღწევა.

როგორია უნაყოფობის პათოგენეზი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს?

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს საკვერცხე შეიცავს მრავლობით წვრილ-ცისტურ ჩანართებს – ფოლიკულებს. მათი რაოდენობა შეიძლება იყოს 12 ან მეტი თითო საკვერცხეში. მრავლობითი ფოლიკულები იწვევენ ჰორმონალურ დისბალანსს, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ოვულაციის პროცესების სწორად წარმართვას და შედეგად გვაქვს ანოვულატორული მენსტრუალური ციკლი.ამასთან, ანოვულატორული პროცესების გავლენით ვეღარ ხდება საშვილოსნოს ღრუს – ენდომეტრიუმის სათანადო მომზადება ემბრიონის იმპლანტაციისთვის. ამის გამო დაავადებას სხვაგვარად „ზარმაცი საკვერცხეების“ სინდრომსაც უწოდებენ. ეს პათოლოგიური პროცესი, ფიზიოლოგიურ პირობებში, ორსულობის დადგომას გამორიცხავს.

რა უნდა გააკეთოთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს?

  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა. ჭარბი წონის შემთხვევაში, წონის 5-10%-ით კლება მნიშვნელოვნად ზრდის დაორსულების შანსს
  • იკვებეთ ჯანსაღად
  • ივარჯიშეთ
  • აწარმოეთ ოვულაციის მონიტორინგი და დაგეგმეთ სქესობრივი ცხოვრება ექიმის დახმარებით

როგორია მკურნალობის ტაქტიკა პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს?

მკურნალობის ტაქტიკა თითოეული სამედიცინო შემთხვევის დროს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პციენტის სურვილზე, რამდენად სწრაფად სურს დაგეგმოს ორსულობა. იგი შეიძლება მოიცავდეს როგორც ოვულაციის სტიმულაციას, ასევე დამხმარე რეპროდუცქიული ტენქოლოგიების ჩართვას.

სპეციალისტთან  კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 99 08 53

მის: დიღომი,ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

საქართველოს მისამართი 1

თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქუჩა #1

ტელეფონი

+995 32 2 99 08 53+995 599 123 434

ელ.ფოსტა

info@zhordaniaclinic.ge

საქართველოს მისამართი 2

ვაკე, ი.მოსაშვილის ქუჩა 12

ტელეფონი

+995 32 2 24 32 32

2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
Чат с менеджером