საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები
რეიტინგი:
Გამოქვეყნების თარიღი: 16.08.2022
166

საშვილოსნოს ყელის, საშოს ვულვისა და შორისის კობოსწინარე და არაკიბოსწინარე პათოლოგიების თანამედროვე დიაგნოსტირება, მართვა და მკურნალობა თითქმის ყველა შემთხვევაში აგვაცილებს ამ ორგანოების კიბოს განვითარებისგან.
საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის კიბო არის უნიკალური იმით, რომ მისი გამომწვევი მიზეზი დადგენილია და მას წარმოადგენს ადამიანის პაპილომა ვირუსის მაღალი რისკის ტიპები. მათ შესწევთ უნარი გამოიწვიონ ამ ორგანოების კიბოსწინარე დაავადება, უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი რისკის ტიპის პაპილომა ვირუსი ასევე იწვევს მამაკაცებში ასოს თავის, ხოლო ორივე სქესში სწორი ნაწლავის, პირის ღრუსა და ხორხის კიბოს განვითარებას.
რა ტიპის კვლევები ტარდება კიბოს პრევენციისთვის?
კიბოს პრევენციისთვის ტარდება შემდეგი მარტივი და არაინვაზიური გამოკველევები: პაპ-ტესტი, Hr-HPV დნმ ტესტი (მაღალი რისკის პაპილომავირუსის ტიპირება), საშოს და ვულვის კოლპოსკოპიური დათვალიერება, აგრეთვე საჭიროებისამებრ დამიზნებითი ბიოფსია საეჭვო უბნიდან შესაბამისი მორფოლოგიური კვლევით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პაპ-ტესტი და კოლპოსკოპიური კვლევა უნდა ჩაიტაროს ყველა ქალმა სქესობრივი კავშირის დაწყებიდან 6 თვეში, შემდეგ კი ყოველწლიურად, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ჩივილები. ჩივილები სამწუხაროდ ვლინდება მხოლოდ კიბოს გვიან სტადიებზე, როცა უკვე მკურნალობაც და ოპერაციული ჩარევაც დაგვიანებულია ან შეუძლებელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პაპილომა ვირუსით გამოწვეული დაზიანების დროული გამოვლინება, რადგან მკურნალობა საწყის ეტაპზე ეფექტურია და წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციას. პრევენციის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს ვაქცინაციაც. ვაქცინირებული ქალებისთვისაც აუცილებელია სკრინგში ჩართვა, რადგანაც ვაქცინა იცავს მხოლოდ რამოდენიმე Hr-HPV ტიპისგან, რის გამოც საშვილოსნოს ყელის კიბოს გავითარების სრისკი მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს.
მკურნალობის მეთოდები
კიბოსწინარე და არაკიბოსწინარე დაავადეების მკურნალობის მეთოდებია: საშვილოსნოს ყელის ექსციზიური მკურნალობა, ელექტროკოაგულაცია, კრიოდესტრუქცია, აგრეთვე პოლიპებისა და გენიტალური მეჭეჭების მოცილება ექსციზიური ან დესტრუქციული მეთოდებით. ყველა ზემოთჩამოთვლილი პროცედურა ტარდება ამბულატორიული პირობებში, ადგილობრივი გაუტკივარებით, არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას, შესაბამისად პაციენტისთვის სრულიად უმტკივნეულოა და ამასთანავე კომფორტულიც, ამავდროულად შესაძლებელია სტაციონარულადაც, რიგ შემთხვევებში პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად ზოგადი ანესთეზიით.
საშვილოსნოს ყელის კიბოსწინა მდგომარეობის ადრეული აღმოჩენა, ხოლო გამოვლენილი პათოლოგიის სწორი მართვა და დროული მკურნალობა კიბოს პრევენციის 100%–იანი გარანტიაა.
თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვებზე პასუხის მისაღებად დაგვიკავშირდით 2 99 08 53
მის:დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5