როდის არის საჭირო მოზარდის პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან

რეიტინგი:

5
(5)

Გამოქვეყნების თარიღი: 23.08.2021

348

როდის არის საჭირო მოზარდის პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან

მოზარდობა ბავშვობიდან მოზრდილობაში გარდამავალი პერიოდია. მოზარდობის ასაკი მოიცავს დროის ინტერვალს სქესობრივი მომწიფების დაწყებიდან ზრდა-განვითარების დასრულებამდე. ეს არის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ცვლილებების პერიოდი, რომელსაც მედიცინაში პუბერტატულ პერიოდს ან უბრალოდ პუბერტატს უწოდებენ.

სქესობრივი მომწიფება  ფიზიოლოგიურად 8 წლის ასაკში იწყება, რაც გულისხმობს მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას (სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვება, ბოქვენზე და იღლიის ფოსოში თმიანობა….) რომელსაც დააახლოების 2-2,5 წლის შემდეგ მოყვება მენარხე (პირველი მენსტრუაცია). ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ზრდისა და განვითარების სწრაფი ტემპი. იცვლება სოციალური ურთიერთობებიც, მათ შორის – ოჯახის წევრებთან.

რეპროდუქციული სისტემის დარღვევები  ხშირად სწორედ ამ  ასაკში იჩენს თავს.  ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ინდივიდუალურია და შესაძლოა, ზუსტად არ დაემთხვეს განსაზღვრულ წლებს. მათი დასაწყისი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გენეტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ ფაქტორებზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რა თანმიმდევრობით ვითარდება სქესობრივი მომწიფების ნიშნები. გოგონებთან პირველი ნიშანი სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვებაა, რასაც მოჰყვება ბოქვენისა და იღლიების გათმიანება, სხეულის ფორმების ცვლილება და მენარქე. ამ თანმიმდევრობის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა პათოლოგიამ.

დარღვევბი რომელიც მოზარდობის პერიოდისთვის არის დამახასიათებელი:

 მენსტრუაციულ ციკლთან დაკავშირებული პრობლემები:
სისხლდენა

პრემენსტუალური სინდრომი

მენსტრუაციული ციკლის დარღვევებიდაკავშირებული სხვა ქრონიკულ დაავადებებთან

   პუბერტატის დარღვევები:

ნაადრევი სქესობრივი მომწიფება

დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება

  1. საკვერცხეების ცისტები
  2. ენდოკრინული დარღვევები:

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი

ადრენოგენიტალური სინდრომი

   სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიები

საშოს/საშვილოსნოს ყელის/საშვილოსნოს არ არსებობა

საქალწულე აპკის ობსტრუქცია,( საშოს ტიხარი, ფიბროზული ჭიმები)

არაპერფორირებული საქალწულე აპკი

გარეთა სასქესო ორგანოების განვითარების მანკები(კლიტორომეგალია,

ამბისექსუალური გენიტალიები და ა. შ.)

რეპროდუქციული ორგანოების განვითარების თანდაყოლილი დარღვევები

  გენიტალური  (ვულვის ან საშოს) ინფექციები ან ტკივილის სინდრომი

ბაქტერიული ვაგინოზი

გენიტალური მეჭეჭები (კონდილომა)

გამონაყარი ვულვაზე

ვულვის შეშუპება ან სიმსივნე

 ტკივილი მცირე მენჯის ღრუში

მენსტრუალური ტკივილი(დისმენორეა)

ექიმს უნდა მიმართოთ, თუ მოზარდ გოგონას:

  • აქვს მოუწესრიგებელი მენსტრუაციული ციკლი, რასაც თან ახლავს: აკნე, სებორეა, ჰირსუტიზმი, ჭარბი წონა და სხვა;
  • აქვს სისხლდენა;
  • უჩივის მუცლის ძლიერ ტკივილს;
  • აქვს გამონადენი საშოდან;
  • ძალიან მნიშვნელოვანია  მეორადი სასქესო ნიშნის გაჩენისას მოზარდის ვიზიტი შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმთან- ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქტოლოგთან სქესობრივი მომწიფების შეფასების მიზნით რაც შემდგომში გართულებების პრევენციას ემსახურება.

იმისთვის, რომ მოზარდებმა უსაფრთხოდ გაიარონ გარდატეხის პერიოდი და გადავიდნენ ზრდასრულ ასაკში, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების, საზოგადოებისა და მედიცინის მუშაკების მხარდაჭერა.

მოზარდთა უმეტესობას არ გააჩნია საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ სწორად შეაფასოს თავისი მდგომარეობა, ერთმანეთისაგან განასხვაოს პრობლემა, რომელიც თავისთავად შეიძლება მოგვარდეს და პრობლემა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს მკურნალობას. მათ კარგად არ ესმით თავიანთი სიმპტომების მნიშვნელობა და ვერ ხვდებიან, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. არ იციან, რა სახის სამედიცინო სერვისებია მათთვის ხელმისაწვდომი და როგორ ისარგებლონ ამ სერვისებით, ამიტომ მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ შვილების ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოეპაროთ და დროულად მიმართონ ექიმს.

მოზარდ გოგონებთან ექიმის განსაკუთრებული მიდგომა და ნდობის მოპოვება ძალიან დიდ როლს თამაშობს  სრულფასოვანი ანამნეზის შეკრებაში, რაც სწორი დიაგნოზის დასმის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.

ჟორდანიას კლინიკა

თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვებზე პასუხის მისაღებად  და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით   2 99 08 53

მის:დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

საქართველოს მისამართი 1

თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქუჩა #1

ტელეფონი

+995 32 2 99 08 53+995 599 123 434

ელ.ფოსტა

info@zhordaniaclinic.ge

საქართველოს მისამართი 2

ვაკე, ი.მოსაშვილის ქუჩა 12

ტელეფონი

+995 32 2 24 32 32

2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
Чат с менеджером