რა უნდა ვიცოდეთ ინვიტრო განაყოფიერებაზე-მითები და რეალობა
რეიტინგი:
Გამოქვეყნების თარიღი: 17.08.2022
234

რა უნდა ვიცოდეთ ინვიტრო განაყოფიერების შესახებ-მითები და რეალობა
ინ ვიტრო განაყოფიერება არის უშვილობის მკურნალობის ბოლო ეტაპი
ინ ვიტრო განაყოფიერება არის მკურნალობის რუტინული , ეფექტური , უსაფრთხო და ხშირ შემთხვევაში პირველი რიგის სამკურნალო მეთოდი .
მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობის მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტებით .
მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობის მკურნალობა შეუძლებელია მხოლოდ მედიკამენტებით . იგი პირდაპირი ჩვენებაა ინ ვიტრო განაყოფიერების .
ინ ვიტრო განაყოფიერების ჩვენება მხოლოდ მილის ფაქტორია
არა , ინ ვიტრო განაყოფერები ჩვენებებია: მილის ფაქტორი , მამაკაცის ფაქტორი , ქალის ასაკი, ჰორმონალური დარღვევები , შემცირებული საკვერცხის მარაგი ( დადასატურებული ულტრაბგერით და ანტიმიულერის მონაცემებით ) ჰორმონული დარღვევები , უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობადა სხვა მრავალი .
ინ ვიტრო განაყოფიერების დროს გამოყენებული პრეპარატები საზიანოა ჯანმრთელობისთვის
ინ ვიტრო განაყოფერების დროს გამოყენებული პრეპარატები მსგვასია ორგანიზმში სინთეზირებული ჰორმონებისა და ნივთიერებების .
საკვერცხეების სტიმულაცია ზრდის ონკოლოგიური დააავადებების რისკს
სწორად ჩატარებულისაკვერცხეების სტიმულაცია არ ზრდის ონკოლოგიური დაავადებების სიხშირეს . ზოგადი გართულებების სიხშირე არ ღემატება 1, 5 % პროცენტს .
უმჯობესია არ გაიყინოს ებრიონი .
არა, ხშირ შემთხევევაში უმჯობესია გაიყინოს ემბრიონი , რადგან გამოლღობის შემთხვევაში დაზიანების სიხშირე დაბალია. 98 პროცენტში ემბრიონები უსაფრთხოდ გამოლღვება .
საკვერცხეში არსებული ფოლიკული – ორსულობის გარანტიაა.
საკვერცხეში არესებული 1 ან 2 ფოლიკული არ განაპირობებს ორსულობას .არც მომწიფებული დომინანტური ფოლიკული არსებობა არის მასში ჯანსაღი კვერცხუჯრედის არსებობის პირობა .
ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაბადებული ახლაშობილებში ხშირია განვითარების ანომალიები
ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაბადებულ ახალშობილებში , განვითარების ანომალიის არსებობის იგივე ალბათობაა, რაც ფიზიოლოგიურადჩასახვის შედეგადააა მოსალოდნელი .
კარგი ემბრიონის არსებობა პირობითია
კარგი ემბრიონის განმსაზღვრელია მასში ქრომოსომების რაოდენობა ( რაც პრეიმპლანტაციური გენეტიკური ანლიზით დგინდება)
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია ეფექტურია მამაკაცის უნაყოფობის დროს.
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია ეფექტურია უცნობი ეტიოლოგიის , ჩვეული აბორტის ანოვულაციების დროს .
ინსემინაციით ან ინ ვიტრო განაყოფიერებით შედეგი არ დადგა, ანუ სხვა გამოსავალი არა არის – არამართებულია პაციენტის ეს გადაწყვეტილება .
მართებულია მოსაზრება ; ყოველი ახალი ცდა დაორსულებისახალ შანსს იძლევა.
ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ , წამყვანსპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილიმკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების,მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების სინთეზი , უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა. პროფესიონალ ექიმთა გუნდი , თითოეულ პაციენტს აწვდისხარისხიან სამედიცინო სერვისებს მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებისა დაპაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომების გათვალისწინებით.
ჟორდანიას კლინიკა
დიღომი: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5
სპეციალისტთან კონსულტაციისთვის ტელ : 2 99 08 53