მამაკაცის უნაყოფობა -გენეტიკური ფაქტორები
რეიტინგი:
Გამოქვეყნების თარიღი: 23.02.2021
90

როგორც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს, მათ შორისაა გენეტიკური ფაქტორიც. რა უნდა ვიცოდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევათა 15–30% განპირობებულია გენეტიკური ფაქტორით.
კონკრეტულად რას გულისხმობს გენეტიკური ფაქტორები? ესენია:
ქრომოსომული დარღვევები – რაოდენობრივი და სტრუქტურული ცვლილებები.
ქრომოსომების რაოდენობრივი დარღვევებიდან ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა კლაინფელტერის სინდრომი (47XXY), როდესაც მამაკაცი იბადება ორი X და ერთი Y ქრომოსომით. უნაყოფობის მიზეზი სპერმატოგენეზის დარღვევაა.
ქრომოსომების სტრუქტურული დარღვევებიდან აღსანიშნავია Y ქრომოსომის მიკროდელეცია. უნაყოფობის მიზეზია სპერმატოგენეზის არარსებობა.
მონოგენური დაავადებები – დაავადებები, რომელთა განვითარებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ერთი გენი და მისი ცვლილებები.
მონოგენური დაავადებებიდან აღსანიშნავია ცისტური ფიბროზი და კალმანის სინდრომი. ცისტური ფიბროზის შემთხვევაში მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევია ანატომიური დეფექტები, ხოლო კალმანის სინდრომის შემთხვევაში – ჰიპოგონადიზმი და სპერმის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები.
მიტოქონდრიული მუტაციები.
მულტიფაქტორული დაავადებები – დაავადებები, რომელთა განვითარებას იწვევს რამდენიმე კოფაქტორის თანაარსებობა, მათ შორის გენეტიკურის.
გენეტიკურად განპირობებული ენდოკრინული დარღვევები.
როდის უნდა მიმართოთ რეპროდუქტოლოგს?
- თუ თქვენი ოჯახური ანამნეზი დატვირთულია ზემოთ აღნიშნული ან სხვა გენეტიკური პათოლოგიებით
- თუ თქვენი ანამნეზი დატვირთულია ზემოთ აღნიშნული ან სხვა გენეტიკური პათოლოგიებით
- თუ თქვენ გაქვთ ანამნეზში უროლოგიური ქირურგიული ჩარევა ბავშვობის ასაკში
- თუ თქვენი დიაგნოზია – უნაყოფობა
- თუ თქვენი უნაყოფობის მკურნალობის რამდენიმე ცდა აღმოჩნდა უშედეგო
- თუ თქვენ რაიმე პათოლოგიის გამო იმყოფებით ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ
- თუ თქვენ გაქვთ ჭარბი წონა
მის:დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5
ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო შეკითხვაზე შეგიძლიათ მოგვწეროთ დაგვირეკოთ ან ჩაეწეროთ ონლაინ კონსულტაციაზე
ტელ: 2 99 08 53
ჟორდანიას კლინიკა გისურვებთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას!