პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი

რეიტინგი:

5
(5)

Გამოქვეყნების თარიღი: 14.04.2021

210

რა არის პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი?

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი არის  საზოგადოებრივი ჯანმრელობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი რეპროდუქციული, მეტაბოლური და ფსიქოლოგიური ასპექტებით. პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი  გავრცელებული დაავადებაა, რომელიც რეპროდუქციული ასაკის ქალთა 8-13%-შია გავრცელებული და დაავადებულთა 70%-ში არ არის დიაგნოსტირებული.

როგორია დაავადების კლინიკური მანიფესტაცია(გამოვლინება) ?

  • ფსიქოლოგიური – დეპრესია, შფოთვა;
  •  რეპროდუქციული – არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ჭარბთმიანობა, უშვილობა, ორსულობის გართულებები;
  • მეტაბოლური – ჭარბი წონა, ინსულინ რეზისტენტობა, მეტაბოლური სინდრომი, პრედიაბეტი, დიაბეტი ტიპი 2, კარდიოვასკულარული რისკ-ფაქტორები;

რა არის პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის გამომწვევი?

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია მაგრამ, არსებობს რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც შეიძლება მონაწილეობდეს ამ პათოლოგიის განვითარებაში. ესენია:

  • ჭარბი ინსულინი. ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც აპროდუცირებს პანკრეასი და პასუხისმგებელია გლუკოზის მეტაბოლიზმზე. თუ უჯრედები გახდებიან ინსულინის მიმართ რეზისტენტულნი, სისხლში გლუკოზის შემცველობა გაიზრდება. საკომპენსაციოდ ინსულინის სეკრეცია გაიზრდება. მომატებული ინსულინი იწვევს ანდროგენების ჰიპერპროდუქციას, რაც ხელს უშლის ოვულაციის პროცესებს.
  • ჭარბი ანდროგენები. საკვერცხეები აპროდუცირებენ ჭარბი რაოდენობის ანდროგენებს, რომელიც არის ჭარბთმიანობისა და აკნეს გამომწვევი.
  • გენეტიკური ფაქტორი. არსებობს რამდენიმე გენი, რომელიც განაპირობებს ამ დაავადების მიმართ წინასწარგანწყობას.

რა გართულებები შეიძლება ახლდეს პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომს?

  • უნაყოფობა
  • გესტაციური დიაბეტი
  • ორსულთა ჰიპერტენზია
  • ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა
  • ნაადრევი მშობიარობა
  • არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი – ღვიძლის მწვავე ანთება, რომელიც გამოწვეულია ქსოვილში ცხიმის დაგროვებით.
  • მეტაბოლური სინდრომი – სინდრომი, რომელიც გულისხმობს მაღალ არტერიულ წნევას, ჰიპერგლიკემიას, ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ შემცველობას სისხლში, რაც თავის მხრივ ზრდის კარდიო–ვასკულარული დაავადებების განვითარების რისკს.
  • პრედიაბეტი
  • დიაბეტი ტიპი 2
  • სიმსუქნე
  • ძილის აპნოე
  • დეპრესია, გაღიზიანებადობა და კვებითი ქცევის დარღვევა
  • ენდომეტრიუმის ავთვისებიანი გადაგვარება

როდის უნდა მივაკითხოთ ექიმს?

  • თუ გაქვთ მენსტრუალური ციკლის დარღვევა – იშვიათი, არარეგულარული, ან გახანგრძლივებული მენსტრუალური ციკლი. მაგალითად: წელიწადში 9 ან ნაკლები მენსტრუალური ციკლი; მენსტრუალური ციკლი, რომელიც გრძელდება 35 დღე ან მეტი; ანომალიურად ჭარბი სისხლიანი გამონადენი მენსტრუალურ პერიოდში;
  • თუ გაქვთ ანდროგენების სიჭარბე, რომელიც კლინიკურად გამოვლინდება სახესა და ტანზე ჭარბთმიანობით(ჰირსუტიზმი), პერიოდულად აკნეს გამწვავებებით, მამაკაცური ტიპის გამელოტებით.
  • თუ ანამნეზი დატვირთულია უნაყოფობით.
  • თუ გაქვთ ჭარბი წონა, რომელიც არ არის პროპორციული მიღებული კალორიების და გიჭირთ წონაში კლება.

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 99 08 53

მის: დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

საქართველოს მისამართი 1

თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქუჩა #1

ტელეფონი

+995 32 2 99 08 53+995 599 123 434

ელ.ფოსტა

info@zhordaniaclinic.ge

საქართველოს მისამართი 2

ვაკე, ი.მოსაშვილის ქუჩა 12

ტელეფონი

+995 32 2 24 32 32

2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
Чат с менеджером