რა უნდა ვიცოდეთ ინვიტრო განაყოფიერებაზე-მითები და რეალობა

რა უნდა ვიცოდეთ ინვიტრო განაყოფიერების შესახებ-მითები და რეალობა

ინ ვიტრო განაყოფიერება არის უშვილობის მკურნალობის ბოლო ეტაპი

ინ ვიტრო განაყოფიერება არის მკურნალობის რუტინული , ეფექტური , უსაფრთხო და      ხშირ შემთხვევაში პირველი რიგის სამკურნალო მეთოდი .

მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობის მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტებით .

მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობის მკურნალობა შეუძლებელია მხოლოდ მედიკამენტებით . იგი პირდაპირი ჩვენებაა ინ ვიტრო განაყოფიერების .

ინ ვიტრო განაყოფიერების ჩვენება მხოლოდ მილის ფაქტორია

არა , ინ ვიტრო განაყოფერები ჩვენებებია: მილის ფაქტორი , მამაკაცის ფაქტორი , ქალის ასაკი, ჰორმონალური დარღვევები , შემცირებული საკვერცხის მარაგი ( დადასატურებული ულტრაბგერით და ანტიმიულერის მონაცემებით ) ჰორმონული დარღვევები , უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობადა სხვა მრავალი .

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს გამოყენებული პრეპარატები საზიანოა ჯანმრთელობისთვის

ინ ვიტრო განაყოფერების დროს გამოყენებული პრეპარატები მსგვასია ორგანიზმში სინთეზირებული ჰორმონებისა და ნივთიერებების .

საკვერცხეების სტიმულაცია ზრდის ონკოლოგიური დააავადებების რისკს

სწორად ჩატარებულისაკვერცხეების სტიმულაცია არ ზრდის ონკოლოგიური დაავადებების სიხშირეს . ზოგადი გართულებების სიხშირე არ ღემატება 1, 5 % პროცენტს .

უმჯობესია არ გაიყინოს ებრიონი .

არა, ხშირ შემთხევევაში უმჯობესია გაიყინოს ემბრიონი , რადგან გამოლღობის შემთხვევაში დაზიანების სიხშირე დაბალია. 98 პროცენტში ემბრიონები უსაფრთხოდ გამოლღვება .

საკვერცხეში არსებული ფოლიკული – ორსულობის გარანტიაა.

საკვერცხეში არესებული 1 ან 2 ფოლიკული არ განაპირობებს ორსულობას .არც მომწიფებული დომინანტური ფოლიკული არსებობა არის მასში ჯანსაღი კვერცხუჯრედის არსებობის პირობა .

ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაბადებული ახლაშობილებში ხშირია განვითარების ანომალიები

ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაბადებულ ახალშობილებში , განვითარების ანომალიის არსებობის იგივე ალბათობაა, რაც ფიზიოლოგიურადჩასახვის შედეგადააა მოსალოდნელი .

კარგი ემბრიონის არსებობა  პირობითია

კარგი ემბრიონის განმსაზღვრელია მასში ქრომოსომების რაოდენობა ( რაც პრეიმპლანტაციური გენეტიკური ანლიზით დგინდება)

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია ეფექტურია მამაკაცის უნაყოფობის დროს.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია ეფექტურია უცნობი ეტიოლოგიის , ჩვეული აბორტის ანოვულაციების დროს .

ინსემინაციით ან ინ ვიტრო განაყოფიერებით შედეგი არ დადგა, ანუ სხვა გამოსავალი არა არის ­ – არამართებულია პაციენტის ეს გადაწყვეტილება .

მართებულია მოსაზრება ; ყოველი ახალი ცდა დაორსულებისახალ შანსს იძლევა.

ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ , წამყვანსპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილიმკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების,მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების სინთეზი , უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა. პროფესიონალ ექიმთა გუნდი , თითოეულ პაციენტს აწვდისხარისხიან სამედიცინო სერვისებს მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებისა დაპაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომების გათვალისწინებით.

 

ჟორდანიას კლინიკა

დიღომიჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

სპეციალისტთან კონსულტაციისთვის  ტელ : 2 99 08 53

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები

საშვილოსნოს ყელის, საშოს ვულვისა და შორისის კობოსწინარე და არაკიბოსწინარე პათოლოგიების თანამედროვე დიაგნოსტირება, მართვა და მკურნალობა თითქმის ყველა შემთხვევაში აგვაცილებს ამ ორგანოების კიბოს განვითარებისგან.

საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის კიბო არის უნიკალური იმით, რომ მისი გამომწვევი მიზეზი დადგენილია და მას წარმოადგენს ადამიანის პაპილომა ვირუსის მაღალი რისკის ტიპები.  მათ შესწევთ უნარი გამოიწვიონ ამ ორგანოების კიბოსწინარე დაავადება, უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი რისკის ტიპის პაპილომა ვირუსი ასევე იწვევს მამაკაცებში ასოს თავის, ხოლო ორივე სქესში  სწორი ნაწლავის, პირის ღრუსა და ხორხის კიბოს განვითარებას.

რა ტიპის კვლევები ტარდება კიბოს პრევენციისთვის?

კიბოს პრევენციისთვის ტარდება შემდეგი მარტივი და არაინვაზიური გამოკველევები:  პაპ-ტესტი, Hr-HPV  დნმ ტესტი  (მაღალი რისკის პაპილომავირუსის ტიპირება),  საშოს და ვულვის კოლპოსკოპიური დათვალიერება, აგრეთვე საჭიროებისამებრ დამიზნებითი ბიოფსია საეჭვო უბნიდან შესაბამისი მორფოლოგიური კვლევით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პაპ-ტესტი და კოლპოსკოპიური კვლევა უნდა ჩაიტაროს ყველა ქალმა სქესობრივი კავშირის დაწყებიდან 6 თვეში,   შემდეგ კი ყოველწლიურად, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ჩივილები.  ჩივილები სამწუხაროდ ვლინდება  მხოლოდ კიბოს გვიან სტადიებზე, როცა უკვე მკურნალობაც და ოპერაციული ჩარევაც დაგვიანებულია ან შეუძლებელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პაპილომა ვირუსით გამოწვეული დაზიანების დროული გამოვლინება, რადგან მკურნალობა საწყის ეტაპზე ეფექტურია და წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციას. პრევენციის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს ვაქცინაციაც. ვაქცინირებული ქალებისთვისაც აუცილებელია სკრინგში ჩართვა, რადგანაც ვაქცინა იცავს მხოლოდ რამოდენიმე Hr-HPV ტიპისგან, რის გამოც საშვილოსნოს ყელის კიბოს გავითარების  სრისკი მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს.

მკურნალობის მეთოდები

კიბოსწინარე და არაკიბოსწინარე დაავადეების მკურნალობის მეთოდებია: საშვილოსნოს ყელის ექსციზიური მკურნალობა, ელექტროკოაგულაცია,  კრიოდესტრუქცია, აგრეთვე პოლიპებისა და გენიტალური მეჭეჭების მოცილება  ექსციზიური ან დესტრუქციული მეთოდებით.  ყველა ზემოთჩამოთვლილი პროცედურა ტარდება ამბულატორიული პირობებში,   ადგილობრივი გაუტკივარებით,   არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას,  შესაბამისად პაციენტისთვის სრულიად უმტკივნეულოა და ამასთანავე  კომფორტულიც, ამავდროულად შესაძლებელია სტაციონარულადაც, რიგ შემთხვევებში პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად ზოგადი ანესთეზიით.

საშვილოსნოს ყელის კიბოსწინა მდგომარეობის ადრეული აღმოჩენა, ხოლო გამოვლენილი პათოლოგიის სწორი მართვა და დროული მკურნალობა კიბოს პრევენციის 100%–იანი გარანტიაა.

თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვებზე პასუხის მისაღებად დაგვიკავშირდით   2 99 08 53

მის:დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

განახლებული ჟორდანიას კლინიკა 5 წლის

განახლებული ჟორდანიას კლინიკა 5 წლის

ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპოროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი 1958  წლიდან ითვლებოდა ლიდერ დაწესებულებად რეპროდუქციის სფეროში, „ვივო მედიქალ ჯგუფში“ გაერთიანების შემდეგ, ის სრულად განახლდა გარემონტდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება

სამედიცინო ცენტრი უკვე  5 წელია შეუერთდა „ვივო მედიქალ ჯგუფს“ და  „ჟორდანიას კლინიკის“ სახელწოდებით აგრძელებს მუშაობას. ცენტრი პაციენტებს მაქსიმალურად რაციონალიზებულ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია. ცენტრში დანერგილია უნაყოფობის და უშვილობის მკურნალობის უსაფრთხო, ეფექტური და წარმატებული მეთოდები, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ჩათვლით

კლინიკა ინარჩუნებს დარგის წამყვანი ცენტრის სტატუსს, მთავარ მიმართულებებს ,ახალი გეგმებით და სიახლეებით აგრძელებს ფუნქციონირებას.

დიდი მადლობა ნდობისთვის!

ბეიბირუმის პედიატრიული მომსახურება-ჟორდანია ჩიქოვანის კლინიკა

ჟორდანიას კლინიკის ვაკის ფილიალი გთავაზობთ BABYROOM – ის ახალ მომსახურებას პედიატრიის მიმართულებით, რომელიც მოიცავს წამყვანი პედიატრების სრულ სერვისს,  ამბულატორიულად  და ბინაზე გამოძახებით. პედიატრის მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.

სერვისი ბეიბირუმი ექიმი ნეონატოლოგების, პედიატრების და ჟორდანიას კლინიკის ერთობლივი თანამშრომლობით ჩამოყალიბდა და დაემატა ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებს.აღნიშნული სერვისი გულისხმობს ახალშობილებზე ზრუნვას- მოვლასა და მკურნალობას.

მრავალწლიანმა პროფესიულმა გამოცდილებამ, ახალშობილთა დედებთან ურთიერთობამ გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა სერვისი, სადაც პროფესიონალი ექიმებისა და ექთნების გუნდი დაეხმარებოდა, შეასწავლიდა და ინფორმაციას მიაწოდებდა ახალბედა დედას,  იმ პირველად უნარ-ჩვევებსა და მოვლის პრინციპებზე, რომელიც  საჭიროა  ახალშობილის მოვლა-ზრუნვისათვის სიცოცხლის პირველ დღეებში.

“ბეიბირუმში” თქვენ მიიღებთ პროფესიონალი ექიმებისა და ექთნების  მხარდაჭერას,  სახელმძღვანელო მითითებებს მშობლებისათვის, რათა იყოთ თავდაჯერებული, შეიძინოთ და გაიმყაროთ აუცილებელი უნარ-ჩვევები, დარწმუნებული იყოთ საკუთარ გადაწყვეტილებებში თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან  პერიოდში.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

ჟორდანია ჩიქოვანის კლინიკა :  ტელ : 2 24 32 32

დედების და მამების სკოლის ლექციების ახალი კურსი 30 მაისიდან

დედების და მამების სკოლა ჟორდანიას კლინიკის  წარმატებული პროექტია, რომელიც დახმარებას უწევს  ყველა დაინტერესებულ მშობელს შეიძინონ ,ინფორმირებული და მზრუნველი  მშობლის კომპეტენციები,რათა შეძლონ თავდაჯერებულნი  და მომზადებულნი შეხვდნენ  ბავშვის დაბადებას.

შეხვდით ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენას ინფორმირებული, იზრუნეთ თქვენს პატარაზე დაბადებამდე და მიიღეთ ცოდნა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან სახლიდან გაუსვლელად.

ლექციების ახალი კურსი დაიწყება 30  მაისიდან და ჩატარდება ონლაინ რეჟიმში (ზუმის პლატფორმაზე)

თემები:

  1. ორსულობის თავისებურებები – 30.05.2022
  2. ორსულთა კვება/ორსულთა ვარჯიშები – 31.05.2022
  3. ფიზიოლოგიური მშობიარობა/საკეისრო კვეთა; ანესთეზია – 01.06.2022
  4. ორსულთა ფსიქოლოგია – 02.06.2022
  5. ძუძუთი კვება; ბავშვის ჰიგიენა და მამის როლი – 03.06.2022
  6. ახალშობილთა მოვლა – 04.06.2022
  7. ახალშობილთა კვება(ნუტრიციოლოგის რჩევები)/ახალშობილის კანის მოვლა – 05.06.2022

სესიების დაწყების დრო – 19:00

რეგისტრაციისთვის –https://bit.ly/3qtdOpK

დეტალური ინფორმაციისათვის მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახით ან დაგვიკავშირდით

დეტალური ინფორმაციისთვის 032 2 99 08 53

მის: დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

 

სტერსის მართვა ორსულობის პერიოდში

ჟორდანიას კლინიკის გუნდი, ორსულ ქალბატონებზე ზრუნვის ჰოლისტურ მეთოდს იზიარებს და  გახანგრძლივებული სტრესული მდგომარეობის დროს თვითდახმარების   რეკომენდაციებს  გთავაზობთ. არასწორად  გადალახული  სტრესი, დედას  და ნაყოფს საფრთხეს უქმნის.  არარეაგირებული  ემოციები,  კი  პიროვნების  სხეულში რჩება  და  ფსიქოსომატური დაავადების წინაპირობას   ქმნის.

რა  სიმპტომები  ახასიათებს   სტრესს  ორსულობის  დროს:

  • აპათია,დაღლილობა.
  • სისუსტე არაორგანიზებულობა.
  • უმწეობის  განცდა.
  • ანჰედონია- ჩვეული  სასიამოვნო  აქტივობები   პიროვნებისთვის, უინტერესო  ხდება.
  • კონცენტრაციის,ძილის   სირთულეები.
  • კონტროლის  კარგვის   შეგრძნება.
  • მოუსვენრობა შფოთვა.
  • თავბრუსხვევა ტრემორი.
  • თავის ტკივილი
  • მუცელში  პეპლების  განცდა.
  • კუჭ-ნაწლავის  ტრაქტის სირთულეები.
  • იმუნური სისტემის  დაქვეითება   და  ა.შ.

 

როგორ  დავძლიოთ  სტრესი? – თვითდახმარება  პრენატალურ  პერიოდში.

შეჩერდით  და  3 -5 ჯერ  ღრმა  ჩასუნთქვა  და  ამოსუნთქვა  შეასრულეთ.

თქვენი  ემოციები  და  განცდები,სანდო  მეგობარს,პარტნიორს  ან ახლობელს  გაუზიარეთ. ამ  დროს   ემოციების   ვენტილაცია   ხდება და  შფოთვა კლებულობს.

სტრესული  სიტუაცია,პოზიტიური  პერსპექტივიდან  განიხილეთ.მაგ.საცობში  ყოფნისას,შფოთვის რედუქციისთვის,სჯობს

(შესუსტება)  ახლობელი მოიკითხოთ  და  სიტუაცია,  მომავალი გეგმებისთვის გამოიყენოთ (reframing).

დიდ სურათს  შეხედეთ-ერთი  კვირის,ერთი  თვის პერსპექტივიდან. გააანალიზეთ სტრესული  მომენტი,   რამდენად აქტუალური  იქნება  სამომავლოდ?თუ  პასუხს  ვერ მოძებნით,სხვა საკითხზე  სჯობს  ფოკუსირდეთ.

სტრესის  შესამცირებელი ეფექტური საშუალება – face   to  face ინტეგრაციაა. სოციალური კავშირისას  ოქსიტოცინი  გამოიყოფა.

თქვენს  საყვარელ საქმიანობებს,დრო  დაუთმეთ – ისე  რომ,მათი შესრულებისას,მხოლოდ მასზე  კონცენტრირდეთ .

ჯანსაღი კვება-  სტრესთან ბრძოლაში  გეხმარებათ.  თქვენი სხეული,ასეთ დროს  უკეთ  საზრდოობს  და  სტრეს  მედეგობით გამოირჩევა.  შეამცირეთ  კოფეინის   და  შაქრის  მოხმარება.

რეგულარული  ფიზიკური აქტივობა,თუნდაც 30 წუთიანი  სეირნობა ბუნებაში,აერობიკა,ცეკვა-ხელს უწყობს  სტრესის  დაძლევას.

სწორი ძილი,თითქოს „საწვავია“ თქვენი გონებისთვის და სხეულისთვის.დაღლილობა სტრესის  ხარისხს ზრდის  და შესაძლოა,   ირაციონალური  ფიქრებიც  გამოიწვიოს.

სტრესის  დაძლევის ერთ-ერთი აქტიური  კომპონენტია – ასერტულობა.თქვენ საკუთარ ემოციას  გამოხატავთ, დაძაბულობის დროს  და  უხსნით  ადამიანებს, თუ რა ტიპის  განცდა გეუფლებათ, საკუთარ აზრს აფიქსირებთ, სხვისი  შეურაცხყოფის გარეშე. ასერტულობა თქვენთვის  ღია კომუნიკაციის საშუალებას   იძლევა.

სტრესის რედუქციისთვის ეს მარტივი მედიტაციური სავარჯიშო  შეასრულეთ:

სამჯერ ჩაისუნთქეთ  და  ამოისუნთქეთ კომფორტულად მოთავსდით,შეეცადეთ მოდუნდეთ.თქვენი მხედველობის  ველიდან  ხუთი ,ნებისმიერი  საგანი აირჩიეთ.დააკვირდით  სათითაოდ   60 წუთის  განმავლობაში,ფოკუსირდით,   თითქოს  პირველად ამჩნევთ.შეისწავლეთ   მათი  ზედაპირი,ჩაუღრმავდით  ტექსტურას. დააკვირდით  საკუთარ  განცდებს,ემოციებს .შედეგი კი,  ახლობელს  გაუზიარეთ.

 ჟორდანიას კლინიკის გუნდი იწყებს საგანმანათლებლო აქტივობების სერიას,აღნიშნულის ფარგლებში ჩატარდება ლექცია სემინარები პრაქტიკული სავარჯიშოებით.

თეონა გომართელი-ექიმი,ფსიქოკონსულტანტი,სხეულზე ორიენტირებული   ფსიქოთერაპევტი

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.zhordaniaclinic.ge

სპეციალური საგაზაფხულო შეთავაზებები სამედიცინო სერვისებზე

ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ , წამყვან  სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილი  მკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების,  მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების სინთეზი , უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა. პროფესიონალ ექიმთა გუნდი , თითოეულ პაციენტს აწვდის  ხარისხიან სამედიცინო სერვისებს მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებისა და  პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომების გათვალისწინებით.

ჟორდანიას კლინიკა, ყოველწილიურად მარტის დღეების ფარგლებში პაციენტებს სთავაზობს განსაკუთრებულ პირობებს სამედიცინო მომსახურეობებზე . შეთავაზებები ეხება, როგორც რეპროდუქტოლოგიურ ისე გინეკოლოგიურ სერვისებს.

მარტის თვეში ჟორდანიას კლინიკის ყველა პაციენტის ორი სახის განსაკუთებული შეთავაზება ელის:

ინვიტრო განაყოფიერების მიმართულება

შეთავაზება უშვილო წყვილებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინვიტრო განაყოფიერების სერვისებით, კონსულტაციაზე მოსულ წყვილებს ულტრაბგერითი გამოკვლევა და სპერმოგრამა ჩაუტარდებათ უფასოდ.

გინეკოლოგიური მიმართულება

მარტის დღეების ფარგლებში, გინეკოლოგიური პაკეტზე, რომელიც მოიცავს გინეკოლოგის კონსულტაციას, ულტრაბგერით კვლევას და კოლპოსკოპიას  30 %-იანი ფასდაკლება იმოქმედებს

ჟორდანიას კლინიკა

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით

032 2 99 08 53

მის:დიღომი, ჩაჩვას 1/ლუბლიანას 5 

შიში, რომელიც ხელს უშლის დაორსულების პროცესს

შიში, რომელიც ხელს უშლის დაორსულების პროცესს

ძლიერი განცდები  ქალის რეპროდუქციულ  სისტემაზე  თავისებურად აისახება.     იზოლაცია,შფოთვა თუ ქრონიკული სტრესი,  იმუნურ,კარდიო-ვასკულურ სისტემასა და  გასტროინტესტინალურ ტრაქტზე გავლენას ახდენს.    ორსულობის დადგომის  ე.წ.   ტოპ შიშებს შორის,   ქალის  სხეულის ფორმების დაკარგვა ლიდერობს. მომავალი დედა  ღელავს, რომ მისი სხეული,  ისეთივე მიმზიდველი აღარ იქნება,როგორც ადრე. დიახ -წუხს და   ეს აზრი,ხშირად  გაუცნობიერებელიცაა.  შიშს,რიგ  შემთხვევაში  შესაძლოა მომავალი ბავშვი  იწვევდეს, რადგან ის აღიქმება ,როგორც   საფრთხე   წყვილის  ცხოვრებაში.  ქალების  ნაწილი მიიჩნევს,  რომ   პატარამ,  შესაძლოა  სირთულეები შექმნას და ამ ფონზე, პარტნიორული ურთიერთობა დაარღვიოს.  მომავალ დედებში შფოთვის მიზეზი , შესაძლოა მშობიარობის  შიში იყოს.რაც ხშირად მათ არ იციან და ფსიქოკონსულტაციისას  ვლინდება.ამიტომ  ფიზიკურ ჯანმრთელობისთან ერთად მნიშვნელოვანია.  ფსიქოლოგიური  პრობლემების  მოგვარება და შესაბამისად  ოჯახის დაგეგმვა.

თანამედროვე  ქალი   სასურველია,    საკუთარ  სხეულსა  და პიროვნულ რესურსებზე ფოკუსირდეს  და  რაციონალურად მართოს  სირთულეები .ეს კი სტრესის  სწორ  გადალახვას უკავშირდება.   მომავალი დედისთვის  ერთ-ერთი მთავარი  ფაქტორია , თუ რამდენად იცნობს ,  თავის  ქალურ  ნაწილს,სექსუალობას და  რამდენად ექსპრესიულია(გამომსახველია). ეს ყოველივე,  კი  ისტორიას  და  მშობლების  გამოცდილებას  უკავშირდება. რა სახის   ურთიერთობა  ქონდა  გოგონას  მშობლებთან?  სასურველი  ბავშვი  იყო?    სასურველი სქესის?  ქალებს შორის  ნეგატიური  გამოცდილებების  აღქმა განსხვავებულია. ნებისმიერი მძიმე ,არასრულად  განცდილი  მოვლენები(ძალადობა,ოჯახის წევრის,ახლობლის,ნაყოფის დაკარგვა და ა.შ.) ორსულობის   დადგომას  აგვიანებს.

თეონა გომართელი

ექიმი_ფსიქოთერაპევტი.კოგნიტურ_ბიჰევიორული თერაპევტი.კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის (CABP)ასოციაციის წევრი.ბიოსინთეზის საერთაშორისო პროგრამის მონაწილე (შვეიცარიის  ინსტიტუტი.).ტრენინგის-სტრესი თანამედროვე  სამყაროში  და სტრესთან  გამკლავების  სტრატეგიები__სტრატეგიები.

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 99 08 53

მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

დედების და მამების სკოლის ლექციათა კურსი ჟორდანიას კლინიკაში

დედების და მამების სკოლა ჟორდანიას კლინიკის ახალი პროექტია, რომელიც დახმარებას გაუწევს ყველა დაინტერესებულ მშობელს შეიძინონ ,ინფორმირებული და მზრუნველი  მშობლის კომპეტენციები,რათა შეძლონ თავდაჯერებულნი და მომზადებულნი შეხვდნენ  ბავშვის დაბადებას.

დედების და მამების სკოლის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა თემატიკის საინტერესო ლექცია სემინარები, რომლის მიზანია მომავალი მშობლებისთვის ყველა საინტერესო შეკითხვას გაეცეს პასუხი.მნიშვნელოვანია, როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა იცოდეს ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებები,ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია როგორ მოემზადონ მშობიარობის პროცესისთვის, როგორ მოუარონ ახალშობილს, გაიგონ მეტი ლაქტაციის უპირატესობების შესახებ, ბავშვის მოვლის პროცესში მამის ჩართულობის მნიშვნელოვან ასპექტებზე და აშ .

ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით. კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მკურნალობის და მონიტორინგის პროცესში მშობლების კვალიფიციური ინფორმირება ორსულობის პერიოდის უსაფრთხო წარმართვისთვის.

ლექციების კვირეული დაიწყება 25 ოქტომბრიდან და ჩატარდება ზუმის პლატფორმაზე

ლექციაზე დასწრების მსურველებმა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ჟორდანიას კლინიკის  ოფიციალური გვერდის პირად შეტყობინებებში:.https://www.facebook.com/zhordaniaclinic ან დაგვიკავშირდით : 032 2 99 08 53

წონის კორექციის პროგრამა

წონაში კლება ეფექტური არის იმ შემთხვევაში თუ კი მას იწყებთ დროულად და ექიმი ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, განსაკუთრებით კი დღესასწაულების შემდეგ
ხშირ შემთხვევაში, თვითნებური (თავად შერჩეული) დიეტა ცრუ წონის კლებას იწვევს, დაკლებული კილოგრამები კი მალევე ორმაგად ბრუნდება.
ჟორდანიას კლინიკა გთავაზობთ წონის კორექციის პროგრამას, რაც მოიცავს ენდოკრონილოგთან ორ ვიზიტს და ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს
ჩვენ მზად ვართ გიპასუხოთ ყველა შეკითხვაზე : 2 99 08 53
მის:ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

როდის არის საჭირო მოზარდის პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან

როდის არის საჭირო მოზარდის პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან

მოზარდობა ბავშვობიდან მოზრდილობაში გარდამავალი პერიოდია. მოზარდობის ასაკი მოიცავს დროის ინტერვალს სქესობრივი მომწიფების დაწყებიდან ზრდა-განვითარების დასრულებამდე. ეს არის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ცვლილებების პერიოდი, რომელსაც მედიცინაში პუბერტატულ პერიოდს ან უბრალოდ პუბერტატს უწოდებენ.

სქესობრივი მომწიფება  ფიზიოლოგიურად 8 წლის ასაკში იწყება, რაც გულისხმობს მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას (სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვება, ბოქვენზე და იღლიის ფოსოში თმიანობა….) რომელსაც დააახლოების 2-2,5 წლის შემდეგ მოყვება მენარხე (პირველი მენსტრუაცია). ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ზრდისა და განვითარების სწრაფი ტემპი. იცვლება სოციალური ურთიერთობებიც, მათ შორის – ოჯახის წევრებთან.

რეპროდუქციული სისტემის დარღვევები  ხშირად სწორედ ამ  ასაკში იჩენს თავს.  ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ინდივიდუალურია და შესაძლოა, ზუსტად არ დაემთხვეს განსაზღვრულ წლებს. მათი დასაწყისი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გენეტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ ფაქტორებზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რა თანმიმდევრობით ვითარდება სქესობრივი მომწიფების ნიშნები. გოგონებთან პირველი ნიშანი სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვებაა, რასაც მოჰყვება ბოქვენისა და იღლიების გათმიანება, სხეულის ფორმების ცვლილება და მენარქე. ამ თანმიმდევრობის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა პათოლოგიამ.

დარღვევბი რომელიც მოზარდობის პერიოდისთვის არის დამახასიათებელი:

 მენსტრუაციულ ციკლთან დაკავშირებული პრობლემები:
სისხლდენა

პრემენსტუალური სინდრომი

მენსტრუაციული ციკლის დარღვევებიდაკავშირებული სხვა ქრონიკულ დაავადებებთან

   პუბერტატის დარღვევები:

ნაადრევი სქესობრივი მომწიფება

დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება

  1. საკვერცხეების ცისტები
  2. ენდოკრინული დარღვევები:

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი

ადრენოგენიტალური სინდრომი

   სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიები

საშოს/საშვილოსნოს ყელის/საშვილოსნოს არ არსებობა

საქალწულე აპკის ობსტრუქცია,( საშოს ტიხარი, ფიბროზული ჭიმები)

არაპერფორირებული საქალწულე აპკი

გარეთა სასქესო ორგანოების განვითარების მანკები(კლიტორომეგალია,

ამბისექსუალური გენიტალიები და ა. შ.)

რეპროდუქციული ორგანოების განვითარების თანდაყოლილი დარღვევები

  გენიტალური  (ვულვის ან საშოს) ინფექციები ან ტკივილის სინდრომი

ბაქტერიული ვაგინოზი

გენიტალური მეჭეჭები (კონდილომა)

გამონაყარი ვულვაზე

ვულვის შეშუპება ან სიმსივნე

 ტკივილი მცირე მენჯის ღრუში

მენსტრუალური ტკივილი(დისმენორეა)

ექიმს უნდა მიმართოთ, თუ მოზარდ გოგონას:

  • აქვს მოუწესრიგებელი მენსტრუაციული ციკლი, რასაც თან ახლავს: აკნე, სებორეა, ჰირსუტიზმი, ჭარბი წონა და სხვა;
  • აქვს სისხლდენა;
  • უჩივის მუცლის ძლიერ ტკივილს;
  • აქვს გამონადენი საშოდან;
  • ძალიან მნიშვნელოვანია  მეორადი სასქესო ნიშნის გაჩენისას მოზარდის ვიზიტი შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმთან- ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქტოლოგთან სქესობრივი მომწიფების შეფასების მიზნით რაც შემდგომში გართულებების პრევენციას ემსახურება.

იმისთვის, რომ მოზარდებმა უსაფრთხოდ გაიარონ გარდატეხის პერიოდი და გადავიდნენ ზრდასრულ ასაკში, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების, საზოგადოებისა და მედიცინის მუშაკების მხარდაჭერა.

მოზარდთა უმეტესობას არ გააჩნია საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ სწორად შეაფასოს თავისი მდგომარეობა, ერთმანეთისაგან განასხვაოს პრობლემა, რომელიც თავისთავად შეიძლება მოგვარდეს და პრობლემა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს მკურნალობას. მათ კარგად არ ესმით თავიანთი სიმპტომების მნიშვნელობა და ვერ ხვდებიან, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. არ იციან, რა სახის სამედიცინო სერვისებია მათთვის ხელმისაწვდომი და როგორ ისარგებლონ ამ სერვისებით, ამიტომ მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ შვილების ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოეპაროთ და დროულად მიმართონ ექიმს.

მოზარდ გოგონებთან ექიმის განსაკუთრებული მიდგომა და ნდობის მოპოვება ძალიან დიდ როლს თამაშობს  სრულფასოვანი ანამნეზის შეკრებაში, რაც სწორი დიაგნოზის დასმის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.

ჟორდანიას კლინიკა

თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვებზე პასუხის მისაღებად  და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით   2 99 08 53

მის:დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

რა ეტაპებისგან შედგება ინვიტრო განაყოფიერება

რა ეტაპებისგან შედგება ინ ვიტრო განაყოფიერება?

  • რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება?
  • ინვიტრო განაყოფიერება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც  თანამედროვე, უსაფრთხო და უკვე რუტინული მეთოდია.
  • რა არის ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკური ჩვენება?

ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკური ჩვენება  უნაყოფობა და ემბრიონის გენეტიკური ანალიზია.

  • რას გულისხმობს ინ ვიტრო განაყოფიერება?
  • ამ დროს კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა ხდება არა ფალოპის მილში, არამედ ლაბორატორიულ პირობებში, სადაც ემბრიონისთვის უსაფრთხო და ეფექტური გარემოა შექმნილი.
  • რა არის უნაყოფობა?
  • თუ ქალის ასაკი <35 წელზე და ერთ წლიანი, რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ფონზე არ დგება ორსულობა, წყვილი ითვლება უნაყოფოდ. ხოლო, თუ ქალის ასაკი >35 წელზე, ეს პერიოდი მცირდება 6 თვემდე.
  • როგორი უნაყოფობა არსებობს?
  • უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს მამაკაცისმიერი, როდესაც სპერმა არ არის სრულფასოვანი და ქალისმიერი, როდესაც რეპროდუქციული ტრაქტის რომელიმე სტრუქტურა ვერ ასრულებს ფიზიოლოგიურ ფუნქციას. ასევე არსებობს უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობა.
  • რა ეტაპებისგან შედგება ინ ვიტრო განაყოფიერება?
  • თავდაპირველად ხდება საკვერცხის მომზადება, კერძოდ მისი სტიმულაცია, იმისათვის რომ გაიზარდოს ფოლიკულები და  მომწიფდეს კვერცხუჯრედები. როდესაც ფოლიკულები მიაღწევს ზღვრულ მაჩვენებელს, სპეციალური კათეტერით შედიან თითოეულ ფოლიკულში და იღებენ ფოლიკულურ სითხეს. სითხე იგზავნება ლაბორატორიაში კვერცხუჯრედების მოძიების მიზნით. მათი მოძიების შემდეგ ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება  სპერმატოზოიდით.
  • როგორ ხდება განაყოფიერება?

არსებობს განაყოფიერების ორი გზა. პირველი, როდესაც სინჯარაში განაყოფიერების პროცესი ბუნებრივის იდენტურია. ათასობით სპერმატოზოიდი ცდილობს კვერცხუჯრედში  შეღწევას. ხოლო მეორე, როდესაც ემბრიოლოგს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში ხელოვნურად შეყავს ერთი სპერმატოზოიდი (ICSI).

  • როდის ხდება ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში?

განაყოფიერების შემდეგ ყალიბდება ზიგოტა. ზიგოტა განვითარების მესამე დღისთვის აღწევს მორულას, ხოლო მეხუთე დღისთვის ბლასტოცისტის სტადიას. სწორედ მესამე და მეხუთე დღეებში ხდება ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა .

  • რა ხდება, თუ არ არის სასურველი ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა?

ხდება ემბრიონის გაყინვა და მისი შენახვა საშვილოსნოს მომზადებამდე.

  • როგორ ხდება ემბრიონის გაყინვა?

კრიოპრეზერვაციის ორი მეთოდი არსებობს: „ნელი–გაყინვის“ ტექნიკა და ვიტრიფიკაცია (წყლის კონვერსია მყარ მდგომარეობაში ძალიან სწრაფი გაყინვის მეთოდით კრისტალების ფორმაციის გარეშე).

  • კრიოპრეზერვაციის რომელ მეთოდს ენიჭება უპირატესობა?

უპირატესობა ენიჭება ვიტრიფიკაციას, რადგან ემბრიონის დაზიანების სიხშირე უფრო დაბალია.

  • შეიძლება თუ არა დამოუკიდებლად სპერმის ან კვერცხუჯრედების გაყინვა?

შეიძლება, მაგრამ უპირატესობა ენიჭება ემბრიონის გაყინვას, რადგან გაყინვის და გამოლღობის პროცესში ემბრიონის დაზიანების ალბათობა ძალიან დაბალია.

  • ემბრიონის გენეტიკური ანალიზის როგორი სახეები არსებობს?

პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება მონოგენურ დაავადებებზე (PGT-M)პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება ქრომოსომის სტრუქტურულ ცვლილებებზე (PGT-SR) და პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება ანეუპლოიდიებზე (PGT-A).

ვაგინიტი

ვაგინიტი – დიაგნოზი, რომლის გამოც ქალების 90% ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც მიმართავს გინეკოლოგს.

რა არის ვაგინიტი?

ვაგინიტი არის საშოს ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც კლინიკურად გამოვლინდება მომატებული შეფერილი გამონადენით, წვითა და ქავილით. მისი გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, არის საშოს ფლორის ბალანსის დარღვევა ან ინფექცია. მენოპაუზის შემდგომ ესტროგენის დეფიციტმა და ზოგიერთმა დერმატოლოგიურმა დაავადებამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ვაგინიტი.

ვაგინიტის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

  • ბაქტერიული ვაგინოზი. ის ვაგინიტების 50%–ს შეადგენს და მისი გამომწვევი მიზეზია საშოს ფლორის დისბალანსი. კერძოდ, დამცველობითი ლაქტობაცილების  რაოდენობა მცირდება, რის ხარჯზეც ანაერობული ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას და შედეგად დგება ბაქტერიული ვაგინოზი. ეს პრობლემა ძირითადად სქესობრივად აქტიურ ქალბატონებშია აქტუალური, თუმცა ბაქტერიულ ვაგინოზს ვხვდებით სქესობრივად არააქტიურ პაციენტებშიც.
  • კანდიდოზური ვაგინიტი. ის ვაგინიტების მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმაა და შეადგენს მის 15–20%–ს. მისი გამომწვევი 85–90%–ში არის Candida Albicans და 5–10%–ში – Candida Glabrata ან Candida Parapsilosis. კანდიდოზური ვაგინიტი საშოს ფლორაში სოკოს გამრავლებით არის გამოწვეული, რასაც საფუძვლად უდევს ფლორის დისბიოზი.
  • ტრიქომონიაზი. გამოწვეულია ერთუჯრედიანი პარაზიტი Trichomonas Vaginalis – ით, რომელიც სქესობრივი კონტაქტით გადადის. ვაგინიტების 15–20% სწორედ ტრიქომონიაზის გამოვლინებაა. მამაკაცებში ხშირად ეს ინფექცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ქალბატონებში, როგორც წესი, ინფექცია სიმპტომურია, თუმცა შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც.
  • მენოპაუზის შემდგომი ატროფიული ვაგინიტი. ფიზიოლოგიური ან ხელოვნური მენოპაუზა, როდესაც ესტროგენის რაოდენობა ორგანიზმში მცირდება, იწვევს საშოს ლორწოვანი გარსის გათხელებას და შედეგად მის გაღიზიანებას, წვასა და სიმშრალეს.

ვაგინიტის სიმპტომებია:

  • ვაგინალური გამონადენის რაოდენობის, ფერისა და სუნის ცვლილება
  • ადგილობრივი გაღიზიანება, სიწითლე და ქავილი
  • სქესობრივი კონტაქტის დროს ტკივილი
  • ტკივილი მოშარდვის დროს
  • სისხლიანი ან ყავისფერი გამონადენი საშოდან, რომელიც არ ემთხვევა მენსტრუალურ პერიოდს

ვაგინიტის 7–72% შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ!

სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, გამონადენის სპეციფიურმა მახასიათებლებმა

შეიძლება მიგვანიშოს რა ტიპის ვაგინიტთან გვაქვს საქმე. მაგალითად:

  • ბაქტერიულ ვაგინოზზე მიგვანიშნებს გამონადენი თუ ის არის მომწვანო–მოყვითალო, აქვს თევზის სუნი და სქესობრივი კონტაქტის შემდგომ უფრო ჭარბია.
  • კანდიდოზურ ვაგინიტზე მიგვანიშნებს გამონადენი თუ ის არის თეთრი, სქელი, ხაჭოსებრი და თან ახლავს ქავილი.
  • ტრიქომონიაზზე მიგვანიშნებს გამონადენი თუ ის არის მოყვითალო–მომწვანო და პერიოდულად ქაფიანი.

როდის უნდა მიხვიდეთ ექიმთან კონსულტაციაზე?

  • თუ გაქვთ ჭარბი, უსიამოვნო სუნის შეფერილი გამონადენი საშოდან ან ქავილი;
  • თუ არასოდეს გქონიათ ვაგინალური ინფექცია. ასეთ შემთხვევაში ექიმი დაგეხმარებათ განსაზღვროთ როდის უნდა მიაქციოთ ყურადღება გამონადენს;
  • ანამნეზში გაქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია;
  • თუ გყავდათ რამოდენიმე პარტნიორი ან ამჟამად გყავთ ახალი პარტნიორი;
  • თუ ჩაიტარეთ მკურნალობა, მაგრამ სიმპტომები კვლავ გრჩებათ;
  • თუ გაქვთ სიცხე, შემცივნება ან ტკივილი მენჯის არეში;

დაავადების განვითარების რისკ–ფაქტორებია:

  • ორგანიზმის ჰორმონალური სტატუსის ცვლილება. მაგ: ორსულობა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება, მენოპაუზა;
  • სქესობრივი აქტივაცია;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ანამნეზში;
  • კონკრეტული მედიკამენტების გამოყენება. მაგ: ანტიბიოტიკები, სტეროიდები;
  • სპერმიციდების გამოყენება;
  • არაკონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი;
  • ისეთი ჰიგიენური პროდუქტების გამოყენება, როგორებიცაა: ტამპონი, ყოველდღიური საფენი, საშოს დეოდორანტი და ა.შ.
  • დუშინგი გადამეტებული სიხშირით;
  • ნესტიანი და მჭიდრო ტანსაცმლის ტარება;
  • საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება;

რა უნდა გააკეთოთ ვაგინიტის საპრევენციოდ?

  • თავი აარიდეთ ცხელ აბაზანებსა და წყლის სპა პროცედურებს;
  • თავი აარიდეთ ისეთი გამღიზიანებლების გამოყენებას, როგორებიცაა: ოდორირებული ტამპონები და ყოველდღიური საფენები, ოდორირებული საპნები და საშოს დეოდორანტები, ანტიბაქტერიული მოქმედების საპნები;
  • თავი აარიდეთ ხშირ დუშინგს. ის ხელს უწყობს საშოს მიკრობიომის განადგურებას, რაც საფუძვლად უდევს ბაქტერიულ ვაგინოზს;
  • გამოიყენეთ ლატექსის კონდომი;
  • ატარეთ ბამბის/კოტონის საცვლები.

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

ტელ: 2  99 08 53

მის:დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

პრეიმპლანტაციური გენეტიკური კვლევები

პრეიმპლანტაციური გენეტიკური კვლევები წყვილს საშუალებას აძლევს გენეტიკური დაავადება დადგინდეს ემბრიონული განვითარების ეტაპზე და ჰყავდეთ ჯანმრთელი შვილი.

პრეიმპლანტაციური გენეტიკური კვლევები რამოდენიმე ტიპისაა: ანეუპლოიდიების გენეტიკური ტესტირება – ავლენს ემბრიონის ქრომოსომების რიცხობრივ დარღვევას, ქრომოსომების სტრუქტურული ანომალიების გენეტიკური ტესტირება – როდესაც რომელიმე მშობელს  აქვს ქრომოსომათა სტრუქტურული ანომალია და მისი დიაგნოსტირება ხდება ემბრიონში და გენური დაავადებების გენეტიკური დიაგნოსტირება-  როდესაც ემბრიონში ხდება რომელიმე კონკრეტული დაავადების გამომწვევი გენის დადგენა.

რას ნიშნავს ანეუპლოიდია?

ადამიანის ნორმალური ქრომოსომული ნაკრები შედგება 46 ქრომოსომისგან. მათგან 23 ქრომოსომა დედისეული, ხოლო 23 მამისეული წარმოშობისაა.

ანეუპლოიდია ნიშნავს ქრომოსომის რაოდენობის ცვლილებას, ერთით მეტ ქრომოსომას ეწოდება ტრისომია, ხოლო ერთით ნაკლებს  – მონოსომია. ანეუპლოიდიის რისკი აქვს ნებისმიერი ასაკის ქალის ემბრიონს. ცნობილია, რომ მისი რისკი მატულობს დედის ასაკის მატებასთან ერთად. იმ შემთხვევაში თუ დედის ასაკი 35 წლამდეა ის  30%-ს, ხოლო 35 წლის ზემოთ მატულობს და 42 წლისთვის დაახლოებით 85%-ს უტოლდება.  ემბრიონის  ქრომოსომების ნორმალური რაოდენობა წარმატებული ორსულობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ანეუპლოიდიების პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირების( PGT-A) ჩვენებები:

  • ორსულობის განმეორებითი დანაკარგები;
  • დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული უნაყოფობა;
  • წარუმატებელი ინ-ვიტრო განაყოფიერების ციკლი;
  • დედის ასაკის მატება;
  • მამაკაცის მიზეზით განპირობებული უნაყოფობა;
  • შვილი ქრომოსომული ანეუპლოიდიის არსებობით;

ანეუპლოიდიების პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირებით (PGT-A) შესაძლებელია ემბრიოტრანსფერისთვის  შეირჩეს ნორმალური ქრომოსომული ნაკრების მქონე ემბრიონი. ზემოაღნიშნული კვლევის გამოყენება საშუალებას იძლევა:

  • გაიზარდოს იმპლანტაციის შანსი
  • შერჩეული და გადატანილი იქნას რამოდენიმეს ნაცვლად, მხოლოდ ერთი ემბრიონი და თავიდან იქნას აცილებული მრავალნაყოფიან ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები.
  • შემცირდეს სპონტანური აბორტის განვითარების რისკი
  • მოხდეს გენეტიკური დაავადების პრევენცია
  • შემცირდეს წარმატებული ორსულობის მიღწევის დრო

რა არის ქრომოსომათა სტრუტურული დარღვევა?

ქრომოსომის ნაწილის დაკარგვა, გაორმაგება,  ორ ქრომოსომას შორის უბნების გაცვლა და ა.შ.

რობერტსონული ტრანსლოკაცია –  როდესაც ორი ქრომოსომა კარგავს მის ნაწილს დარჩენილი კი ცენტრომეროთი კი უკავშირდებიან ერთმანეთს; ამ შემთხვევაში მატულობს ნაყოფის 21-ე (დაუნის სინდრომი) და მე-13 ქრომოსომების (პატაუს სინდრომი) ტრისომიების და უნიპარენტული დისომიის განვითარების რისკი.

უნიპარენტალური დისომია – ჩვეულებრივ ნაყოფი წყვილი ქრომოსომიდან თითოს იღებს თითოეული მშობლიდან. უნიპარენტალური დისომიისას ორივე ქრომოსომა ან მისი ნაწილი მიღებულია მხოლოდ ერთი მშობლისგან. უნიპარენტალური დისომიის მაგალითია: პრადერ-ვილის სინდრომი (ჭარბი წონა, კუნთების სისუსტე, განვითარების შეფერხება), ანგელმანის სინდრომი (განვითარების შეფერხება, მეტყველების პრობლემები, მოძრაობის დარღვევა) და ა.შ.

ქრომოსომების სტრუქტურული ანომალიების პრეიმპლანტაციური ტესტირების (PGT-SR) ჩვენებები:

  • წყვილები, რომლებიც არიან ქრომოსომათა ბალანსირებული სტრუქტურული ანომალიების მტარებელები (აღინიშნება ორსულობის განმეორებითი დანაკარგები და უნაყოფობა);
  • თუ ერთ-ერთი მშობელი რეციპროკული ტრანსლოკაციის მტარებელია, ემბრიონების დაახლოებით 80%-ში აღინიშნება გენეტიკური მასალის ცვლილება;

რა არის მონოგენური დაავადება?

მონოგენურია ერთი გენის მუტაციის შედეგად (ცვლილებით გამოწვეულ) გამოწვეული დაავადება, მაგალითად: ცისტური ფიბროზი, ფენილკეტონურია, დუშენის კუნთოვანი დისტროფია და ა.შ.

გენური დაავადებების  პრეიმპლანტაციური ტესტირება (PGT-M)- გენეტიკური დიაგნოსტიკის მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს/გამოირიცხოს დაავადების გამომწვევი მუტაციის არსებობა. თუ ემბრიონის ქრომოსომათა რიცხობრივი და სტრუქტურული ანომალიების კვლევის ერთ-ერთ ჩვენებას წარმოადგენს უნაყოფობა, მონოგენური დაავადებების პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება ტარდება ფერტილურ წყვილებში (წყვილებში, რომელთაც უნაყოფობის პრობლემა არ აღენიშნებათ)!

მონოგენური დაავადებების  პრეიმპლანტაციური ტესტირება (PGT-M) ჩვენებებია:

  • რომელიმე მშობელს აქვს აუტოსომურ-დომინანტური ტიპით დამემკვიდრებადი დაავადება;
  • ოჯახში ბავშვის არსებობა გენეტიკური დაავადებით;
  • ორივე მშობელში აუტოსომურ-რეცესიული ტიპით დამემკვიდრებადი დაავადების მუტაციის მტარებლობა;
  • ქალი არის X-თან შეჭიდული დაავადების გამომწვევი მუტაციის მტარებელი;
  • მიტოქონდრიული დაავადების დიაგნოსტირების მიზნით;
  • რომელიმე მშობელს აქვს სიმსივნის გამომწვევი მუტაცია, მაგალითად BRCA-1, BRCA-2
  • HLA- შეთავსების მიზნით – ოჯახში ბავშვის ავთვისებიანი სიმსივნით ან სხვა გენეტიკური დაავადების არსებობისას (მაგალითად თალასემია) ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მიზნით;

როგორ ტარდება პრეიმპლანტაციური გენეტიკური კვლევები და არის თუ არა საზიანო?

სამივე ტიპის პრეიმპლანტაციური გენეტიკური კვლევისთვის მსგავსი პროცედურა გამოიყენება, პირველი ეტაპია ემბრიონის ბიოფსია, მეორე- მიღებული მასალის გაგზავნა ლაბორატორიაში და გენეტიკური კვლევის ჩატარება.

ემბრიონის ბიოფსია ტარდება ბლასტოცისტის სტადიაზე (ემბრიონალური განვითარების მე-5-მე-6 დღეს). ბლასტოცისტა შეიცავს ორი ტიპის უჯრედებს – ტროფექტოდერმა- რომლისგანაც ვითარდება პლაცენტა და შიდა უჯრედული მასა- რომლისგანაც ვითარდება ნაყოფი.

გენეტიკური კვლევისთვის მასალის აღება ხდება ტროფექტოდერმიდან, შესაბამისად ის უჯრედები, რომელიც დასაბამს აძლევს ნაყოფის განვითარებას არ ზიანდება. დღეისთვის აღწერილი არ არის, რომ პრეიმპლანტაციური გენეტიკური კვლევა იწვევს ნაყოფის განვითარების დარღვევას.

პრეიმპლანტაციური გენეტიკური კვლევები ინვიტრო განაყოფიერების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, მისი გამოყენებით იზრდება წარმატებული ორსულობის შესაძლებლობა და მატულობს ცოცხლადშობადობის მაჩვენებელი

დამატებითი ინფორმაციისთვის 2 99 08 53

მის: დიღომი,ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5 

ყველა ქალს შეუძლია გახდეს დედა

უშვილობის პრობლემა მსოფლიოში უამრავ წყვილს აწუხებს. თუ ერთი წლის განმავლობაში  რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ ორსულობა არ დგება, წყვილი უშვილოდ ითვლება.  ამერიკის დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, 15-დან 44 წლამდე ქალთა 12% ვერ ახერხებს დაორსულებას ან ნაყოფის შენარჩუნებას.

უნაყოფობის მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს, მათ შორის არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ფალოპის მილების გაუმტარიანობა ან არქონა, ენდომეტრიოზი, მამაკაცის არასრულფასოვანი სპერმა და ა.შ. მსგავსი პრობლემების არსებობისას, ინ ვიტრო განაყოფიერება  ყველაზე ეფექტური და წარმატებული მეთოდია, რომლის დახმარებითაც სასურველი შედეგი მიიღწევა და ქალი ორსულდება.

ჟორდანიას კლინიკა  ლიდერი ინ ვიტრო განაყოფიერების სფეროში

ჟორდანიას კლინიკა პირველი რეპროდუქტოლოგიური კლინიკაა საქართველოში. კლინიკაში დანერგილია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. სპეციალიზირებული სამედიცინო ცენტრი მრავალწლიანი გამოცდილებით და განვითარებაზე მუდმივი ორიენტირებით გამოირჩევა. ჟორდანიას კლინიკა რეპროდუქციული მედიცინის და გინეკოლოგიის მიმართულებით რეგიონში უდავო ლიდერია, სადაც ქართველი და უცხოელი ექიმები უახლესი სამედიცინო მეთოდებით  ხელმძღვანელობენ.

ხელოვნური განაყოფიერება კლინიკაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. პროფესიონალ ექიმთა გუნდისა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის დახმარებით, ორსულობის დადგომის სიხშირე ჟორდანიას კლინიკაში უკვე 75%-მდე გაიზარდა. წარმატებული სტატისტიკის გამო, რეპროდუქტოლოგიურ ცენტრს მრავალი უცხოელი პაციენტიც აკითხავს.

რა პროცედურებს მოიცავს ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება ქალის ორგანიზმში, ბუნებრივ პირობებში მიმდინარე განაყოფიერების იდენტური პროცედურაა, მხოლოდ ერთი განსხვავებით –  ხელოვნური განაყოფიერება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში მიმდინარეობს.

პროცედურა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  • მედიკამენტების საშუალებით საკვერცხის სტიმულაცია;
  • კვერცხუჯრედის ასპირაცია ანუ მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვება;
  • მამაკაცის სპერმის დამუშავება;
  • განაყოფიერება ანუ კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შერწყმა;
  • ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა.
  • ემბრიონის გენეტიკური ანალიზი

ინ ვიტრო განაყოფიერების ერთი პროცედურა დაახლოებით 2-3 კვირას გრძელდება. აღნიშნული პროცედურების შემდეგ  სტაციონარში გაჩერება არ მოითხოვება.

ჟორდანიას კლინიკაში ინვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული ყველა სახის კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, მათ შორის საშვილოსნოს შიდა ინსემინაციის, სპერმის შეფასება საერთაშორისო კრიტერიუმებით, ემბრიონის გენეტიკური ანალიზის და სხვ. ემბრიოლოგებისა და რეპროდუქტოლოგების მაღალკვალიფიციური გუნდი ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა.

ჩვენ მზად ვართ გიპასუხოთ, ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო საკითხზე:

მის:დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

ტელ : 2 99 08 53

პოლიცისტური საკვერცხეებიის სინდრომი და საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის ერთ–ერთი კლინიკური გამოვლინებაა უნაყოფობა, რომელიც 40–90% გვხვდება. დაავადების საშუალო და მძიმე მიმდინარეობისას, ორსულობის მისაღებად საჭირო ხდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ჩართვა.

მკურნალობა მოიცავს როგორც მედიკამენტების, ასევე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებას. ერთ–ერთი ასეთია –  საშვილოსნოსშიდა ისნემინაცია.

რა არის საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია?

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს სპერმის შეგროვებას, მის დამუშავებასა და საშვილოსნოს ყელის გავლით, საშვილოსნოს ღრუში სპეციალური კათეტერით შეყვანას.

როდის კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია?

პროცედურა შეიძლება ჩატარდეს როგორც ნატურალურ ციკლში, ასევე საკვერცხეების სტიმულაციისას. ტაქტიკა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს, როდესაც ციკლი არის ანოვულატორული, ხშირად საჭირო ხდება ოვულაციის სტიმულაცია.

პროცედურა ტარდება ოვულაციის დროს და მაქსიმალურად მიმსგავსებულია ბუნებრივ თანაცხოვრებასთან.

რას გულისხმობს საშვილოსნოსშიდა ინსემინაციისთვის მედიკამენტოზური მომზადება?

მედიკამენტოზური მომზადება გულისხმობს ორალური მედიკამენტების ან ინექციების გამოყენებას, იმისთვის, რომ სწორად წარიმართოს ოვულაციის პროცესები. მედიკამენტების შერჩევა ყოველი სამედიცინო შემთხვევის დროს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ავადმყოფობის სიმძიმესა და ექიმის მიერ შერჩეულ ტაქტიკაზე.

კვლევებით დადასტურებულია, რომ პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე პაციენტებში, დაგეგმილ თანაცხოვრებასთან შედარებით, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია მნიშვნელოვნად ზრდის დაორსულების შანსს.

ჟორდანიას კლინიკა გისურვებთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას!

დეტალური ინფორაციისთვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშრიდით:2 99 08 53

მის:დიღომი ,ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი და უნაყოფობა

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალბატონებში ორსულობის დადგომა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. უნაყოფობის მაჩვენებელი შეიძლება მერყეობდეს 40-90% ფარგლებში.

ფიზიოლოგიურ პირობები, რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში, მეტ-ნაკლებად ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს, საკვერცხეში იზრდება სითხური სტრუქტურის ჩანართი, რომელსაც ფოლიკული ეწოდება. ორგანიზმში რიგი ჰორმონალური ცვლილებების შესაბამისად, გაზრდილი ფოლიკული სკდება და გამოთავისუფლდება მომწიფებული კვერცხუჯრედი, ანუ დგება ოვულაცია. სწორედ ეს პროცესი გახლავთ ორსულობის დადგომისთვის აუცილებელი წინაპირობა.

რა ტიპის უნაყოფობას ვხვდებით პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს?

როგორც წესი, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს უნაყოფობა პირველადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ანამნეზში ორსულობა არ აღინიშნება. თუმცა, შეიძლება იყოს მეორადიც. ამავდროულად, უნაყოფობა არ არის აბსოლუტური, ის შეფარდებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტოზური, თუ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ხელშეწყობით ორსულობა მიიღწევა.

როგორია უნაყოფობის პათოგენეზი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს?

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს საკვერცხე შეიცავს მრავლობით წვრილ-ცისტურ ჩანართებს – ფოლიკულებს. მათი რაოდენობა შეიძლება იყოს 12 ან მეტი თითო საკვერცხეში. მრავლობითი ფოლიკულები იწვევენ ჰორმონალურ დისბალანსს, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ოვულაციის პროცესების სწორად წარმართვას და შედეგად გვაქვს ანოვულატორული მენსტრუალური ციკლი.ამასთან, ანოვულატორული პროცესების გავლენით ვეღარ ხდება საშვილოსნოს ღრუს – ენდომეტრიუმის სათანადო მომზადება ემბრიონის იმპლანტაციისთვის. ამის გამო დაავადებას სხვაგვარად „ზარმაცი საკვერცხეების“ სინდრომსაც უწოდებენ. ეს პათოლოგიური პროცესი, ფიზიოლოგიურ პირობებში, ორსულობის დადგომას გამორიცხავს.

რა უნდა გააკეთოთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს?

  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა. ჭარბი წონის შემთხვევაში, წონის 5-10%-ით კლება მნიშვნელოვნად ზრდის დაორსულების შანსს
  • იკვებეთ ჯანსაღად
  • ივარჯიშეთ
  • აწარმოეთ ოვულაციის მონიტორინგი და დაგეგმეთ სქესობრივი ცხოვრება ექიმის დახმარებით

როგორია მკურნალობის ტაქტიკა პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს?

მკურნალობის ტაქტიკა თითოეული სამედიცინო შემთხვევის დროს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პციენტის სურვილზე, რამდენად სწრაფად სურს დაგეგმოს ორსულობა. იგი შეიძლება მოიცავდეს როგორც ოვულაციის სტიმულაციას, ასევე დამხმარე რეპროდუცქიული ტენქოლოგიების ჩართვას.

სპეციალისტთან  კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 99 08 53

მის: დიღომი,ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი

რა არის პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი?

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი არის  საზოგადოებრივი ჯანმრელობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი რეპროდუქციული, მეტაბოლური და ფსიქოლოგიური ასპექტებით. პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი  გავრცელებული დაავადებაა, რომელიც რეპროდუქციული ასაკის ქალთა 8-13%-შია გავრცელებული და დაავადებულთა 70%-ში არ არის დიაგნოსტირებული.

როგორია დაავადების კლინიკური მანიფესტაცია(გამოვლინება) ?

  • ფსიქოლოგიური – დეპრესია, შფოთვა;
  •  რეპროდუქციული – არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ჭარბთმიანობა, უშვილობა, ორსულობის გართულებები;
  • მეტაბოლური – ჭარბი წონა, ინსულინ რეზისტენტობა, მეტაბოლური სინდრომი, პრედიაბეტი, დიაბეტი ტიპი 2, კარდიოვასკულარული რისკ-ფაქტორები;

რა არის პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის გამომწვევი?

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია მაგრამ, არსებობს რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც შეიძლება მონაწილეობდეს ამ პათოლოგიის განვითარებაში. ესენია:

  • ჭარბი ინსულინი. ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც აპროდუცირებს პანკრეასი და პასუხისმგებელია გლუკოზის მეტაბოლიზმზე. თუ უჯრედები გახდებიან ინსულინის მიმართ რეზისტენტულნი, სისხლში გლუკოზის შემცველობა გაიზრდება. საკომპენსაციოდ ინსულინის სეკრეცია გაიზრდება. მომატებული ინსულინი იწვევს ანდროგენების ჰიპერპროდუქციას, რაც ხელს უშლის ოვულაციის პროცესებს.
  • ჭარბი ანდროგენები. საკვერცხეები აპროდუცირებენ ჭარბი რაოდენობის ანდროგენებს, რომელიც არის ჭარბთმიანობისა და აკნეს გამომწვევი.
  • გენეტიკური ფაქტორი. არსებობს რამდენიმე გენი, რომელიც განაპირობებს ამ დაავადების მიმართ წინასწარგანწყობას.

რა გართულებები შეიძლება ახლდეს პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომს?

  • უნაყოფობა
  • გესტაციური დიაბეტი
  • ორსულთა ჰიპერტენზია
  • ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა
  • ნაადრევი მშობიარობა
  • არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი – ღვიძლის მწვავე ანთება, რომელიც გამოწვეულია ქსოვილში ცხიმის დაგროვებით.
  • მეტაბოლური სინდრომი – სინდრომი, რომელიც გულისხმობს მაღალ არტერიულ წნევას, ჰიპერგლიკემიას, ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ შემცველობას სისხლში, რაც თავის მხრივ ზრდის კარდიო–ვასკულარული დაავადებების განვითარების რისკს.
  • პრედიაბეტი
  • დიაბეტი ტიპი 2
  • სიმსუქნე
  • ძილის აპნოე
  • დეპრესია, გაღიზიანებადობა და კვებითი ქცევის დარღვევა
  • ენდომეტრიუმის ავთვისებიანი გადაგვარება

როდის უნდა მივაკითხოთ ექიმს?

  • თუ გაქვთ მენსტრუალური ციკლის დარღვევა – იშვიათი, არარეგულარული, ან გახანგრძლივებული მენსტრუალური ციკლი. მაგალითად: წელიწადში 9 ან ნაკლები მენსტრუალური ციკლი; მენსტრუალური ციკლი, რომელიც გრძელდება 35 დღე ან მეტი; ანომალიურად ჭარბი სისხლიანი გამონადენი მენსტრუალურ პერიოდში;
  • თუ გაქვთ ანდროგენების სიჭარბე, რომელიც კლინიკურად გამოვლინდება სახესა და ტანზე ჭარბთმიანობით(ჰირსუტიზმი), პერიოდულად აკნეს გამწვავებებით, მამაკაცური ტიპის გამელოტებით.
  • თუ ანამნეზი დატვირთულია უნაყოფობით.
  • თუ გაქვთ ჭარბი წონა, რომელიც არ არის პროპორციული მიღებული კალორიების და გიჭირთ წონაში კლება.

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 99 08 53

მის: დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

პაციენტის ისტორია -გზა ინვიტრო განაყოფიერებამდე

გზა ინვიტრო განაყოფიერებამდე საკმაოდ გრძელი და რთული აღმოჩნდა, ამ გადაწყვეტილებამდე დიდი ხნის განმავლობაში მივდიოდით, ბევრს ვკითხულობდით ვეცნობოდით სხვადასხვა წყვილების გამოცდილებებს, მე და ჩემი მეუღლე საათობით ვისხდით ფორუმებზე და  სიღრმისეულად ვსწავლობდით ყველაფერს .ჩვენი ისტორია იყო ესეთი, ორივეს მეც და ჩემს მეუღლესაც პრობლემა გვქონდა, რაც ჩვენ რეპროდუქციულ ფუნქციას და ორსულობას ხელს უშლიდა.რთული პრობლემის გამო, ვგეგმავდით უცხოეთში წასვლას და იქ მკურნალობას, თუმცა ბევრი მოკვლევის და ფიქრის შედეგად არჩევანი საქართველოზე კერძოდ  ჟორდანიას კლინიკაზე გავაკეთეთ. მისვლის დღიდან ჩვენ მთლიანად მივენდეთ კლინიკის გუნდს, სხვადასხვა კვლევები ჩავიტარეთ მეც და ჩემმა მეუღლემაც, შემდეგ გვქონდა დრო როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო  ინვიტრო განაყოფიერების  პროცედურის ჩატარებაზე. საკმაოდ რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ გადავწყვიტეთ  დავგეგმეთ დღე და შემდეგ იყო ბევრი ღელვა იმაზე თუ რა შედეგით დასრულდებოდა. ამ დროის განმავლობაში ბევრს ვკითხულობდი, იმის შესახებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განწყობა. ჩემს თავზე ვმუშაობდი და განვეწყე იმ შედეგისთვის, რომელიც ძალიან მალე დადგა.

ყველაზე ბედნიერი დღე ჩვენი ოჯახისთვის ის დღეა, როდესაც ჩვენს ულამაზეს ახალდაბადებულ  გოგონასთან ერთად სახლში დავბრუნდით

დიდი მადლობა  ჟორდანიას კლინიკის ყველა სპეციალისტს, ვინც თავიდანვე იყო ჩართული ჩვენს  „მოგზაურობაში“ და განვლო  ეს რთული და შედეგიანი გზა ჩვენთან ერთად.

ჟორდანიას კლინიკის პაციენტი

სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ტესტი

სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ტესტი

წარმატებული განაყოფიერებისა და ნორმალური ემბრიონის განვითარებისთვის, სპერმატოზოიდში გენეტიკური მასალის „მთლიანობა“ არის გადამწყვეტი. ტერმინი სპერმის დნმ ფრაგმენტაცია აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც სპერმატოზოიდში წარმოდგენილია პათოლოგიური გენეტიკური მასალა, კერძოდ, დარღვეულია მისი სტრუქტურული მთლიანობა. ეს შეიძლება აღმოჩნდეს მიზეზი მამაკაცის უნაყოფობის, წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერებისა და ორსულობის თვითნებურად შეწყვეტის. სტანდარტული სპერმოგრამა, რომელიც აფასებს სპერმის რაოდენობას, მოძრაობასა და მორფოლოგიას, ვერ აფასებს სპერმას მოლეკულურ დონეზე.

რა უნდა ვიცოდეთ სპერმის დნმ ფრაგმენტაციასთან დაკავშირებით?

  • სპერმის დნმ ფრაგმენტაციის მაღალი ინდექსი უარყოფითად მოქმედებს ბლასტოცისტის განვითარებაზე;
  • რაც უფრო მაღალია სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ინდექსი, მით მეტია უნაყოფობის, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების წარუმატებლობისა და თვითნებითი აბორტის განვითარების რისკი;
  • სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ინდექსი უფრო მაღალია უნაყოფო მამაკაცებში, რომელთაც აქვთ ნორმიდან გადახრილი სპერმის მონაცემები;
  • მამაკაცს ნორმალური სპერმის მონაცემებით, შეიძლება ჰქონდეს სპერმის დნმ ფრაგმენტაციის მაღალი ინდექსი;

სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ტესტის უპირატესობები:

  • გვაძლევს სარწმუნო ინფორმაციას სპერმის გენეტიკური მასალის შესახებ, რაც მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის შეფასებისთვის უმნიშვნელოვანესი პარამეტრია;
  • გვაძლევს ინფორმაციას, რომელიც, უნაყოფობის შემთხვევაში, გვეხმარება კლინიკური დიაგნოზის დასმაში, დაავადების მენეჯმენტსა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში;
  • ამ ტესტს გააჩნია პროგნოზული მნიშვნელობა ორსულობის მიღების თვალსაზრისით;

რა იწვევს სპერმის დნმ ფრაგმენტაციას?

მამაკაცებში, სპერმის დნმ ფრაგმენტაციის მთავარი წინაპირობა არის ოქსიდაციური სტრესი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • ინფექციით
  • ჰიპერთერმიით
  • სათესლე ჯირკვლებში მომატებული ტემპერატურით
  • კონკრეტული მედიკამენტებით
  • თამბაქროს მოხმარებით
  • ალკოჰოლის მოხმარებით
  • სტრესით
  • კვების რეჟიმით(დიეტით)
  • გარემო პირობებით
  • ასაკით
  • ვარიკოცელეთი

როდის უნდა გაიკეთოს მამაკაცმა სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ტესტი? როდესაც ანამნეზში არის:

  • აუხსნელი უნაყოფობა;
  • ემბრიონის განვითარების შეფერხება;
  • ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციის რამდენიმე წარუმატებელი ცდა;
  • ჩვეული აბორტი;
  • ასაკოვანი პაციენტი;
  • ვარიკოცელე;
  • სპერმის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები;
  • მავნე ნივთიერებებთან შემხებლობა.

სპერმის დნმ ფრაგმენტაციის მაღალი ინდექსი და ორსულობის პოტენციალი:

  • ემბრიონს, რომელიც მიღებულია სპერმით დნმ ფრაგმენტაციის მაღალი ინდექსით, აქვს ცუდი პროგნოზი;
  • დნმ ფრაგმენტაციის შედეგი შეიძლება იყოს აპოპტოზი ან მუტაციები, რომლის შედეგად ემბრიონის განვითარება იბლოკება, დგება თვითნებითი აბორტი ან ვითარდება ნაყოფის განვითარების ანომალიები;
  • დნმ ფრაგმენტაციის მაღალი ინდექსის მქონე სპერმით, შეიძლება შედგეს ნორმალური, ჯანმრთელი ორსულობა, თუმცა ამისი ალბათობა დაბალია.

სპერმის დნმ ფრაგმენტაციის მკურნალობის მეთოდები

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. თუ სპერმის გენეტიკური მასალის დაზიანება გამოწვეულია თავისუფალი რადიკალებით, რეკომენდებულია ცხოვრების წესისა და დიეტის შეცვლა ისე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ოქსიდაციური სტრესის პროცენტულობა. სხვა მეთოდებია:

  • ანტიბიოტიკოთერაპია ინფექციის არსებობის შემთხვევაში;
  • ცხოვრების წესის ცვლილება, იგულისხმება კონკრეტული მედიკამენტები, თამბაქოს მოხმარება და საქმიანობა;
  • დიეტა, რომელიც გულისხმობს ანტიოქსიდანტების, C და E ვიტამინების შემცველ ჯანსაღ საკვებს;
  • სპერმის ტესტიკულური ასპირაცია, რადგან სპერმის გენეტიკური მასალის ფრაგმენტაცია ხდება სათესლე ჯირკვლიდან ტრანსპორტირების შემდეგ. ჯირკვლებიდან აღებული სპერმის გენეტიკური მასალა, როგორც წესი, ნაკლებადაა დაზიანებული, ვიდრე ეაკულირებული სპერმის გენეტიკური მასალა.
  • დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებიდან უმჯობესია სპერმის ინტრაციტომპალზმური ინექციის გამოყენება;

დამატებითი ინფორმაციისთვის: 2 99 08 53

ჟორდანიას კლინიკა

დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

მამაკაცის უნაყოფობა – უროლოგიური პრობლემები

უროლოგიური პრობლემებიდან, მამაკაცის უნაყოფობის ჭრილში, აღსანიშნავია შემდეგი ფაქტორები:

ვარიკოცელე – პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ხდება მამაკაცის სათესლე ჯირკვლის ვენების გაგანიერება. მისი გამომწვევი მიზეზია ვენებში წნევის მატება და ვითარდება უმეტესად პუბერტატულ ასაკში, როდესაც სასქესო ორგანოები იზრდება. მას ახასიათებს ტკივილი, სიმძიმის და ქაჩვის შეგრძნება, თუმცა შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს. ვარიკოცელემ შესაძლოა გამოიწვიოს სპერმის ხარისხის საგრძნობი გაუარესება და მისი რაოდენობის შემცირება, რაც მამაკაცის უნაყოფობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. სპერმის ხარისხზე გავლენის პათოფიზიოლოგიური მექანიზმი უცნობია, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს სისხლის მიწოდების დარღვევაა.

ეაკულაციის დარღვევები – რეტროგრადული ეაკულაცია. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ორგაზმის დროს ეაკულატი მიედინება უკუმიმართულებით და ადის შარდის ბუშტში, გარეთ გამოსვლის ნაცვლად. მას სხვაგვარად მშრალ ორგაზმსაც უწოდებენ. კლინიკურად გამოვლინდება ეაკულატის არ არსებობით ან ეაკულატის მცირე მოცულობით. რეტროგრადული ეაკულაცია არ არის მტკივნეული და არ იწვევს ერექციულ დისფუნქციას. მისი მკურნალობის ერთადერთი მიზანია  მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენა.

კრიპტორქიზმი – სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში ჩამოუსვლელობა. როგორც წესი, ეს პათოლოგია ცალმხრივია, თუმცა 10%–ში გვხვდება ორმხრივად.  სტატისტიკურად კრიპტორქიზმი დროული ახალშობილების 2–5%–ში გვხვდება, ხოლო ნაადრევი ახალშობილების 30%–ში. შემთხვევათა თითქმის 70% სწორდება სპონტანურად 1 წლის ასაკისთვის, ხოლო 30%–ში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. უნაყოფობის კუთხით, მნიშვნელოვანია სათესლე ჯირკვლებზე ტემპერატურული გავლენა, რომელიც მის ფიზიოლოგიურ ნორმაზე მაღალია და ქირურგიული ჩარევის შედეგად განპირობებული დაზიანებები.

სპერმის სატრანსპორტო მილაკების ობსტრუქცია.  სპერმის ტრანსპორტირებაზე რამდენიმე მილაკოვანი სტრუქტურაა პასუხისმგებელი. მათი ობსტრუქცია ანუ დახშობა საფუძვლად უდევს ობსტრუქციულ აზოოსპერმიას. ტუბულების დახშობა შეიძლება გამოიწვიოს: ინფექციურმა დაავადებებმა, ტრავმამ, ქირურგიული ჩარევის შედეგად განხორციელებულმა დაზიანებამ ან უბრალოდ იყოს განპირობებული ანატომიური დეფექტებით, რომლებიც გვხვდება რიგი გენეტიკური დაავადებების დროს.

სქესობრივი დისფუნქცია მოიაზრებს რამდენიმე პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მამაკაცის უნაყოფობა. ესენია: ერექციული დისფუნქცია, ნაადრევი ეაკულაცია, მტკივნეული სქესობრივი აქტი, ანატომიური თავისებურებები და წყვილის ფსიქოემოციური პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენენ სქესობრივ ურთიერთობაზე.

ანამნეზში უროლოგიური და პროქტოლოგიური ოპერაციები. კონკრეტული ქირურგიული ჩარევა, მაგალითად ვაზექტომია, განაპირობებს ეაკულატში სპერმის არარსებობას. ოპერაციები სკროტუმზე, სათესლე ჯირკვალზე, სათესლე ჯირკვლის დანამატზე და სწორ ნაწლავზე შეიძლება გახდნენ მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი, როგორც ქირურგიული ნორმის, ასევე გართულების სახით.

მადლობა, რომ კითხულობთ ჩვენს ბლოგს!

კონსულტაციაზე ჩასაწერად და ინფორმაციისთვის: 2 99 08 53

მის: დიღომი,ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

ჟორდანიას კლინიკის უფასო კონსულტაციები ქუთაისში

5-6 მარტს ჟორდანიას კლინიკის ხელმძღვანელი ,მეან-გინეკოლოგი რეპროდუქტოლოგი ნანა ჯანელიძე ყურაშვილი უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს იმერეთის რეგიონში, ქ.ქუთაისში, კლინიკა „ლჯ“-ში. კონსულტაციები ჩატარდება უშვილო წყვილებში.ვიზიტის ფარგლებში, სპერმოგრამის ანალიზს ჩაატარებს ჟორდანიას კლინიკის წამყვანი ემბრილოგი ხიმენა სალას გომესი.

კონსულტაციაზე ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 591 93 94 11;

კონსულტაციები ჩატარდება კლინიკა „ლჯ“-ში

მის : ქ.ქუთაისი,ჩეჩელაშვილის ქ.#6

ცხელი ხაზი (0431) 310 111

მამაკაცის უნაყოფობა-სხვა გარემო ფაქტორები

კონკრეტულ გარემო ფაქტორებთან ჭარბი დოზით კონტაქტს/შემხებლობას შეუძლია გავლენა მოახდინოს სპერმის ფუნქციურ და/ან რაოდენობრივ მაჩვენებელზე. ეს გარემო ფაქტორებია: ტოქსინები, ქიმიური ნაერთები და სიცხე. უფრო კონკრეტულად კი:

  • სამრეწველო–ინდუსტრიული ქიმიური ნარჩენები. ხანგრძლივმა კონტაქტმა კონკრეტულ ქიმიურ ნაერთებთან, პესტიციდებთან, ჰერბიციდებთან, ორგანულ გამხსნელებთან და საღებავებთან, შეიძლება გამოიწვიოს ოლიგოსპერმია, ანუ სპერმატოზოიდების რაოდენობის დაქვეითება.
  • მძიმე მეტალები. როგორც პირდაპირმა, ასევე არაპირდაპირმა კონტაქტმა ტყვიასთან ან სხვა მძიმე მეტალებთან, შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის უნაყოფობა. მძიმე მეტალების გავლენა სპერმის მონაცემებზე ინდივიდუალურია ყველა სამედიცინო შემთხვევის დროს და იგი შეიძლება მოიცავდეს როგორც რაოდენობრივ, ასევე სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს.
  • რადიაცია ან რენტგენის სხივები. რადიაცია გავლენას ახდენს სპერმის რაოდენობრივ მახასიათებელზე, ანუ ამცირებს მის პროდუქციას. თუ გამოსხივება მცირე რაოდენობითაა, სპერმის რაოდენობრივი მონაცემები დროთა განმავლობაში აღდგება და დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას, ხოლო თუ გამოსხივება დიდია, ცვლილებები შეიძლება იყოს შეუქცევადი.
  • სათესლე ჯირკვლების გადახურება. მომატებულმა ტემპერატურამ შეიძლება შეასუსტოს სპერმის პროდუქცია და ფუნქციონირება. სწორედ ამიტომ, არ არის რეკომენდებული საუნებისა და ცხელი აბაზანების ხშირი მოხმარება. თუმცა, სამეცნიერო კვლევები ლიმიტირებულია და არ არსებობს საკმარისი სამედიცინო მტკიცებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში უპირატესად ზიხართ და ატარებთ ვიწრო შარვლებს, თქვენ გაქვთ მომატებული რისკი სათესლე ჯირკვლების გადახურების, რის გამოც შეიძლება მსუბუქად შემცირდეს სპერმის პროდუქცია.

ცხოვრების წესი და სხვა მავნე ჩვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ მამაკაცის უნაყოფობაზე არის:

  • კონკრეტული მედიკამენტების გამოყენება. მაგალითად, ანაბოლური სტეროიდები, რომლებიც გამოიყენება კუნთოვანი მასის გასაზრდელად, იწვევს სათესლე ჯირკვლების შეჭმუხნვას და სპერმის პროდუქციის დაქვეითებას. ზოგიერთი ნევროლოგიური მედიკამენტი იწვევს სქესობრივ დისფუნქციას და შესაბამისად მამაკაცის უნაყოფობას. ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებები, როგორებიცაა კოკაინი და მარიხუანა, გავლენას ახდენს როგორც სპერმის პროდუქციაზე, ასევე მის ხარისხობრივ მაჩვენებელზე. ნარკოტიკული ნივთიერებებით გამოწვეული ცვლილებები, როგორც წესი, შექცევადია და მათი მოხმარების შეწყვეტის შემთხვევაში, უბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას.
  • ალკოჰოლის მოხმარება. ალკოჰოლური ნივთიერებები იწვევს ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას, რაც კლინიკურად გამოვლინდება ერექციული დისფუნქციითა და სპერმის პროდუქციის დაქვეითებით. ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებები, აგრეთვე, შეიძლება გახდეს მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი.
  • თამბაქოს მოხმარება. თამბაქოს, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მოხმარება, იწვევს სპერმის რაოდენობის შემცირებას.
  • წონა. სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის უნაყოფობა რამდენიმე მექანიზმით, მათ შორის ჰორმონალური ცვლილებებითა და უშუალოდ სპერმის მახასიათებლების ცვლილებით.

ჩვენ მზად ვართ გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე

დაგვიკავშირდით: 2 99 08 53

მის: დიღომი,ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

მამაკაცის უნაყოფობა -გენეტიკური ფაქტორები

როგორც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს, მათ შორისაა გენეტიკური ფაქტორიც. რა უნდა ვიცოდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევათა 15–30% განპირობებულია გენეტიკური ფაქტორით.

კონკრეტულად რას გულისხმობს გენეტიკური ფაქტორები? ესენია:

ქრომოსომული დარღვევები – რაოდენობრივი და სტრუქტურული ცვლილებები.

ქრომოსომების რაოდენობრივი დარღვევებიდან ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა კლაინფელტერის სინდრომი (47XXY), როდესაც მამაკაცი იბადება ორი X და ერთი Y ქრომოსომით. უნაყოფობის მიზეზი სპერმატოგენეზის დარღვევაა.

ქრომოსომების სტრუქტურული დარღვევებიდან აღსანიშნავია Y ქრომოსომის მიკროდელეცია. უნაყოფობის მიზეზია სპერმატოგენეზის არარსებობა.

მონოგენური დაავადებები – დაავადებები, რომელთა განვითარებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ერთი გენი და მისი ცვლილებები.

მონოგენური დაავადებებიდან აღსანიშნავია ცისტური ფიბროზი და კალმანის სინდრომი. ცისტური ფიბროზის შემთხვევაში მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევია ანატომიური დეფექტები, ხოლო კალმანის სინდრომის შემთხვევაში – ჰიპოგონადიზმი და სპერმის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები.

მიტოქონდრიული მუტაციები.

მულტიფაქტორული დაავადებები – დაავადებები, რომელთა განვითარებას იწვევს რამდენიმე კოფაქტორის თანაარსებობა, მათ შორის გენეტიკურის.

გენეტიკურად განპირობებული ენდოკრინული დარღვევები.

როდის უნდა მიმართოთ რეპროდუქტოლოგს?

  • თუ თქვენი ოჯახური ანამნეზი დატვირთულია ზემოთ აღნიშნული ან სხვა გენეტიკური პათოლოგიებით
  • თუ თქვენი ანამნეზი დატვირთულია ზემოთ აღნიშნული ან სხვა გენეტიკური პათოლოგიებით
  • თუ თქვენ გაქვთ ანამნეზში უროლოგიური ქირურგიული ჩარევა ბავშვობის ასაკში
  • თუ თქვენი დიაგნოზია – უნაყოფობა
  • თუ თქვენი უნაყოფობის მკურნალობის რამდენიმე ცდა აღმოჩნდა უშედეგო
  • თუ თქვენ რაიმე პათოლოგიის გამო იმყოფებით ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ
  • თუ თქვენ გაქვთ ჭარბი წონა

მის:დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო შეკითხვაზე შეგიძლიათ მოგვწეროთ დაგვირეკოთ ან ჩაეწეროთ ონლაინ კონსულტაციაზე

ტელ: 2 99 08 53

ჟორდანიას კლინიკა გისურვებთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას!

ჟორდანიას კლინიკა თემაზე მამაკაცის უნაყოფობა

უნაყოფობა არის უჩვეულო დიაგნოზი/მდგომარეობა მედიცინაში, რადგან იგი მოიცავს წყვილს, ერთი ინდივიდის ნაცვლად. ის განისაზღვრება, როგორც ორსულობის დადგომის შეუძლებლობა ერთწლიანი რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ქალის ასაკი ნაკლებია 35 წელზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ქალის ასაკი მეტია 35 წელზე, სადიაგნოსტიკო დროის ინტერვალი მცირდება 6 თვემდე. კლინიკურ პრაქტიკაში, აგრეთვე, გამოიყენება ტერმინი სუბფერტილობა მანამდე, სანამ უნაყოფობის დიაგნოზი დადასტურდება კვლევებით.

სტატისტიკურად უნაყოფობის 35–40% გამოწვეულია მამაკაცის ფაქტორით, 40% – ქალის ფაქტორით, ხოლო 20% უცნობი ეტიოლოგიისაა.

როდის უნდა დაგეგმოთ ვიზიტი რეპროდუქტოლოგთან?

გარდა იმისა, რომ კლინიკურად მამაკაცის უნაყოფობა გამოვლინდება ორსულობის დადგომის შეუძლებლობით, რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი, თუ თქვენ გაქვთ(გყავთ):

  • სქესობრივი დისფუნქცია
  • სათესლე ჯირკვლების ტკივილი ან შესიება
  • ანამნეზში უროლოგიური პრობლემები
  • ქირურგიული ჩარევა სასქესო ორგანოებსა და საზარდულის საპროექციო არეზე
  • პარტნიორი, რომლის ასაკია 35 წელი ან მეტი

უნაყოფო მამაკაცის შეფასების მთავარი კრიტერიუმებია:

  • სამედიცინო ისტორია
  • ფიზიკალური გამოკვლევა
  • სპერმის ანალიზი

უნაყოფო მამაკაცის შეფასების დამატებითი კრიტერიუმები შეიძლება მოიცავდეს:

  • ენდოკრინული სტატუსის შეფასებას
  • სასქესო სისტემის ორგანოების გამოსახულებით კვლევას ( მაგ. ულტრაბგერითი კვლევა)
  • გენეტიკურ ტესტირებას

რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს  რეპროდუქციულად ჯანმრთელი მამაკაცი?

  • უნდა აპროდუცირებდეს მორფოლოგიურად ჯანსაღ სპერმატოზოიდებს
  • უნდა აპროდუცირებდეს საკმარისი რაოდენობით სპერმატოზოიდებს
  • უნდა აპროდუცირებდეს ფუნქციურად აქტიურ და მოძრავ სპერმატოზოიდებს
  • სპერმატოზოიდების გამოყოფა უნდა ხდებოდეს ეაკულატში

მამაკაცის უნაყოფობისგამომწვევი მექანიზმის 4 ძირითადი ტიპი არსებობს:

  • ენდოკრინული და სისტემური დაავადებებით გამოწვეული უნაყოფობა(მეორადად განვითარებული ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი) – 2–5%
  • სპერმატოგენეზის პირველადი ტესტიკულური დარღვევები(უმეტესად სპერმატოგენეზის იზოლირებული იდიოპათიური დარღვევა, სპერმოგრამა – დარღვეული) – 65–80%
  • სპერმის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დაავადებები – 5%
  • მამაკაცის იდიოპათიური უნაყოფობა(სპერმოგრამა – ნორმა) – 10–20%

მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე გავლენას შეიძლება ახდენდეს:

  • რიგი სამედიცინო მდგომარეობებისა
  • გარემო ფაქტორები
  • კონკრეტული სამედიცინო მედიკამენტები
  • ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები

თითოეულ თქვენთვის საინტერესო თემას მომდევნო სტატიებში განვიხილავთ

ჟორდანიას კლინიკა

მის:დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო შეკითხვაზე შეგიძლიათ მოგვწეროთ დაგვირეკოთ ან ჩაეწეროთ ონლაინ კონსულტაციაზე

ტელ: 2 99 08 53

უახლესი ტექნოლოგიური მიღწევა კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოსაშორებლად

ცისფერი ლაზერი წარმოადგენს ერთ-ერთ უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევას კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოსაშორებლად და კანზე მოქმედი პროცესების სამკურნალოდ.

ცისფერი ლაზერი (Milesman Blauman) გამოიყენება კანის მცირე წარმონაქმნებზე, როგორცსისხლძარღვოვან, ასევე პიგმენტირებულზე მაგალითად: მეჭეჭები, ნევუსები, ჰიპერპლაზია, კერატოზები, ტელეანგიექტაზია, ანგიომები და ა.შ.

გაეცანით ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკის კონსულტანტის, დერმატოვენეროლოგ სოსო კობახიძის ინტერვიუს:

1.რას გვეტყვით ცისფერი ლაზერის შესახებ?
ცისფერი ლაზერი წარმოადგენს უახლესი თაობის ტექნოლოგიურ მიღწევას კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოსაშორებლად, მისი შეღწევადობა კანის სიღრმეში ძალიან მცირეა რაცთავის მხრივ განაპირობებს ირგვლივმდებარე ქსოვილების დაცვას.

2. რა დროს გამოიყენება?

გამოიყენება კანის მცირე წარმონაქმნებზე, როგორც

სისხლძარღვოვან ასევე პიგმენტირებულზე მაგალითად :მეჭეჭები, ნევუსები, ჰიპერპლაზია, კერატოზები, ტელეანგიექტაზია, ანგიომები და ა.შ.

3. შეიძლება თუ არა ერთი სეანსით მოხდეს პრობლემის სრულად აღმოფხვრა?- დიახ, ერთი სეანსით საკმარისია უმრავლესი პრობლემის აღმოფხვრა.

4. როგორ ტარდება პროცედურა ? – პროცედურას სჭირდება მომზადება კანის დასუფთავება, ასეპტიკური და ანტისეპტიკური პროცედურების დაცვა. პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას. მოქმედება ხდება წამების განმავლობაში.

5. არის თუ არა უსიამოვნო შეგრძნება პროცედურის შემდეგ? – პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. შესაძლოა დაფიქსირდეს იოლი ჩხვლეტის შეგრძნება ზემგრძნობიარე პაციენტებში.

6. რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ? – უშუალოდ პროცედურა წამების განმავლობაში, ხოლო პაციენტის მომზადება პროცედურამდე დაახლოებით 10-15 წუთს მოითხოვს

8. როგორ მოვუარო თავს პროცედურის შემდეგ ? – ელემენტარული ჰიგიენის დაცვით. განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.

10. რა განსხვავებაა სხვა ლაზერებსა და სხვა მეთოდებს შორის ? – უმრავლეს სხვა პროცედურას სჭირდება გაუტკივარება. ელექტრო დანასა და co2 ლაზერს სჭირდება ანესთეზია. ამ ლაზერის გამოყენება შეიძლება ძალიან მცირე ელემენტებზეც (0,5-დან 3მმ-დე). შედეგი იმ წუთშივეა. სწრაფია. არ ახასიათებს სისხლდენა მაგალითად როგორც ქირურგიულ ჩარევებს.

რეკომენდაციები პროცედურის შემდეგ:

პროცედურის შემდეგ 4 კვირა არ არის სასურველი გარუჯვა.

პირველი ორი დღის განმავლობაში არ არის სასურველი საუნით სარგებლობა და პილინგი

უკუჩვენება- ორსულობა,კანის კიბო,კელოიდებისკენ მიდრეკილება.

ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 2 24 32 32, 599 12 32 32

მის: ი. აბაშიძის 65

პაციენტის ისტორია -გზა ინვიტრო განაყოფიერებამდე

აციენტის ისტორია

გზა ინვიტრო განაყოფიერებამდე

ალბათ ყველა ვინც ოჯახს ქმნის პარალელურად იწყებს ფიქრს შვილის ყოლაზე. ზოგი კი ჯერ კარიერის მოწესრიგებას ცდილობს და მერე შვილზე ფიქრს. მეც ამ მეორე კატეგორიას მივეკუთვნები. სანამ დისერტაცია არ დავიცავი ვერ ვიფიქრე შვილის ყოლაზე, რადგან დამხმარე არავინ არ მყავდა ვერ გავრისკე შვილზე ფიქრი.  მაგრამ თურმე არც ასე მარტივად ყოფილა საქმე. გავიდა 2 თვე უშედეგო მცდელობაში. მივედით ექიმთან და ექიმმა გამოგვისტუმრა უკან უარით,  სანამ სულ მინიმუმ 6 თვე არ გავა ; ვერანაირ მკურნალობს ვერ დავიწყებთო.

როგორ გაიწელა ეს 6 თვე ჩემთვის ვერ გეტყვით, საუკუნეს დაემსგავსა. რა თქმა უნდა უშედეგო ლოდინის მერე დავიწყეთ პრობლემის ძიება. აღმოჩნდა რომ პოლიკისტოზური საკვერცხეები მაქვს და ანოვულაციური ციკლის გამო დაორსულება მედიკამენტური დახმარების გარეშე თითქმის შეუძლებელია. ყოველგვარი შემზადების და ჰორმონების მოწესრგების გარეშე დავიწყეთ სტიმულაცია, საქართველოში ალბათ მსგავს რამეს არც ერთი ექიმი არ იზამდა, დაიწყებდნენ ჰორმონების მოწესრიგებას და მერე მცდელობაზე გადასვლას. მაგრამ როცა თავს ზევით ძალა არ გაქვს ექვემდებარები ექიმის „ბრძანებას“.

გავიკეთეთ ერთ სტიმულაცია, არანაირი შედეგი. დავუმატეთ დოზები, მაინც ვერ დავძარით საკვერცხეები. დავამატეთ დექსამეტაზონი და უცებ ისეთ რეაქცია მივიღეთ რომ საჭირო გახდა გაგვეუქმებინა ციკლი. მოკლედ, რომ ვთქვათ სულ მცირე 3 წელი მოვუნდით უშედეგო მცდელობებს. ბოლოს გადავწყვიტეთ ხელოვნური განაყოფიერება გაგვერისკა. ისევ ყველანაირი მომზადების გარეშე დავიწყეთ ციკლი. რომელიც მხოლოდ ერთ ემბრიონის მიღებით და ისიც ქიმიური ორსულობით დასრულდა. მაშინვე შემოგვთავაზეს მეორე მცდელობა, რომელშიც ფაქტიურად არაფერს არ ცვლიდნენ და ისევ ისე ბრმად უნდა გვეცადა. რაზეც უკვე კატეგორიული უარი განვაცხადე და დავიწყე ფიქრი ჩემი ბედი ქართველი ექიმებისთვის მიმენდო.

დავუკავშირდი რამოდენიმე ექიმს, სატელეფონო საუბრებით გამომკითხეს, მთხოვეს სხვადასხვა გამოკვლევების გაკეთება. ჰორმონალური ფონის მოწესრიგება და მერე ფიქრი ხელოვნურ განაყოფიერებაზე.

ამ შერჩევაში ჟორდანიას კლინიკაზე კერძოდ ქალბატონ ნანაზე (ნანა ჯანელიძე) შევაჩერეთ ყურადღება და მივენდეთ მის დანიშნულებას. უკვე გაწერილი გეგმის წყალობით როგორც კი ჩავფრინდებოდი საქართველოში მაშინვე დავიწყებდით მკურნალობას. საქართველოში წამოსვლა ყოველთვის მიხარია მაგრამ ეხლა ეს ფრენა სულ სხვა სიხარულით იყო სავსე. სიხარულით და იმედებით.

2 ეტაპი

ეხლა ვინც კითხულობთ ამ ამონრიდს ჩემი „დღიურიდან“ მინდა გითხრათ რომ უამრავი მსგავსი ამონარიდი მაქვს წაკითხული ამ რთული პერიოდის დროს. ბევრი დამეხმარა იმ მძიმე წუთების, წამების თუ დღეების გადატანაში. ამიტომ მინდა, რომ მეც დავწერო ჩემი თავგადასავალი, რომ თქვენ ამ ამონარიდის მკითხველს დაგეხმაროთ და იმედის ნაპერწკალი ჩაგინერგოთ. თითქმის ხუთი წელი მოვანდომე იმას რომ დედა გავმხდარიყავი, ამ პერიოდში ძალიან დიდი გამოცდილება შევიძლინე როგორც ექიმის, ასევე მკურნალობის არჩევაში. ძალიან ძნელია როცა გეუბნებიან, რომ არანაირი პრობლემა არ გაქვს არც შენ და არც მეუღლეს მაგრამ ორუსლობა არ დგება. ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ინვიტრო განაყოფიერებაა. დიდხანს ვებრძოლე ამ იდეას რომ ამერჩია მკურნალობის ეს მეთოდი მაგრამ ბოლოს გავბედე და გავაკეთე. რა თქმა უნდა ამ ეკლიან გზაზე მეუღლის თანადგომის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი, ყველაფერს ეთანხმებოდა რაც მე მინდოდა, ოღონდ კი გამოსულიყო. ამ ხუთ წლის განმავლობაში ბევრი იმედგაცრუება გამოვიარეთ, მაგრამ იმედს ბოლომდე არ ვკარგავდი. ყველაზე მეტად რამაც გადამაწყვეტინა ინვიტროს გაკეთბა ქალბატონ ნანა ჯანელიძესთან იყო ის რომ მომისმინა და თავს არ შემომახვია ზოგადი გამზადებული პროტოკოლი, რომელიც სხვა ექიმებს ვერაფრით ვერ გადავაფიქრებინე. ჩემს შემთხვევას მიუდგა როგორც ინდივიდუალურ პაციენტს და არა როგორც ზოგადად ინვიტრო პაციენტს, ინდივიდუალური დოზირებით და მიდგომით. რა თქმა უნდა ყველაფერს წინასწარ ვერ განსაზღვრავ ამიტომ მკურნალობის პროცესში გეგმები შედარებით შეუცვალა, ქალბატონი ნანა ჩემთან ერთად განიცდიდა თითოეულ ცვლილებას და მამხნევებდა რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ იქნებოდა. როგორც იქნდა დიდი ლოდინის და მომზადების მერე გადატანა გავაკეთეთ და მესამე დღეს გამოვფრინდი ჩემს მეორე სამშობლოში იმ იმედით რომ 10 დღეში დადებითი პასუხი მეჭირებოდა ხელში. ეს 10 დღე იყო ყველაზე გრძელი 10 დღე…. მაგრამ უბედნიერესი მეათე დღე. დადებითი პასუხი მეჭირა ხელში და ველოდი შემდეგ ექიმის ვიზიტებს რომ უფრო და უფრო ბედნიერი გავმხდარიყავი.

3 ეტაპი

დადებით პასუხი – დღესაც მახსოვს ეს განცდა, დილით მივედი ლაბორატორიაში და ჩავაბარე სისხლის ანალიზი, უდიდესი იმედით რომ დადებით პასუხი იქნებოდა. ეს იყო უსასრულო და უგრძელესი დღე ჩემს ცხოვრებაში. თითოეული ზარი ადრენალინის უსაშველო მომატებას იწვევდა სისხლში და გულის აჩქარებას ვუძლებდი დადებით პასუხის იმედით. როგორც იქნა დღის ბოლოს დამირეკეს და მახარეს, რომ მალე დედა გავხდებოდი. სულ მთლად ესეც არ არის, 48 საათში კიდევ უნდა გადაგვემოწმებინა სისხლის ანალიზი რომ დავრწმუნებულიყავით ნაყოფის ზრდაში. ეგეც არაფერი- გადავიტანე და როგორც საჭირო იყო ისე იმატებდა  ჰორმონები სისხლში. ეხლა მეხუთე კვირას ველოდით რომ გვენახა ჩვენი სიყვარულის დიდი ნაყოფი. დავინახეთ ჩვენი პაწაწუნა და გულიც ისე ამიფანცქალდა როგორც ჩემს ერთადერთს უფანცქალებდა იმ წამს 170 დარტყმა წუთში. ეს იყო უბედნიერესი მომენტი როცა შენი შვილის გულის ცემა გესმის შენში. ამ დღეს ველოდი 5 წელი და მოვესწარი. ვიყავი უბედნიერესი „დედა“.

მალე გავიგეთ, რომ გოგონას ველოდებოდით. მთელი ბედნიერება თურმე წინ მელოდა. მისი პირველი გაფართხალება და შეგრძნება, რომ ჩემს გულთან იყო ჩემი ერთადერთ სიხარული და სიყვარულის ნაყოფი. თითოეულ მის გაფართხალებას მოუთბენლად ველოდი. ასე გავიდა ბედნიერი 40 კვირა და დაიბადა ჩვენი ულამაზესი გოგონა. ისეთი დიდი ემოციები მქონდა მის დანახვაზე, რომ მთელი სხეული ამიკანკალდა და ისტერიული ტირილი დავიწყე. ერთი სული მქონდა როდის დამაწვევნდნენ გულზე და ვიგრძნობდი მის პირველ შეხებას.

მინდა, რომ ყველა ქალმა გამოსცადოს ეს დიდი ბედნიერება რასაც დედობა ჰქვია. ამისათვის საჭიროა რომ ოცნებას თავი არ დაანებოთ და ფარ-ხმალი არ დაყაროთ, იბრძოლეთ სანამ ძალა გაქვთ, მისი ხმის გაგონების თანავე 5 წლის წვალება, ნემსები, ანალიზები ერთ წამში დამავიწყდა. ეს იყო უდიდესი ბედნერება. დღეს ჩემი სიხარული უკვე წლინახევრის არის. წელიწად ნახევარია მაბედნიერებს და ცხოვრებას მიხალისებს. ყველას, ყველას ვინც ამ ამონარიდს კითხულობთ ეხლა, გისურვებთ ამ დიდი გრძობის განცდას. მალე შეერთებულიყავით დედობის რიგებს!

ნათია ყიფშიძე- ქელმ

ჟორდანიას კლინიკის პაციენტი

ჩვენ გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე  2 99 08 53

ჟორდანიას კლინიკის ინვიტრო განაყოფიერების ცენტრი

პაციენტის ისტორია 2 ნაწილი

ეხლა ვინც კითხულობთ ამ ამონრიდს ჩემი „დღიურიდან“ მინდა გითხრათ რომ უამრავი მსგავსი ამონარიდი მაქვს წაკითხული ამ რთული პერიოდის დროს. ბევრი დამეხმარა იმ მძიმე წუთების, წამების თუ დღეების გადატანაში. ამიტომ მინდა, რომ მეც დავწერო ჩემი თავგადასავალი, რომ თქვენ ამ ამონარიდის მკითხველს დაგეხმაროთ და იმედის ნაპერწკალი ჩაგინერგოთ. თითქმის ხუთი წელი მოვანდომე იმას რომ დედა გავმხდარიყავი, ამ პერიოდში ძალიან დიდი გამოცდილება შევიძლინე როგორც ექიმის, ასევე მკურნალობის არჩევაში. ძალიან ძნელია როცა გეუბნებიან, რომ არანაირი პრობლემა არ გაქვს არც შენ და არც მეუღლეს მაგრამ ორუსლობა არ დგება. ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ინვიტრო განაყოფიერებაა. დიდხანს ვებრძოლე ამ იდეას რომ ამერჩია მკურნალობის ეს მეთოდი მაგრამ ბოლოს გავბედე და გავაკეთე. რა თქმა უნდა ამ ეკლიან გზაზე მეუღლის თანადგომის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი, ყველაფერს ეთანხმებოდა რაც მე მინდოდა, ოღონდ კი გამოსულიყო. ამ ხუთ წლის განმავლობაში ბევრი იმედგაცრუება გამოვიარეთ, მაგრამ იმედს ბოლომდე არ ვკარგავდი. ყველაზე მეტად რამაც გადამაწყვეტინა ინვიტროს გაკეთბა ქალბატონ ნანა ჯანელიძესთან იყო ის რომ მომისმინა და თავს არ შემომახვია ზოგადი გამზადებული პროტოკოლი, რომელიც სხვა ექიმებს ვერაფრით ვერ გადავაფიქრებინე. ჩემს შემთხვევას მიუდგა როგორც ინდივიდუალურ პაციენტს და არა როგორც ზოგადად ინვიტრო პაციენტს, ინდივიდუალური დოზირებით და მიდგომით. რა თქმა უნდა ყველაფერს წინასწარ ვერ განსაზღვრავ ამიტომ მკურნალობის პროცესში გეგმები შედარებით შეუცვალა, ქალბატონი ნანა ჩემთან ერთად განიცდიდა თითოეულ ცვლილებას და მამხნევებდა რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ იქნებოდა. როგორც იქნდა დიდი ლოდინის და მომზადების მერე გადატანა გავაკეთეთ და მესამე დღეს გამოვფრინდი ჩემს მეორე სამშობლოში იმ იმედით რომ 10 დღეში დადებითი პასუხი მეჭირებოდა ხელში. ეს 10 დღე იყო ყველაზე გრძელი 10 დღე…. მაგრამ უბედნიერესი მეათე დღე. დადებითი პასუხი მეჭირა ხელში და ველოდი შემდეგ ექიმის ვიზიტებს რომ უფრო და უფრო ბედნიერი გავმხდარიყავი.

ენდომეტრიოზი და უნაყოფობა – მკურნალობა ჟორდანიას კლინიკაში

ენდომეტრიოზი გახლავთ კომპლექსური გინეკოლოგიური დაავადება, რომელიც ვლინდება ძირითადათ რეპროდუქციული ასაკის ქალებში გავრცელებით,რიგ შემთხვევაში მიმდინარეობს ასიმპტომურად,მაგრამ ძალიან ხშირად მნიშვნელოვანად აისახება ქალის ფსიქიკურ,მენტალურ მდგომარეობაზე,შრომისუნარიანობის ხარისხზე.

ენდომეტრიოზის გავრცელება ქალთა პოპულაციაში ზოგადად 5-10% შეადგნს.შემთხვევათა 50%-ში პროგრესირებადი დაავადებაა.ქალებში მენჯის ქრ ტკივილის სინდრომით ენდომეტრიოზი 33%ზე მეტ შემთხვევაში დიაგნოსტირდება

ენდომეტრიოზი უნაყოფობის გამომწვევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოაადგენს.

ქალის უნაყოფობისას ის -30-50% შემთხვევაში დიაგნოსტირდება

დაავადების სიპტომები და კლინიკური ნიშნები არასპეციფიურია.სისხლის შრატში ბიოქიმიური მარკერები არ ხასიათდებიან მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულებით

ენდომეტრიოზის კლინიკური გამოვლინებებია -ტკივილი მცირე მენჯის ღრუს საპროექციო არეში,მტკივნეული მენსტრუაცია,უნაყოფობა,დიზურია,ციკლური პარარექტალური სისხლდენა,მუდმივი- ქრ დაღლილობა.

ტკივილის სიმპტომები ხშირად არასპეციფიურია,რაც განსაზღვრავს დიაგნოზის გადავადების ალბათობას (ზოგჯერ)–12 წლითაც კი,20–50% მდე შემთხვევაში არ არსებობს სიმპტომებიც.

დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს-სადიაგნოსტიკო-მიმოხილვითი ლაპარასკოპია წარმოადგენს

ენდომეტრიოზი და უნაყოფობა

ენდომეტრიოზი უშვილობის (უნაყოფობის) გამომწვევ ერთ-ერთ წამყვან ფაქტორს წარმოადგენს.უნაყოფობის განვითარება მრავალ ფაქტორს უკავშირდება

1.კვერცხუჯრედის ხარისხის ცვლილება2.ემბრიოგენეზის დარღვევა3.ენდომეტრიუმის რეცეფციის ცვლილება.4.ანთებითი ცვლილებების განვითარება

საკვერცხის ემდომეტრიოზის შემთხვევაში საკვერცხის ფოლიკულური რეზერვი შემცირებულია.

დაავადების გავრცლების და სიმძიმის მიხედვით განარჩევენ მსუბუქი,საშუალო და მძიმე ხარისხის ენდომეტრიოზის ფორმებს

უნაყოფობის მკურნალობა

მედიკამენტოზური მკურნალობა მოწოდებულია ტკივილით მიმდინარე ენდომეტრიოზის სამკურნალოდ,მაგრამ არა იმ ქალებში ვისაც სურს დაორსულება,ვინაიდან სამკურნალო პრეპარატები თრგუნავენ ოვულაციას.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ენდომეტრიოზისას შესაძლებელია შეთავაზებული იქნას სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ლაპარასკოპია ენდომეტრიალური ჰეტეროტოპიების ექსციზიო-აბლაციით,ადჰეზიოლიზისით.

პაციენტები მსუბუქი ხარისხის ენდომეტრიოზის დიაგნოზით ორსულდებიან სპონტანურადაც,თუმცა კი ქალების ამ ჯგუფში სპონტანური ორსულობის დადგომის სიხშირე ნაკლებია, იმ ქალებთან შედარებით ვისაც უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობის დიაგნოზი აქვთ .ყოველ თვე დაორსულების ალბათობა 5-10%-ია, განსხვავებით ჯანმრთელ პოპულაციიისაგან ,სადაც ორსულობის შანსი ყოველი მენსტრუაციული ციკლის დროს 25%- შეადგენს!

2 წლის მანძილზე მოცდის ტაქტიკა წარმოადგენს ამ პაციენტების მართვის სტრატეგიას თუ ასაკი არ აღემატება 35 წელს და არ არის თანდართული უნაყოფობის გამომწვევი სხვა ფაქტორებიც.

მკურნალობის ტაქტიკა შერჩეული უნდა იქნას ყველა პაციენტის (წყვილის) შემთხვევაში ინდივიდუალურად. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ დეტალურად, როგორც ქირურგიული მკურნალობის რისკი-სარგებლის შესახებ,ასევე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების(ინ ვიტრო განაყოფიერების) არსებობის შესახებ.განხილული უნდა იქნას ასევე კვერცხუჯრედის კრიოკონსერვაციის შესაძლო გამოყენება, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული მეთოდი

ოვულაციის ინდუქცია (სუპეროვულაცია)

ქალებში მსუბუქი და საშუალო ხარისხის ენდომეტრიოზითა და უნაყოფობით საკვერცხეების მეტიკამენტოზური სტიმულაცია -ოვულაციის ინდუქციით და საშვილოსშიდა ინსემინაციის გამოყენებით, ორსულობის დადგომის შანსს გარკვეულწილად ზრდის. ინსემინაციის წარმატება დამოკიდებულია, როგორც ქალის ასაკზე ასევე სტიმულაციის მეთოდზე .ეს მაჩვენებელი 40 წლამდე ასაკის ქალებში 10-15%მდე მერყეობს!

ქალებში მსუბუქი და საშუალო ხარისხის ენდომეტრიოზით, ვისთანაც ორსულობა არ დგება 2 და მეტი წლის მანძილზე , რეკომენდირებულია შეთავაზებული იქნას ინ ვიტრო განაყოფიერება.

საშუალო და მძიმე ხარისხის ენდომეტრიოზის მენეჯმენტი

ამ პაციენტებს მნიშვნელოვანი შეხორცებითი პროცესი აღენიშნებათ მცირე მენჯის ღრუში.

ყოველ თვე დაორსულების ალბათობა ამ პაციენტებში-3%-ია!

არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ქირურგიული მკურნალობა ზრდის ფერტლობას

საკვერცხის ენდომეტრიოზის შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობისას ოვარიალური რეზერვის შემცირების რისკი არსებობს .

არ არსებობს საკმარისი რანდომიზებული კვლევები იმის შესახებ თუ მკურნალობის რომელ მეთოდს ენიჭება უპირატესობა .ქირურგიული მკურნალობას შემდგომში მოცდის ტაქტიკით თუ ინ ვიტრო განყოფიერებას-ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციით.დღემდე კლინიცისტების აზრი 2 ჯგუფად იყოფა .გასათვალისწიინებელია

ორივე შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობის და ქირურგიული მკურნალობის გარეშე ჩატარებული ინ ვიტრო განაყოფიერების რისკი სარგებელი(შესაძლო გართულებები)

ჟორდანიას კლინიკა

დიღომი: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

ტელ : 2 99 08 53

ჰიპერანდროგენია

ანდროგენები-მამაკაცის სასქესო ჰორმონები, ჩვეულებრივ გამომუშავდება როგორც მამაკაცის,ასევე ქალის ორგანიზმში და მათი გარკვეული ნაწილი გარდაიქმნება ქალის სასქესო ჰორმონებად-ესტროგენებად,ნაწილი კი ცირკულირებს სისხლში როგორც ცილასთან შეკავშირებული,ასევე თავისუფალი სახით.  ანდროგენების  თავისუფალი ფრაქცია ურთიერთქმედებს პერიფერიულ რეცეპტორებთან და ამ გზით ზემოქმედებს ორგანიზმზე.

ჰიპერანდროგენია-მდგომარეობა,რომელიც განპირობებულია ანდროგენების ჭარბი სეკრეციით,ან მათი გაძლირებული მოქმედებით.

ვლინდება:

  1. კანისა და თმების გაცხიმოვნებით,
  2. სახესა და ზურგზე აკნეს ტიპის გამონაყარით,
  3. ალოპეციით (თმის გაცვენა თხემის და საფეთქლების არეში),
  4. ჰირსუტიზმით (ჭარბთმიანობა ქალის სახეზე, გულმკერდზე, მუცელსა და ბარძაყებზე )
  5.  მძიმე შემთხვევებში ვირილიზაციით.(ხმის ტემბრის შეცვლა,მამაკაცური აღნაგობა,კლიტორის ჰიპერტროფია)

ჰიპერანდროგენული მდგომარეობები-უმეტესწილად ზოგიერთი ენდოკრინული დაავადების გამოვლინებაა და ხშირად ახლავს მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა სახის მოშლილობა, სხეულის ჭარბი წონა და უშვილობა,ზოგჯერ კი ისეთი მძიმე დაავადების მაუწყებლად გვევლინება, როგორიცაა ანდროგენების  მაპროდუცირებელი სიმსივნე, რომელიც ხშირად 45-დან-55 წლამდე ასაკის ქალებს უვითარდებათ.

ქალის ორგანიზმი ანდროგენებს გამოიმუშავებს საკვერცხეებსა და თირკმელზედა ჯირკვლებში. ამ ორგანოებში ჰორმონების წარმოქმნის პროცესს თავის ტვინის უმაღლესი ცენტრები აკონტროლებს. აქედან გამომდინარე ჰიპერანდროგენია შეიძლება იყოს სხვადასხვა წარმოშობის: საკვერცხისმიერი, თირკმელზედა ჯირკვლისმიერი და ცენტრალური ნერვული სისტემისმიერი. თითოეულ შემთხვევაში მკურნალობა ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდით ტარდება,  ამიტომ  არის მნიშვნელოვანი მიზანმიმართული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა და მაღალკვალიფიციური კლინიცისტის მიერ გამოკვლევის შედეგების სწორი ინტერპრეტაცია.

დაავადებები,რომელთაც ახლავს ჰიპერანდროგენია:

1.პოლიცისტური საკვერცხეების ს-მი

2.ადრენოგენიტალური ს-მი

3.ჰიპერპროლაქტინემია

4.ჰიპოთირეოზი

5.კუშინგის დაავადება და სინდრომი

6.აკრომეგალია

7.საკვერცხეებისა და თირკმელზედა ჯრკვლების ანდროგენ მაპროდუცირებელი სიმსივნეები.

8.ღვიძლის დაავადებები

რეპროდუქციული ასაკის ქალთა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება პოლიცისტური საკვერცხეების ს-მი

ხასიათდება:

1.არარეგულარული და იშვიათი მენსტრუაციებით (ზოგჯერ რეგულარულით)

2.ჰიპერანდროგენიზმით

3.სიმსუქნით (მაგრამ არა ყოველთვის)

4.საკვერცხეებში მრავლობითი წვრილი სითხური ჩანართების (ფოლიკულების) არსებობით,რაც ანოვულაციურ ციკლებზე მიუთითებს.

სიმპტომები ხშირად გამოვლინდება პუბერტატულ პერიოდში მენსტრუაციის დადგომასთან ერთად,ზოგჯერ კი თავს იჩენს მოგვიანებით წონაში მატების შემდეგ.

დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი დაუდგენელია,მაგრამ არსებობს ფაქტორები,რომელთაც შეუძლიათ გარკვეული როლი იქონიონ დაავადების განვითერებაში:

ინსულინის ჭარბი სეკრეცია-ინსულინი ჰორმონია,რომელიც გამომუშავდება პანკრეასში და ეხმარება უჯრედებს გლუკოზის ათვისებაში.თუ უჯრედები რეზისტენტულია ინსულინის მიმართ,სისხლში მატულობს გლუკოზის დონე,შესაბამისად პანკრეასი გამოყოფს უფრო მეტ ინსულინს გლუკოზის გარდასაქმნელად,სისხლში დაგროვილი ინსულინი კი აძლიერებს ანდროგენების სეკრეციას,რაც ხელს უშლის ფოლიკულების მომწიფებას და ოვულაციას.

მემკვიდრეობა-ზოგიერთი კვლევით ნაჩვენებია,რომ არსებობს გენი,რომელიც უკავშირდება ამ დაავადებას

       ანდროგენების ჭარბი სეკრეცია- საკვერცხეებში პროდუცირდება დიდი რაოდენობით ანდროგენები,რასაც მოჰყვება შესაბამისად ანოვულაცია

გართულებები,რაც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას:

  • უნაყოფობა
  • გესტაციური დიაბეტი და ჰიპერტენზია
  • თვითნებითი აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა.
  • არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი-ღვიძლის ანთება ,რომელიც გამოწვეულია ღვიძლის გაცხიმოვნებით.
  • მეტაბოლური სინდრომი-მაღალი არტერიული წნევა,ჰიპერგლიკემია,დისლიპიდემია,რაც ზრდის კარდიოვასკულარულ დაავადებათა განვითარების რისკს.
  • ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
  • ღამის აპნოე (სუნთქვის უკმარისობა)
  • დეპრესია,შფოთვა,კვებითი ქცევის მოშლა
  • სისხლდენები საშვილოსნოდან
  • ენდომეტრიუმის კიბო

როდის უნდა მივმართოთ  ექიმს ?

.თუ მენსტრუაციებს შორის შუალედი აღემატება 35დღეს,გაქვთ იშვიათი ან ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაციები არარეგულარული ციკლის ფონზე.

. სახესა და ზურგზე გაქვთ  აკნეს ტიპისგამონაყარი,ცხიმიანი თმები,

.ჭარბთმიანობა  სახეზე, გულმკერდზე,სარძევე ჯირკვლების დვრილების ირგვლივ, მუცელსა და ბარძაყებზე,

.ჭარბი წონა

.და ამასთან ერთად ორსულობა არ დგება

ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

ტელ :2 99 08 53

მის: ჩაჩავას 1 / ლუბლიანას 5

პაციენტის ისტორია 1 ნაწილი

პაციენტის ისტორია, 1 ნაწილი

გზა ინვიტრო განაყოფიერებამდე

ალბათ ყველა ვინც ოჯახს ქმნის პარალელურად იწყებს ფიქრს შვილის ყოლაზე. ზოგი კი ჯერ კარიერის მოწესრიგებას ცდილობს და მერე შვილზე ფიქრს. მეც ამ მეორე კატეგორიას მივეკუთვნები. სანამ დისერტაცია არ დავიცავი ვერ ვიფიქრე შვილის ყოლაზე, რადგან დამხმარე არავინ არ მყავდა ვერ გავრისკე შვილზე ფიქრი.  მაგრამ თურმე არც ასე მარტივად ყოფილა საქმე. გავიდა 2 თვე უშედეგო მცდელობაში. მივედით ექიმთან და ექიმმა გამოგვისტუმრა უკან უარით,  სანამ სულ მინიმუმ 6 თვე არ გავა ; ვერანაირ მკურნალობს ვერ დავიწყებთო.

როგორ გაიწელა ეს 6 თვე ჩემთვის ვერ გეტყვით, საუკუნეს დაემსგავსა. რა თქმა უნდა უშედეგო ლოდინის მერე დავიწყეთ პრობლემის ძიება. აღმოჩნდა რომ პოლიკისტოზური საკვერცხეები მაქვს და ანოვულაციური ციკლის გამო დაორსულება მედიკამენტური დახმარების გარეშე თითქმის შეუძლებელია. ყოველგვარი შემზადების და ჰორმონების მოწესრგების გარეშე დავიწყეთ სტიმულაცია, საქართველოში ალბათ მსგავს რამეს არც ერთი ექიმი არ იზამდა, დაიწყებდნენ ჰორმონების მოწესრიგებას და მერე მცდელობაზე გადასვლას. მაგრამ როცა თავს ზევით ძალა არ გაქვს ექვემდებარები ექიმის „ბრძანებას“.

გავიკეთეთ ერთ სტიმულაცია, არანაირი შედეგი. დავუმატეთ დოზები, მაინც ვერ დავძარით საკვერცხეები. დავამატეთ დექსამეტაზონი და უცებ ისეთ რეაქცია მივიღეთ რომ საჭირო გახდა გაგვეუქმებინა ციკლი. მოკლედ, რომ ვთქვათ სულ მცირე 3 წელი მოვუნდით უშედეგო მცდელობებს. ბოლოს გადავწყვიტეთ ხელოვნური განაყოფიერება გაგვერისკა. ისევ ყველანაირი მომზადების გარეშე დავიწყეთ ციკლი. რომელიც მხოლოდ ერთ ემბრიონის მიღებით და ისიც ქიმიური ორსულობით დასრულდა. მაშინვე შემოგვთავაზეს მეორე მცდელობა, რომელშიც ფაქტიურად არაფერს არ ცვლიდნენ და ისევ ისე ბრმად უნდა გვეცადა. რაზეც უკვე კატეგორიული უარი განვაცხადე და დავიწყე ფიქრი ჩემი ბედი ქართველი ექიმებისთვის მიმენდო.

დავუკავშირდი რამოდენიმე ექიმს, სატელეფონო საუბრებით გამომკითხეს, მთხოვეს სხვადასხვა გამოკვლევების გაკეთება. ჰორმონალური ფონის მოწესრიგება და მერე ფიქრი ხელოვნურ განაყოფიერებაზე.

ამ შერჩევაში ჟორდანიას კლინიკაზე კერძოდ ქალბატონ ნანაზე (ნანა ჯანელიძე) შევაჩერეთ ყურადღება და მივენდეთ მის დანიშნულებას. უკვე გაწერილი გეგმის წყალობით როგორც კი ჩავფრინდებოდი საქართველოში მაშინვე დავიწყებდით მკურნალობას. საქართველოში წამოსვლა ყოველთვის მიხარია მაგრამ ეხლა ეს ფრენა სულ სხვა სიხარულით იყო სავსე. სიხარულით და იმედებით.

უშვილო პაციენტების მხარდაჭერა – ჟორდანიას კლინიკის ახალი ინიციატივა

როგორ ეხმარება პაციენტი პაციენტს ინ ვიტრო განაყოფიერების გზის გასავლელად

ჟორდანიას კლინიკამ ევროპის და აშშ-ში არსებული აპრობირებული და ეფექტური გამოცდილების გაზიარებით, კლინიკაში პაციენტის მრჩეველის მცნება შემოიტანა (ეწ ფერთილითი ქოუჩი) ეს არის პაციენტი, რომელიც გირჩევთ,უკვე გამოცდილი პრაქტიკით როგორ წარმატებით გაიაროთ ეს გზა მიზნის მისაღწევად.

ეს წამოწყება ძალიან საინტერესო და ახალია ამ სფეროში, ყოველკვირეულად საინტერესო პირადი გამოცდილებით გაზიარებული რჩევები, რეკომენდაციები ახლა უკვე პაციენტების მხრიდან.

„პაციენტებს სჭირდებათ მხარდაჭერა. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გასათვალისწინებელია, ისინი ბრძოლაში ერთვებიან , რაც ითვალისწინებს უნაყოფობის დამარცხებას უმეტეს შემთხვევაში , სადაც პაციენტი და ექიმი ერთად იბრძვის. ამ გზის გაკვალვაში მათ ექიმთან ერთად სხვა თანამოზიარე ესჭიროებათ და ეს თუ პაციენტია, რომელმაც ეს გზა გაიარა , საუკეთესო მხარდაჭერაა მიზნის მისაღწევად. ძალიან მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ექიმებმა პაციენტებთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ და ვთვლით, ძალიან დიდი და დასაფასებელი ინტერესია პაცენტების მხრიდან ამ საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა. ‘’ აცხადებს ჟორდანიას კლინიკის კლინიკური დირექტორი, მეან-გინეკოლოგი რეპროდუქტოლოგი, ნანა ჯანელიძე- ყურაშვილი

ჟორდანიას კლინიკა ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ, საინტერესო სტატიებს და ლაივ ჩართვებს, რომლის მეშვეობითაც პაციენტები თავად მისცემენ დამატებით რჩევებს და გაუზიარებენ გამოცდილებას პრეპარატების მიღების, გეგმიური მონიტორინგის ცხოვრების წესის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ასევე, ჟორდანიას კლინიკა მზად არის ყველა მსურველ წყვილს მისცეს საშუალება მათი პირადი გამოცდილების გაზიარებით მხარდაჭერა დაუფიქსიროს სხვა წყვილებს

წერილები და ბლოგები თქვენი ისტორიებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით : info@zhordaniaclinic.ge

მის: დიღომი, ლუბლიანას 5/ ჩაჩავას 1

ტელ : 2 99 08 53

რა უნდა ვიცოდეთ უშვილობისა და უნაყოფობის შესახებ

უშვილობა იგივე უნაყოფობა დღეისათვის უამრავი წყვილის პრობლემაა. სტატისტიკურად, 15-დან 44 წლამდე ქალთა  12%-ს უჭირს დაორსულება ან ნაყოფის შენარჩუნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  რეკომენდაციით, თუ ერთი წლის განმავლობაში  რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების ფონზე ორსულობა არ დგება, წყვილმა უნდა მიმართოს ექიმს. იმ შემთხვევაში, თუ ქალის ასაკი 35 წელზე მეტია, უნაყოფობის ჭრილში ორსულობის დადგომის ვადები 6 თვემდე მცირდება.

უნაყოფობის სიმპტომები

ორსულობა ქალის ორგანიზმის ერთ-ერთი ბუნებრივი მდგომარეობაა. რეპროდუქციულად ჯანმრთელ ქალთან, ორსულობა ყოველგვარი ჩარევის და დამატებითი დახმარების გარეშე დგება, თუმცა არ უნდა გამოგვეპაროს ის სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების კლინიკური გამოვლინება იყოს, ესენია:

  • მოუწესრიგებელი მენსტრუალური ციკლი
  • მტკივნეული ან გახანგრძლივებული მენსტრუალური ციკლი
  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება
  • ტკვილის მუცლის ქვედა არეში
  • წონის უეცარი მატება ან კლება
  • გახანგრძლივებული სტრესული სიტუაცია

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მხოლოდ მანიშნებელია, რომ ორგანიზმს დახმარება სჭირდება. ასეთ დროს აუცილებელია კვლევების ჩატარება, დიაგნოსტირება და მათი გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება.

რა იწვევს უშვილობას

უშვილობა როგორც დიაგნოზი, ისმება ექიმ-რეპროდუქტოლოგთა მიერ მას შემდეგ, რაც ქალსა და მამაკაცს ჩაუტარდება რიგი ინტრუმენტული, ლაბორატორიული თუ აპარატურული კვლევები. უნაყოფობის მიზეზებიდან აღსანიშნავია ჰორმონალური დისბალანსი, ენდომეტრიოზი, არასრულფასოვანი სპერმა, გენეტიკური რისკ-ფაქტორები. ასევე არსებობს აუხსნელი უნაყოფობა, როდესაც უნაყოფობის გამომწვევი რეალური მიზეზის დიაგნოსტირება ვერ ხერხდება წყვილთან და ეფექტური მკურნალობის  გეგმის შედგენისთვის, აუცილებელია ორივე პარტნიორის გამოკვლევა. ზოგადად მიჩნეულია, რომ უნაყოფობის 40% გამოწვეულია ქალის მიერ, 40% – მამაკაცის მიერ, 20% კი ეკუთვნის დაუდგენელი მიზეზით გამოწვეულ უნაყოფობას.

უნაყოფობა მამაკაცებში

მამაკაცის მიზეზით გამოწვეული უნაყოფობა ხასიათდება შემდეგი სახის სიმპტომებით: სექსუალური დისფუნქცია – გართულებული ან მტკივნეული ეაკულაცია, სპერმის მცირე რაოდენობა, შემცირებული სქესობრივი ლტოლვა ან ერექციის პრობლემა. ასევე საყურადღებო სიმპტომია ტკივილი სათესლე ჯირკვლების არეში. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და კვლევების ჩატარება.

მამაკაცთა უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • განმეორებითი/გართულებული რესპირატორული ინფექციები
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
  • სათესლე ჯირკვლების ვენების გაგანიერება, ე.წ. ვარიკოცელე
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • არასრულფასოვანი სპერმა – ცოცხალი და მოძრავი სპერმატოზოიდების მცირე რაოდენობა ან არარსებობა

მამაკაცის გამოკვლევისას უპირველესად ტარდება სპერმოგრამა – სპერმის ანალიზი, რომელიც მამაკაცის შვილოსნობის უნარის შეფასების საშუალებას იძლევა.

უნაყოფობა ქალებში

ქალებში უშვილობის მიზეზის კვლევისას აუცილებელია გამოირიცხოს შემდეგი სახის პათოლოგიები:

  • დაზიანებული, ჩაკეტილი ან ოპერაციული გზით ამოკვვეთილი ფალოპის მილები
  • მოუწესრიგებელი მენტრუალური ციკლი და ოვულაცია
  • ენდომეტრიოზი
  • საშვილოსნოს ყელის ეროზია
  • ანტისხეულები, რომლებიც აზიანებენ სპერმატოზოიდებს
  • საკვერცხეების დისფუნქცია ან შემცირებული ოვარიალური რეზერვი

უნაყოფობის მიზეზის დადგენისას აუცილებელია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამორიცხვა. მათი უმეტესობა იწვევს ქრონიკულ ანთებას, რაც დაორსულების ხელისშემშლელი ფაქტორია.

რისკ-ფაქტორები და პრევენცია

უნაყოფობის 20%-ში უცნობი ეტიოლოგიის ე.წ აუხსნელი უნაყოფობა, თუმცა არსებობს ზოგადი რისკ-ფაქტორები, რომლებიც აფერხებს ორსულობის, მათ შორის აღსანიშნავია –

  • ენდოკრინოლოგიური დაავადებები
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე
  • ხანდაზმულობა (+35 წელი)
  • მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები
  • არასწორი და არასრულფასოვანიკვება
  • თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება

უშვილობის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია საჭიროა ჯანსაღი ცხოვრება, რაც გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას და სწორ კვებას. ასევე საჭიროა წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება.

ინ ვიტრო განაყოფიერება – უშვილობის მკურნალობის ეფექტური მეთოდი

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. ამ მეთოდს მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი  წყვილი მიმართავს. 2018 წლის მონაცემებით, ინ ვიტრო განაყოფიერებით, სამყაროს უკვე 8 მილიონი ბავშვი მოევლინა.

ინვიტრო განაყოფიერება ჟორდანიას კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. გამოცდილი ექიმების, ულტრათანამედროვე აპარატურისა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის დახმარებით, ჟორდანიას კლინიკაში ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაორსულების მაჩვენებელი უკვე 75%-ია.

რას წარმოადგენს პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი?

პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი, ინ-ვიტრო განაყოფიერების წარმატების უზრუნველყოფისათვის არის შემუშავებული. ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგებზე ზეგავლენა აქვს რიგ ფაქტორებს, როგორიცაა: ქალის ასაკი, ნაყოფის უნარიანობა, წარმოქმნილი ემბრიონების რაოდენობა და ემბრიონების ხარისხი.

პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგის მეშვეობით შესაძლებელია, ინ-ვიტრო განაყოფიერების შედაგად მიღებული ემბრიონებიდან შევარჩიოთ ჯანმრთელი, ემბრიონი.

რა ინფორმაციას იძლევა პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი?
პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგის მეშვეობით შესაძლებელია თითოეული ემბრიონის ქრომოსომების შესწავლა, რაც ჯანმრთელი ემბრიონის არჩევის საშუალებას გვაძლევს. ქრომოსომული ჯანმრთელობის მიხედვით ემბრიონი შეიძლება სამნაირად კლასიფიცირდეს – ეუპლოიდური (ჯანმრთელი), ანეუპლოიდური (ქრომოსომული ანომალიების არსებობა) ანმოზაიკური (როგორც ნორმალური, ასევე ქრომოსომული ანომალიების ერთდროული არსებობა).

ჩვენ გთავაზობთ მომდევნო თაობის სეკვენირების ტექნოლოგიის მეშვეობით ჩატარებულ პრეიმპლანტაციური გენეტიკურ სკრინინგს, რომელიც ემბრიონული სკრინინგის ყველაზედახვეწილი მეთოდია, რომელიც ქრომოსომული ჯანმრთელობის ყველაზე სრულ სურათს იძლევა.

ვისთვის არის პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგის ჩატარება სასარგებლო?

პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი ყველა ინ-ვიტრო განაყოფიერების პაციენტისთვის არის მისაღები.

ქრომოსომული პათოლოგიის მქონე ემბრიონი ყოველი ქალის ორგანიზმში შეიძლება წარმოიქმნას. წარმოქმნილი ემბრიონების რაოდენობის მიუხედავად, ქალის ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ქრომოსომული პათოლოგიის მქონე ემბრიონების წარმოქმნის რისკიც. პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი ყველა ასაკის ქალის წარამტებულად დაორსულების შანსსზრდის.

რატომ არის ქრომოსომები მნიშვნელოვანი?
ქრომოსომები წარმოადგენენ სტრუქტურებს, რომლებშიც მოთავსებულია ადამიანის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო გენეტიკური მასალა. ქრომოსომები, ჯანმრთელი ადამიანისორგანიზმის თითოეულ უჯრედში 23 წყვილი ანუ 46 ქრომოსომაა. ქრომოსომათა რაოდენობის ან სტრუქტურის ცვლილება რაოდენობა იწვევს გენეტიკური დაავადების მქონე ნაყოფისდაბადებას და ასევე ამცირებს წარმატებული ორსულობის შანსს.

როგორ აუმჯობესებს პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი შედეგებს?
პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ სკრინინგს გააჩნია შემდეგი უპირატესობები:

დაორსულებისთვის ნაკლები დროის საჭიროება, რაც ინ-ვიტრო განაყოფიერების ციკლების შემცირებული რაოდენობით არის განპირობებული.
სპონტანური აბორტის შემცირებული რისკი, ვინაიდან ორსულობის შეწყვეტის მიზეზს უმეტესწილად ქრომოსომული პათოლოგიები წარმოადგენს.
ემბრიონის იმპლანტაციის და შესაბამისად წარმატებული ორსულობის გაზრდილი შანსი.
ერთი ემბრიონის გადატანის შესაძლებლობა და არასასურველი მრავალნაყოფიანი ორსულობის გართულებების თავიდან არიდება.

ივ-ვიტრო განაყოფიერება და ემბრიონის ბიოფსია
ინ-ვიტრო განაყოფიერების, ფერტლიზაციის და ემბრიონების ინკუბირებიდან 5-7 დღის შემდეგ, ხდება ემბრიონიდან პლაცენტის მაფორმირებელი უჯრედების აღება. ამ პროცესისასემბრიონი არ ზიანდება.

პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი
თითოეული ემბრიონიდან მიღებული უჯრედების ნიმუში თავსდება სპეციალიზირებულ სპეციალურ სინჯარაში, რომლის კვლევა შემდეგ, ლაბორატორიაში მაღალი გაფართოებისმომდევნო თაობის სეკვენსირების მეთოდის მეშვეობით ტარდება. ამ დროის განმავლობაში ემბრიონები დაცულად ინახება ინ-ვიტრო განაყოფიერების ცენტრში.

კვლევის პასუხი
ჩატარებული კვლევის შემდეგ, მიიღებთ ინფორმაციას ემბრიონების ქრომოსომული ჯანმრთელობის შესახებ. რომლის წყალობით შესაძლებელი ხდება აირჩეს ჯანმრთელი ემბრიონი, რომლის საშვილოსნოში გადატანის შემდეგ წარმატებული ორსულობის ყველაზე მაღალი შანსია.

ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ , წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიისმიმართულებით.

საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით კლინიკაში უზრუნველყოფილია უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტიკა და მკურნალობა მიუხედავად სირთულისა დაგანმაპირობებელი მიზეზებისა.

კლინიკაში დანერგილია საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის. ლაბორატორიაში პროცესების მართვა მიმდინარეობს ამ სტანდარტების დაცვით.ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი და ტექნიკით, ESRHE-ს გაიდლაინების მიხედვით.

ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა

ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა (განმეორებითი რეპდორუქციული დანაკარგი, ჩვეული შეწყვეტა, RPL-სინდრომი) საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. მისი გავრცელება ზოგად პოპულაციაში 1-2%-ია, ამ პროცენტული მაჩვენებლიდან კი ნახევარი აუხსნელია, რადგან გამომწვევი მიზეზი უამრავი არსებობს.

ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის დიაგნოზი ისმება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში, იგი დაორსულების 15-25%-ის შემთხვევაში ვითარდება. ანამნეზური მონაცემებით ქალების 5%-ს 2, ხოლო 1%-ს 3 და მეტი კლინიკურად დადასტურებული ორსულობის შეწყვეტა აღენიშნება. არსებული მონაცემების თანახმად, ორსულობის ჩვეული შეწყვეტის ძირითადი მიზეზებია: შეძენილი და თანდაყოლილი თრომბოფილია, ჰორმონული-მეტაბოლური დარღვევები, ინფექციები, აუტოიმუნური დარღვევები, სპერმის ხარისხი, ცხოვრების წესი, ფსიქოგენური ფაქტორი.

გესტაციის 10 კვირის ვადამდე განვითარებული სპორადული დანაკარგები, სპორადულად შეწყვეტილი ორსულობები, ძირითადათ ქრომოსომული დარღვევებითაა განპირობებული (ტრისომია, მონოსომია, პოლიპლოიდია). ორსულობის ჩვეული შეწყვეტის დიაგნოზით რეკომენდირებულია წყვილის სასქესო კარიოტიპის განსაზღვრა, რათა ბალანსირებული სტრუქტურული და ქრომოსომული დარღვევების დიაგნოსტირება მოხდეს.

ქალის ასაკი
ქალის ასაკს განმეორებითი რეპროდუქციული დანაკარგის განვითარებაში ძალიან დიდი მნიშვენელობა აქვს. ანეუპლოიდიის რისკი (ქრომოსომების რაოდენობის ცვლილება) აქვს ნებისმიერი ასაკის ქალის ემბრიონს. ცნობილია, რომ მისი რისკი დედის ასაკის მატებასთან ერთად მატულობს. იმ შემთხვევაში თუ დედის ასაკი 35 წლამდეა ის 30%-ს შეადგენს, 42 წლისთვის – 85 %-ია. არსებობს მთელი რიგი დარღვევები, რომელთა დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, პრობლემის მოგვარება-შესაძლებელია. ციტოგენეტიკური დარღვევის შემთხვევაში კი პრობლემის მოგვარება მხოლოდ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით (ინ ვიტრო განაყოფიერება) და პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგის გამოყენებითაა შესაძლებელი. ინვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონების თითქმის ნახევარს ქრომოსომული ანეუპლოიდია აღენიშნება, ამავდროულად ეს რაოდენობა მატულობს დედის ასაკის მატებასთან ერთად.

ანეუპლოიდია
ციკლის შედეგად მიღებული ემბრიონების თითქმის ნახევარს ქრომოსომული ანეუპლოიდია აღენიშნება. ამავდროულად ეს რაოდენობა მატულობს დედის ასაკის მატებასთან ერთად. ანეუპლოიდია განაპირობებს წარუმატებელ იმპლანტაციას, ხოლო თუ იმპლანტაცია წარმატებით განხორციელდა შესაძლოა გამოიწვიოს ორსულობის ადრეულ ვადაზე შეწყვეტა – თვითნებითი აბორტი. ასეთი ორსულობა შესაძლოა მშობიარობითაც დასრულდეს, თუმცა ბავშვს აღენიშნებოდეს ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევები, ყველაზე ხშირი ანეუპლოიდია არის დაუნის სინდრომი.

პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი
ემბრიონის ქრომოსომების ნორმალური რაოდენობა წარმატებული ორსულობისთვის მნიშვნელოვანია, ემბრიონის შერჩევის ტრადიციული მეთოდით ხდება ემბრიონის ფორმის და სტრუქტურის ვიზუალური შეფასება (მორფოლოგია). ამ მეთოდით ემბრიონის ქრომოსომების რაოდენობა არ დგინდება.

პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი კი საშუალებას იძლევა შევარჩიოთ და გადავიტანოთ მხოლოდ ერთი ემბრიონი რამოდენიმეს ნაცვლად, ნორმალური ქრომოსომული ნაკრებით. ამით თავიდან ვიცილებთ მრავალნაყოფიან ორსულობასთან დაკავშირებულ გართულებებს. პრეინპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი წარმოადგენს ინვიტრო განაყოფიერების მნიშვნელოვან ნაწილს, ვინაიდან ზრდის წარმატებული იმპლანტაციის შანსს და ამცირებს ორსულობის შეწყვეტის რისკს, 2,5-ჯერ მატულობს ორსულობის შანსი, ხოლო დედის მომატებული ასაკის შემთხვევაში 2,3-ჯერ მეტია იმპლანტაციის შანსი, 1,7 ჯერ მეტია ორსულობის შანსი იმ ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ ორსულობის ჩვეული შეწყვეტა/განმეორებითი რეპროდუქციული დანაკარგი, 1, 6 ჯერ მეტია ორსულობის შანსი მამაკაცის მიზეზით გამოწვეული უნაყოფობისას.

სპერმის ანეუპლოიდიის განმსაზღვრელი ტესტი
1. განსაზღვრავს მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობის გენეტიკურ ფაქტორს

2. ქრომოსომების რაოდენობრივ ცვლილებას

3. იძლევა საშუალებას გამოავლინოს მამაკაცები მცირე რეპროდუქციული შანსით

4. იძლევა პაციენტთა პერსონალიზებული მართვის საშუალებას ინ-ვიტრო განაყოფიერების წინ

5. ინ ვიტრო განაყოფიერების დროს გადავიტანოთ ემბრიონი ნორმული ქროსომული ნაკრებით და შესაბამისად შევამციროთ ორსულობის შეწყვეტის რისკი.

ანტიფოსფოლიდური სინდრომი
ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი არის ანტიფოსფოლიდური სინდრომი (შეძენილი თრომბოფილია). ორსულობის ჩვეული შეწყვეტის 15% სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული. ძალიან ხშირად ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომს უკავშირდება როგორც ნაადრევი მშობიარობის განვითარება, ასევე საშვილოსნოს განვითარების მანკები.

პირველ ტრიმესტრში განვითარებული ჩვეული აბორტის შემთხვევაშიც ექიმები იძლევიან რეკომენდაციას შეფასდეს საშვილოსნოს ანატომიური თავისებურება… სადიაგნოსტიკოდ რეკომენდირებულია მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, 3D ულტრაბგერითი კვლევა. საშვილოსნოს ტიხრის შემთხვევაში ჰისტეროსკოპიული რეზექცია შესაძლებელია ნაწილობრივ დადებითი შედეგის მომტანი იყოს.

RPL ის ერთ–ერთ გამომწვევ მიზეზად შეიძლება დასახელდეს თანდაყოლილი ტრომბოფილიაც (ლეიდინის 5 ფაქტორი, პროთრომბინის გენის მუტაცია, MTHFR-გენის მუტაცია…) გასათვალისწინებელია, როგორც პაციენტის ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლიზმი) ასევე დატვირთული მენმკვიდრული ანამნეზი.

სხვა მიზეზები
დედის ენდოკრინული დისფუნქცია -. ფარისებური ჯირკვლის დისფუნქცია, არაკორეგირებული შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერპროლაქტინემია ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს განმეორებითი რეპროდუქციული დანაკარგის განვითარებაში. ერთერთი კვლევით ჰორმონული დისფუნქციის მკურნალობის შემთხვევაში შობადობის მაჩვენებელი 85,7%- ია,ხოლო მკურნალობის გარეშე- 52,4%. სხვა სახის ჰორმონული დისფუნქციის როლი გრდ-ის განვითარებაში ბოლომდე დადასტურებული არ არის.

გვიანი იმპლანტაციაc შეიძლება მოიაზრებოდეს ორსულობის შეწვეტის მიზეზად, ასევე შემოკლებული ლუთეინური ფაზაც ასოცირებულია გარკვეულწილად ორსულობის შეწვეტის რისკ ფაქტორად, თუმცა სავარაუდო არასრულფასოვანი ლუთეინური ფაზის დეტექცია პრობლემატურია.

დღესდღეობით შესაძლებელია ენდომეტრიუმის ასპირატის გამოკვლევა-გენეტიკურ ლაბორატორიაში, სადაც გვეძლევა ინფორმაცია ენდომეტრიუმის რეცეფციის და იმპლანტაციისთვის ხელსაყრელი პერიოდის შესახებ (რეცეფციის ტესტი). აღნიშნული კვლევა პაციენტათა პერსონალიზებული მკურნალობის საშუალებას იძლევა.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
ინფექციური ფაქტორიც კერძოდ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ძალიან ხშირად დიაგნოსტირდება ქალებში განმეორებითი რეპროდუქციული დანაკარგით. არერთი კვლევა არსებოს იმის თაობაზე, რომ ქრონიკული ენდომეტრიტი წარმოადგრენს, როგორც წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერების გამომწვევ მიზეზს, ასევე შეიძლება მოიაზრებოდეს, ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის მიზეზათაც. არსებობს ტესტები რომლის მეშვეობითაც ხდება ენდომეტრიუმის ასპირატის შესწავლა. იგი იძლევა როგორც ქრონიკული ენდომეტრიტის დეტექციის, ასევე ენდომეტრიუმის მიკროფლორის დისბალანსის იდენტიფიკაციის საშუალებას.

პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე ინვიტროს შესახებ

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება?
ვიტრო განაყოფიერება გახლავთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომელიც თანამედროვე, უსაფრთხო და უკვე რუტინული მეთოდია.

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკური ჩვენება?
ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკური ჩვენება გახლავთ უნაყოფობა და ემბრიონის გენეტიკური ანალიზი.

რას გულისხმობს ინ ვიტრო განაყოფიერება?
ამ დროს კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა ხდება არა ფალოპის მილში, არამედ ლაბორატორიულ პირობებში, სადაც ემბრიონისთვის უსაფრთხო და ეფექტური გარემოა შექმნილი.

რა არის უნაყოფობა?
თუ ქალის ასაკი <35 წელზე და ერთ წლიანი, რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ფონზე არ დგება ორსულობა, წყვილი ითვლება უნაყოფოდ. ხოლო, თუ ქალის ასაკი >35 წელზე, ეს პერიოდი მცირდება 6 თვემდე.

როგორი უნაყოფობა არსებობს?
მიზეზი შეიძლება იყოს მამაკაცისმიერი, როდესაც სპერმა არ არის სრულფასოვანი და ქალისმიერი, როდესაც რეპროდუქციული ტრაქტის რომელიმე სტრუქტურა ვერ ასრულებს ფიზიოლოგიურ ფუნქციას. ასევე არსებობს უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობა.

რა ეტაპებისგან შედგება ინ ვიტრო განაყოფიერება?
ხდება საკვერცხის მომზადება, კერძოდ მისი სტიმულაცია, იმისათვის რომ გაიზარდოს ფოლიკულები და მომწიფდეს კვერცხუჯრედები. როდესაც ფოლიკულები მიაღწევს ზღვრულ მაჩვენებელს, სპეციალური კათეტერით შედიან თითოეულ ფოლიკულში და იღებენ ფოლიკულურ სითხეს. სითხე იგზავნება ლაბორატორიაში კვერცხუჯრედების მოძიების მიზნით. მათი მოძიების შემდეგ ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება სპერმატოზოიდით.

როგორ ხდება განაყოფიერება?
არსებობს განაყოფიერების ორი გზა. პირველი, როდესაც სინჯარაში განაყოფიერების პროცესი ბუნებრივის იდენტურია. ათასობით სპერმატოზოიდი ცდილობს კვერცხუჯრედში შეღწევას. ხოლო მეორე, როდესაც ემბრიოლოგს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში ხელოვნურად შეყავს ერთი სპერმატოზოიდი (ICSI).

როდის ხდება ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში?
განაყოფიერების შემდეგ ყალიბდება ზიგოტა. ზიგოტა განვითარების მესამე დღისთვის აღწევს მორულას, ხოლო მეხუთე დღისთვის ბლასტოცისტის სტადიას. სწორედ მესამე და მეხუთე დღეებში ხდება ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა.

რა ხდება, თუ არ არის სასურველი ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა?
ხდება ემბრიონის გაყინვა და მისი შენახვა საშვილოსნოს მომზადებამდე.

როგორ ხდება ემბრიონის გაყინვა?
კრიოპრეზერვაციის ორი მეთოდი არსებობს: „ნელი–გაყინვის“ ტექნიკა და ვიტრიფიკაცია (წყლის კონვერსია მყარ მდგომარეობაში ძალიან სწრაფი გაყინვის მეთოდით კრისტალების ფორმაციის გარეშე).

კრიოპრეზერვაციის რომელ მეთოდს ენიჭება უპირატესობა?
უპირატესობა ენიჭება ვიტრიფიკაციას, რადგან ემბრიონის დაზიანების სიხშირე უფრო დაბალია.

შეიძლება თუ არა დამოუკიდებლად სპერმის ან კვერცხუჯრედების გაყინვა?
შეიძლება, მაგრამ უპირატესობა ენიჭება ემბრიონის გაყინვას, რადგან გაყინვის და გამოლღობის პროცესში ემბრიონის დაზიანების ალბათობა ძალიან დაბალია.

ემბრიონის გენეტიკური ანალიზის როგორი სახეები არსებობს?
პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება მონოგენურ დაავადებებზე (PGT-M), პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება ქრომოსომის სტრუქტურულ ცვლილებებზე (PGT-SR) და პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება ანეუპლოიდიებზე (PGT-A).

ორსულობა და მუცლის ტკივილი

მრგვალი იოგის დაჭიმვა
საშვილოსნოს მრგვალი იოგის დაჭიმვა ორსულობასთან ასოცირებული ნორმალური პროცესია, რომელიც შეიძლება გახდეს ტკივილის მიზეზი.

ტკივილი მცირე მენჯის ღრუში

ორსულობის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, ტკივილი მცირე მენჯის ღრუში დაკავშირებულია ნაყოფის მდებარეობასთან და/ან მოძრაობასთან.

საშვილოსნოს “წყვეტილი შეკუმშვები”
საშვილოსნოს „წყვეტილი“ შეკუმშვები, იგივე ბრექსტონ–ჰიქსის შეკუმშვები შეიძლება გახდეს ტკივილის მიზეზი. ბრექსტონ–ჰიქსის შეკუმშვები როგორც წესი მესამე ტრიმესტრიდან იწყება, მაგრამ შეიძლება დაიწყოს მეორე ტრიმესტრიდანაც. ეს შეკუმშვები არ არის დაკავშირებული მშობიარობასთან და ხასიათდება როგორც: არარეგულარული, იშვიათი, არაპროგნოზირებადი, არა–რითმული, უფრო დისკომფორტული, ვიდრე მტკივნეული, არ იზრდება ინტენსივობა და სიხშირე, დროის მცირე მონაკვეთში იკლებს სიმძლავრე და ქრება. შეკუმშვები გრძელდება 30–120 წმ–ის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ორსულმა შეძლოს ბრექსტონ–ჰიქსის შეკუმშვების სწორად იდენტიფიცირება, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩეს ნაადრევი მშობიარობის კლინიკური ნიშნები.

გულისრევა
გულისრევა/ღებინება ხშირად თან ახლავს ორსულობას პირველ ტრიმესტრში, რასაც არც თუ ისე იშვიათად მოყვება ტკივილი მუცლის არეში. ამის მიზეზი კი გახლავთ ნაწლავური დისკომფორტი.

გესტაციის 12 კვირის შემდეგ ტკივილები
გესტაციის 12 კვირის შემდეგ, საშვილოსნო იმდენად იმატებს ზომაში, რომ მცირე მენჯის ღრუდან ნაწილობრივ გადაინაცვლებს მუცლის ღრუში და ხდება აბდომინალური ორგანო. ამან შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ღრუს ორგანოებზე კომპრესია, რაც კლინიკურად გამოვლინდება შესაბამისი სიმპტომატიკით. უფრო ხშირად, კომპრესია ხდება თირკმელზე, შარდსაწვეთზე ან შარდის ბუშტზე, რაც იწვევს შარდის შეგუბებას. კლინიკურად გამოვლინდება ძლიერი ტკივილითა და დისკომფორტით, შარდვის გაძნელებით. ამ პროცესს ხშირად თან ერთვის მეორადად განვითარებული საშარდე გზების ინფექცია.

პროგესტერონის მაღალი დონე
ორსულობის დროს, პროგესტერონის მაღალი დონე ადუნებს საყლაპავის ქვედა სპინქტერის ტონუსს, წვრილი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, ნაღვლის ბუშტის ტონუსს, შარდსაწვეთის ტონუსს. ამ ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმაშეიძლება მოგვცეს ისეთი გართულებები, როგორიცაა: გასტროეზოფაგური რეფლუქსი, შეკრულობა, ქოლელითიაზი, ნეფროლითიაზი. აღნიშნული ნოზოლოგიები კლინიკურად გამოვლინდება ტკივილით მუცლის არეში.

ჟორდანიას ვაკის კლინიკის აქცია

გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ჟორდანიას კლინიკის ვაკის ფილიალი
(ი.აბაშიძის 65) ქალბატონებს 1 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით,გთავაზობთ სრულ გამოკვლევას სპეციალურ ფასად, 250 ლარის ნაცვლად 180 ლარად
აქციის ფარგლებში თქვენ ჩაგიტარდებათ წამყვანი გინეკოლოგის კონსულტაცია და შემდეგ სახის გამოკვლევები:

  • სრული გინეკოლოგიური(საშვილოსნო, საკვერცხე) ექოსკოპიური კვლევა
  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა
  • სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერით კვლევაკონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშრიდით:
    ტელ: 2 24 32 32 / 599 12 32 32
    მის : ი.აბაშიძის 65

პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა და პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი

პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა და პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი წარმოადგენს თანამედროვე გენეტიკურ მიდგომებს ინ ვიტრო დიაგნოსტიკაში

პროფესიული გადაწვა BURNOUT

გიფიქრიათ ოდესმე რა რისკებთან გაქვთ შეხება, როდესაც ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებთ, ერთდროულად რამდენიმე როლს ირგებთ და გგონიათ, რომ ახლა დაასრულებთ, თუმცა ვეღარ….

ენერგია არ გყოფნით , გამოფიტული ხართ და რჩება გაზრდილი უმწეობის , ცინიკური დამოკიდებულების შეგრძნება. ფიქრობთ, რომ როგორც პიროვნებას არაფერი გაქვთ გასაცემი.

ეს მდგომარეობა სტრესის სპეციფიკური ტიპია – “Burnout”. ტერმინი ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა გერბერტ ფრედენბერგერმა შემოიტანა და პირველმა აღწერა სიმპტომები გადაწვის დროს.

გადაწვა და პროფესიული სტრესი ინდივიდის და სამუშაოს ინტერაქციაა, რომელიც ინდივიდში იწვევს ფიზიოლოგიურ, ემოციურ-ქცევით და კოგნიტურ ცვლილებებს.

გადაწვის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს პიროვნების არასწორი სამუშაო გრაფიკი, არასაკმარისი დრო სოციალიზაციის და რელაქსაციისთვის, ზედმეტი პასუხისმგებლობა, ახლო და მხარდამჭერი ურთიერთობების დეფიციტი და ა.შ. გადაწვის პერიოდის იგნორი ან კიდევ ფიქრი, რომ ეს სინდრომი,თითქოს საფრთხეს არ წარმოადგენს და უკვალოდ გივლის ხშირად რთული შედეგების წყაროა. კერძოდ:

გადაღლა

ინსომნია

შფოთვა და დეპრესია

გულის დაავადებები

მაღალი ქოლესტეროლი

ტიპი-2 დაიაბეტი,განსაკუთრებით ქალებში

სიმსუქნე

მოწყვლადობა სხვადასხვა დაავადების მიმართ

Burnout ხასიათდება ემოციური ნიშნებით:

სიცარიელის შეგრძნება

მოტივაციის ნაკლებობა

უიმედო საუბარი პოზიტიურ ცვლილებებზე

უმწეობის,მარცხის იმედგაცრუების შეგრძნება

„მსოფლიოში თითქოს მარტოა“-მსგავსი შეგრძნება

ნეგატიური თვალთახედვა და შემცირებული კმაყოფილება

“Burnout”-ის დროს პიროვნების ქცევა იცვლება, შესაძლებელია, მან თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, უკან დაიხიოს, ხშირია იზოლაცია, პროკრასტინაცია, მედიკამენტების და ალკოჰოლის გამოყენება, საკუთარი ფრუსტრაციის სხვებზე გადაბრალება და სხვა. სამუშაო გადაწვას მსოფლიოში დიდი ყურადღება ეთმობა, რომელთა შორის პოპულარულია ე.წ.Self-help სტრატეგიები.

Self-help სტრატეგიები, რომლებიც სტრესის შემცირებაზეა ორიენტირებული გამოგადგებათ Burnout– ის პერიოდში:

> სოციალური კონტაქტები – წარმოადგენს სტრესის ანტიდოტს. საინტერესო და ინტელექტუალურ მოსაუბრესთან შეხვედრა განტვირთვის საუკეთესო გზაა.

> გადადეთ დეტალები,რომელიც გაღიზიანებთ და გფიტავთ. დრო პოზიტიურად გაატარეთ:

> თუ ნეგატიურ პიროვნებებთან მუშაობთ, შეამცირეთ მათთან სოციალიზაციის დრო,მოძებნეთ პოზიტიური აფილაციები სოციალურ ურთიერთობებში:

> იმუშავეთ ჭკვიანურად და არა დიდხანს:

> გადატვირთულ პერიოდში ისწავლეთ არა-ს თქმა. შეცვალეთ თქვენი გრაფიკის აქტივობები:

> გამოიმუშავეთ პერსონალური სტრატეგიები,სწორი კვება და საკმარისი ძილი მნიშვნელოვანი საფეხურია გადაწვის შესამცირებლად.

თუ გადაწვის სინდრომთან თავის გამკლავება გაგირთულდათ ორი თვის განმავლობაში,სასურველია მიმართოთ სპეციალისტს.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

ტელ: 2 24 32 32

მის: ი.აბაშიძის 65

აქცია იზრუნე ბავშვზე

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჟორდანიას კლინიკის ვაკის ფილიალი ატარებს აქციას -„იზრუნე ბავშვზე“.
ბავშვები და ორსულები, აქციის ფარგლებში, უფასოდ მიიღებენ კლინიკის წამყვანი სპეციალისტების კონსულტაციებს:

  • ბავშვთა დერმატოლოგია – ქეთევან ხიშტოვანი (ექიმი დერმატოლოგი, ასისტენტ პროფესორი, საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის პრეზიდენტი)
  • გინეკოლოგია – აპოლონ მესხი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; ბრიტანეთის მედიცინის პედაგოგიკის აკადემიის აკადემიკოსი, გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი)
  • პედიატრია – ეკა უბერი (მედიცინის დოქტორი, პროფესორი)
    ნუგზარ უბერი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ბავშვებს ელოდებათ უამრავი სიურპრიზი და საჩუქრები

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
ტელ : 2 24 32 32; 599 12 32 32
მის: ი.აბაშიძის 65

აქცია \

ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ინიცირებული კამპანია ,,მაისის გაზომვების თვე”

ღია შეხვედრები პაციენტებთან

17 მაისს, 4 საათზე, განახლებულ ჟორდანიას კლინიკაში, თემაზე ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქციული დარღვევები და მათი გენეტიკური მიზეზები, ღია შეხვედრას ჩაატარებენ
მაკა ჯორბენაძე – ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქტოლოგი
მაკა ჭიპაშვილი – გენეტიკოსი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: 2 99 08 53
მისამართი: ჩაჩავას 1 / ლუბლიანას 5

BLUE ლაზერი უახლესი თაობის ტექნოლოგიური მიღწევა კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოსაშორებლად.

Blue ლაზერი წარმოადგენს უკანასკნელ ტექნოლოგიურ მიღწევას კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოსაშორებლად.
Blue ლაზერი (Milesman Blauman) გამოიყენება კანის მცირე წარმონაქმნებზე, როგორც
სისხლძარღვოვან, ასევე პიგმენტირებულზე მაგალითად: მეჭეჭები, ნევუსები, ჰიპერპლაზია, კერატოზები, ტელეანგიექტაზია, ანგიომები და ა.შ.

გაეცანით ჟორდანიას კლინიკის კონსულტანტის, დერმატოვენეროლოგ სოსო კობახიძის ინტერვიუს:

1. ბატონო სოსო ამ უახლეს მეთოდზე რომ გვესაუბროთ
ცისფერი ლაზერი წარმოადგენს უახლესი თაობის ტექნოლოგიურ მიღწევას კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოსაშორებლად, მისი შეღწევადობა კანის სიღრმეში ძალიან მცირეა რაც განაპირობებს ირგვლივმდებარე ქსოვილების დაცვას.
2. რა დროს გამოიყენება?
გამოიყენება კანის მცირე წარმონაქმნებზე, როგორც
სისხლძარღვოვან ასევე პიგმენტირებულზე მაგალითად :მეჭეჭები, ნევუსები, ჰიპერპლაზია, კერატოზები, ტელეანგიექტაზია, ანგიომები და ა.შ.
3 შეიძლება თუ არა ერთი სეანსით მოხდეს პრობლემის სრულად აღმოფხვრა?- დიახ, ერთი სეანსით საკმარისია უმრავლესი პრობლემის აღმოფხვრა.
4. როგორ ტარდება პროცედურა ? – პროცედურას სჭირდება მომზადება კანის დასუფთავება, ასეპტიკური და ანტისეპტიკური პროცედურების დაცვა. პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას. მოქმედება ხდება წამების განმავლობაში.
5. არის თუ არა უსიამოვნო შეგრძნება პროცედურის შემდეგ? – პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. შესაძლოა დაფიქსირდეს იოლი ჩხვლეტის შეგრძნება ზემგრძნობიარე პაციენტებში.
6. რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ? – უშუალოდ პროცედურა წამების განმავლობაში, ხოლო პაციენტის მომზადება პროცედურამდე დაახლოებით 10-15 წუთს მოითხოვს
8. როგორ მოვუარო თავს პროცედურის შემდეგ ? – ელემენტარული ჰიგიენის დაცვით. განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.
10. რა განსხვავებაა სხვა ლაზერებსა და სხვა მეთოდებს შორის ? – უმრავლეს სხვა პროცედურას სჭირდება გაუტკივარება. ელექტრო დანასა და co2 ლაზერს სჭირდება ანესთეზია. ამ ლაზერის გამოყენება შეიძლება ძალიან მცირე ელემენტებზეც (0,5-დან 3მმ-დე). შედეგი იმ წუთშივეა. სწრაფია. არ ახასიათებს სისხლდენა მაგალითად როგორც ქირურგიულ ჩარევებს.
რეკომენდაციები პროცედურის შემდეგ:
4 კვირა არ არის სასურველი გარუჯვა, 2 დღე არ არის სასურველი საუნა და 5 დღე პილინგი.
პროცედურის შემდეგ 4 კვირა არ არის სასურველი გარუჯვა.
პირველი ორი დღის განმავლობაში არ არის სასურველი საუნით სარგებლობა და პილინგი
უკუჩვენება- ორსულობა და კანის კიბო, კელოიდებისკენ მიდრეკილება.
ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 2 24 32 32, 599 12 32 32
მის: ი. აბაშიძის 65

კონსულტაციები ქუთაისში 16-17 თებერვალს

16-17 თებერვალს ჟორდანიას კლინიკის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნანა ჯანელიძე-ყურაშვილი და საერთაშორისო დონის სპეციალისტი, ემბრიოლოგი ედგარ გონზალეზი ერთობლივ კონსულტაციებს ჩაატარებენ უშვილო წყვილებში ქ. ქუთაისში კლინიკა „მედიქალ სიტიში“
ექიმთან ვიზიტის ფასი 50 ლარი.
კონსულტაციის ფარგლებში უფასოდ ჩატარდება:
-გინეკოლოგიური ულტრაბგერა
-მამაკაცის კვლევა – სპერმოგრამა

უფასო გინეკოლოგიური კონსულტაციები

ყოველწლიურად მსოფლიო იანვრის თვის ბოლო კვირას აღნიშნავს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულს, ამასთან დაკავშირებით ჟორდანიას კლინიკა გთავაზობთ უფასო კონსულტირებას წამყვან სპეციალისტებთან საშვილოსნოს ყელის პათოლოგიაში: მეან–გინეკოლოგ, კოლპოსკოპისტებთან ქეთევან მანჯგალაძესა და თამუნა გოგოლაძესთან .

კონსულტაციები ჩატარდება 29–30 იანვარს
10:00 დან 16:30 სთმდე( ყველა ასკობრივ ჯგუფში )
კონსულტაციაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 2 24 32 32, 599 12 32 32
მის : ჩაჩავას 1

იმუნიზაცია

იმუნიზაცია და ვაქცინაცია წარმოადგენს პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სისტემას, მიმართულს ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება პროფილაქტიური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად. ???? აუცილებელია ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი, იმისთვის რომ ჩვენს პატარას სრულყოფილად და დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი.

ჟორდანიას განახლებული კლინიკის ვაკის ფილიალში უკვე შესაძლებელია ყველა ტიპის აცრების ჩატარება.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 24 3232, 599 12 32 32
მისამართი: ვაკე, აბაშიძის 65

ორსულთა პატრონაჟის სახელმწიფო პროგრამა

რა არის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა?

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უსაფრთხო ორსულობის უზრუნველყოფას, გართულებული მშობიარობის მართვას, პერინატალური სიკვდილიანობის შემცირებას, ორსულთა ეფექტური პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, თანდაყოლილი და გენეტიკური დაავადებების ადრეულ გამოვლენას. პროგრამის მოსარგებლენი არიან საქართველოს მოქალაქეები.

2018 წლის 1 თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულებისათვის, კომპონენტით იფარება 8 ანტენატალური ვიზიტი (ორსულობის მე-12 0/7 კვირამდე, მე-20 0/7, 26-ე 0/7, 30 0/7-ე, 34 0/7-ე, 36 0/7-ე, 38 0/7-ე და მე-40 0/7 კვირებზე), რაც მოიცავს:

 

1 პირველი ვიზიტი ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) სისხლის საერთო ანალიზი;

გ) შარდის კულტურალური გამოკვლევა;

დ)სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა;

ე) რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში

ვ) სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C-ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი)

ზ)ულტრაბგერითი გამოკვლევა

2 მეორე ვიზიტი ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) ულტრაბგერითი გამოკვლევა

3 მესამე ვიზიტი ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;

გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში;

დ) რეზუს-ანტისხეულების განსაზღვრა რეზუს-უარყოფითიან ქალებში;

ე) სკრინინგი გესტაციურ დიაბეტზე

4 მეოთხე ვიზიტი ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;

5 მეხუთე ვიზიტი ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;

6 მეექვსე ვიზიტი ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;

გ)ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში;

7 მეშვიდე ვიზიტი ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;

8 მერვე ვიზიტი ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

 

პრენატალური სკრინინგი

დღეისთვის გენეტიკური კვლევები მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ზოგიერთი დაავადების რისკის შეფასების (გენეტიკური სკრინინგი) ასევე დიაგნოსტიკის მიზნით.
რა შემთხვევაში ტარდება გენეტიკური კვლევა რეპროდუქციულ კლინიკაში:
ახალშობილების პერიოდში გართულებულია სქესის დიფერენცირება;
აღინიშნება ფიზიკურ და/ან გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა;
პირველადი ამენორეა (მენსტრუაციის არარსებობა);
უნაყოფობა;
ხშირი შეწყვეტილი ორსულობა;
ორსულობის პერიოდში ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიის დიაგნოსტირების მიზნით.
გენეტიკური სკრინინგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია: პრენატალური (ორსულობის პერიოდში) სკრინინგი.
პრენატალური სკრინინგი ტარდება ორსულობისას პირველ და მეორე ტრიმესტრში. სპეციფიკური ბიოქიმიური მარკერების, ექოსკოპიური კვლევის მონაცემების და დედის ასაკის გათვალისწინებით ხდება ნაყოფის ქრომოსომული ანომალიების (დაუნის სინდრომი, ედვარდსის სინდრომი, პატაუს სინდრომი) და ნერვული მილის დეფექტების შესაძლო არსებობის რისკის შეფასება.
არცერთ სკრინინგს არ აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა, ანუ მათ საფუძველზე დიაგნოზი არ დგინდება. შედეგების მიხედვით ექიმი-გენეტიკოსი განსაზღვრავს ესაჭიროება თუ არა პაციენტს შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.
რაც შეეხება გენეტიკური დიაგნოსტიკის მეთოდებს (როგორც ორსულობისას, ასევე ბავშვებში, არაორსულ ქალებში, მამაკაცებში), მისი საშუალებით ხდება ან გენური (ერთი გენის ცვლილებით გამოწვეული) ან ქრომოსომული (ქრომოსომების რაოდენობის ან სტრუქტურის ცვლილება) დაავადებების დიაგნოსტირება.
მტარებლობის სკრინინგი. ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულია მტარებლობის სკრინინგი, რომელიც ასევე რეკომენდებულია ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა: ამერიკის სამედიცინო გენეტიკის კოლეჯი, ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯი, დედის და ნაყოფის მედიცინის საზოგადოება და სხვა. თუ ოჯახური ანამნეზი დატვირთულია გენეტიკური დაავადებით, ან აღინიშნება ნათესაური ქორწინება, ან პაციენტს სურს იცოდეს თუ რომელი დაავადების გენეტიკური მუტაციის მტარებელია – ამ შემთხვევაში მიმართავენ მტარებლობის სკრინინგს. აღნიშნული კვლევით ასევე განისაზღვრება შთმომავლობის გენეტიკური დაავადების განვითარების რისკი, ასევე შესაძლოა შეთავაზებული იქნას პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა.
ციტოგენეტიკური კვლევა – ფასდება ინდივიდის ქრომოსომების რაოდენობა და სტრუქტურა. შესაბამისად კვლევის ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ქრომოსომათა რიცხობრივი და დიდი ზომის სტრუქტურული ცვლილებები.
პრეიმპლანტაციური გენეტიკური კვლევა – გენეტიკური კვლევა ტარდება ინ-ვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში. კვლევის შედეგად ფასდება ქრომოსომული დაავადებების და გენური დაავადების არსებობა ემბრიონში. ამგვარი კვლევის შემდეგ, საშვილოსნოში გადააქვთ მხოლოდ ჯანმრთელი ემბრიონი.
გენეტიკური კვლევის მეთოდის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის ანამნეზის, დიაგნოზის და რეპროდუქციული გეგმების გათვალისწინებით.
ამდენად, გენეტიკური კვლევა უნდა დაიგეგმოს მკურნალი ექიმის და/ან ექიმი გენეტიკოსის მიერ. მეტად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტისთვის კვლევის ჩატარებამდე სრულფასოვნად იქნას მიწოდებული ინფორმაცია მეთოდის შესაძლებლობის (რომელი დაავადებების სკრინინგი/დიაგნოსტირება ხდება) შესახება.

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჟორდანიას კლინიკის ვაკის ფილიალში

დეკემბრის თვიდან ამოქმედდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ კეთდება 2008 და 2009 წელში დაბადებულ 9 წლის გოგონებში.
სხვა ასაკის მსურველთათის ვაქცინა ფასიანია.

ვაქცინა კეთდება 9 წლიდან როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში 9-დან 13 წლამდე.
ვაქცინა 2 დოზიანია ანუ კეთდება 2 ეტაპად.
14 წლის და მეტი ასაკის მოზარდებსა და მოზრდილებში კი საჭიროა 3 დოზიანი ვაქცინის გამოყენება.

ვაქცინაციისთვის 9 წლიდან ზემოთ ასაკი შეზღუდული არ არის. სასურველია, გაკეთდეს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, თუმცა ამ აცრის ჩატარება შესაძლებელია სქესობრივი ცხოვრების პერიოდშიც.

ი. აბაშიძის 65
2 24 32 32; 599 12 32 32

ონკოდერმატოლოგია

ონკოდერმატოლოგიური მიმართულება ჟორდანიას კლინიკის ვაკის ფილიალში

მიმართულებას ხელმძღვანელობს წამყვანი სპეციალისტი (ონკოქირურგი, ონკოდერმატოლოგი) გია ლეჟავა

  • მომსახურეობები, რომელიც შესაძლებელია მიიღოთ ჟორდანიას კლინიკაში:
  • მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნეების როგორც ამოკვეთა ელექტროკოაგულაცია (ხალები მათ შორის მელანოციტური ხალები, კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე, ჰემანგიომა, ლიმფანგიომა)
  • კანის გარქოვანება და კოჟრის ამოკვეთა
  • კანზე ნაწიბურის ან შემაერთებელი ქსოვილის ამოკვეთა და აღდგენა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 24 32 32; 599 12 32 32
მის: ი.აბაშიძის 65

საქართველოს მისამართი 1

თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქუჩა #1

ტელეფონი

+995 32 2 99 08 53+995 599 123 434

ელ.ფოსტა

info@zhordaniaclinic.ge

საქართველოს მისამართი 2

ვაკე, ი.მოსაშვილის ქუჩა 12

ტელეფონი

+995 32 2 24 32 32

2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
Чат с менеджером