ლაბორატორია

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიაში პროცესებს ასრულებს და მართავს კვალიფიციურ და კომპეტენტურ სპეციალისტთა გუნდი.

სამედიცინო ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიო ლიდერი მწარმოებლების უახლესი ტექნოლოგიებით და პაციენტებს და ექიმებს სთავაზობს კვლევების ფართო სპექტრს. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტებია: პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება, ლაბორატორიული კვლევის შედეგების სანდოობის მაღალი ხარისხი და სიზუსტე, ახალი ლაბორატორიული კვლევების დანერგვა და სიახლეების შესახებ მუდმივი უკუკავშირი კლინიცისტებთან.

 ლაბორატორიული პროცესები სტანდარტიზებულია „ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის” და ISO15189 შესაბამისად და აერთიანებს ხარისხისა და კომპეტენციის მოთხოვნებს;

ლაბორატორიაში მოფუნქციონირე საინფორმაციო სისტემა LIS უზრუნველყოფს საკვლევი მასალების უნიფიცირებას  ბარკოდირების პრინციპით, პროცესების უწყვეტ და დროულ მეთვალყურეობას პრეანალიზურ, ანალიზურ და პოსტანალიზურ ეტაპებზე;

დანერგილი ხარისხის კონტროლის მოდელები, კერძოდ შიდალაბორატორიული, ლაბორატორიათაშორისი და გარე ხარისხის შეფასება განაპირობებს და ადასტურებს კვლევის შედეგების სანდოობასა და მაღალ ხარისხს;

ლაბორატორია სრულად ფარავს რეპროდუქციული, ენდოკრინული და შარდ-სასქესო სისტემების დიაგნოსტიკას; ორსულობის მონიტორინგს, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობას, საკვერცხის რეზერვის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას; ჰემოსტაზის სისტემის სკრინინგს; ანემიების, ინსულინრეზისტენტობის, დისლიპილიდემიის და ღვიძლის ფუნქციური სტატუსის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას,  ონკოლოგიური დაავადებებისა დიაგნოსტიკას და  მკურნალობის მონიტორინგს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მაღალტექნოლოგიურ  ლაბორატორიულ კვლევებს; დანერგილია პრენატალური ანომალიების არაინვაზიური სკრინინგი ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში.

 ჩვენი გუნდი მზადაა ლაბორატორიის კომპეტენციის ფარგლებში მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია და მიიღოთ სწორი სამედიცინო რეკომენდაციები თქვენი ჯანმრთელობის სწორად მართვის შესახებ.