პერინატალური მიმართულება

ორსულობა ქალისთვის და მისი პარტნიორისთვის საინტერესო ცხოვრებისეული მოგზაურობაა.

ჩვენ გთავაზობთ საიმედო მეგზურობას  თქვენთვის უძვირფასეს პერიოდში.

ჟორდანიას სახ. სამედიცინო ცენტრში ორსულობის მონიტორინგი ხორციელდება თანამედროვე სამედიცინო გაიდლაინების შესაბამისად, რომელიც ორიენტირებულია დედის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელი ნაყოფის დაბადებაზე.

კლინიკის წამყვანი ექიმები სპეციალიზირებულნი არიან მაღალი რისკის ორსულობის მართვაში და ორსულებს პერსონალური  მეთვალყურეობის  გეგმას სთავაზობენ.

სამედიცინო ცენტრი ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ორსულობის განმავლობაში ითვალისწინებს 8 უფასო ვიზიტს და შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებს.

ჟორდანიას სახ. სამედიცინო ცენტრის პერინატალური განყოფილება ორსულებს და მათ ოჯახებს  ყველა მათთვის საჭირო მომსახურეობას სთავაზობს. ცენტრის პერინატალურ მიმართულებას ხელმძღვანელობს მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი MD,.

კლინიკაში ხორციელდება შემდეგი პერინატალური სერვისები:

ნაყოფის ანტენატალური ტესტირება
ბიოფიზიკური პროფილის განსაზღვრა – არის უმტკივნეულო პროცედურა, რომლის საშუალებითაც ფასდება ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობა, რაც მოიცავს  ნაყოფის გულისცემის მონიტორინგს და ექოსკოპიურად სანაყოფო წყლის ოდენობის განსაზღვრას, ნაყოფის სუნთქვითი აქტივობის და მოძრაობის შეფასებას. იგი დაახლოებით 30-70 წუთი გრძელდება.

არასტრესული ტესტი – მარტივი , უმტკივნეულო პროცედურა, რომლის საშუალებითაც ფასდება ნაყოფის გულისცემა ნაყოფის მოძრაობის და დასვენების ფაზებში. იგი დაახლოებით 20-40 წუთი გრძელდება.

ნაყოფის ექოსკოპიური გამოკვლევა და დიაგნოსტიკური პროცედურები

ამნიოცენტეზი -ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიების გამოსარიცხად. ეს პროცედურა გულისხმობს სანაყოფე წყლის ტესტირებას ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიების ან ინფექციების გამოსარიცხად ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში .
კომბინირებული პირველი ტრიმესტრის სკრინინგი – გულისხმობს ექოსკოპიურად კისრის ნაოჭის შეფასებას და ორმაგ სასკრინინგო ტესტს რისკის კალკულაციით. გამოიყენება  ნაყოფის გავრცელებული ქრომოსომული პათოლოგიების  გამოსავლენად.
სამეანო დოპლეროგრაფია – აფასებს სისხლის მიწოდებას საშვილოსნოს არტერიებში, ჭიპლარსა  და ნაყოფის ორგანოებთან.
ნაყოფის ექოკარდიოგრაფია – სპეციალიზირებული ექოსკოპიური კვლევაა, რომელის დროსაც ფასდება ნაყოფის გულის ანატომიური აგებულება, მასში  სისხლის დინება და გულისცემის რითმი. იგი ტარდება ორსულობის 20 კვირის შემდეგ.
სამეანო ულტრასონოგრაფიული კვლევა ნაყოფის გენეტიკური და ორგანული პათოლოგიების გამოსავლენად 3D და 4D ფორმატში თანამედროვე აპარატების გამოყენებით.

გენეტიკური კონსულტირება
პრენატალური დიაგნოსტიკის მიზნით
ორსულობის დაგეგმის მიზნით

მაღალი რისკის ორსულობის მართვა
მშობელთა სკოლა – ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის მიზანია მომლოდინე მშობლებს  მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, აღჭურვოს პრაქტიკული უნარ-ჩვევებით და გაუწიოს თანადგომა ორსულობის , მშობიარობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. მნიშვნელოვანია, როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა იცოდეს ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებები, ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია, როგორ მოემზადონ მშობიარობის პროცესისთვის, როგორ მოუარონ ახალშობილს, გაიგონ მეტი ლაქტაციის (ძუძუთი კვება) უპირატესობების შესახებ. ჩვენი მიზანია, პაციენტების როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური მომზადება ბავშვის დაბადების მომენტისთვის.