რადიოლოგია
სამედიცინო ცენტრის რადიოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი; თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი გრიგოლ ნემსაძე.
კლინიკაში შესაძლებელია შემდეგი ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება:
რენტგენი
კომპიურეტული ტომოგრაფია
მამოგრაფია
ულტრაბგერითი კვლევა
ლითოტრიფსია
რენტგენი
რენტგენოლოგიური კვლევა ემყარება გამჭოლი გამოსხივების გამოყენებას ორგანოთა და ჩონჩხის დათვალიერებისათვის. მისი მეთოდებია:
რენტგენოსკოპია, როდესაც გამოსახულება მიიღება ეკრანზე რეალურ დროში;
რენტგენოგრაფია, როდესაც გამოსახულება ფიქსირდება სურათის სახით. ციფრული რენტგენოგრაფია შესაძლებლობას იძლევა მიღებული გამოსახულება არ დავბეჭდოთ ფირზე და ჩავწეროთ კომპაქტურ დისკზე.
კომპიუტერული ტომოგრაფია
კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით მიიღება ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივი 3D გამოსახულება რენტგენის სხივების გამოყენებით. იგი ორგანიზმის სრულყოფილ გამოსახულებას იძლევა.
რადიოლოგი დეტალურად ხედავს ორგანიზმში მიმდინარე ანატომიურ ცვლილებებს და სხვადასხვა ტიპის პათოლოგიის გამოვლენის შემდეგ წერს შესაბამის დასკვნას.
მამოგრაფია
მამოგრაფია რადიოლოგიური კვლევის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც უსაფრთხო, დაბალი დოზის რენტგენული სხივების საშუალებით, ხდება სარძევე ჯირკვლების ვიზუალიზაცია. მამოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვლის დაავადებების ადრეული დეტექცია და დიაგნოსტირება.
მამოგრაფიული კვლევა გამოიყენება ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის, ანუ მაშინ, როდესაც ქალს სიმპტომები ჯერ არ აღენიშნება. მამოგრაფიული კვლევა, ასევე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც სადიაგნოსტიკო მეთოდი ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ ძუძუს კიბოსთან ასოცირებული სიმპტომები, როგორებიცაა: წარმონაქმნის არსებობა ძუძუში, ტკივილი, კანის დეფორმაცია/ჩაღრმავება და ძუძუდან გამონადენი.
ულტრაბგერითი კვლევა
ულტრაბგერითი კვლევა ორგანოებისა და ქსოვილების კვლევის მეთოდია ულტრაბგერითი “ტალღების” საშუალებით. სხვადასხვა სიმკვრივის ქსოვილებში გავლით, უფრო ზუსტად კი, სხვადასხვა ქსოვილების საზღვრებს შორის გავლით, ულტრაბგერა განსხვავებულად აირეკლება მათგან. ულტრაბგერითი კვლევის მეთოდი მარტივი, ხელმისაწვდომი და სრულიად უმტკივნეულოა. მას არ ახლავს არანაირი უკუჩვენება.
კლინიკაში ხორციელდება როგორც ზოგადი, ისე სამეანო ულტრაბგერითი კვლევები