რეპროდუქციული მედიცინა
დღეისათვის უნაყოფობა მსოფლიოში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 48 მილიონ წყვილს აქვს უნაყოფობის პრობლემა, თუმცა 21-ე საუკუნეში სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი გახდა დამხმარე რეპროდუქციული მედიცინის მეშვეობით.
ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით. აქ დანერგილია უნაყოფობის (ანუ უშვილობის) მკურნალობის უსაფრთხო, ეფექტური და წარმატებული, თანამედროვე მეთოდები, რომელიც ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა. რეპროდუქციული მიმართულების გუნდი დაკომპლექტებულია ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მიერ. რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებას ხელმძღვანელობს მეან-გინეკოლოგი; რეპროდუქტოლოგი; საქართველოს ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის წევრი ნანა ჯანელიძე-ყურაშვილი.