ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი არის ქალთა სქესის დაავადება, როდესაც საშვილოსნოს შიდა ფენის - ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილი იწყებს ზრდას საშვილოსნოს საზღვრებს მიღმა. ჟორდანიას კლინიკა გთავაზობთ ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ თანამედროვე სპექტრს.

1#

საქართველოსმისამართი 1

თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქუჩა #1

2#

საქართველოსმისამართი 2

ვაკე, ი.მოსაშვილის ქუჩა 12

It's not scary or painful პრობლემის აღწერა

1

სიმპტომები

ენდომეტრიოზმა შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა. ენდომეტრიოზის ძირითადი სიმპტომებია:

  • მტკივნეული მენსტრუაციები;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა (მენსტრუალური სისხლდენის გახანგრძლივება მენსტრუაციის დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ მოყავისფრო გამონადენის გაჩენის ხარჯზე, ძალიან უხვი მენსტრუალური გამონადენი, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი)
  • ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს;
  • ტკივილი ნაწლავთა მოქმედების ან მოშარდვის დროს;
  • გამონადენი სქესობრივი აქტის დროს, ე.წ. კონტაქტური ლაქა
  • უნაყოფობა;
  • სხვა გამოვლინებები: დაღლილობა, დიარეა, ყაბზობა, შებერილობა ან გულისრევა, განსაკუთრებით მენსტრუაციის დროს.

2

ფაქტორები

ენდომეტრიოზის ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ არის ცნობილი.
არსებობს რამდენიმე თეორია, მაგალითად: მენსტრუალური გამონადენის რეტროგრადული გავრცელება ფალოპის მილების საშუალებით, გენეტიკური ფაქტორები, პერიტონეალური უჯრედების ტრანსფორმაცია ენდომეტრიუმის მსგავს უჯრედებად და ა.შ.

3

სახეები

ენდომეტრიოზის სტადიებად დაყოფა განისაზღვრება ენდომეტრიუმის გავრცელების სიღრმითა და ფართობით , ენდომეტიოიდული ელემენტის რაოდენობითა და ზომით.

  • 1 სტადია - ენდომეტრიოზის ზედაპირული და ცალკეული კერების არსებობა შეხორცებების გარეშე;
  • 2 სტადია - ენდომეტრიოზის ზედაპირული ჩანართები <5 სმ-ზე, შეხორცებების გარეშე;
  • 3 სტადია - ენდომეტრიოზის მრავლობითი ზედაპირული და ღრმა კერების არსებობა, შესაძლო შეხორცებებთან ერთად;
  • 4 ხარისხი - ენდომეტრიოზის მრავლობითი ზედაპირული და ღრმა კერების არსებობა, მათ შორის დიდი ზომის ენდომეტრიომებთან ერთად მასიური მკვრივი შეხორცებებით;

4

დიაგნოსტიკა

ენდომეტრიოზის ზუსტი დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია დაავადების სრული ისტორიის შესწავლა (ორსულობის რაოდენობა, როგორ წარიმართა ორსულობა და მშობიარობა, მომავალი ორსულობის დაგეგმვა). გინეკოლოგიური გასინჯვა სავარძელზე, გინეკოლოგიური ექოსკოპია, კოლპოსკოპია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).
ოქროს სტანდარტი არის ლაპარასკოპია, რომლის დროსაც გინეკოლოგს შეუძლია ლაპარასკოპის საშუალებით ნახოს მთელი მცირე მენჯის ღრუ ეკრანზე და განსაზღვროს ენდომეტრიოზის არსებობა, გავრცელება და სიღრმე.
რუტინულად ონკომარკერები არ კეთდება რადგან ეს კვლევები არ არის პათოგნომური ენდომეტრიოზისთვის, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში გინეკოლოგმა შეიძლება გაუწიოს რეკომენდაცია CA-125 განსაზღვრას.

5

მკურნალობა

ჟორდანიას კლინიკაში დანერგილია ენდომეტრიოზის მკურნალობის როგორც ქირურგიული, ასევე კონსერვატიული მეთოდები. კონსერვატიული მიდგომის დროს ინიშნება კომპლექსური მკურნალობა.
კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (COC), პროგესტაგენები, გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტები და ანტაგონისტები - ქმნიან ჰიპოესტროგენულ მდგომარეობას, ხელს უშლიან ენდომეტრიოზის პროგრესირებას და ამცირებენ ტკივილს ენდომეტრიოზის დროს.
დამატებითი თერაპია: სპაზმოლიტიკები და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები.
ენდომეტრიოზის ქირურგიული მკურნალობა, კერძოდ ლაპარასკოპიული ოპერაცია არის ოქროს სტანდარტი. ლაპაროსკოპიული ოპერაციის დროს ენდომეტრიოზის კერებისგან მაქსიმალურად თავისუფლდება ჯანსაღი ქსოვილები. ქალბატონებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ რეპროდუქციული ორგანოები, ამიტომ ენდომეტრიოიდული ცისტის არსებობის შემთხვევაში კეთდება ცისტის პუნქცია, დრენირდება და შემდეგ კეთდება კაფსულის ამოსახსვრა ჯანსაღი ქსოვილის დაზიანების გარეშე. ოპერაცია საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად დავზოგოთ ყველა ქსოვილი და ხელი შევუშალოთ ენდომეტრიოზის პროგრესირებას.
ოპერაციის შემდეგ ინიშნება შემანარჩუნებელი ჰორმონოთერაპია.

6

რეაბილიტაცია

ენდომეტრიოზის კონსერვატიული მკურნალობა ხანგრძლივია, თუმცა 3 თვის შემდეგ პაციენტი უკვე ამჩნევს გაუმჯობესებას. ქირურგიული მკურნალობის შემდეგ ქალს ერთ თვეში უკვე შეუძლია ორსულობის დაგეგმვა.

7

მე ჯანმრთელი ვარ

ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა ინტიმურ სფეროში, ეს გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჟორდანიას კლინიკის სპეციალისტები და ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ეფექტურად მოიპოვოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა.

>

Don't over tighten

Კონსულტაცია

    მიმართულების სპეციალისტები

    ჩვენი სპეციალისტები ურთიერთობენ 5 ენაზე

    • ქეთევან ჯინჯოლავა

      11 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ქირურგი, ექიმი

    • ეთერი მარგალიტაძე

      7 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, ექიმი

    • თამუნა გოგოლაძე

      17 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

    • ქეთევან მანჯგალაძე

      14 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ექიმი, მედიცინის დოქტორი

    • მაკა ჯორბენაძე

      15 წლები
      გამოცდილება

      რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

    კითხვა-პასუხი

    ენდომეტრიოზის განვითარების შეჩერება შესაძლებელია. ეს დამოკიდებულია დროულად დაწყებულ მკურნალობაზე, დაავადების სტადიაზე და დაზიანების ხარისხზე. ენდომეტრიოზის მკურნალობა შესაძლებელია როგორც კონსერვატიულად, ასევე ქირურგიულად.

    დაორსულება შესაძლებელია. ზოგჯერ აუცილებელია პათოლოგიური პროცესის გავრცელების შეჩერება, მკურნალობა და შემდეგ ორსულობის დაგეგმვა.

    ეფექტურად ხსნის ტკივილის სინდრომს კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (COC). მათი დანიშვნა ხანგრძლივად არის შესაძლებელი.

    ჟორდანიას კლინიკა არის რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 60 წელზე მეტი გამოცდილებით.

    ჟორდანიას კლინიკა არის უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ცენტრი. კლინიკამ თავისი საქმიანობა დაიწყო პროფესორ ჟორდანიას მიერ 1958 წელს დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ამიტომ, ჩვენი 60 წელზე მეტი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ IVF პროგრამები 80%-ზე მეტი ეფექტურობით.

    2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
    Чат с менеджером