მენსტრუალური ციკლის დარღვევა

ფიზიოლოგიურად მენსტრუალური ციკლი გრძელდება 24-დან 38 დღემდე, საშუალოდ - 28-30 დღე, სისხლდენის ხანგრძლივობა ≤ 8 დღეზე, ხოლო ერთ მენსტრუალურ ციკლზე დაკარგული სისხლის მოცულობა ≤ 80 მლ-ზე. ნორმიდან გადახრა ითვლება მენსტრუალური ციკლის დარღვევად. ჟორდანიას კლინიკაში დანერგილია მენსტრუალური ციკლის დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების თანამედროვე სპექტრი.

1#

საქართველოსმისამართი 1

თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქუჩა #1

2#

საქართველოსმისამართი 2

ვაკე, ი.მოსაშვილის ქუჩა 12

ეს არ არის საშინელი ან მტკივნეული პრობლემის აღწერა

1

სიმპტომები

  • ნორმიდან გადახრა კლასიფიცირდება როგორც: ხანგრძლივობა - 24 დღეზე ნაკლები ან 38 დღეზე მეტი, ხანგრძლივობა - 8 დღეზე მეტი, დაკარგული სისხლის მოცულობა - 80 მლ-ზე მეტი);
  • მენსტრუაციის არარსებობა ხანგრძლივად;
  • მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი გამონადენი საშოდან;
  • ძლიერი დისკომფორტი და ტკივილი მუცლის ქვედა და წელის არეში მენსტრუაციის წინ და მის დროს.

2

სახეები

  • საშვილოსნოდან პათოლოგიური სისხლდენა ხშირად არ არის დაკავშირებული მენსტრუალურ ციკლთან;
  • დისმენორეა - ძლიერი ტკივილი მენსტრუაციის დროს;
  • მენორაგია - მენსტრუალური სისხლდენის ხანგრძლივობა > 8 დღეზე და ჭარბად;
  • მეტრორაგია - არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა, რომელიც ხასიათდება მოსალოდნელ მენსტრუაციათაშორისი გამონადენით;
  • ოლიგომენორეა - გახანგრძლივებული მენსტრუალური ციკლი > 38 დღეზე;
  • ამენორეა - მენსტრუალური ციკლის არარსებობა 6 თვე და მეტი;

3

ფაქტორები

მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზები შეიძლება იყოს: გარე ფაქტორები (სტრესი, კლიმატის ცვლილება და კვების ხასიათის ცვლილება), ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ჰორმონალური დისბალანსი, ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებები, თავის ტვინის ცენტრების ურთიერთქმედების დარღვევა, განსაზღვრული მედიკამენტების მოხსნა ან დანიშვნა, გენეტიკური ფაქტორები.

4

დიაგნოსტიკა

წარმატებული მკურნალობის მთავარი პრინციპი არის ზუსტი დიაგნოზის დასმა. ჟორდანიას კლინიკაში მენსტრუალური ციკლის დარღვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად იყენებენ შემდეგ გამოკვლევებს: გინეკოლოგიური გასინჯვა, ანამნეზის შეკრება, ვიდეოკოლპოცერვიკოსკოპია, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური კვლევა და ლაბორატორიული ტესტები (ჰორმონალური გამოკვლევები, საშოს ნაცხის გამოკვლევა, ინფექციების სკრინინგი, PAP ტესტი). გარდა ამისა, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით შეიძლება დაინიშნოს დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია.

5

მკურნალობა

მკურნალობის პროტოკოლის არჩევა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, რადგან მენსტრუალური ციკლის დარღვევა არის სიმპტომი. აქედან გამომდინარე, ვმკურნალობთ ძირითად დაავადებას.

  • ჰორმონალური დისფუნქციის შემთხვევაში ინიშნება ჰორმონალური თერაპია;
  • ინფექციების ან ანთებითი დაავადებების დროს ინიშნება მედიკამენტოზური თერაპია;
  • თუ რეპროდუქციული სისტემის ორგანოებში დიაგნოსტირდება ახალი სტრუქტურული წარმონაქმნები, ინიშნება ქირურგიული მკურნალობა.

6

რეაბილიტაცია

ლაპაროსკოპიული მეთოდით ოპერაციული მკურნალობის შემდეგ პაციენტები ბინაზე ეწერებიან 24 საათში. ჟორდანიას კლინიკაში ვიყენებთ თანამედროვე ენდოსკოპიურ აპარატურას, რაც საშუალებას გვაძლევს ოპერაციები ჩავატაროთ იუველირული სიზუსტით. ენდოსკოპიური ოპერაციები საჭიროებს ხანმოკლე რეაბილიტაციას.

7

მე ჯანმრთელი ვარ

ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა ინტიმურ სფეროში, ეს გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჟორდანიას კლინიკის სპეციალისტები და ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ეფექტურად მოიპოვოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა.

>

ზედმეტად არ გამკაცრდეს

Კონსულტაცია

    მიმართულების სპეციალისტები

    ჩვენი სპეციალისტები ურთიერთობენ 5 ენაზე

    • ქეთევან ჯინჯოლავა

      11 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ქირურგი, ექიმი

    • ეთერი მარგალიტაძე

      7 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, ექიმი

    • თამუნა გოგოლაძე

      17 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

    • ქეთევან მანჯგალაძე

      14 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ექიმი, მედიცინის დოქტორი

    • მაკა ჯორბენაძე

      15 წლები
      გამოცდილება

      რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

    კითხვა-პასუხი

    ჟორდანიას კლინიკაში გინეკოლოგური კაბინეტი აღჭურვილია კომფორტული გინეკოლოგიური სკამებით, გამოკვლევისას ექიმი იყენებს სპეციალურ ერთჯერად ინსტრუმენტებს, რომლებიც არ იწვევს დისკომფორტს და ტკივილს.

    მენსტრუალური ციკლის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, საშვილოსნოსგარე ორსულობა. ასევე ციკლის დარღვევამ შეიძლება შენიღბოს ენდოკრინული და ინფექციური დაავადებები, ანთებითი პროცესები, რეპროდუქციული სისტემის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები.

    • აქტიური ცხოვრების წესი, მავნე ჩვევების უარყოფა;
    • ჯანსაღი ძილი და კვება;
    • სტრესის თავიდან აცილება;
    • კონდომის გამოყენება, შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტებისგან თავის არიდება;
    • პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევა მინიმუმ წელიწადში ერთხელ.

    ჟორდანიას კლინიკა არის რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 60 წელზე მეტი გამოცდილებით.

    ჟორდანიას კლინიკა არის უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ცენტრი. კლინიკამ თავისი საქმიანობა დაიწყო პროფესორ ჟორდანიას მიერ 1958 წელს დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ამიტომ, ჩვენი 60 წელზე მეტი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ IVF პროგრამები 80%-ზე მეტი ეფექტურობით.

    2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
    Чат с менеджером