საკვერცხის კისტა

საკვერცხის ცისტა არის საკვერცხის კეთილთვისებიანი მოცულობითი წარმონაქმნი, რომელიც ამოვსებულია სითხური ან ნახევრად სითხური შიგთავსით. ჟორდანიას კლინიკა გთავაზობთ ამ პათოლოგიის თანამედროვე მკურნალობის მეთოდების სრულ სპექტრს.

1#

საქართველოსმისამართი 1

თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქუჩა #1

2#

საქართველოსმისამართი 2

ვაკე, ი.მოსაშვილის ქუჩა 12

ეს არ არის საშინელი ან მტკივნეული პრობლემის აღწერა

1

სიმპტომები

როგორც წესი, საკვერცხის ცისტა ფორმირების ადრეულ ეტაპზე უსიმპტომოა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ზომაში ზრდისა და გარკვეული გართულებების გაჩენისთანავე შეიძლება გაჩნდეს შემდეგი სიმპტომები:

  • მკვეთრი ან ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა და წელის არეში;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა (არარეგულარობა, ჭარბი ან შემცირებული მენსტრუალური გამონადენი, მტკივნეული მენსტრუაცია);
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში ფიზიკური დატვირთვის ან სქესობრივი კონტაქტის დროს;
  • აციკლური სისხლიანი გამონადენი საშოდან;
  • გახშირებული შარდვა;
  • უნაყოფობა.
ხშირად საკვერცხის ცისტების დიაგნოსტირება ხდება შემთხვევით, გინეკოლოგიური ექოსკოპიის გაკეთების დროს, ამიტომ ჟორდანიას კლინიკის სპეციალისტები გირჩევენ წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევა გინეკოლოგთან დაავადების და მისი შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.

2

ფაქტორები

საკვერცხის ცისტის განვითარება პროვოცირებულია:

  • ჰორმონალური ფონის დარღვევით;
  • გენეტიკური ფაქტორებით;
  • რეპროდუქციული სისტემის ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებებით;
  • ორსულობის შეწყვეტით;
  • ხშირი აბორტით, სპონტანური აბორტით;
  • გარკვეული ჯგუფის პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენებით;

3

სახეები

საკვერცხის ცისტის 2 ძირითადი ჯგუფი არსებობს: ფუნქციური და ორგანული.
ფუნქციური ცისტა - ფოლიკულური და ლუთეინური, რომლებიც ვითარდება ოვულაციის და მენსტრუალური ციკლის დარღვევების გამო. მათი გაწოვა შესაძლებელია. ფუნქციური ცისტები არის ყველაზე გავრცელებული.
ორგანული ცისტა - დერმოიდული, მუცინური, ენდომეტრიოიდული და სხვა, რომლებიც ვითარდება სხვადასხვა ტიპის უჯრედებისგან, შეიძლება გაიზარდონ დიდ ზომებამდე და აქვთ პოტენცია გადაგვარდნენ ავთვისებიან სიმსივნედ.

4

დიაგნოსტიკა

წარმატებული მკურნალობის მთავარი პრინციპი არის საკვერცხის ცისტის ტიპის ზუსტად განსაზღვრა. ჟორდანიას კლინიკაში დაავადების დიაგნოსტიკისთვის იყენებენ: გინეკოლოგიურ გამოკვლევას, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიურ კვლევას და ლაბორატორიულ გამოკვლევებს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების CT ან MRI კვლევა, დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია.

5

მკურნალობა

ჟორდანიას კლინიკაში საკვერცხის ცისტების მკურნალობის პირველი რიგის მიდგომა კონსერვატიულია, იწყება მედიკამენტოზურად, ინიშნება ჰორმონოთერაპია. რეგრესის არარსებობის შემთხვევაში (კისტის ზომის შემცირება) ცისტის ხასიათის გათვალისწინებით სპეციალისტი ნიშნავს ქირურგიულ მკურნალობას.
ჟორდანიას კლინიკის სპეციალისტები ქირურგიულ მკურნალობას ახორციელებენ ლაპაროსკოპიული მეთოდით. ქირურგიული ჩარევის ეს მეთოდი ნაკლებად ტრავმული და უსაფრთხოა, ის საშუალებას გვაძლევს გამოვრიცხოთ გართულებები, დიდი ზომის ნაწიბურები და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი. პაციენტის ასაკიდან, ცისტის ზომიდან, სიმპტომებიდან და ბავშვის გაჩენის სურვილიდან გამომდინარე განისაზღვრება ქირურგიული ჩარევის მოცულობა და მაქსიმალურად დამზოგველად კეთდება. ჟორდანიას კლინიკაში ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის პრინციპი არის ეფექტური და ნაკლებად ტრავმული მკურნალობა, რაც საშუალებას იძლევა ქალს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს რეპროდუქციული ფუნქცია.

6

რეაბილიტაცია

ჟორდანიას კლინიკაში ვიყენებთ თანამედროვე ენდოსკოპიურ აპარატურას, რაც საშუალებას გვაძლევს ოპერაციები ჩავატაროთ იუველირული სიზუსტით. ენდოსკოპიური ოპერაციები საჭიროებს ხანმოკლე რეაბილიტაციას.
ლაპაროსკოპიული მეთოდით ცისტექტომიის შემდეგ პაციენტები 24 საათში ეწერებიან ბინაზე.

7

მე ჯანმრთელი ვარ

ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა ინტიმურ სფეროში, ეს გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჟორდანიას კლინიკის სპეციალისტები და ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ეფექტურად მოიპოვოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა.

>

ზედმეტად არ გამკაცრდეს

Კონსულტაცია

    მიმართულების სპეციალისტები

    ჩვენი სპეციალისტები ურთიერთობენ 5 ენაზე

    • ქეთევან ჯინჯოლავა

      11 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ქირურგი, ექიმი

    • ეთერი მარგალიტაძე

      7 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, ექიმი

    • თამუნა გოგოლაძე

      17 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

    • ქეთევან მანჯგალაძე

      14 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ექიმი, მედიცინის დოქტორი

    • მაკა ჯორბენაძე

      15 წლები
      გამოცდილება

      რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

    კითხვა-პასუხი

    ჟორდანიას კლინიკაში გინეკოლოგური კაბინეტი აღჭურვილია კომფორტული გინეკოლოგიური სკამებით, გამოკვლევისას ექიმი იყენებს სპეციალურ ერთჯერად ინსტრუმენტებს, რომლებიც არ იწვევს დისკომფორტს და ტკივილს.

    საკვერცხის ცისტამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა. ასევე შმნიშვნელოვანი გართულებაა ცისტის რუპტურა - გასკდომა, რაც იწვევს შინაგან სისხლდენას და შეიძლება აღმოჩნდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულება.

    ფიზიკური აქტივობა (მძიმე წონის აწევა, ვარჯიშები, რომლებიც ზრდის მუცელშიდა წნევას, უხერხული მოძრაობა და ა.შ)

    ჟორდანიას კლინიკა არის რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 60 წელზე მეტი გამოცდილებით.

    ჟორდანიას კლინიკა არის უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ცენტრი. კლინიკამ თავისი საქმიანობა დაიწყო პროფესორ ჟორდანიას მიერ 1958 წელს დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ამიტომ, ჩვენი 60 წელზე მეტი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ IVF პროგრამები 80%-ზე მეტი ეფექტურობით.

    2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
    Чат с менеджером