საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები
საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები ქალბატონებისთვის აქტუალური პრობლემაა. ისინი იყოფა სამ ჯგუფად: კეთილთვისებიან, კიბოსწინარე და ავთვისებიან პროცესებად. საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები გვხვდება ნებისმიერი ასაკის ქალებში. ჟორდანიას კლინიკაში დანერგილია საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მთელი თანამედროვე სპექტრი.

ეს არ არის საშინელი ან მტკივნეული პრობლემის აღწერა
1
სიმპტომები
როგორც წესი, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები უსიმპტომოდ ვითარდება, ამიტომ ჟორდანიას კლინიკის გინეკოლოგები გირჩევენ წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად გაიაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევა, რადგან დროული დიაგნოსტირება უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ მკურნალობას. დაავადების შესაძლო კლინიკური გამოვლინებებია:
- უხვი პათოლოგიური გამონადენი საშოდან უსიამოვნო სუნით, სისხლის ან ჩირქის მინარევებით;
- დისკომფორტი და ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
- სისხლიანი გამონადენი საშოდან სქესობრივი აქტის შემდეგ.
2
საშვილოსნოს ყელის ჭეშმარიტი ეროზია
საშვილოსნოს ყელის ეროზია ხასიათდება საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის სტრუქტურის დაზიანებით და მიეკუთვნება დაავადებათა კეთილთვისებიან ჯგუფს. საშვილოსნოს ყელის ჭეშმარიტი ეროზიის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, ინფექციები, მექანიკური (აბორტი, მშობიარობა, უხეში სქესობრივი კავშირი) და ქიმიური (საპონი, წამლები, მჟავები) დაზიანება, ესტროგენ-დეფიციტური მდგომარეობები (მენოპაუზა, ხელოვნური მენოპაუზა და ა.შ).
3
საშვილოსნოს ყელის ექტროპიონი
საშვილოსნოს ყელის ექტროპიონი არის ენდოცერვიქსის - საშვილოსნოს ყელის არხის ეპითელიუმის ამომფენი უჯრედების ევერსია საშოსმხრივ ნაწილზე. ძირითადად დაკავშირებულია ესტროგენის მომატებულ დონესთან სისხლში და გვხვდება მოზარდებში, ორსულებსა და პაციენტებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს.
4
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია მიეკუთვნება კიბოსწინარე დაავადებათა ჯგუფს, რომელიც ხასიათდება საშვილოსნოს ყელის ზედაპირულ ეპითელიუმში პათოლოგიური უჯრედების გაჩენით. ის შეიძლება იყოს: მსუბუქი, საშუალო და მძიმე. საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის HPV (ადამიანის პაპილომავირუსი), კერძოდ, მაღალონკოგენური ქვეტიპები - HPV 16 , 18, 31 და ა.შ. საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის განვითარების პროვოცირება ასევე შეუძლია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, იმუნიტეტის დაქვეითებას, თამბაქოს მოხმარებას, რადიაციას და ა.შ. არასაკმარისი ან არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, საშვილოსნოს ყელის დისპლაზია შეიძლება გადაგვარდეს საშვილოსნოს კიბოდ.
5
რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი?
ადამიანის პაპილომა ვირუსი არის გავრცელებული ინფექცია, რომელიც ყველაზე ხშირად აზიანებს ახალგაზრდებს. გადადის ინფიცირებული ადამიანის ლორწოვან გარსთან კონტაქტით, ყველაზე ხშირად სქესობრივი კონტაქტით. არსებობს 100-ზე მეტი HPV ქვეტიპი, მათგან ზოგი იწვევს გენიტალურ მახვილწვეტიან და ბრტყელ კონდილომებს, ზოგი კი საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას და კიბოს.
6
დიაგნოსტიკა
წარმატებული მკურნალობის მთავარი პრინციპი ზუსტი დიაგნოზის დასმაა. ჟორდანიას კლინიკაში საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის იყენებენ: გინეკოლოგიურ გამოკვლევას, ვიდეო კოლპოცერვიკოსკოპიას, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერას და ლაბორატორიულ ტესტებს ( HPV გენოტიპირება, საშოს ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა - პაპ ტესტი, ქსოვილების მორფოლოგიური გამოკვლევა (ბიოფსია).
7
მკურნალობა
ჟორდანიას კლინიკაში დიაგნოზის დაზუსტებისთანავე ირჩევა საშვილოსნოს ყელის დაავადების მკურნალობის ინდივიდუალური კომპლექსური ტაქტიკა. მკურნალობის მეთოდი, იქნება ეს კონსერვატიული თუ ქირურგიული, ირჩევა დიაგნოზის, დაავადების განვითარების მიზეზების, პათოლოგიური პროცესის სიმძიმის, მისი ხანგრძლივობისა და მასთან დაკავშირებული გართულებების არსებობის მიხედვით. კონსერვატიული მკურნალობის მეთოდი გამოიყენება ინფექციებისა და ჰორმონალური დისბალანსის საკორექციოდ. ჟორდანიას კლინიკის სპეციალისტები ოპერაციულ მკურნალობას თანამედროვე სტანდარტებით: ლაზერული და რადიოტალღური მეთოდებით ახორციელებენ. ეს მეთოდები საშუალებას გვაძლევს კონდილომები, პაპილომები, პოლიპები, და დისპლაზია აღმოვფხვრათ ეფექტურად, ნაწიბურების გარეშე, რადგან სპეციალისტს შეუძლია ზუსტად განსაზღვროს ექსპოზიციის სიღრმე ჯანსაღი ქსოვილის შეხებისა და დაზიანების გარეშე. ეს საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად დავზოგოთ ქალის რეპროდუქციული ორგანოები.
8
რეაბილიტაცია
ჟორდანიას კლინიკაში ვიყენებთ თანამედროვე აპარატურას, რაც საშუალებას გვაძლევს ოპერაციები ჩავატაროთ იუველირული სიზუსტით. ეს ოპერაციები საჭიროებს ხანმოკლე რეაბილიტაციას. პროცედურის დამთავრების შემდეგ პაციენტები იმავე დღეს ტოვებენ კლინიკას და არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას.
9
მე ჯანმრთელი ვარ
ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა ინტიმურ სფეროში, ეს გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჟორდანიას კლინიკის სპეციალისტები და ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ეფექტურად მოიპოვოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა.
1
სიმპტომები- უხვი პათოლოგიური გამონადენი საშოდან უსიამოვნო სუნით, სისხლის ან ჩირქის მინარევებით;
- დისკომფორტი და ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
- სისხლიანი გამონადენი საშოდან სქესობრივი აქტის შემდეგ.
2
საშვილოსნოს ყელის ჭეშმარიტი ეროზია3
საშვილოსნოს ყელის ექტროპიონი4
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია5
რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი?6
დიაგნოსტიკა7
მკურნალობა8
რეაბილიტაცია9
მე ჯანმრთელი ვარზედმეტად არ გამკაცრდეს
Კონსულტაცია
მიმართულების სპეციალისტები
ჩვენი სპეციალისტები ურთიერთობენ 5 ენაზე
კითხვა-პასუხი
მკურნალობის სწორი მეთოდის შერჩევითა და დროული მონიტორინგით, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის საშვილოსნოს ყელის კიბოდ გადაგვარების პრევენცია შესაძლებელია.
პაპილომავირუსული დაზიანების გამოვლენისას, სწორი მკურნალობის მეთოდის შესარჩევად, ჟორდანიას კლინიკის გინეკოლოგები ნიშნავენ დამატებით ტესტებს: HPV-ის გენოტიპირებასა და ტესტებს ინფექციებზე. HPV-ის დროული დიაგნოსტირებით მისი სწორი მართვა შესაძლებელია. ამის შემდეგ კი ქალს მხოლოდ წელიწადში ერთხელ სჭირდება საშვილოსნოს ყელის მონიტორინგი.
HPV-ის პირველი სიმპტომები ლორწოვან გარსზე ვლინდება ინფიცირებიდან 3-6 თვის შემდეგ.
ადამიანის პაპილომავირუსი გადაეცემა სქესობრივი გზით, ლორწოვან გარსებთან კონტაქტის მეშვეობით.
Human papillomavirus is transmitted sexually and by contact through the mucous membranes
ჟორდანიას კლინიკა არის რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 60 წელზე მეტი გამოცდილებით.
ჟორდანიას კლინიკა არის უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ცენტრი. კლინიკამ თავისი საქმიანობა დაიწყო პროფესორ ჟორდანიას მიერ 1958 წელს დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ამიტომ, ჩვენი 60 წელზე მეტი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ IVF პროგრამები 80%-ზე მეტი ეფექტურობით.