შეწყვეტილი ორსულობა

შეწყვეტილი ორსულობა არის ნაყოფის განვითარების თვითნებითი შეწყვეტა მუცლადყოფნის პერიოდში. ყველაზე ხშირად ეს ორსულობის ადრეულ ეტაპზე ხდება, მაგრამ შესაძლებელია მეორე და მესამე ტრიმესტრშიც შეწყდეს ორსულობა. ჟორდანიას კლინიკაში ამ პათოლოგიას სწრაფად და ეფექტურად, მაღალექსპერტულ დონეზე მკურნალობენ.

1#

საქართველოსმისამართი 1

თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქუჩა #1

2#

საქართველოსმისამართი 2

ვაკე, ი.მოსაშვილის ქუჩა 12

ჩვენ ერთად გავივლით ამ გზას პრობლემის აღწერა

1

სიმპტომები

  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
  • სისხლიანი გამონადენი საშოდან, ზოგჯერ ტკივილის დართვით;
  • ტოქსიკოზის უეცარი გაქრობა;
  • ტემპერატურის მატება, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
  • ნაყოფის მოძრაობის შეწყვეტა (თუ ორსულობის ვადა დიდია).

2

ფაქტორები

შეწყვეტილი ორსულობის მიზეზები ძალიან განსხვავებულია. ადრეულ ვადაზე ორსულობის შეწყვეტის უმთავრესი მიზეზი გენეტიკური პათოლოგიებია. ასევე შეიძლება იყოს:

  • ენდოკრინული სისტემის დისფუნქცია (კერძოდ, ჰორმონალური დისბალანსი);
  • დედის რეპროდუქციული სისტემის ორგანოების განვითარების ანომალიები;
  • ინფექციური დაავადებები;
  • ორგანიზმის ინტოქსიკაცია - თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება;
  • ძლიერი სტრესი და ნერვული შოკი;
  • სისხლის შედედების დარღვევით მიმდინარე პათოლოგიები

3

დიაგნოსტიკა

შეწყვეტილი ორსულობის დიაგნოზის დადგენის მიზნით, ჟორდანიას კლინიკის გინეკოლოგები ატარებენ რამდენიმე კვლევას: აგროვებენ დაავადების ანამნეზს , სინჯავენ გინეკოლოგიურ სავარძელზე, აკეთებენ ექოსკოპიურ გამოკვლევას და ლაბორატორიულ ანალიზებს. თუ პირველ ექოსკოპიურ კვლევაზე შეუძლებელია შეწყვეტილი ორსულობის დიაგნოზის დადასტურება, ხდება დინამიკაში დაკვირვება და ექოსკოპიური მონიტორინგი.

4

მკურნალობა

დიაგნოზის დადასტურების შემდეგ ირჩევა მკურნალობის კომპლექსური მეთოდი, თითოეული სამედიცინო შემთხვევა უნიკალურია და მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საშვილოსნოს ღრუს გათავისუფლება შეწყვეტილი ორსულობისგან თუ ეს ბუნებრივად არ მოხდა. ორსულობის ადრეულ ვადაზე შეწყვეტისას ინიშნება მედიკამენტოზური აბორტი. შედარებით დიდ ვადაზე შეწყვეტისას კი რეკომენდებულია ჩატარდეს საშვილოსნოს ღრუს კიურეტაჟი ან ვაკუუმექსტრაქცია.

5

რეაბილიტაცია

ჟორდანიას კლინიკაში ვიყენებთ თანამედროვე აპარატურას. ეს საშუალებას გვაძლევს იუველირული სიზუსტით ჩავატაროთ ოპერაციები, რომელიც არ საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას. პოსტოპერაციულად პაციენტები 2 საათში ეწერებიან ბინაზე. განსაზღვრული დროის შემდეგ, რეკომენდებულია ულტრაბგერითი მონიტორინგი ისეთი გართულებების გამოსარიცხად, როგორებიცაა: სანაყოფე პარკის ქსოვილის ნარჩენების არსებობა საშვილოსნოს ღრუში, ინფექციის გავრცელება და სხვა. შეწყვეტილი ორსულობა ასევე დიდ ზიანს აყენებს ქალის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ამიტომ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური და გონებრივი რეაბილიტაცია. რეკომენდაციას ვუწვეთ პროფესიონალურ ფსიქოლოგიურ დახმარებას, რომელიც ჟორდანიას კლინიკაში მარტივად არის ხელმისაწვდომი . მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიურად მზად იქნებით თქვენ და თქვენი პარტნიორი, შეგიძლიათ დაგეგმოთ ორსულობა.

6

მე ჯანმრთელი ვარ

ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა ინტიმურ სფეროში, ეს გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჟორდანიას კლინიკის სპეციალისტები და ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ეფექტურად მოიპოვოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა.

>

ზედმეტად არ გამკაცრდეს

Კონსულტაცია

    მიმართულების სპეციალისტები

    ჩვენი სპეციალისტები ურთიერთობენ 5 ენაზე

    • ქეთევან ჯინჯოლავა

      11 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ქირურგი, ექიმი

    • ეთერი მარგალიტაძე

      7 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, ექიმი

    • თამუნა გოგოლაძე

      17 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

    • ქეთევან მანჯგალაძე

      14 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ექიმი, მედიცინის დოქტორი

    • მაკა ჯორბენაძე

      15 წლები
      გამოცდილება

      რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

    კითხვა-პასუხი

    ჟორდანიას კლინიკაში გინეკოლოგური კაბინეტი აღჭურვილია კომფორტული გინეკოლოგიური სკამებით, გამოკვლევისას ექიმი იყენებს სპეციალურ ერთჯერად ინსტრუმენტებს, რომლებიც არ იწვევს დისკომფორტს და ტკივილს.

    სამწუხაროდ, ეს პათოლოგია საკმაოდ გავრცელებული და აქტუალურია. სტატისტიკის მიხედვით, დაგეგმილ ორსულობათა დაახლოებით 10-15% წყდება.

    დაორსულებამდე რეკომენდებულია მავნე ჩვევების (ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყენება) გამორიცხვა, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია, გამოკვლევა ინფექციური და ანთებითი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ და პრეკონცეპტუალური ვიტამინოთერაპია, როგორც ქალთან, ასევე მამაკაცთან.

    ჟორდანიას კლინიკა არის რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 60 წელზე მეტი გამოცდილებით.

    ჟორდანიას კლინიკა არის უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ცენტრი. კლინიკამ თავისი საქმიანობა დაიწყო პროფესორ ჟორდანიას მიერ 1958 წელს დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ამიტომ, ჩვენი 60 წელზე მეტი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ IVF პროგრამები 80%-ზე მეტი ეფექტურობით.

    2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
    Чат с менеджером