და ჩვენ
მალე დაგიკავშირდებით
კლინიკის შესახებ
ცენტრის ისტორია
- ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მსოფლიოში პირველი დაწესებულებაა (დაარსებულია 1958 წელს პროფესორ იოსებ ჟორდანიას მიერ), რომელმაც დაიწყო თავისი საქმიანობა რეპროდუქტოლოგიის სფეროში.
- მისი არსებობის მანძილზე ინსტიტუტში სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი. დღესდღეობით ის წარმოადგენს რეპროდუქტოლოგიის ეროვნულ ცენტრს საქართველოში.
-
პროფესორ იოსებ ჟორდანიას მიერ დასახული მიზანი და ამოცანები წინ უსწრებდა თავის ეპოქას და დღემდე წარმოადგენს ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად პროგრამას.
დღეს არსებული პრაქტიკულად ყველა იმ წარმატებული ქართული კლინიკისა და ექიმის ცოდნა, გამოცდილება, ინოვაციები, რომელიც თავიანთ მოღვაწეობას რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ახორციელებს, უკავშირდება ჟორდანიას ინსტიტუტის სახელს. - ჟორდანიას კლინიკა გვევლინება ერთ-ერთ პირველ, წამყვან სპეციალიზებულ ცენტრად ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილი თანამედროვე მეთოდების, დიაგნოსტიკური კვლევებისა და მრავალწლიანი გამოცდილების სინთეზი უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა. პროფესიონალი ექიმების გუნდი თითოეულ პაციენტს უწევს მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას, მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებისა და პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით.
-
ჟორდანიაში ხელმისაწვდომი მკურნალობის პროგრამები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა, საოფისე გინეკოლოგია, ენდოსკოპიური ქირურგია, საბავშვო გინეკოლოგია, გენეტიკა, მამოლოგია, დერმატოლოგია, სრულფასოვანი ლაბორატორიული კვლევები, გენეტიკური კვლევები. - აქ დანერგილ იქნა უნაყოფობის, ე.ი. უშვილობის მკურნალობის უსაფრთხო, ეფექტური და წარმატებული თანამედროვე მეთოდები ემბრიოლოგებისა და ექიმების მაღალკვალიფიციური გუნდის მონაწილეობითა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით:
- საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება, ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი და დიაგნოზი.
- ინ ვიტრო განაყოფიერება კვერცხუჯრედის, სპერმის დონორისა და სუროგატი დედის მონაწილეობით, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე.
- საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად, გართულებების რისკის მინიმუმამდე შემცირებისა და ეფექტიანი მკურნალობის მიზნით, რასაც მივყავართ სასურველ ორსულობამდე.
ინ ვიტრო განაყოფიერება
- ინ ვიტრო განაყოფიერება კვერცხუჯრედის, სპერმის დონორისა და სუროგატი დედის მონაწილეობით, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე.
ჩვენს შესახებ ციფრებში
0+
წელი რეპროდუქციული ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული მუშაობის
0+
IVF ციკლი ყოველთვიურად
0% +
IVF-ის წარმატებულობის კოეფიციენტი
0+
ბავშვი „IVF“ პროგამების წყალობით დაბადებული
ჩვენი გუნდი
რატომ ჩვენ
ყველაფერი ერთ კლინიკაში
კომფორტი და საიმედოობა
ლოიალობის პროგრამა
ოოციტების დონორთა უმსხვილესი ბაზა კავკასიაში
უახლესი ტექნოლოგიები
საუკეთესო სპეციალისტები
ფინანსური გამჭვირვალობა
მონიტორინგი
ჩაეწერეთ რეპროდუქტოლოგთან
ონლაინ-კონსულტაციაზე
მკურნალობის მეთოდები
ინსემინაცია
IVF
IVF
კვერცხუჯრედის
დონორობით
ICSI
TESE
PGS / PGD
კრიოკონსერვაცია
სუროგაცია და
დონაცია
ორსულობის
მოვლა
FERTILITY
PRESERVATION
მნიშვნელოვანია იცოდეთ
პოპულარული პროგრამები
რატომ ირჩევენ საქართველოს
1
მომსახურების ღირებულება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია...
2
ლოიალური კანონმდებლობა, რომელიც გარანტირებს ბავშვზე ჩვენი კლიენტების 100%-იან უფლებას...
3
ამ მაღალმთიანი ქვეყნის ეკოლოგია მისი სუფთა ჰაერითა და წყლით თქვენს შვილს გოლიათური ჯანმრთელობით დაასაჩუქრებს...
4
ქართველი ქალების მენტალიტეტი და ცხოვრების წესი გამორიცხავს დამღუპველ ჩვევებზე დამოკიდებულებას...
გამოხმაურებები ჩვენს შესახებ
ჩაეწერეთ რეპროდუქტოლოგთან
ონლაინ-კონსულტაციაზე
ხშირად დასმული კითხვები
ინ ვიტრო განაყოფიერება გახლავთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომელიც უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე, უსაფრთხო და უკვე რუტინული მეთოდია. ეს მეთოდი პირველად 1978 წელს დაინერგა მედიცინაში და მას შემდეგ უფრო და უფრო იხვეწება. ამ დროს კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა ხდება არა ფალოპის მილში, არამედ სპეციალურ სინჯარაში.
თუ ერთწლიანი, რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ფონზე არ დგება ორსულობა, წყვილი ითვლება უნაყოფოდ. მისი მიზეზი შეიძლება იყოს მამაკაცისმიერი, როდესაც სპერმა არ არის სრულფასოვანი და ქალისმიერი, როდესაც რეპროდუქციული ტრაქტის რომელიმე სტრუქტურა ვერ ასრულებს ფიზიოლოგიურ ფუნქციას. ასევე არსებობს უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობა. უნაყოფობის პრობლემის დასაძლევად, ინ ვიტრო განაყოფიერება გახლავთ ყველაზე ეფექტური მეთოდი.
თავდაპირველად ხდება საკვერცხის მომზადება, კერძოდ მისი სტიმულაცია, იმისათვის რომ გაიზარდოს ფოლიკულები და მომწიფდეს კვერცხუჯრედები. როდესაც ფოლიკულები მიაღწევს ზღვრულ მაჩვენებელს, სპეციალური კათეტერით შედიან თითოეულ ფოლიკულში და იღებენ ფოლიკულურ სითხეს. სითხე იგზავნება ლაბორატორიაში კვერცხუჯრედების მოძიების მიზნით. მათი მოძიების შემდეგ ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება სპერმატოზოიდით. არსებობს განაყოფიერების ორი გზა. პირველი, როდესაც სინჯარაში განაყოფიერების პროცესი ბუნებრივის იდენტურია. ათასობით სპერმატოზოიდი ცდილობს კვერცხუჯრედში შეღწევას. ხოლო მეორე, როდესაც ემბრიოლოგს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში ხელოვნურად შეყავს ერთი სპერმატოზოიდი. განაყოფიერების შემდეგ ყალიბდება ზიგოტა. ზიგოტა განვითარების მესამე დღისთვის აღწევს მორულას, ხოლო მეხუთე დღისთვის ბლასტოცისტის სტადიას. სწორედ მესამე და მეხუთე დღეებში ხდება ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა და/ან გაყინვა.
ICSI - სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია. ეს პროცედურა ინ ვიტრო სპეციალისტს საშუალებას აძლევს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში შეიყვანოს ყველაზე ჯანსაღი სპერმატოზოიდი.
Assisted Hatching - დახმარებით “გამოჩეკვა”. ამ პროცედურის დროს ემბრიოლოგი ხელოვნურად არღვევს მბრწყინავ გარსს, იმისავის რომ გამარტივდეს განაყოფიერების პროცესი.
კრიოპრეზერვაცია - რიგ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება ან უბრალოდ პაციენტის სურვილი, ხდება ემბრიონის გაყინვა. მათი გამოყენება მომავალშიც თავისუფლად არის შესაძლებელი.
FET - ემბრიონის გალღობა - გადატანა.
PGS - პრეიმპლანტური გენეტიკური სკრინინგი - ემბრიონის ანალიზი ქრომოსომული პათოლოგიების გამოსავლენად, რომელიც კეთდება საშვილოსნოს ღრუში გადატანამდე.
ასაკობრივი ცვლილებების, სხვადასხვა დაავადებისა და ზოგიერთი მკურნალობის მეთოდის (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ქირურგიული ჩარევა) შედეგად ქალის რეპროდუქციულ სისტემაში, კერძოდ საკვერცხეში მიმდინარეობს პროცესები, რის შედეგადაც მას აღარ აქვს რესურსი წარმოქმნას და მოამწიფოს კვერცხუჯრედი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კვერცხუჯრედის დონორის გამოყენება. რაც შეეხება მამაკაცს, სხვადასხვა მავნე ჩვევა, ფიზიკური დატვირთვა, ზოგიერთი მკურნალობის მეთოდი (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ქირურგიული ჩარევა) აუარესებს სპერმის ხარისხობრივ მაჩვენებელს, კერძოდ სპერმატოზოიდების საერთო რაოდენობას, მოძრაობის უნარს, მორფოლოგიურ მახასიათებელს, ლიკოფრაქციას, სიბლანტეს, აგლუტინაციას და ლეიკოციტების შემცველობას. ასევე, თუ ქალს არ ყავს პარტნიორი, თუ ეს მისთვის ეთიკურად მისაღებია, რეკომენდებულია დონორის სპერმის გამოყენება. სუროგატი დედის ჩართულობა განპირობებულია ქალის საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემებით.
სისხლდენა, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების (შარდის ბუშტი,სწორი ნაწლავი, საშვილოსნო, საშვილოსნსო ყელი) დაზიანება, აღმავალი ინფექცია, პერიტონიტი, საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, საკვერცხის შემოგრეხა, მრავალნაყოფიანი ორსულობა, ექტოპიური ორსულობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული გართულებები შემთხვევათა მცირე პროცენტში გვხვდება.
დღესდღეობით ინ ვიტრო განაყოფიერების გზით 5 მილიონამდე ბავშვია დაბადებული. იგი ხელმისაწვდომი და ეფექტური მეთოდია.
წარსულში ექიმები რეკომენდაციას უწევდნენ რამდენიმე ემბრიონის გადატანას საშვილოსნოს ღრუში, იმისათვის, რომ გაეზარდათ დაორსულების შანსი. დღესდღეობით მრავალნაყოფიანი ორსულობის პოტენცუირი რისკების გამო, ერთ ცდაზე ორ ემბრიონზე მეტის გადატანა არ არის რეკომენდებული. ინ ვიტრო ციკლიდან მიღებული დანარჩენი ემბრიონები უნდა გაიყინოს და შეინახოს შემდგომი გამოყენებისთვის.
ემბრიოლოგიური ტექნოლოგიების დახვეწამდე, გამომღვალი ემბრიონის გადატანის შედეგად დამდგარი ორსულობის სიხშირე გაცილებით ნაკლები იყო, რადგან გამოლღობის პროცესში ემბრიონი ზიანდებოდა. დღესდღეობით, როდესაც ემბრიოლოგიურ პრაქტიკაში დანერგილია ვიტრიფიკაციის მეთოდი(წყლის კონვერსია მყარ მდგომარეობაში ძალიან სწრაფი გაყინვის მეთოდით კრისტალების ფორმაციის გარეშე), ემბრიონების >90 % წარმატებით გამოლღვება. რაც იმას ნიშნავს რომ გაუყინავი და გამომღვალი ემბრიონების წარმატების მაჩვენებლები ერთმანეთს უტოლდება.
ემბრიონის გაყინვა საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ გენეტიკური კვლევები ქრომოსომული პათოლოგიების დიაგნოსტირების მიზნით და შევარჩიოთ ყველაზე ჯანსაღი ემბრიონი, რათა ამ კუთხითაც გავზარდოთ დაორსულების შანსი. ამასთან ერთად, შეიძლება ქალის ჰორმონალური სტატუსი არ იყოს სახარბიელო ემბრიონის გადატანისთვის. ემბრიონის გაყინვა კი გვაძლევს საშუალებას ქალის ორგანიზმი მოვამზადოთ სათანადოდ.
IVF პროცედურების უმეტესობა მარტივია და ხორციელდება ამბულატორიულ დონეზე. მიუხედავად იმისა რომ, რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა, პაციენტთა უმეტესობა მეორე დღესვე უბრუნდება აქტიური ცხოვრების რიტმს. მომდევნო მენსტრუალური ციკლიდან კი ფიზიკური დატვირთვაც არის შესაძლებელი. თუ ხდება ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში, მშვიდი, მაგრამ არა პასიური, ცხოვრების წესია რეკომენდირებული.