სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

უშვილო პაციენტების მხარდაჭერა – ჟორდანიას კლინიკის ახალი ინიციატივა

როგორ ეხმარება პაციენტი პაციენტს ინ ვიტრო განაყოფიერების გზის გასავლელად

 

ჟორდანიას კლინიკამ ევროპის და აშშ-ში არსებული  აპრობირებული და ეფექტური გამოცდილების გაზიარებით, კლინიკაში პაციენტის მრჩეველის მცნება შემოიტანა (ეწ ფერთილითი ქოუჩი)  ეს არის პაციენტი, რომელიც გირჩევთ,უკვე გამოცდილი პრაქტიკით როგორ წარმატებით გაიაროთ ეს გზა  მიზნის მისაღწევად.

ეს წამოწყება ძალიან საინტერესო და ახალია ამ სფეროში, ყოველკვირეულად საინტერესო პირადი გამოცდილებით გაზიარებული რჩევები, რეკომენდაციები ახლა უკვე პაციენტების მხრიდან.

„პაციენტებს სჭირდებათ მხარდაჭერა.  მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გასათვალისწინებელია, ისინი ბრძოლაში ერთვებიან , რაც ითვალისწინებს უნაყოფობის დამარცხებას უმეტეს შემთხვევაში , სადაც პაციენტი და ექიმი ერთად იბრძვის. ამ გზის გაკვალვაში მათ ექიმთან ერთად სხვა თანამოზიარე ესჭიროებათ და ეს თუ პაციენტია, რომელმაც ეს გზა გაიარა , საუკეთესო მხარდაჭერაა მიზნის მისაღწევად. ძალიან მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ექიმებმა პაციენტებთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ და ვთვლით, ძალიან დიდი და დასაფასებელი ინტერესია პაცენტების მხრიდან ამ საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა. ‘’ აცხადებს ჟორდანიას კლინიკის კლინიკური დირექტორი, მეან-გინეკოლოგი რეპროდუქტოლოგი, ნანა ჯანელიძე- ყურაშვილი

ჟორდანიას კლინიკა ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ, საინტერესო სტატიებს და ლაივ ჩართვებს, რომლის მეშვეობითაც პაციენტები თავად მისცემენ დამატებით რჩევებს და გაუზიარებენ გამოცდილებას პრეპარატების მიღების, გეგმიური მონიტორინგის ცხოვრების წესის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ასევე, ჟორდანიას კლინიკა მზად არის ყველა მსურველ წყვილს მისცეს საშუალება მათი პირადი გამოცდილების  გაზიარებით  მხარდაჭერა დაუფიქსიროს სხვა წყვილებს  

წერილები და ბლოგები თქვენი ისტორიებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით :   info@zhordaniaclinic.ge

მის: დიღომი, ლუბლიანას 5/ ჩაჩავას 1

ტელ : 2  99 08 53

 

 

 

 

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53