სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

ენდომეტრიოზი და უნაყოფობა - მკურნალობა ჟორდანიას კლინიკაში

ენდომეტრიოზი გახლავთ კომპლექსური გინეკოლოგიური დაავადება, რომელიც ვლინდება ძირითადათ რეპროდუქციული ასაკის ქალებში გავრცელებით,რიგ შემთხვევაში მიმდინარეობს ასიმპტომურად,მაგრამ ძალიან ხშირად მნიშვნელოვანად აისახება ქალის ფსიქიკურ,მენტალურ  მდგომარეობაზე,შრომისუნარიანობის ხარისხზე.

ენდომეტრიოზის გავრცელება ქალთა პოპულაციაში ზოგადად 5-10% შეადგნს.შემთხვევათა 50%-ში პროგრესირებადი დაავადებაა.ქალებში მენჯის ქრ ტკივილის სინდრომით ენდომეტრიოზი 33%ზე მეტ შემთხვევაში დიაგნოსტირდება

ენდომეტრიოზი უნაყოფობის გამომწვევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოაადგენს.

ქალის უნაყოფობისას  ის  -30-50% შემთხვევაში   დიაგნოსტირდება

დაავადების სიპტომები და კლინიკური ნიშნები არასპეციფიურია.სისხლის შრატში ბიოქიმიური მარკერები არ ხასიათდებიან მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულებით

ენდომეტრიოზის კლინიკური გამოვლინებებია  -ტკივილი მცირე მენჯის ღრუს საპროექციო არეში,მტკივნეული მენსტრუაცია,უნაყოფობა,დიზურია,ციკლური პარარექტალური სისხლდენა,მუდმივი- ქრ დაღლილობა.

ტკივილის სიმპტომები ხშირად არასპეციფიურია,რაც განსაზღვრავს დიაგნოზის გადავადების ალბათობას (ზოგჯერ)–12 წლითაც კი,20–50% მდე შემთხვევაში არ არსებობს სიმპტომებიც.

დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს-სადიაგნოსტიკო-მიმოხილვითი ლაპარასკოპია წარმოადგენს

ენდომეტრიოზი და უნაყოფობა

ენდომეტრიოზი უშვილობის (უნაყოფობის) გამომწვევ ერთ-ერთ წამყვან ფაქტორს წარმოადგენს.უნაყოფობის   განვითარება მრავალ ფაქტორს უკავშირდება

1.კვერცხუჯრედის ხარისხის ცვლილება2.ემბრიოგენეზის დარღვევა3.ენდომეტრიუმის რეცეფციის ცვლილება.4.ანთებითი ცვლილებების განვითარება

საკვერცხის ემდომეტრიოზის შემთხვევაში საკვერცხის ფოლიკულური რეზერვი შემცირებულია.

დაავადების გავრცლების და სიმძიმის მიხედვით განარჩევენ მსუბუქი,საშუალო და მძიმე ხარისხის ენდომეტრიოზის ფორმებს

უნაყოფობის მკურნალობა

მედიკამენტოზური მკურნალობა მოწოდებულია ტკივილით მიმდინარე ენდომეტრიოზის სამკურნალოდ,მაგრამ არა იმ ქალებში ვისაც სურს დაორსულება,ვინაიდან სამკურნალო პრეპარატები თრგუნავენ ოვულაციას.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ენდომეტრიოზისას შესაძლებელია შეთავაზებული იქნას სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ლაპარასკოპია  ენდომეტრიალური ჰეტეროტოპიების ექსციზიო-აბლაციით,ადჰეზიოლიზისით.

პაციენტები  მსუბუქი ხარისხის ენდომეტრიოზის დიაგნოზით ორსულდებიან სპონტანურადაც,თუმცა კი ქალების ამ ჯგუფში   სპონტანური ორსულობის დადგომის სიხშირე   ნაკლებია, იმ ქალებთან შედარებით ვისაც  უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობის დიაგნოზი აქვთ .ყოველ თვე დაორსულების ალბათობა 5-10%-ია, განსხვავებით ჯანმრთელ პოპულაციიისაგან  ,სადაც ორსულობის შანსი ყოველი მენსტრუაციული ციკლის დროს 25%- შეადგენს!

2 წლის მანძილზე მოცდის ტაქტიკა წარმოადგენს ამ პაციენტების მართვის სტრატეგიას თუ ასაკი არ აღემატება 35 წელს და არ არის თანდართული უნაყოფობის გამომწვევი სხვა ფაქტორებიც.

მკურნალობის ტაქტიკა შერჩეული უნდა იქნას  ყველა პაციენტის (წყვილის) შემთხვევაში ინდივიდუალურად. პაციენტები  ინფორმირებული    უნდა იყვნენ  დეტალურად, როგორც ქირურგიული მკურნალობის რისკი-სარგებლის შესახებ,ასევე  დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების(ინ ვიტრო განაყოფიერების) არსებობის შესახებ.განხილული უნდა იქნას ასევე კვერცხუჯრედის კრიოკონსერვაციის შესაძლო გამოყენება, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული მეთოდი

ოვულაციის ინდუქცია (სუპეროვულაცია)

ქალებში მსუბუქი და საშუალო ხარისხის ენდომეტრიოზითა და უნაყოფობით საკვერცხეების მეტიკამენტოზური სტიმულაცია -ოვულაციის ინდუქციით და საშვილოსშიდა ინსემინაციის გამოყენებით, ორსულობის დადგომის შანსს  გარკვეულწილად ზრდის. ინსემინაციის  წარმატება დამოკიდებულია, როგორც ქალის ასაკზე  ასევე სტიმულაციის  მეთოდზე  .ეს მაჩვენებელი  40 წლამდე ასაკის ქალებში  10-15%მდე მერყეობს!

ქალებში მსუბუქი და საშუალო ხარისხის ენდომეტრიოზით, ვისთანაც ორსულობა არ დგება 2 და მეტი წლის მანძილზე ,  რეკომენდირებულია შეთავაზებული იქნას ინ ვიტრო განაყოფიერება.

საშუალო და მძიმე ხარისხის ენდომეტრიოზის მენეჯმენტი

ამ პაციენტებს მნიშვნელოვანი შეხორცებითი პროცესი აღენიშნებათ მცირე მენჯის ღრუში.

ყოველ  თვე დაორსულების ალბათობა    ამ პაციენტებში-3%-ია!

არ არსებობს  მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ქირურგიული მკურნალობა ზრდის ფერტლობას

საკვერცხის ენდომეტრიოზის შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობისას ოვარიალური რეზერვის შემცირების რისკი არსებობს .

არ არსებობს საკმარისი რანდომიზებული კვლევები იმის შესახებ თუ მკურნალობის რომელ მეთოდს ენიჭება უპირატესობა .ქირურგიული მკურნალობას შემდგომში მოცდის ტაქტიკით  თუ  ინ ვიტრო განყოფიერებას-ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციით.დღემდე კლინიცისტების აზრი 2 ჯგუფად იყოფა .გასათვალისწიინებელია

ორივე შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობის და ქირურგიული მკურნალობის გარეშე ჩატარებული ინ ვიტრო განაყოფიერების რისკი სარგებელი(შესაძლო გართულებები)

ჟორდანიას კლინიკა

დიღომი: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

ტელ : 2 99 08 53

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53