სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

ბეიბირუმის პედიატრიული მომსახურება-ჟორდანია ჩიქოვანის კლინიკა

ჟორდანიას კლინიკის ვაკის ფილიალი გთავაზობთ BABYROOM - ის ახალ მომსახურებას პედიატრიის მიმართულებით, რომელიც მოიცავს წამყვანი პედიატრების სრულ სერვისს,  ამბულატორიულად  და ბინაზე გამოძახებით. პედიატრის მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.

სერვისი ბეიბირუმი ექიმი ნეონატოლოგების, პედიატრების და ჟორდანიას კლინიკის ერთობლივი თანამშრომლობით ჩამოყალიბდა და დაემატა ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებს.აღნიშნული სერვისი გულისხმობს ახალშობილებზე ზრუნვას- მოვლასა და მკურნალობას.

მრავალწლიანმა პროფესიულმა გამოცდილებამ, ახალშობილთა დედებთან ურთიერთობამ გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა სერვისი, სადაც პროფესიონალი ექიმებისა და ექთნების გუნდი დაეხმარებოდა, შეასწავლიდა და ინფორმაციას მიაწოდებდა ახალბედა დედას,  იმ პირველად უნარ-ჩვევებსა და მოვლის პრინციპებზე, რომელიც  საჭიროა  ახალშობილის მოვლა-ზრუნვისათვის სიცოცხლის პირველ დღეებში.

“ბეიბირუმში” თქვენ მიიღებთ პროფესიონალი ექიმებისა და ექთნების  მხარდაჭერას,  სახელმძღვანელო მითითებებს მშობლებისათვის, რათა იყოთ თავდაჯერებული, შეიძინოთ და გაიმყაროთ აუცილებელი უნარ-ჩვევები, დარწმუნებული იყოთ საკუთარ გადაწყვეტილებებში თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან  პერიოდში.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

ჟორდანია ჩიქოვანის კლინიკა :  ტელ : 2 24 32 32 

 

 

 

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53
Чат с менеджером