ბეიბირუმის პედიატრიული მომსახურება-ჟორდანია ჩიქოვანის კლინიკა
Გამოქვეყნების თარიღი: 23.05.2022
ჟორდანიას კლინიკის ვაკის ფილიალი გთავაზობთ BABYROOM – ის ახალ მომსახურებას პედიატრიის მიმართულებით, რომელიც მოიცავს წამყვანი პედიატრების სრულ სერვისს, ამბულატორიულად და ბინაზე გამოძახებით. პედიატრის მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.
სერვისი ბეიბირუმი ექიმი ნეონატოლოგების, პედიატრების და ჟორდანიას კლინიკის ერთობლივი თანამშრომლობით ჩამოყალიბდა და დაემატა ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებს.აღნიშნული სერვისი გულისხმობს ახალშობილებზე ზრუნვას- მოვლასა და მკურნალობას.
მრავალწლიანმა პროფესიულმა გამოცდილებამ, ახალშობილთა დედებთან ურთიერთობამ გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა სერვისი, სადაც პროფესიონალი ექიმებისა და ექთნების გუნდი დაეხმარებოდა, შეასწავლიდა და ინფორმაციას მიაწოდებდა ახალბედა დედას, იმ პირველად უნარ-ჩვევებსა და მოვლის პრინციპებზე, რომელიც საჭიროა ახალშობილის მოვლა-ზრუნვისათვის სიცოცხლის პირველ დღეებში.
“ბეიბირუმში” თქვენ მიიღებთ პროფესიონალი ექიმებისა და ექთნების მხარდაჭერას, სახელმძღვანელო მითითებებს მშობლებისათვის, რათა იყოთ თავდაჯერებული, შეიძინოთ და გაიმყაროთ აუცილებელი უნარ-ჩვევები, დარწმუნებული იყოთ საკუთარ გადაწყვეტილებებში თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან პერიოდში.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ჟორდანია ჩიქოვანის კლინიკა : ტელ : 2 24 32 32
