ორსულობის დაგეგმვა
ორსულობის დაგეგმვა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მომავალი მშობლებისთვის. აუცილებელია ამ საკითხის სწორად დაგეგმვა. ჟორდანიას კლინიკის სპეციალისტები მზად არიან დაგეხმარონ სწორად დაგეგმოთ ორსულობა და მოემზადოთ მომავალი მშობლობისთვის.

ჩვენ ერთად გავივლით ამ გზას პრობლემის აღწერა
1
საიდან უნდა დაიწყოს ქალმა?
ორსულობის დაგეგმვისას აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. პირველ რიგში წყვილმა უნდა გაიაროს გინეკოლოგის/რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია, ჩაიტაროს მის მიერ რეკომენდირებული კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები.
2
საიდან დავიწყოთ მამაკაცისთვის?
მამაკაცს რეკომენდებულია უროლოგის კონსულტაცია და სპერმოგრამის გავლა, ასევე ზოგადი სისხლის ანალიზი, შაქრის ანალიზი, კოაგულოგრამა და თერაპევტის კონსულტაცია.
3
ფაქტორები
რეკომენდირებულია გამოირიცხოს მავნე ჩვევები: მოწევა, ალკოჰოლი, ყურადღება მიექცეს ჯანსაღ კვებას და ცხოვრების სწორ რითმს.
4
რეკომენდირებულია
ორსულობის დადგომამდე სასურველია გაკონტროლდეს წონა, შემცირდეს ფიზიკური დატვირთვა.
5
პროგრამები
ჟორდანიას კლინიკაში დანერგილია ორსულობის დაგეგმვის სხვადასხვა პროგრამა. ჟორდანიას კლინიკის სპეციალისტები სწორად შეგირჩევენ თქვენზე მორგებულ პროგრამას.
6
იმ შემთხვევაში თუ ორსულობა არ დგება!
იმ შემთხვევაში თუ სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში წყვილთან არ დგება ორსულობა, სასურველია მიმართოთ რეპროდუქტოლოგს.
7
მე ბედნიერი ვარ
ქალისთვის ორსულობის დაგეგმვა და ბავშვის დაბადება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. სწორედ ამიტომ ჟორდანიას კლინიკის სპეციალისტები განსაკუთრებული მიდგომებით უწევენ მეთვალყურეობას პაციენტის ორსულობას მთელი 9 თვის განმავლობაში, ზრუნავენ ორსულის და მომავალი ახალშობილის ჯანმრთელობაზე.
1
საიდან უნდა დაიწყოს ქალმა?2
საიდან დავიწყოთ მამაკაცისთვის?3
ფაქტორები4
რეკომენდირებულია5
პროგრამები6
იმ შემთხვევაში თუ ორსულობა არ დგება!7
მე ბედნიერი ვარზედმეტად არ გამკაცრდეს
Კონსულტაცია
მიმართულების სპეციალისტები
ჩვენი სპეციალისტები ურთიერთობენ 5 ენაზე
კითხვა-პასუხი
ყველაფერი ინდივიდუალურია. მაგრამ ითვლება, რომ უმჯობესია ორსულობა დაგეგმოთ ზაფხულის შემდეგ, რადგან ორგანიზმი დაბალანსებულია ვიტამინებით
უმჯობესია შეინახოთ კალენდარი და ინტიმური ურთიერთობა მოსალოდნელი ოვულაციის თარიღამდე.
ჟორდანიას კლინიკა არის რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 60 წელზე მეტი გამოცდილებით.
ჟორდანიას კლინიკა არის უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ცენტრი. კლინიკამ თავისი საქმიანობა დაიწყო პროფესორ ჟორდანიას მიერ 1958 წელს დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ამიტომ, ჩვენი 60 წელზე მეტი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ IVF პროგრამები 80%-ზე მეტი ეფექტურობით.