ექსტრაკორპორალური განაყოფიერება

ექსტრაკორპორალური განაყოფიერება არის - უნაყოფობის მკურნალობის ეფექტური მეთოდი, რომლის დროსაც ზოგიერთი ეტაპი ქალის ორგანიზმის გარეთ მიმდინარეობს. ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდი გულისხმობს კვერცხუჯრედების შეგროვებას, მამაკაცის სპერმის აღებას და უჯრედების განაყოფიერებას სპეციალურ პირობებში, რის შემდეგაც ემბრიონები გარკვეულ მომენტში გადააქვთ ქალის საშვილოსნოს ღრუში.

როგორ გავხდეთ მშობლები

ბედნიერი ოჯახისთვის ბავშვის დაბადება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. უნაყოფობა, ბევრი წყვილისთვის, ჟღერს, როგორც მძიმე დიაგნოზი და განაჩენი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 48 მილიონი წყვილი უნაყოფოა. ჟორდანიას კლინიკაში თანამედროვე რეპროდუქტოლოგიური ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ეს პრობლემა გადაიჭრას 80%-ზე მეტი ეფექტურობით, კომფორტით და უსაფრთხოდ

ეტაპი 1 რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია, უნაყოფობის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტიკა, მკურნალობის მეთოდის არჩევა, გამოკვლევა პროგრამის დაწყებამდე

ეტაპი 2 ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდის შერჩევა, ორსულობის დადასტურება, დიდი ხნის ნანატრი ბავშვის დაბადება

ჩვენება

ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდი რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ ქალს და/ან მამაკაცს დაუდგინდა უნაყოფობის დიაგნოზი. ქალის უნაყოფობის ფაქტორებია: მილებით გამოწვეული უნაყოფობა; ენდომეტრიოზი; ასაკობრივი ცვლილებები; საშვილოსნოსთან დაკავშირებული უნაყოფობა; ცერვიკალური უნაყოფობა. მამაკაცის უნაყოფობის ფაქტორებია: სპერმატოზოიდების დაბალი აქტივობა და ხარისხი. აუხსნელი უნაყოფობა.

უკუჩვენება

ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობისას აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა ყველა პაციენტან, უკუჩვენებაც განიხილება ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე.

რა განაპირობებს წარმატებულ ინ ვიტროს?

ერთ მენსტრუალურ ციკლში დაორსულების ბუნებრივი შანსი არის დაახლოებით 20%, თუ წყვილი ჯანმრთელია. ჟორდანიას კლინიკაში თანამედროვე რეპროდუქტოლოგიური მეთოდებით მკურნალობა ზრდის დაორსულების შანსს. აღნიშნული მეთოდის წარმატება დამოკიდებულია მშობლების ჯანმრთელობაზე, ქალის ჰორმონალურ ფონზე, ფსიქოლოგიურ განწყობაზე.

პროგრამის ხანგრძლივობა

პროგრამის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 2-4 კვირაა.

ვამსხვრევთ შიშებს და მითებს მითებისა და შიშების გადასართავად გამოიყენეთ ღილაკები

  • 1

    ჯერ კიდევ ბევრი დრო მაქვს თუ სქესობრივი ცხოვრების ერთი წლის განმავლობაში წყვილთან არ დგება ორსულობა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგს. ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი წყვილისთვის, ამიტომ სპეციალისტთან დროული ვიზიტი ძალიან დიდ როლს ასრულებს

  • 2

    რამდენი მცდელობა შეგიძლიათ გააკეთოთ? ყველაფერი ინდივიდუალურია.

  • 3

    ინ ვიტრო განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვი არ იქნება ისეთი, როგორც სხვა ბავშვები ეს არის მითი, რადგან ყველა პროცესი ერთნაირად ხდება. ერთი ან რამდენიმე ეტაპი მიმდინარეობს ქალის ორგანიზმის გარეთ, ამიტომ ბავშვები იბადებიან ზუსტად ისეთივე, როგორც ბუნებრივი განაყოფიერებისას.

  • 4

    ინ ვიტრო განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვები უფრო არაჯანსაღნი და არც ისეთი ძლიერები არიან, როგორც სხვა ბავშვები ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ყველა პროცესი ერთნაირად მიმდინარეობს. ერთი ან რამდენიმე ეტაპი ხდება ქალის ორგანიზმის გარეთ, ამიტომ ბავშვები იბადებიან ზუსტად ისეთივე, როგორც ბუნებრივი განაყოფიერებისას.

  • 5

    ჰორმონები, რომლებიც გამოიყენება ოვულაციის სტიმულირებისთვის, მავნეა, წონაში მოვიმატებ და ცუდად გამოვიყურები ეს მითია, ვინაიდან ჰორმონები შეირჩევა ინდივიდუალურად და ისინი ქალის ორგანიზმში გამოყოფილი ჰორმონების ანალოგიურია.

ჩვენ ერთად გავივლით ამ გზას როგორ არის IVF

1

მომზადება

ანალიზები ჰორმონებზე (ესტრადიოლი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH), პროლაქტინი, პროგესტერონი, მალუთეინიზებელი და სომატოტროპული ჰორმონები, ანდროგენები, აგრეთვე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები);
გინეკოლოგიური გამოკვლევა (ნაცხი ფლორაზე, ცერვიკალური არხის შიგთავსის ციტოლოგიური ანალიზი);
ულტრაბგერითი გამოკვლევა ანალიზები ინფექციებზე (ურეთაპლაზმა, გარდნერელა, ქლამიდია, გონოკოკები, მიკოპლაზმები, ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) და ციტომეგალოვირუსი (CMV), აივ, სიფილისი, ტოქსოპლაზმოზი, ანტისხეულები წითურას ვირუსის მიმართ);
სისხლის ანალიზები (საერთო, ბიოქიმიური, გლუკოზაზე, ჰემოსტაზი და ა.შ.) და შარდის ანალიზი (საერთო);
მამაკაცისთვის - სპერმოგრამის ჩაბარება.
ჩვენებების მიხედვით რეპროდუქტოლოგს შეუძლია გირჩიოთ: ჰისტეროსკოპია, ლაპაროსკოპია, ჰისტეროსონოგრაფია და სხვა ინსტრუმენტული კვლევები.

2

ოვულაციის სტიმულირება

ქალის ჩასახვისთვის მომზადებისას აუცილებელია საკმარისი რაოდენობის კვერცხუჯრედის მიღება. ამისათვის ტარდება სტიმულაცია ჰორმონალური პრეპარატებით, რომელთა ზეგავლენით ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს დიდი რაოდენობით ფოლიკულების ზრდა. ექიმი რეპროდუქტოლოგი აკვირდება ფოლიკულების ზრდას და აკონტროლებს მას ულტრაბგერითი მეთოდის საშუალებით. როდესაც ფოლიკულები გარკვეულ ზომას აღწევენ, ხდება კვერცხუჯრედების შეგროვება.
ეტაპის ხანგრძლივობა: 8-14 დღე.

3

კვერცხუჯრედების მიღება

კვერცხუჯრედების აღება წარმოებს ტრანსვაგინალური პუნქციის საშუალებით, რომელიც მსუბუქი ანესთეზიის (ნარკოზის) ქვეშ ტარდება, ამიტომ აბსოლუტურად უმტკივნეულოა. კვერცხუჯრედების შეგროვება აბსოლუტურად უვნებელია ქალის ორგანიზმისთვის.
ხანგრძლივობა: დაახლოებით 30 წთ, დამოკიდებულია ფოლიკულების რაოდენობაზე

4

სპერმატოზოიდების მიღება

მამაკაცი სპეციალურ პირობებში აბარებს სპერმას შემდგომი განაყოფიერებისთვის. ბიოლოგიური მასალის ჩაბარებამდე მამაკაცმა 2-3 დღის განმავლობაში თავი უნდა: შეიკავოს ინტიმური ურთიერთობისგან, 7-10 დღის განმავლობაში გამორიცხოს ალკოჰოლის მოხმარება და გადახურება (საუნა და აბანო).

5

ხელოვნური განაყოფიერება

მიღებული კვერცხუჯრედების მეუღლის სპერმატოზოიდით განაყოფიერება ხდება in vitro (სინჯარაში). განაყოფიერებულ უჯრედებს (ემბრიონებს) 3-5 დღით ათავსებენ ინკუბატორში, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული ქალის ორგანიზმის პირობებთან. 3-5 დღის განმავლობაში ემბრიოლოგი აკონტროლებს ემბრიონების მდგომარეობას ინკუბატორში, ყოველწუთიერად ხორციელდება მაჩვენებლების კონტროლი, რომლებიც გამოსახულია მონიტორზე.
ხანგრძლივობა: 3-5 დღე

6

ემბრიონის შეყვანა საშვილოსნოს ღრუში

როდესაც ემბრიონები განვითარების გარკვეულ სტადიას მიაღწევენ, მე-5-6 დღეს ისინი საშვილოსნოს ღრუში გადააქვთ. გადატანა ხორციელდება სპეციალური ელასტიური კათეტერის საშუალებით. პროცედურა უმტკივნეულოა, ამიტომ არ საჭიროებს ანესთეზიას (ნარკოზს).
ხანგრძლივობა: 5-10 წთ

7

ჰორმონალური მხარდაჭერა ქალებისთვის

ემბრიონის ქალის საშვილოსნოს ღრუში გადატანის შემდეგ, 2 კვირის განმავლობაში ტარდება ქალის ორგანიზმის სპეციალური ჰორმონალური მხარდაჭერა ორსულობის შესანარჩუნებლად.
ხანგრძლივობა: 14 დღე

8

ორსულობის დადასტურება

ჰორმონალური მხარდაჭერის დასრულების შემდეგ ტარდება ორსულობის ტესტი, ერთი კვირის შემდეგ კი ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა.
ხანგრძლივობა: 12-14 დღე

>

მიმართულების სპეციალისტები

ჩვენი სპეციალისტები ურთიერთობენ 5 ენაზე

  • ნანა ყურაშვილი

    20 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჟორდანიას კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი, დოქტორანდი

  • სოფო კვალიაშვილი

    23 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჟორდანიას, ექიმი

  • ირმა თორთლაძე

    26 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ექიმი, დოქტორანტი

  • მარიამ სულავა

    9 წლები
    გამოცდილება

    მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქცია, ექიმი

  • ქეთევან კოტრიკაძე

    33 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ექიმი, მედიცინის დოქტორი

  • მერი ხორავა

    12 წლები
    გამოცდილება

    მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქცია, დოქტორანტი

  • ეკატერინე ჩიხაშვილი

    10 წლები
    გამოცდილება

    რეპროდუქტოლოგია მეან-გინეკოლოგია, ექიმი

მოგვმართეთ დროულად

Კონსულტაცია

    მომხმარებელთა ისტორიები გამოიყენეთ ღილაკები სიუჟეტების გადასართავად

    • ანონიმური

      ჩვენ დიდი ხანი ვოცნებობდით გავმხდარიყავით მშობლები. საბედნიეროდ, ჩვენი ოცნება ახდა. ჟორდანიას კლინიკის და მისი გუნდის წყალობით დღეს ჩვენ ორი უსაყვარლესი პატარას მშობლები ვართ.

      ...
    • ანონიმური

      დღეს ჩვენთვის უბედნიერესი დღეა! გავიგეთ ინფორმაცია დადასტურებული ორსულობის შესახებ. ჩვენ ამ დღეს ძალიან დიდხანს ველოდით. დიდი მადლობა ჟორდანიას კლინიკას და მის გუნდს.

      ...
    • ანონიმური

      დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით კლინიკას, რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდით გავმხდარიყავით მშობლები, მივდიოდით სხვადასხვა სპეციალისტთან. დღეს ჩვენ ბედნიერი მშობლები ვართ და ეს ჟორდანიას კლინიკის დამსახურებაა.

      ...

    ჟორდანიას კლინიკა არის რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 60 წელზე მეტი გამოცდილებით.

    ჟორდანიას კლინიკა არის უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ცენტრი. კლინიკამ თავისი საქმიანობა დაიწყო პროფესორ ჟორდანიას მიერ 1958 წელს დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ამიტომ, ჩვენი 60 წელზე მეტი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ IVF პროგრამები 80%-ზე მეტი ეფექტურობით.

    2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
    Чат с менеджером