ემბრიონების გაყინვა და შენახვა
ემბრიონის გაყინვა და შენახვა ჟორდანიას კლინიკაში ხდება თანამედროვე პროტოკოლის შესაბამისად. ინ ვიტრო განაყოფიერების დროს სპეციალისტები იღებენ ბევრ ემბრიონს, თუმცა საშვილოსნოს ღრუში გადააქვთ მხოლოდ 1-2 ემბრიონი, დანარჩენ ემბრიონებს ყინავენ და ინახავენ შემდგომი გადატანისთვის. ჟორდანიას კლინიკაში ხომ არაერთხელ მოდის პაციენტი ორსულობის დასაგეგმად.


როგორ გავხდეთ მშობლები
ბედნიერი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დაბადება. უნაყოფობა, ბევრი წყვილისთვის ჟღერს როგორც საშიში დიაგნოზი, განაჩენი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო წყვილების 15 %-ს უნაყოფობის დიაგნოზი აქვს. თანამედროვე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენებით ჟორდანიას კლინიკაში შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა მაღალი ეფექტურობით.
ეტაპი 1 რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია; წყვილის გამოკვლევა; უნაყოფობის მიზეზების დიაგნოსტირება; რეპროდუქციული მკურნალობის მეთოდის შერჩევა.
ეტაპი 2 ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობის პროტოკოლის შედგენა და განხორციელება ინდივიდუალური მიდგომით; ორსულობის დადასტურება; ბავშვის დაბადება
რისთვის არის საჭირო ემბრიონის კრიოპრეზერვაცია?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2022 წლის მონაცემების მიხედვით მსოფლიოში 48 მილიონი წყვილი არის უნაყოფო. ემბრიონის გადატანის დროს საშვილოსნოს ღრუში კლასიკურად გადააქვთ 2 ემბრიონი, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. განმეორებითი გადატანის პროცედურის დროს იყენებენ გაყინულ ემბრიონებს.
ვიტრიფიკაცია
ემბრიონის ულტრა სწრაფი გაყინვის ინოვაციური მეთოდი, რომელსაც იყენებს ჟორდანიას კლინიკა. გაყინვის ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ემბრიონს შეუნარჩუნდეს სიცოცხლისუნარიანობა.
-196°C - გაყინვის ტემპერატურა
ემბრიონების კრიოპრეზერვაცია ხორციელდება ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, -196°C-ზე. ემბრიონებს ტვირთავენ სპეციალურ კონტეინერში, რის შემდეგაც ათავსებენ -196°C თხევად აზოტში. ეს საშუალებას გვაძლევს ხანგრძლივად და ხარისხიანად შევინახოთ ემბრიონები შემდგომი გადატანისთვის.
98% ეფექტურობა
ჟორდანიას კლინიკაში ემბრიონების გაყინვის ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, ემბრიონების 98% სიცოცხლისუნარიანი რჩება.
ვამსხვრევთ შიშებს და მითებს მითებისა და შიშების გადასართავად გამოიყენეთ ღილაკები
-
1
ინ ვიტრო განაყოფიერების რამდენი ციკლი შეიძლება ჩატარდეს? ჟორდანიას კლინიკაში ინ ვიტრო განაყოფიერება ტარდება თანამედროვე მეთოდებით, რის გამოც ქალის ორგანიზმზე უარყოფითი გავლენა მინიმუმამდეა შემცირებული. ამიტომ, ჟორდანიას კლინიკაში არაერთხელ მოდის პაციენტი ორსულობის დასაგეგმად.
-
2
არსებობს თუ არა ემბრიონის დაზიანების რისკი გაყინვის დროს? ემბრიონის ვიტრიფიკაცია არის ინოვაციური მეთოდი ბიოლოგიური მასალის სწრაფად გაყინვის მინიმალური რისკებით. გაყინვა ხდება ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში, რაც გულისხმობს ავტომატიზაციის და მდგომარეობის კონტროლის მონიტორინგს რეალურ დროში. ეს მეთოდის საშუალებით არსებობს ემბრიონების დაზიანების ძალიან მცირე რისკი.
-
3
რამდენი ხანი შეიძლება ემბრიონების შენახვა? -196°C-ზე ვიტრიფიკაციის მეთოდით გაყინული ემბრიონების შენახვა შესაძლებელია ხანგრძლივად, ემბრიონის გადატანის შემდგომი მცდელობებისთვის
-
4
ეს მარტივი და უმტკივნეულოა გაყინვის ეტაპები
1
Პირველი ნაბიჯი
კვერცხუჯრედების აღება ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლის დროს. აღება ხორციელდება განსაზღვრულ დროს მორფოლოგიური მახასიათებლების მიხედვით. კვერცხუჯრედის განაყოფიერება სპერმატოზოიდით და ემბრიონის განვითარება.
2
მეორე ფაზა
ემბრიონის გასუფთავება წყლისგან რათა გაყინვის დროს ყინულმა არ დააზიანოს ემბრიონი.
3
მესამე ეტაპი
ემბრიონების მოთავსება სპეციალურ ბუფერულ ხსნარში 10-15 წუთის განმავლობაში.
4
მეოთხე ეტაპი
ემბრიონების მოთავსება სპეციალურ მარკირებულ კრიოპროტექტორში.
5
მეხუთე ეტაპი
ემბრიონების გადატანა სპეციალურ პირობებში აზოტის შემცველ კონტეინერებში -196°C ტემპერატურაზე შემდგომი შენახვისთვის.
6
ემბრიონების გადატანა სპეციალურ ინკუბატორში
ინკუბატორი ტექნოლოგიურად აღჭურვილია ისე, რომ შეინარჩუნოს ოპტიმალური ტემპერატურა და Ph, უჯრედებში ჟანგბადის დაბალი შემცველობის შესანარჩუნებლად, რაც მაქსიმალურად ახლოსაა საშვილოსნოს ღრუში არსებულ პირობებთან.
7
ემბრიონების მდგომარეობის კონტროლი
ემბრიონების მდგომარეობის კონტროლი მიმდინარეობს რეალური დროის რეჟიმში, კონტროლდება ტემოერატურა, Ph და ჟანგბადის შემცირებული შემცველობა, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს რისკებს.
1
Პირველი ნაბიჯი2
მეორე ფაზა3
მესამე ეტაპი4
მეოთხე ეტაპი5
მეხუთე ეტაპი6
ემბრიონების გადატანა სპეციალურ ინკუბატორში7
ემბრიონების მდგომარეობის კონტროლიმიმართულების სპეციალისტები
ჩვენი სპეციალისტები ურთიერთობენ 5 ენაზე
მოგვმართეთ დროულად
Კონსულტაცია
მომხმარებელთა ისტორიები გამოიყენეთ ღილაკები სიუჟეტების გადასართავად
-
ანონიმური
ჩვენ დიდი ხანი ვოცნებობდით გავმხდარიყავით მშობლები. საბედნიეროდ, ჩვენი ოცნება ახდა. ჟორდანიას კლინიკის და მისი გუნდის წყალობით დღეს ჩვენ ორი უსაყვარლესი პატარას მშობლები ვართ.
... -
ანონიმური
დღეს ჩვენთვის უბედნიერესი დღეა! გავიგეთ ინფორმაცია დადასტურებული ორსულობის შესახებ. ჩვენ ამ დღეს ძალიან დიდხანს ველოდით. დიდი მადლობა ჟორდანიას კლინიკას და მის გუნდს.
... -
ანონიმური
დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით კლინიკას, რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდით გავმხდარიყავით მშობლები, მივდიოდით სხვადასხვა სპეციალისტთან. დღეს ჩვენ ბედნიერი მშობლები ვართ და ეს ჟორდანიას კლინიკის დამსახურებაა.
...
ჟორდანიას კლინიკა არის რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 60 წელზე მეტი გამოცდილებით.
ჟორდანიას კლინიკა არის უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ცენტრი. კლინიკამ თავისი საქმიანობა დაიწყო პროფესორ ჟორდანიას მიერ 1958 წელს დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ამიტომ, ჩვენი 60 წელზე მეტი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ IVF პროგრამები 80%-ზე მეტი ეფექტურობით.