ინ ვიტრო განაყოფიერება დონორის კვერცხუჯრედისა და სპერმის მეშვეობით

ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა დონორის კვერცხუჯრედებისა და სპერმის გამოყენებით - ეს არის უნაყოფობის მკურნალობის ეფექტური მეთოდი, როდესაც ემბრიონის შექმნის პროცესი ხდება ქალის ორგანიზმის გარეთ. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს, დონორის კვერცხუჯრედებისა და დონორი მამაკაცის ბიოლოგიური მასალის მეშვეობით ემბრიონის განაყოფიერების პროცესს სპეციალურ ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში, რის შემდეგაც ხდება ემბრიონის გადატანა პოტენციური დედის საშვილოსნოს ღრუში.

როგორ გავხდეთ მშობლები

ბედნიერი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დაბადება. უნაყოფობა, ბევრი წყვილისთვის ჟღერს როგორც საშიში დიაგნოზი, განაჩენი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო წყვილების 15 %-ს უნაყოფობის დიაგნოზი აქვს. თანამედროვე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენებით ჟორდანიას კლინიკაში შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა მაღალი ეფექტურობით.

ეტაპი 1 რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია; წყვილის გამოკვლევა; უნაყოფობის მიზეზების დიაგნოსტირება; რეპროდუქციული მკურნალობის მეთოდის შერჩევა.

ეტაპი 2 ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობის პროტოკოლის შედგენა და განხორციელება ინდივიდუალური მიდგომით; ორსულობის დადასტურება; ბავშვის დაბადება

ჩვენება

ინ ვიტრო განაყოფიერება დონორის კვერცხუჯრედებითა და დონორის სპერმის გამოყენებით, რეკომენდირებულია იმ წყვილებისთვის, ვისთანაც დასმულია უნაყოფობის დიაგნოზი, როდესაც მამაკაცის აქვს სპერმოგრამის ცუდი მაჩვენებელი, ხოლო ქალს მცირე ფოლიკულური მარაგი. ასევე იმ შემთხვევაში, თუ ქალს დაუზუსტებელი მიზეზების გამო არ შეუძლია დაორსულება. ქალის უნაყოფობის ფაქტორები: უნაყოფობა, რომელიც განპირობებულია საკვერცხის დისფუნქციით; საშვილოსნოს ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა; მილების ფაქტორით განპირობებული უნაყოფობა მამაკაცის უნაყოფობის ფაქტორებია: სპერმატოზოიდების დაბალი აქტივობა და ხარისხი; სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება. წყვილების 20%-ში აღინიშნება დაუდგენელი ფაქტორით განპირობებული უნაყოფობა.

Contradictions

ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობისას აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა ყველა პაციენტან, უკუჩვენებაც განიხილება ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე.

რა განაპირობებს წარმატებულ ინ ვიტროს?

იმ შემთხვევაში, თუ წყვილი ჯანმრთელია, ბუნებრივ ციკლში მათ აქვთ 20% ორსულობის შანსი. დამხმარე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენება ზრდის ამ შანს 80 %მდე. ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია სწორ მიდგომაზე, დიაგნოსტირებაზე და მკურნალობის მეთოდის სწორ შერჩევაზე.

პროგრამის ხანგრძლივობა

ჩვეულებრივ პროგრამის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 10-14 დღე (საკვერცხის მედიკამენტოზური სტუმულაცია); შემდეგ სუროგატი დედის საშვილოსნოს მომზადება ემბრიონის გადატანისთვის (2 კვირა).

ვამსხვრევთ შიშებს და მითებს მითებისა და შიშების გადასართავად გამოიყენეთ ღილაკები

  • 1

    ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი დრო თუ სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში წყვილთან არ დგება ორსულობა, უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ რეპროდუქტოლოგს. ბავშვის გაჩენა მნიშვნელოვანია ნებისმიერი წყვილისთვის, ამიტომ ჟორდანიას კლინიკის საუკეთესო სპეციალისტები გელოდებიან კონსულტაციაზე, იმისათვის რომ ერთად გავიაროთ ეს მნიშვნელოვანი გზა

  • 2

    ინ ვიტრო განაყოფიერების რამდენი მცდელობის ჩატარებაა შესაძლებელი? ყველაფერი ინდივიდუალურია. მაგრამ, გამოცდილებიდან გამომდინარე, ჟორდანიას კლინიკაში საოცნებო ორსულობას ვიღებთ პირველი მცდელობიდანვე.

  • 3

    როგორ შეიძლება ვიყო დარწმუნებული, რომ კვერცხუჯრედის დონორი და სპერმის დონორი ჯანმრთელები არიან? ჟორდანიას კლინიკაში დონორების შერჩევა ხდება განსაკუთრებული ყურადღებით. პოტენციურ დონორებს უტარდებათ ყველა საჭირო კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმება და მხოლოდ მას შემდეგ ხდება მათი აყვანა პროგრამაში.

  • 4

    ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით დაბადებული ბავშვი არ არის ისეთივე, როგორც ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვი ეს არის მითი, რადგან ყველა პროცესი მიმდინარეობს ერთნაირად, ქალის ბუნებრივ ორგანიზმთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. ამიტომ ბავშვი იბადება ზუსტად ისეთივე, როგორიც ბუნებრივუ გზით მიღებული ორსულობისას.

ჩვენ ერთად გავივლით ამ გზას როგორ მიმდინარეობს ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის პროცესი?

1

მომზადება

  • რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია
  • სრული კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები;
  • საჭიროების შემთხვევაში: ჰისტეროსკოპია

2

დონორის შერჩევა

ჟორდანიას კლინიკის ინ ვიტროს კოორდინატორი ეხმარება პაციენტს, მათი მოთხოვნების გათავლისწინებით, შეარჩიოს მისთვის სასურველი კვერცხუჯრედის დონორი სპეციალური ბაზიდან.

3

დონორის და პოტენციური დედის მენსტრუალური ციკლის დამთხვევა

საჭიროების ან პაციენტის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია დედის ენდომეტრიუმის მომზადება, ისე, რომ დავამთხვიოთ ციკლები ერთმანეთს და იმისათვის, რომ მოხდეს ე.წ ემბრიონის ფრეშ გადატანა.

4

დონორის საკვერცხის მედიკამენტოზური სტიმულაცია

იმისათვის, რომ პროგრამა იყოს წარმატებული და მივიღოთ კვერცხუჯრედების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობა, ხდება დონორის საკვერცხის მედიკამენტოზური სტიმულაცია. სტიმულაციისას ირჩევა ინდივიდუალური პროტოკოლი, ხდება ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება. სტიმულაციის პროცესში ექიმი ატარებს ფოლიკულის ექო-მონიტორინგს. შემდეგ ხდება კვერცხუჯრედების ასპირაცია (აღება). სტიმულაციის პროცესი გრძელდება დაახლოებით 10-14 დღე.

5

კვერცხუჯრედების მიღება

კვერცხუჯრედების აღება ხდება ტრანსვაგინალური პუნქციის გზით, რომელიც მიმდინარეობს ინტრავენური ნარკოზის თანხლებით, ამიტომ ის პაციენტისთვის სრულიად უმტკივნეულოა.

6

სპერმის შეგროვება

მამაკაცი სპეციალურ ოთახში აბარებს ბიოლოგიურ მასალას. მასალის ჩაბარებამდე, რეკომენდირებულია 2-3 დღე სექსუალური თავშეკავება, 7-10 დღის განმავლობაში ალკოჰოლის გამოყენების შეზღუდვა.

7

ექსტრაკორპორალური განაყოფიერება

მიღებული კვერცხუჯრედების და სპერმის მეშვეობით ხდება ემბრიონის განაყოფიერება სპეციალურ გარემოში, ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში. განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონები თავსდება სპეციალურ ინკუბატორში და ხდება მათზე უწყვეტი დაკვირვება. (5 დღე)

8

ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში

როცა ემბრიონი მიაღწევს ბლასტოცისტის სტადიას, ხდება მისი გადატანა საშვილოსნოს ღრუში. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა და არ საჭიროებს ინტრავენურ ნარკოზს.

9

დედის ჰორმონალური მკურნალობა

ემბრიონის გადატანის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში სუროგატ დედას ეძლევა დანიშნულება, იმისათვის,რომ გავზარდოთ ორსულობის მიღების შანსი.

10

ორსულობის დადასტურება

ემბრიონის გადატანიდან 14 დღის შემდეგ ტარდება ორსულობის ტესტი.

>

მიმართულების სპეციალისტები

ჩვენი სპეციალისტები ურთიერთობენ 5 ენაზე

  • ნანა ყურაშვილი

    20 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჟორდანიას კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი, დოქტორანდი

  • სოფო კვალიაშვილი

    23 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჟორდანიას, ექიმი

  • ირმა თორთლაძე

    26 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ექიმი, დოქტორანტი

  • მარიამ სულავა

    9 წლები
    გამოცდილება

    მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქცია, ექიმი

  • ქეთევან კოტრიკაძე

    33 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ექიმი, მედიცინის დოქტორი

  • მერი ხორავა

    12 წლები
    გამოცდილება

    მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქცია, დოქტორანტი

  • ეკატერინე ჩიხაშვილი

    10 წლები
    გამოცდილება

    რეპროდუქტოლოგია მეან-გინეკოლოგია, ექიმი

მოგვმართეთ დროულად

Კონსულტაცია

    მომხმარებელთა ისტორიები გამოიყენეთ ღილაკები სიუჟეტების გადასართავად

    • ანონიმური

      ჩვენ დიდი ხანი ვოცნებობდით გავმხდარიყავით მშობლები. საბედნიეროდ, ჩვენი ოცნება ახდა. ჟორდანიას კლინიკის და მისი გუნდის წყალობით დღეს ჩვენ ორი უსაყვარლესი პატარას მშობლები ვართ.

      ...
    • ანონიმური

      დღეს ჩვენთვის უბედნიერესი დღეა! გავიგეთ ინფორმაცია დადასტურებული ორსულობის შესახებ. ჩვენ ამ დღეს ძალიან დიდხანს ველოდით. დიდი მადლობა ჟორდანიას კლინიკას და მის გუნდს.

      ...
    • ანონიმური

      დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით კლინიკას, რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდით გავმხდარიყავით მშობლები, მივდიოდით სხვადასხვა სპეციალისტთან. დღეს ჩვენ ბედნიერი მშობლები ვართ და ეს ჟორდანიას კლინიკის დამსახურებაა.

      ...

    ჟორდანიას კლინიკა არის რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 60 წელზე მეტი გამოცდილებით.

    ჟორდანიას კლინიკა არის უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ცენტრი. კლინიკამ თავისი საქმიანობა დაიწყო პროფესორ ჟორდანიას მიერ 1958 წელს დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ამიტომ, ჩვენი 60 წელზე მეტი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ IVF პროგრამები 80%-ზე მეტი ეფექტურობით.

    2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
    Чат с менеджером