პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება

ჟორდანიას კლინიკაში ემბრიონების პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება წყვილისთვის ზრდის შანსს დადგეს ნანატრი ორსულობა. ემბრიონების პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირების პროცედურა კეთდება თანამედროვე ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში და საშუალებას გვაძლევს საშვილოსნოს ღრუში გადავიტანოთ მხოლოდ ჯანმრთელი ემბრიონები, რათა დაიბადოს ჯანმრთელი ახალშობილი.

როგორ გავხდეთ მშობლები

ბედნიერი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დაბადება. უნაყოფობა, ბევრი წყვილისთვის ჟღერს როგორც საშიში დიაგნოზი, განაჩენი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო წყვილების 15 %-ს უნაყოფობის დიაგნოზი აქვს. თანამედროვე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენებით ჟორდანიას კლინიკაში შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა მაღალი ეფექტურობით.

ეტაპი 1 რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია; წყვილის გამოკვლევა; უნაყოფობის მიზეზების დიაგნოსტირება; რეპროდუქციული მკურნალობის მეთოდის შერჩევა.

ეტაპი 2 ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობის პროტოკოლის შედგენა და განხორციელება ინდივიდუალური მიდგომით; ორსულობის დადასტურება; ბავშვის დაბადება

რისთვის არის საჭირო ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2022 წლის მონაცემებით, 48 მილიონი წყვილი უნაყოფოა. უნაყოფობის ზუსტი მიზეზის დადგენა არის წარმატების გარანტია. ემბრიონების პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება კეთდება იმისათვის, რომ შეფასდეს ნაყოფის გენეტიკური ჯანმრთელობა და განისაზღვროს შთამომავლობის გენეტიკური ჯანმრთელობა, ასევე ჩვეული აბორტის და უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობის დროს.

პირველი ვიზიტი

ქალისა და მამაკაცისთვის ძალიან რთულია პირველად მიმართოს რეპროდუქტოლოგს. ჟორდანიას კლინიკაში სატელეფონო ზარის განხორციელების მომენტიდან თქვენ გარშემორტყმული იქნებით მზრუნველობითა და კომფორტით. მთელი პერსონალი მუშაობს ერთი მიზნისთვის, რომ თქვენი პირველი ვიზიტი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მაღალ, ექსპერტულ დონეზე შესრულებული, ყველა თქვენს კითხვაზე მიიღოთ პასუხი და მიაღწიოთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს - დადგეს დიდი ხნის ნანატრი ორსულობა და გაჩნდეს ჯანმრთელი ახალშობილი.

გენეტიკური გამოკვლევის სახეები

ერთი ან ორივე მშობლის კარიოტიპირება, რათა გამოირიცხოს ქრომოსომული პათოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ უნაყოფობის გამოწვევა, ასევე შეფასდეს ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიების განვითარების რისკი. FISH - ზრდის ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების შანსს და ამცირებს პირველ ტრიმესტრში განვითარებული თვითნებითი აბორტის რისკს. CGH - ზრდის ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების შანსს 70-84%-მდე. PCR - დიაგნოსტიკის ეფექტური მეთოდი მონოგენურ დაავადებებზე. NGS - ზრდის ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების შანსს და ორსულობის დადგომის ალბათობას

უნაყოფობის მკურნალობის მეთოდები

IUI - საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, IVF - ინ ვიტრო განაყოფიერება, ICSI - ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია, IVF დონორის სპერმით, IVF დონორის კვერცხუჯრედებით, IVF დონორის სპერმით და დონორის კვერცხუჯრედებით, სუროგაციის პროგრამა, სუროგაციის პროგრამა დონორის კვერცხუჯრედებით, სუროგაციის პროგრამა დონორის სპერმით, სუროგაციის პროგრამა დონორის კვერცხუჯრედებით, TESA - ტესტიკულარული სპერმის ასპირაცია, PESA - სათესლის დანამატების პერკუტანული (კანის გავლით) ასპირაცია, TESE - ტესტიკულარული სპერმის ექსტრაქცია ღია წესით, MESA - სპერმის მიკროქირურგიული ასპირაცია, Micro TESE - ტესტიკულური სპერმის ექსტრაქცია მიკროსკოპული დაკვირვების ქვეშ;

ვამსხვრევთ შიშებსა და მითებს მითებისა და შიშების გადასართავად გამოიყენეთ ღილაკები

  • 1

    ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს დარჩენილი თუ დაუცველი აქტიური სქესობრივი ცხოვრების ფონზე 1 წლის განმავლობაში არ დგება ორსულობა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ რეპროდუქტოლოგს. ბავშვის გაჩენა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქალისთვის და მამაკაცისთვის, ამიტომ ჟორდანიას კლინიკის საუკეთესო რეპროდუქტოლოგები გელოდებიან კონსულტაციაზე, რათა ერთად გავიაროთ ეს მნიშვნელოვანი გზა.

  • 2

    ინ ვიტრო განაყოფიერების რამდენი ციკლი შეიძლება ჩატარდეს? ყველა სამედიცინო შემთხვევა ინდივიდუალურია. როგორც წესი, ჟორდანიას კლინიკაში ორსულობა მიიღება პირველივე გადატანის შემდეგ, რადგან ძალიან საფუძვლიანად და დეტალურად ვუდგებით უნაყოფობის მიზეზების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

  • 3

    ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირების პროცედურის დროს არის თუ არა შანსი ემბრიონის დაზიანების? ემბრიონის გენეტიკური ტესტირების პროცედურა გამორიცხავს ემბრიონის ტრავმატიზაციას. ემბრიოლოგი ატარებს კვლევას მაღალი სიზუსტის მიკროსკოპის ქვეშ ძალიან დელიკატურად და იუველირული სიზუსტით. კვლევა ტარდება ემბრიონის განვითარების მე-3-5 დღეს და განვითარების ამ ეტაპზე მას რეგენერაციის მაღალი უნარი აქვს.

  • 4

    ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვები არ არიან ისეთები, როგორიც სხვები ეს არის მითი, რადგან განაყოფიერების ყველა ეტაპი მიმდინარეობს იდენტურად, უბრალოდ რამდენიმე ეტაპი მიმდინარეობს ქალის ორგანიზმის გარეთ, სპეციალურ სინჯარაში, რომლის გარემო მაქსიმალურად მიახლოვებულია ქალის ორგანიზმის გარემოსთან. ამიტომ, ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები არიან იდენტურნი ფიზიოლოგიური გზით დაბადებული ბავშვებისა.

  • 5

    IVF ბავშვები უფრო ავადმყოფები არიან და არა ისეთი ძლიერი, როგორც სხვა ბავშვები ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვები არიან უფრო მოავადე და ნაკლებად გამძლეები, ვიდრე სხვა ბავშვები ეს არის მითი, რადგან განაყოფიერების ყველა ეტაპი მიმდინარეობს იდენტურად, უბრალოდ რამდენიმე ეტაპი მიმდინარეობს ქალის ორგანიზმის გარეთ, სპეციალურ სინჯარაში, რომლის გარემო მაქსიმალურად მიახლოვებულია ქალის ორგანიზმის გარემოსთან. ამიტომ, ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები არიან იდენტურნი ფიზიოლოგიური გზით დაბადებული ბავშვებისა.

  • 6

    ჰორმონები, რომლებიც გამოიყენება ოვულაციის სტიმულაციისთვის არის მავნე და პროცედურის დასრულების შემდეგ ცუდად გამოვიყურები ეს მითია, რადგან ჰორმონები ირჩევა ინდივიდუალურად და ისინი იდენტურია ქალის ორგანიზმში გამოყოფილი ჰორმონების.

ჩვენ ერთად გავივლით ამ გზას პროცედურის ეტაპები

1

მომზადება

  • ჰორმონალური ანალიზები (ესტრადიოლი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი, პროლაქტინი, პროგესტერონი, მალუთეინიზირებელი ჰორმონი, ანდროგენები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები);
  • რუტინული გინეკოლოგიური გამოკვლევა (საშოს ნაცხი, საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა, კოლპოსკოპია);
  • გინეკოლოგიური ექოსკოპია;
  • ანალიზი ინფექციებზე (ურეაპლაზმა, ქლამიდია, ჰერპესი, მიკოპლაზმა, ტრიქომონა, გონორეა, ადამიანის პაპილომავირუსი და ციტომეგალოვირუსი, აივ, სიფილისი, ჰეპატიტები, ტოქსოპლაზმა, წითურას ანტისხეულები);
  • სისხლის ანალიზი (სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური, გლუკოზის განსაზღვრა, ჰემოსტაზის და სხვ.);
  • შარდის გამოკვლევა (შარდის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგია);
  • მამაკაცების გამოკვლევა გულისხმობს სპერმოგრამასა და ანალიზს ინფექციებზე. კონკრეტულ შემთხვევებში - კარიოტიპირება.
კონკრეტული სამედიცინო ჩვენებით რეპროდუქტოლოგმა შეიძლება გირჩიოთ: ჰისტეროსკოპია, დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია, ჰისტეროსალპინგოგრაფია და სხვა ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევები.

2

ოვულაციის სტიმულაცია

ორსულობის მისაღებად საჭიროა კვერცხუჯრედების განსაზღვრული რაოდენობის მიღება. ამისთვის ტარდება ოვულაციის სტიმულაცია ჰორმონალური პრეპარატებით, რისი ზემოქმედებითაც საკვერცხეში იზრდება ბევრი ფოლიკული. ექიმი რეპროდუქტოლოგი აკვირდება ფოლიკულების ზომებს ულტრაბგერითი მონიტორინგის მეშვეობით. როდესაც ფოლიკულები მიაღწევენ კონკრეტულ ზომას, ხდება მათი ასპირაცია.
ხანგრძლივობა : 8-14 დღე

3

კვერცხუჯრედების მიღება

კვერცხუჯრედის აღება ხდება ტრანსვაგინალური პუნქციის გზით, რომელიც ტარდება მსუბუქი ანესთეზიით, ამიტომ აბსოლუტურად უმტკივნეულოა. კვერცხუჯრედის მოპოვება აბსოლუტურად უვნებელია ქალის ორგანიზმისთვის.
ხანგრძლივობა: დაახლოებით 30 წუთი

4

სპერმატოზოიდების მიღება

მამაკაცი სპეციალურ პირობებში აბარებს ბიოლოგიურ მასალას შემდგომი ეტაპისთვის(საშვილოსნოს ღრუში შეყვანა). ბიოლოგიური მასალის ჩაბარებამდე რეკომენდებულია 2-3 დღიანი აბსტინენცია, 7-10 დღის განმავლობაში ალკოჰოლისა და გადამახურებელი ფაქტორების გამორიცხვა (მაგ. საუნა).
ხანგრძლივობა: 30 წუთი

5

ინ ვიტრო განაყოფიერება

კვერცხუჯრედების სპერმატოზოიდებით განაყოფიერება ხდება ინ ვიტრო პირობებში სპეციალურ სინჯარაში. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი - ზიგოტა 3-5 დღის განმავლობაში ყოვნდება სპეციალურ ინკუბატორში, რომლის პირობები მაქსიმალურად მიმსგავსებულია ქალის ორგანიზმის პირობებთან. 3-5 დღის განმავლობაში ემბრიოლოგი აკვირდება ემბრიონების მდგომარეობას მონიტორზე გამოტანილი ინდიკატორების მონიტორინგის მეშვეობით.
ხანგრძლივობა: 3-5 დღე

6

პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება

ემბრიოლოგი ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში ატარებს გენეტიკურ კვლევას მე-3-5 დღის ემბრიონზე. ჯანსაღი ემბრიონის იდენტიფიცირების შემდეგ, ხდება მათი ამორჩევა საშვილოსნოს ღრუში გადასატანად. ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში ხდება განვითარების მე-5-6 დღეს. გადატანის პროცედურა ხორციელდება სპეციალური ელასტიური კათეტერით. პროცედურა უმტკივნეულოა და ამიტომ არ საჭიროებს ანესთეზიას.
ხანგრძლივობა: 5-10 წუთი

7

მედიკამენტოზური მხარდაჭერა

ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანის შემდეგ, ორსულობის შესანარჩუნებლად 2 კვირის განმავლობაში ტარდება ჰორმონალური თერაპია.
ხანგრძლივობა: 14 დღე

8

ორსულობის დადასტურება

ჰორმონალური თერაპიის დასრულების შემდეგ ტარდება ორსულობის ტესტი, 10-12 დღის შემდეგ კი ორსულობის ულტრაბგერითი დადგენა.
ხანგრძლივობა: 24-28 დღე

>

მიმართულების სპეციალისტები

ჩვენი სპეციალისტები ურთიერთობენ 5 ენაზე

  • ნანა ყურაშვილი

    20 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჟორდანიას კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი, დოქტორანდი

  • სოფო კვალიაშვილი

    23 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჟორდანიას, ექიმი

  • ირმა თორთლაძე

    26 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ექიმი, დოქტორანტი

  • მარიამ სულავა

    9 წლები
    გამოცდილება

    მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქცია, ექიმი

  • ქეთევან კოტრიკაძე

    33 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ექიმი, მედიცინის დოქტორი

  • მერი ხორავა

    12 წლები
    გამოცდილება

    მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქცია, დოქტორანტი

  • ეკატერინე ჩიხაშვილი

    10 წლები
    გამოცდილება

    რეპროდუქტოლოგია მეან-გინეკოლოგია, ექიმი

მოგვმართეთ დროულად

Კონსულტაცია

    მომხმარებელთა ისტორიები გამოიყენეთ ღილაკები სიუჟეტების გადასართავად

    • ანონიმური

      ჩვენ დიდი ხანი ვოცნებობდით გავმხდარიყავით მშობლები. საბედნიეროდ, ჩვენი ოცნება ახდა. ჟორდანიას კლინიკის და მისი გუნდის წყალობით დღეს ჩვენ ორი უსაყვარლესი პატარას მშობლები ვართ.

      ...
    • ანონიმური

      დღეს ჩვენთვის უბედნიერესი დღეა! გავიგეთ ინფორმაცია დადასტურებული ორსულობის შესახებ. ჩვენ ამ დღეს ძალიან დიდხანს ველოდით. დიდი მადლობა ჟორდანიას კლინიკას და მის გუნდს.

      ...
    • ანონიმური

      დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით კლინიკას, რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდით გავმხდარიყავით მშობლები, მივდიოდით სხვადასხვა სპეციალისტთან. დღეს ჩვენ ბედნიერი მშობლები ვართ და ეს ჟორდანიას კლინიკის დამსახურებაა.

      ...

    ჟორდანიას კლინიკა არის რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 60 წელზე მეტი გამოცდილებით.

    ჟორდანიას კლინიკა არის უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ცენტრი. კლინიკამ თავისი საქმიანობა დაიწყო პროფესორ ჟორდანიას მიერ 1958 წელს დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ამიტომ, ჩვენი 60 წელზე მეტი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ IVF პროგრამები 80%-ზე მეტი ეფექტურობით.

    2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
    Чат с менеджером