საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია - არის უნაყოფობის მკურნალობის ეფექტური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება სპეციალურად დამუშავებული სპერმის შეყვანა პაციენტი ქალის საშვილოსნოს ღრუში.

როგორ გავხდეთ მშობლები

ბედნიერი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დაბადება. უნაყოფობა, ბევრი წყვილისთვის ჟღერს როგორც საშიში დიაგნოზი, განაჩენი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო წყვილების 15 %-ს უნაყოფობის დიაგნოზი აქვს. თანამედროვე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენებით ჟორდანიას კლინიკაში შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა მაღალი ეფექტურობით.

ეტაპი 1 რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია; წყვილის გამოკვლევა; უნაყოფობის მიზეზების დიაგნოსტირება; რეპროდუქციული მკურნალობის მეთოდის შერჩევა.

ეტაპი 2 საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის პროტოკოლის შედგენა; ორსულობის დადასტურება; ბავშვის დაბადება

ჩვენებები

ქალის ჩვენებები: ქალის აუხსნელი უნაყოფობა, სპერმის ანტისხეულები, საშვილოსნოს ყელის ქირურგია, ოვულატორული დისფუნქცია, განკურნებადი, ვაგინიზმი. მამაკაცის ჩვენებები: სპერმოგრამის ცუდი შედეგი (სპერმის რაოდენობის შემცირება, ეაკულატის სიბლანტის მომატება), ანტისპერმის ანტისხეულების არსებობა, სპერმის ეაკულაციის დარღვევა; სქესობრივი კავშირის შეუძლებლობა ან გაძნელება.

უკუჩვენება

ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობისას აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა ყველა პაციენტან, უკუჩვენებაც განიხილება ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე.

რა განაპირობებს წარმატებულ ინ ვიტროს?

იმ შემთხვევაში, თუ წყვილი ჯანმრთელია, ბუნებრივ ციკლში მათ აქვთ 20% ორსულობის შანსი. დამხმარე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენება ზრდის ამ შანს 80 %მდე. ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია სწორ მიდგომაზე, დიაგნოსტირებაზე და მკურნალობის მეთოდის სწორ შერჩევაზე.

პროგრამის ხანგრძლივობა

ჩვეულებრივ ინსემინაციის პროგრამა მოიცავს ერთ მენსტრუალურ ციკლს 2-4 კვირა.

ვამსხვრევთ შიშებს და მითებს მითებისა და შიშების გადასართავად გამოიყენეთ ღილაკები

  • 1

    ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი დრო თუ სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში წყვილთან არ დგება ორსულობა, უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ რეპროდუქტოლოგს. ბავშვის გაჩენა მნიშვნელოვანია ნებისმიერი წყვილისთვის, ამიტომ ჟორდანიას კლინიკის საუკეთესო სპეციალისტები გელოდებიან კონსულტაციაზე, იმისათვის რომ ერთად გავიაროთ ეს მნიშვნელოვანი გზა

  • 2

    როგორია დაორსულების შანსი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის გამოყენების შემთხვევაში? დაორსულების შანსი აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას არის დაახლოებით 30%. იმ შემთხვევაში თუ ამ მეთოდის გამოყენებისას არ დგება ორსულობა, ექიმის მიერ შესაძლოა რეკომენდირებულ იქნას ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდის გამოყენება.

  • 3

    რამდენ ხანს ინარჩუნებენ სპერმატოზოიდები სიცოცხლისუნარიანობას დამუშავების შემდეგ? სპერმატოზოიდები გაწმენდისა და დამუშავების ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას 72 საათამდე.

  • 4

ჩვენ ერთად გავივლით ამ გზას მკურნალობის ეტაპები

1

მომზადება

  • ქალს უტარდება ყველა საჭირო კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები;
  • ტარდება ექოსკოპიური მონიტორინგი;
  • მამაკაცს უტარდება სპერმოგრამა და საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები;
  • საჭიროების შემთხვევაში, ტარდება საკვერცხის მედიკამეენტოზური სტიმულაცია.

2

ფოლიკულომეტრია

რეპროდუქტოლოგი მომზადების პროცესში რამდენჯერმე ატარებს ფოლიკულის ექომონიტორინგს, აკონტროლებს ფოლიკულების მომწიფებას და ასევე ენდომეტრიუმს.
ხანგრძლივობა 8-14 დღე

3

ნაყოფიერი ფანჯრის განსაზღვრა

ექო-მონიტორინგის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს საშვილოსნოს შიდა ინსემინაციის თარიღს

4

სპერმატოზოიდების მიღება

მამაკაცი სპეციალურ ოთახში აბარებს ბიოლოგიურ მასალას. მასალის ჩაბარებამდე რეკომენდირებულია სქესობრივი თავშეკავება 2-3 დღე, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა 7-10 დღე.

5

სპერმის მომზადება

მამაკაცის ბიოლოგიური მასალა მუშავდება სპეციალურ გარემოში, რის შემდეგადაც მას ათავსებენ სპეციალურ კათეტერში.

6

საშვილოსნოს შიდა ინსემინაცია

დამუშავებული სპერმა შეჰყავთ ქალის საშვილოსნოს ღრუში. პროცედურა უმტკივნეულოა და არ საჭიროებს ინტრავენურ ნარკოზს

>

1

მომზადება
  • ქალს უტარდება ყველა საჭირო კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები;
  • ტარდება ექოსკოპიური მონიტორინგი;
  • მამაკაცს უტარდება სპერმოგრამა და საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები;
  • საჭიროების შემთხვევაში, ტარდება საკვერცხის მედიკამეენტოზური სტიმულაცია.
>

2

ფოლიკულომეტრია
რეპროდუქტოლოგი მომზადების პროცესში რამდენჯერმე ატარებს ფოლიკულის ექომონიტორინგს, აკონტროლებს ფოლიკულების მომწიფებას და ასევე ენდომეტრიუმს.
ხანგრძლივობა 8-14 დღე
>

3

ნაყოფიერი ფანჯრის განსაზღვრა
ექო-მონიტორინგის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს საშვილოსნოს შიდა ინსემინაციის თარიღს
>

4

სპერმატოზოიდების მიღება
მამაკაცი სპეციალურ ოთახში აბარებს ბიოლოგიურ მასალას. მასალის ჩაბარებამდე რეკომენდირებულია სქესობრივი თავშეკავება 2-3 დღე, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა 7-10 დღე.
>

5

სპერმის მომზადება
მამაკაცის ბიოლოგიური მასალა მუშავდება სპეციალურ გარემოში, რის შემდეგადაც მას ათავსებენ სპეციალურ კათეტერში.
>

6

საშვილოსნოს შიდა ინსემინაცია
დამუშავებული სპერმა შეჰყავთ ქალის საშვილოსნოს ღრუში. პროცედურა უმტკივნეულოა და არ საჭიროებს ინტრავენურ ნარკოზს

მიმართულების სპეციალისტები

ჩვენი სპეციალისტები ურთიერთობენ 5 ენაზე

  • ნანა ყურაშვილი

    20 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჟორდანიას კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი, დოქტორანდი

  • სოფო კვალიაშვილი

    23 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჟორდანიას, ექიმი

  • ირმა თორთლაძე

    26 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ექიმი, დოქტორანტი

  • მარიამ სულავა

    9 წლები
    გამოცდილება

    მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქცია, ექიმი

  • ქეთევან კოტრიკაძე

    33 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ექიმი, მედიცინის დოქტორი

  • მერი ხორავა

    12 წლები
    გამოცდილება

    მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქცია, დოქტორანტი

  • ეკატერინე ჩიხაშვილი

    10 წლები
    გამოცდილება

    რეპროდუქტოლოგია მეან-გინეკოლოგია, ექიმი

მოგვმართეთ დროულად

Კონსულტაცია




    მომხმარებელთა ისტორიები გამოიყენეთ ღილაკები სიუჟეტების გადასართავად

    • ანონიმური

      ჩვენ დიდი ხანი ვოცნებობდით გავმხდარიყავით მშობლები. საბედნიეროდ, ჩვენი ოცნება ახდა. ჟორდანიას კლინიკის და მისი გუნდის წყალობით დღეს ჩვენ ორი უსაყვარლესი პატარას მშობლები ვართ.

      ...
    • ანონიმური

      დღეს ჩვენთვის უბედნიერესი დღეა! გავიგეთ ინფორმაცია დადასტურებული ორსულობის შესახებ. ჩვენ ამ დღეს ძალიან დიდხანს ველოდით. დიდი მადლობა ჟორდანიას კლინიკას და მის გუნდს.

      ...
    • ანონიმური

      დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით კლინიკას, რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდით გავმხდარიყავით მშობლები, მივდიოდით სხვადასხვა სპეციალისტთან. დღეს ჩვენ ბედნიერი მშობლები ვართ და ეს ჟორდანიას კლინიკის დამსახურებაა.

      ...

    ჟორდანიას კლინიკა არის რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 60 წელზე მეტი გამოცდილებით.

    ჟორდანიას კლინიკა არის უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ცენტრი. კლინიკამ თავისი საქმიანობა დაიწყო პროფესორ ჟორდანიას მიერ 1958 წელს დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ამიტომ, ჩვენი 60 წელზე მეტი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ IVF პროგრამები 80%-ზე მეტი ეფექტურობით.

    2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
    Чат с менеджером