უნაყოფობის მკურნალობა

წყვილისთვის უნაყოფობის დიაგნოზი ჟღერს როგორც მძიმე განაჩენი. ჟორდანიას კლინიკაში დამხმარე თანამედროვე რეპროდუქციული მეთოდებით მკურნალობა იძლევა უნაყოფობის მკურნალობის საშუალებას მაღალი ეფექტურობით. კლინიკაში როგორც ქალს, ასევე მამაკაცს შეუძლია გაიაროს დიაგნოსტირების და მკურნალობის სრული სპექტრი.

როგორ გავხდეთ მშობლები

ბედნიერი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დაბადება. უნაყოფობა, ბევრი წყვილისთვის ჟღერს როგორც საშიში დიაგნოზი, განაჩენი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო წყვილების 15 %-ს უნაყოფობის დიაგნოზი აქვს. თანამედროვე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენებით ჟორდანიას კლინიკაში შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა მაღალი ეფექტურობით.

ეტაპი 1 რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია; წყვილის გამოკვლევა; უნაყოფობის მიზეზების დიაგნოსტირება; რეპროდუქციული მკურნალობის მეთოდის შერჩევა.

ეტაპი 2 ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობის პროტოკოლის შედგენა და განხორციელება ინდივიდუალური მიდგომით; ორსულობის დადასტურება; ბავშვის დაბადება

უნაყოფობის მიზეზები

ჯანმოს მონაცემებით მსოფლიოში 48 მილიონი წყვილთან აღინიშნება უნაყოფობის პრობლემა. უნაყოფობის მიზეზებში 40 % უკავია ქალის ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას; 40 % მამაკაცის ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და 20 % უნაყოფობა, გამოწვეული დაუდგენელი მიზეზებით. უნაყოფობის დიაგნოზი ისმევა წყვილთან იმ შემთხვევში, თუ სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში არ დგება ორსულობა. უნაყოფობის სწორი დიაგნოსტირება არის წარმატებული მკურნალობის აუცილებელი პირობა.

პირველი ვიზიტი

რეპროდუქტოლოგთან პირველი ვიზიტისას წყვილი ძალიან ღელავს. სწორედ ამიტომ,ჟორდანიას კლინიკის გუნდი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება თითოეულ შემთხვევას, მთელი გუნდის მთავარი მიზანი ერთია: სასურველი ორსულობის მიღება. პირველი ვიზიტისას ჩვენი სპეციალისტები მზად არიან პაციენტს მიაწოდონ ამომწურავი პასუხები ყველა მათ შეკითხვაზე.

რა განაპირობებს წარმატებულ ინ ვიტროს?

იმ შემთხვევაში, თუ წყვილი ჯანმრთელია, ბუნებრივ ციკლში მათ აქვთ 20% ორსულობის შანსი. დამხმარე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენება ზრდის ამ შანს 80 %მდე. ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია სწორ მიდგომაზე, დიაგნოსტირებაზე და მკურნალობის მეთოდის სწორ შერჩევაზე.

უნაყოფობის მკურნალობის მეთოდები

ინ ვიტრო განაყოფიერება, ICSI- სპერმის შეყვანა კვერცხუჯრედში ინექციის გზით, ინ ვიტრო განაყოფიერება - პროგრამა დონორის სპერმით, ინ ვიტრო განაყოფიერება - პროგრამა დონორის კვერცხუჯრედით, სპერმის ასპირაცია, კვერცხუჯრედების გაყინვა და შენახვა, სპერმის გაყინვა და შენახვა, ემბრიონების გაყინვა და შენახვა, სუროგაციის პროგრამა დონორის კვერცხუჯრედებით, სუროგაციის პროგრამა დონორის სპერმით.

ვამსხვრევთ შიშებს და მითებს მითებისა და შიშების გადასართავად გამოიყენეთ ღილაკები

  • 1

    ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი დრო თუ სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში წყვილთან არ დგება ორსულობა, უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ რეპროდუქტოლოგს. ბავშვის გაჩენა მნიშვნელოვანია ნებისმიერი წყვილისთვის, ამიტომ ჟორდანიას კლინიკის საუკეთესო სპეციალისტები გელოდებიან კონსულტაციაზე, იმისათვის რომ ერთად გავიაროთ ეს მნიშვნელოვანი გზა

  • 2

    ინ ვიტრო განაყოფიერების რამდენი მცდელობის ჩატარებაა შესაძლებელი? ყველაფერი ინდივიდუალურია. მაგრამ, გამოცდილებიდან გამომდინარე, ჟორდანიას კლინიკაში საოცნებო ორსულობას ვიღებთ პირველი მცდელობიდანვე.

  • 3

    ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით დაბადებული ბავშვი არ არის ისეთივე, როგორც ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვი ეს არის მითი, რადგან ყველა პროცესი მიმდინარეობს ერთნაირად, ქალის ბუნებრივ ორგანიზმთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. ამიტომ ბავშვი იბადება ზუსტად ისეთივე, როგორიც ბუნებრივუ გზით მიღებული ორსულობისას.

  • 4

    ჰორმონალური პრეპარატები რომელსაც იყენებენ სტიმულაციისას მავნებელია ჯანმრთელობისთვის? ეს მითია, სტიმულაციის პროტოკოლი დგება ინდივიდუალურად და მორგებულია თითოეულ პაციენტზე.

ჩვენ ერთად გავივლით ამ გზას მკურნალობის ეტაპები

1

კონსულტაცია

ჩვენი კოორდინატორი მზად არის უპასუხოს ყველა თქვენს შეკითხვას და გეხმარებათ ჩაეწეროთ ექიმთან კონსულტაციაზე თქვენთვის მისაღებ დროს.

2

პირველი ვიზიტი რეპროდუქტოლოგთან

კონსულტაციისას ექიმი კრებს ანამნეზს, შეისწავლის პაციენტის სამედიცინო ისტორიას, რის მიხედვითაც ადგენს გამოკვლევის და მკურნალობის გეგმას.

3

დიაგნოსტირება

ჩატარებული კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე ექიმი განსაზღვრავს უნაყოფობის მიზეზებს. ქალს და მამაკაცს შეუძლია ჟორდანიას კლინიკაში, ერთ ადგილზე, ჩაიტაროს ყველა საჭირო გამოკვლევა. ეს პაციენტისთვის ძალიან კომფორტულია, მას არ სჭირდება სხვადასხვა დაწესებულებაში სიარული.

4

რეპროდუქტოლოგთან განმეორებითი კონსულტაცია

მას შემდეგ რაც დასრულდება წყვილის გამოკვლევა და დაისმება დიაგნოზი, ექიმი წყვილს ურჩევს ეფექტური მკურნალობის მეთოდს.

5

მკურნალობის მეთოდები

უნაყოფობის მკურნალობის მეთოდები: ინ ვიტრო განაყოფიერება, ICSI- სპერმის შეყვანა კვერცხუჯრედში ინექციის გზით, ინ ვიტრო განაყოფიერება - პროგრამა დონორის სპერმით, ინ ვიტრო განაყოფიერება - პროგრამა დონორის კვერცხუჯრედით, სპერმის ასპირაცია, კვერცხუჯრედების გაყინვა და შენახვა, სპერმის გაყინვა და შენახვა, ემბრიონების გაყინვა და შენახვა, სუროგაციის პროგრამა დონორის კვერცხუჯრედებით, სუროგაციის პროგრამა დონორის სპერმით, პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი 6.ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამა - მთელი პროცესის განმავლობაში წყვილს კოორდინირებას უწევს მათთვის სპეციალურად გამოყოფილი კოორდინატორი, მისი დახმარებით პაციენტს შესაძლებლობა აქვს მიიღოს პასუხი ყველა შეკითხვაზე.

>

მიმართულების სპეციალისტები

ჩვენი სპეციალისტები ურთიერთობენ 5 ენაზე

  • ნანა ყურაშვილი

    20 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჟორდანიას კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი, დოქტორანდი

  • სოფო კვალიაშვილი

    23 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჟორდანიას, ექიმი

  • ირმა თორთლაძე

    26 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ექიმი, დოქტორანტი

  • მარიამ სულავა

    9 წლები
    გამოცდილება

    მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქცია, ექიმი

  • ქეთევან კოტრიკაძე

    33 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ექიმი, მედიცინის დოქტორი

  • მერი ხორავა

    12 წლები
    გამოცდილება

    მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქცია, დოქტორანტი

  • ეკატერინე ჩიხაშვილი

    10 წლები
    გამოცდილება

    რეპროდუქტოლოგია მეან-გინეკოლოგია, ექიმი

მოგვმართეთ დროულად

Კონსულტაცია

    მომხმარებელთა ისტორიები გამოიყენეთ ღილაკები სიუჟეტების გადასართავად

    • ანონიმური

      ჩვენ დიდი ხანი ვოცნებობდით გავმხდარიყავით მშობლები. საბედნიეროდ, ჩვენი ოცნება ახდა. ჟორდანიას კლინიკის და მისი გუნდის წყალობით დღეს ჩვენ ორი უსაყვარლესი პატარას მშობლები ვართ.

      ...
    • ანონიმური

      დღეს ჩვენთვის უბედნიერესი დღეა! გავიგეთ ინფორმაცია დადასტურებული ორსულობის შესახებ. ჩვენ ამ დღეს ძალიან დიდხანს ველოდით. დიდი მადლობა ჟორდანიას კლინიკას და მის გუნდს.

      ...
    • ანონიმური

      დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით კლინიკას, რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდით გავმხდარიყავით მშობლები, მივდიოდით სხვადასხვა სპეციალისტთან. დღეს ჩვენ ბედნიერი მშობლები ვართ და ეს ჟორდანიას კლინიკის დამსახურებაა.

      ...

    ჟორდანიას კლინიკა არის რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 60 წელზე მეტი გამოცდილებით.

    ჟორდანიას კლინიკა არის უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ცენტრი. კლინიკამ თავისი საქმიანობა დაიწყო პროფესორ ჟორდანიას მიერ 1958 წელს დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ამიტომ, ჩვენი 60 წელზე მეტი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ IVF პროგრამები 80%-ზე მეტი ეფექტურობით.

    2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
    Чат с менеджером