ჩვენ შესახებ
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
წარმატებული კლინიკის ისტორია იოსებ ჟორდანიას სახელს უკავშირდება. მასზე საუბარი გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, როგორც ადამიანზე, რომელიც უამრავ ადამიანს უანგაროდ ეხმარებოდა და დღემდე გრძელდება, როგორც მოწინავე კლინიკის ფუძემდებელზე.
კლინიკის შესახებ
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო სერვისებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება და საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ჩვენ ვინარჩუნებთ მთავარ პრიორიტეტს – ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის უზრუნველყოფას და ასევე მოვიცავთ შემდეგ მიმართულებებს: