ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF)

უნაყოფობა, სამედიცინო ლიტერატურის განმარტებით, არის შვილის ყოლის უუნარობა შესაბამისი სამედიცინო ჩარევის გარეშე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, თუ ქალი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების პირობებში ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდა, წყვილი უშვილოდ ითვლება. 35 წლის ზემოთ ეს დრო მცირდება 6 თვემდე. თანამედროვე მედიცინა ამ პრობლემას სხვადასხვა მეთოდით უმკლავდება, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF). აღნიშნული პროცედურა საშუალებას აძლევს წყვილებს, დაძლიონ უნაყოფობა და მიაღწიონ სასურველ შედეგს – ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას.

რა არის ინ-ვიტრო (IVF) განაყოფიერება?

ინ ვიტრო განაყოფიერება თანამედროვე მედიცინაში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის უმნიშვნელოვანეს მეთოდად მიიჩნევა, რომელიც ხშირად უნაყოფობის მკურნალობის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ითვლება. პროცედურა არა მხოლოდ უნაყოფობის, არამედ მასთან დაკავშირებული გენეტიკური პათოლოგიების სამკურნალოდაც გამოიყენება, რაც ხელს უწყობს ჩასახვის პროცესს. ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი გულისხმობს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმას ორგანიზმის გარეთ, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში. აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად მიახლოებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებთან. პროცედურის დროს საკვერცხიდან ხდება მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვება და მათი განაყოფიერება სპერმით. მიღებული ემბრიონი ან ემბრიონები გადადის საშვილოსნოს ღრუში, სადაც იწყება მათი ზრდა და განვითარება. გარდა ამისა, შესაძლებელია ემბრიონების გაყინვა მომავლისთვის. წყვილის სურვილის შემთხვევაში, გაყინული ემბრიონი/ემბრიონები შემდეგ ეტაპზე გალღვება და კვლავ მოხდება მათი გადატანა საშვილოსნოს ღრუში, რაც ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესს უფრო მოქნილს და ხელმისაწვდომს ხდის.

რა პროცედურებს მოიცავს ინ ვიტრო (IVF) განაყოფიერება?

ინ ვიტრო განაყოფიერება მოიცავს შემდეგ პროცედურებს:

⦁ ქალისა და მამაკაცის კვლევას

⦁ საკვერცხის სტიმულაციას მედიკამენტებით

⦁ კვერცხუჯრედების ტრანსვაგინალურ ასპირაციას

⦁ საჭიროების შემთხვევაში ტესტიკულური სპერმის ასპირაციას (TESA)

⦁ კვერცხუჯრედის სპერმატოზოიდით განაყოფიერებას (ICSI)

⦁ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის კულტივირებას

⦁ საშვილოსნოს ღრუს მომზადებას ორსულობისათვის

⦁ ემბრიონის/ემბრიონების გადატანას საშვილოსნოს ღრუში

⦁ ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი და დიაგნოსტიკა, სხვადასხვა გენეტიკური პათოლოგიის გამოსარიცხად

⦁ კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების კრიოპრეზერვაცია

ჩვენებები

⦁ ქალის უნაყოფობა ⦁ მამაკაცის უნაყოფობა ⦁ აუხსნელი უნაყოფობა

პროცედურის ხანგრძლივობა

ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი გრძელდება დაახლოებით ორი-სამი კვირის განმავლობაში. მრავალმა მულტიცენტრულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებულ და ბუნებრივად დაბადებულ ბავშვებს შორის არავითარი განსხვავება არ არის. ძირითადი განსხვავება ინ ვიტრო და ბუნებრივ ორსულობას შორის მხოლოდ ჩასახვის პროცესში მდგომარეობს. ინ ვიტრო განაყოფიერებისას ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ხდება ლაბორატორიულ პირობებში. ამის შემდეგ, ემბრიონის იმპლანტაციის და ნაყოფის განვითარების ყველა ეტაპი იდენტურია ორივე შემთხვევაში. ჟორდანიას კლინიკაში დანერგილია მოწინავე ტექნოლოგია – ინტრაციტოპლაზმურ სპერმის ინექციამდე (IMSI) სპერმის მორფოლოგიური სკრინინგი. მეთოდი იყენებს ინვერტირებულ მიკროსკოპს, რომელიც გამოსახულებას 6000-ჯერ ადიდებს. შედარებისთვის, ტრადიციული მიკროსკოპები რეპროდუქციულ ლაბორატორიებში მხოლოდ 400-ჯერ გადიდებას უზრუნველყოფენ. აღნიშნული ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ზრდის პროცესის სიზუსტეს და წარმატების მაჩვენებელს.

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2024 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

სამუშაო განრიგი

შაბათი: 10:00-15:00

ყოველდღე: 09:00-18:00

სამეანო მიმღები: 24 საათი

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2024 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას