სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

უროლოგიური ქირურგია

უროლოგიური ქირურგია

ჟორდანიას სამედიცინო ცენტის უროლოგიური განყოფილება, რომელიც გამორჩეულია სერვისების მრავალფეროვნებით, თანამედროვე საოპერაციოებითა და პოსტოპერაციული მოვლის სერვისებით, სთავაზობს პაციენტებს უროლოგიური პათოლოგიების სრული სპექტრის მკურნალობას. სამედიცინო ცენტრის უროლოგიური ქირურგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს გიორგი ხვადაგიანი (MD FEBU აკადემიური ხარისხი, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, ევროპის უროლოგთა ასოციაცია EAU, უროლოგთა საერთაშორისო ასოციაცია SIU ასოციაციის წევრი)

კლინიკაში პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

  • თირკმლის, შარდსაწვეთის და შარდის ბუშტის კენჭების ენდოსკოპიური ოპერაციები მაღალი სიმძლავრის ჰოლმიუმის ლაზერის გამოყენებით, რაც საშუალებას გვაძლევს აღარ ვიყოთ შეზღუდული კენჭის ზომით.

  • პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების მედიკამენტოზური, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და ღია წესით მკურნალობა – ენდოსკოპიის შემთხვევაში პროცედურის წარმოება ხდება როგორც ბიპოლარული აპარატით, ასევე ლაზერის გამოყენებით.

  • შარდის ბუშტის და ზემო საშარდე გზების სიმსივნეების ადრეული სტადიის ენდოსკოპიური ოპერაციები და მედიკამენტოზური მკურნალობა (ქიმიო ან იმუნოთერაპია) – გავრცობილი დაავადების შემთხვევაში შესაძლებელია ლაპაროსკოპიული ან ღია წესით რადიკალური ცისტექტომიის (შარდის ბუშტის ამოღება) და ნეფროურეთერდქტომიის (თირკმლისა და შარდსაწვეთის ამოღება) წარმოება. ცისტექტომიის შემთხვევაში პაციენტთან შეთანხმებით სრულდება ნაწლავოვანი რეზერვუარების სხვადასხვა ტიპები (ორთოტოპიული რეზერვუარი, სიგმორექტალური რეზერვუარი, თეძოს ნაწლავის კონდუიტი).

  • პროსტატის კიბოს მკურნალობა როგორც ლაპაროსკოპიული ასევე ღია წესით რადიკალური პროსტატექტომიის (პროსტატის ამოღება) წარმოებით – გავრცობილ და მეტასტაზირებულ შემთხვევაში ტარდება სისტემური ჰორმონო და ქიმიოთერაპია.

  • თირკმლის კიბოს ადრეული სტადიის სიმსივნის რეზექცია როგორც ლაპაროსკოპიული ასევე ღია წესით – დიდი ზომის სიმსივნის შემთხვევაში ტარდება ლაპაროსკოპიული ნეფროსტომია (თირკმლის ამოღება). ქვემო ღრუ ვენაში თრომბის არსებობის შემთხვევაში ტარდება ღია წესით ნეფრექტომია და თრომბის ამოკვეთა. ინდივიდუალურ შემთხვევებში კი შესაძლებელია ამ პროცედურის ლაპაროსკოპიით ჩატარება.

  • პიელოურეთრალური კუთხის ან შარდსაწვეთის ნებისმიერი მონაკვეთის შევიწროვების დროს პლასტიკა ლაპაროსკოპიული და ღია წესით.

  • ურეთრის სტრუქტურის შემთხვევაში ენდოსკოპიური ჩაკვეთა ლაზერის გამოყენებით, ან უფრო რთულ შემთხვევებში ღია წესით პლასტიკა სხვადასხვა მეთოდით.

  • გადაუდებელი მომსახურების სრული სპექტრი: დეტორზიო სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვის დროს; სისხლძარღვოვანი შუნტირება პრიაპიზმის დროს; შარდსაწვეთის სტენტირება ან ნეფროსტომია ზემო საშარდე გზების ობსტრუქციის დროს; ურეთერორენისკოპია და კენჭის გამოღება შარდსაწვეთის კენჭის შემთხვევაში; ქვემო საშარდე გზებიდან ძლიერი სისხლდენის დროს კოლტების ამოღება და კოაგულაცია (სისხლდენის შეჩერება)

 

ლითოტრიფსია

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში დანერგილია შარდ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობა დისტანციური დარტყმითი ლითოტრიფსით. ლითოტრიფსიის მეთოდით,  სხეულის გარეთ (ექსტრა კორპორალურად) წარმოქმნილი ულტრაბგერითი ტალღებით ხდება კენჭის ფრაგმენტაცია, ანუ დაშლა თირკმელსა და შარდსაწვეთებში. კენჭების ადგილმდებარეობა ფიქსირდება რენტგენის და ექოსკოპიის მეშვეობით რაც ზრდის კენჭის წარმატებით დაშლის ალბათობას

ლითოტრიფსიის უპირატესობები:

  • არაინვაზიური, ნაკლებტრავმული მკურნალობის მეთოდია

  • პაციენტი არ საჭიროებს ანესთეზიას

  • პაციენტი არ საჭროებს სტაციონარში დაყოვნებას

  • პროცედურის საშუალო ხანგრძლივობა – 1 საათი

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2024 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2024 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2024 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

სამუშაო განრიგი

შაბათი: 10:00-15:00

ყოველდღე: 09:00-18:00

სამეანო მიმღები: 24 საათი