მშობიარობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო და ამავდროულად, საპასუხისმგებლო მოვლენა არის. მშობიარობის დაგეგმვისას ქალისთვის პრიორიტეტულია უსაფრთხო გარემო, კომფორტული და ოჯახის გარემოსთან მიახლოებული პირობები, ასევე კვალიფიციური მედპერსონალი, რომელსაც მიანდობს მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას – ბავშვის დაბადებას.
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის სამეანო დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და სანდო ექიმთა გუნდით. კლინიკის სამეანო სექტორს ხელმძღვანელობს მეან-გინეკოლოგი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი მამუკა ნემსაძე.
სამეანო დეპარტამენტში შექმნილია ოჯახზე ორიენტირებული გარემო ორსულის, მშობიარისა და მისი ახალშობილისთვის. კლინიკაში დაგხვდებათ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკი და კომფორტული, სხვადასხვა ტიპის პალატა, რომლებიც მორგებულია როგორც პაციენტებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.
ცენტრი უზრუნველყოფს:
ნებისმიერი სირთულის ორსულობის მართვას, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პირობებში;
ყველა ტიპის მშობიარობას (ფიზიოლოგიური მშობიარობა, საკეისრო კვეთა, გართულებული მშობიარობა);
ფიზიოლოგიურ მშობიარობას, გადატანილი საკეისრო კვეთის შემდეგ;
მშობიარობის შემდგომი პროცესების მართვას.
ნეონატოლოგიური სამსახური
დაბადებამდე ბავშვი მშვიდ და კომფორტულ გარემოში იმყოფება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაბადების შემდგომაც მაქსიმალურად მიახლოებული გარემო დახვდეს. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში ახალშობილს ყველა საჭირო პირობა აქვს ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. ნეონატოლოგიური სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ბავშვთა კრიტიკულ მედიცინასა და ნეონატოლოგიაში, პროფესორი დავით ციბაძე.
ჩვენი კლინიკის სამშობიარო ბლოკები აღჭურვილია უმაღლესი დონის სამედიცინო აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს დედისა და ნაყოფის, ასევე ახალშობილის სასიცოცხლო ფუნქციების სრულ კონტროლს. დღეისათვის სამედიცინო ცენტრის ნეონატოლოგიური სამსახურის კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს თანამედროვე მიდგომებისა და სტანდარტების გამოყენებას, რომლებიც მსოფლიოს წამყვან სამშობიარო სახლებს შეესაბამება:
„კანით-კანთან" კონტაქტი;
ბუნებრივი კვების უზრუნველყოფა და წახალისება;
დედისა და ახალშობილის ერთად ყოფნა და ოჯახური გარემოს შექმნა.
დაწესებულებაში ყველა ახალშობილი უზრუნველყოფილია 24-საათიანი მონიტორინგითა და მეთვალყურეობით. ახალშობილებს ადგილზე უტარდებათ ყველა სავალდებულო სკრინინგ ტესტი და ვაქცინაცია.
სამშობიაროდან გაწერისას მშობლებს ეძლევათ რეკომენდაციები ახალშობილის მოვლისა და ძუძუთი კვების შესახებ. ისინი ინფორმირებულნი არიან ექიმთან მომდევნო ვიზიტების ვადებსა და საჭიროებებზე. ჩვენ, გაწერის შემდეგაც, ვაგრძელებთ თქვენი პატარების მიმართ ზრუნვას. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია ახალშობილის ნეონატალური და პედიატრიული მომსახურების მიღება.