ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. თანამედროვე მსოფლიოში ძუძუს კიბო ქალებში სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის მამოლოგიური მიმართულება ორიენტირებულია სარძევე ჯირკვლების პათოლოგიების პროფილაქტიკაზე, დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და კომპლექსულ მკურნალობაზე. კლინიკის მამოლოგიური ქირურგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს ზოგადი ქირურგი; ქირურგი ონკოლოგი; თორაკალური ქირურგი; მამოლოგი, ენდოკრინული ქირურგი სოსო (სპირიდონ) სანიკიძე
კლინიკაში ხორციელდება სარძევე ჯირკვლის პათოლოგიათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სრული სპექტრი.
პრიორიტეტები
დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა;
პაციენტთა მართვა კონსილიუმის პრინციპით.
ძუძუს არაონკოლოგიური პათოლოგიების (მასტოპათია; პრემენსტრუალური სინდრომი) მართვა ენდოკრინოლოგიურ გუნდთან ერთად.
ძუძუს შემანარჩუნებელი ქირურგიული ოპერაციები;
რეკონსტრუქციული ონკოპლასტიკური ოპერაციები;
კლინიკაში არსებული დიაგნოსტიკის მეთოდები
რადიოლოგიური გამოკვლევები:
სარძევე ჯირკვლის და რეგიონული ლიმფური კვანძების ულტრაბგერა
2D მამოგრაფია;
სიმსივნური წარმონაქმნის აღმოჩენისას, წარმონაქმნის მსხვილნემსიანი ბიოფსია (cor-ბიოფსია)
წარმონაქმნის / ლიმფური კვანძის ასპირაციული ბიოფსია (FNA-ბიოფსია);
სიმსივნური წარმონაქმნის კლიპირება
სიმსივნური წარმონაქმნის ინტრაოპერაციული მარკირება.
ბიოფსიური და ოპერაციული მასალის ციტოლოგიური, მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმური კვლევა.
ინტაროპერაციული ექსპრეს მორფოლოგიური კვლევა
ქირურგიული მკურნალობის სახეები
რადიკალური მოდიფიცირებული მასტექტომია.
ლამბექტომია + რეგიონული ლიმფადენექტომია.
კანქვეშა მასტექტომია ძუძუს თავის შენარჩუნებით/შენარჩუნების გარეშე + რეგიონული ლიმფადენექტომია.
ტოტალური მასტექტომია.
ძუძუს სექტორალური რეზექცია.
ძუძუს დაზიანებული უბნის ამოკვეთა.
მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსია-მეთილენის ლურჯის გამოყენებით.
ძუძუს ერთმომენტიანი და გადავადებული რეკონსტრუქციული ოპერაციები
კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგია
კანისა და რბილი ქსოვილების ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების, მელანომის დიაგნოსტირება.
დერმატოსკოპია
კანის წარმონაქმნების punch- ბიოფსია
კანის წარმონაქმნების ინციზიური ბიოფსია
რბილი ქსოვილის სიმსივნეების მსხვილნემსიანი ბიოფსია.
ჰისტომორფოლოგიური კვლევა
ქირურგიული მკურნალობა
ოპერაციათა სახე – კანის სიმსივნური წარმონაქმნების ამოკვეთა ონკოლოგიური პრინციპების სრული დაცვით.
კანის დეფექტის პლასტიკა სხვადასხვა მეთოდით.
რეგიონალური ლიმფოდისექცია