ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ენდოკრინული ქირურგიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალით. კლინიკის ენდოკრინული ქირურგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს ზოგადი ქირურგი; ქირურგი ონკოლოგი; თორაკალური ქირურგი; მამოლოგი,ენდოკრინული ქირურგი სოსო სანიკიძე.
კლინიკაში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ნაადრევი დიაგნოსტირება.
დიაგნოსტიკური მეთოდები:
ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერა
ფარისებრი ჯირკვლის წარმონაქმნების FNA-ბიოფსია.
ციტოლოგია
ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე და პარათიროიდულ ჯირკვლებზე
ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე ტარდება ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის გამოყენებით.
ეს პრაქტიკა მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს ოპერაციის მსვლელობისას ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის სპეციალური აპარატი აკონტროლებს ცდომილი და ლარინგელური ნერვების ფუნქციურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მათი დაზიანების პრევენციას.
ტოტალური თირეოიდექტომია
ფარისებრი ჯირკვლის სუბტოტალური რეზექცია
თირეოიდექტომია – კისრის რეგიონული ლიმფოდისექცია (დონეების მიხედვით) ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.
ოპერაციები პარათიროიდული ჯირკვლებზე