იოსებ ჟორდანია
ადამიანებისთვის მიძღვნილი სიცოცხლე და სიკვდილი
იოსებ ჟორდანიას ისტორია
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. წარმატებული კლინიკის ისტორია იოსებ ჟორდანიას სახელს უკავშირდება. მასზე საუბარი გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, როგორც ადამიანზე, რომელიც უამრავ ადამიანს უანგაროდ ეხმარებოდა და დღემდე გრძელდება, როგორც მოწინავე კლინიკის ფუძემდებელზე. საქმიანობის საწყის ეტაპზე ჟორდანია კუიბიშევისა და მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების მეანობა-გინეკოლოგიის კათედრებს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით კი ის პოლკოვნიკის რანგში წითელი არმიის მთავარ გინეკოლოგად დაინიშნა. ეს იყო ისტორიაში ერთადერთი გინეკოლოგიური სამსახური არმიაში, სადაც 8 000 ქალი ირიცხებოდა. ამ თანამდებობაზე ქართველი ექიმი 5 წელი დარჩა. თუმცა მთავარი საქმე საკუთარ სამშობლოში ელოდა. 1958 წელს მან თბილისში საფუძველი ჩაუყარა ევროპაში პირველ, ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტი გახდა. მან ჩამოაყალიბა უნაყოფობის კვლევის თეორიულ-პრაქტიკული იდეები და უშვილობასთან ბრძოლის გეგმა. ექიმის პროფესიული სულისკვეთების გარდა, მას დიდი პატრიოტული მიზანიც ამოძრავებდა. იოსებ ჟორდანიას საქართველოში მოსახლეობის გამრავლების პრობლემის გადაწყვეტა სურდა. ამ ასპექტში მან მამაკაცის უშვილობის პრობლემის კვლევაც დაიწყო და საქართველოში ანდროლოგიის დარგს საფუძველი ჩაუყარა. საქმის კეთებაში პიროვნული თვისებები და პროფესიონალიზმი ეხმარებოდა. ის იყო მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი და ამასთანავე კეთილშობილი ადამიანი, რომელიც ყურადღებისა და დახმარების გარეშე არ ტოვებდა არც ერთ პაციენტს. მასზე ამბობდნენ, რომ აზროვნებით მსოფლიო მედიცინის განვითარებას უსწრებდა კიდეც. იოსებ ჟორდანიამ მთელი გააზრებული ცხოვრება ადამიანების დახმარებას მიუძღვნა და ცხოვრების დასასრულიც სწორედ ასეთი აღმოჩნდა. ექიმი 1962 წელს ბრაზილიიდან საქართველოში ბრუნდებოდა. როგორც მისი ახლობლები იხსენებდნენ, უცხოეთში გაფრენამდე მთელი დღე 9 წლის ვაჟიშვილთან, კირილესთან ერთად გაუტარებია. ბავშვს უკითხავს მამისათვის: "ცურვა თუ იცი, თვითმფრინავი რომ წყალში ჩავარდეს, რა გეშველება, ხომ დაიღუპები?" ეს გულუბრყვილოდ დასმული კითხვა იყო, თუმცა კირილეს სიტყვები გამართლდა. რიო-დე-ჟანეიროში, გალეაოს აეროპორტში, თვითმფრინავი "დუგლასი" ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც პილოტი მიხვდა, რომ საჰაერო ხომალდის ცხვირი არ ტრიალებდა. ავარიული მანევრირების შემდეგ თვითმფრინავი დაეჯახა აეროპორტის კედელს, გადაკვეთა მეზობელი ბილიკი და ოკეანეში ჩაეშვა. ერთი შეხედვით, ვითარება არც ისე რთული იყო, თუმცა ავიაკატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა – 1 ეკიპაჟის წევრი და 14 მგზავრი. მათ შორის იყო ცნობილი ქართველი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგიც. მაშველი რგოლი ყველა მგზავრს უნდა ჰქონოდა, თუმცა ეკიპაჟზე იმყოფებოდა პატარა გოგონა, რომელიც თვითმფრინავზე უბილეთოდ იყო ასული და, ალბათ, ამიტომ არც მაშველი რგოლი ჰქონდა. იოსებმა დანახვისთანავე ბავშვს გადასცა თავისი რგოლი. მან ცურვა არ იცოდა, რომ ნაპირისკენ გაეცურა და მაშველების მისვლამდე წყალში ვეღარ გაძლო. როგორ გმირულადაც მუშაობდა მთელი ცხოვრება თითოეული პაციენტისთვის, კიდევ ერთი ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის, მკურნალობის ახალი გზების შემუშავებისთვის, ისევე გმირულად დაიღუპა 67 წლის ასაკში. იოსებ ჟორდანიაზე ხშირად ამბობენ, რომ ის იყო ექიმი, რომელმაც ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობას არა მხოლოდ მთელი სიცოცხლე, არამედ სიკვდილიც მიუძღვნა.

საქმიანობის საწყის ეტაპზე ჟორდანია კუიბიშევისა და მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების მეანობა-გინეკოლოგიის კათედრებს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით კი ის პოლკოვნიკის რანგში წითელი არმიის მთავარ გინეკოლოგად დაინიშნა. ეს იყო ისტორიაში ერთადერთი გინეკოლოგიური სამსახური არმიაში, სადაც 8 000 ქალი ირიცხებოდა. ამ თანამდებობაზე ქართველი ექიმი 5 წელი დარჩა. თუმცა მთავარი საქმე იოსებს საკუთარ სამშობლოში ელოდა.
1958 წელს მან თბილისში საფუძველი ჩაუყარა ევროპაში პირველ, ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტი გახდა. მან ჩამოაყალიბა უნაყოფობის კვლევის თეორიულ-პრაქტიკული იდეები და უშვილობასთან ბრძოლის გეგმა.

ექიმის პროფესიული სულისკვეთების გარდა, მას დიდი პატრიოტული მიზანიც ამოძრავებდა. იოსებს საქართველოში მოსახლეობის გამრავლების პრობლემის გადაწყვეტა სურდა. ამ ასპექტში მან მამაკაცის უშვილობის პრობლემის კვლევაც დაიწყო და საქართველოში ანდროლოგიის დარგს საფუძველი ჩაუყარა. საქმის კეთებაში იოსებს პიროვნული თვისებები და პროფესიონალიზმი ეხმარებოდა. ის იყო მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი და ამასთანავე კეთილშობილი ადამიანი, რომელიც ყურადღებისა და დახმარების გარეშე არ ტოვებდა არც ერთ პაციენტს.
მასზე ამბობდნენ, რომ აზროვნებით მსოფლიო მედიცინის განვითარებას უსწრებდა კიდეც. იოსებ ჟორდანიამ მთელი გააზრებული ცხოვრება ადამიანების დახმარებას მიუძღვნა და ცხოვრების დასასრულიც სწორედ ასეთი აღმოჩნდა. ექიმი 1962 წელს ბრაზილიიდან საქართველოში ბრუნდებოდა. როგორც მისი ახლობლები იხსენებდნენ, უცხოეთში გაფრენამდე მთელი დღე 9 წლის ვაჟიშვილთან, კირილესთან ერთად გაუტარებია. ბავშვს უკითხავს მამისათვის – ცურვა თუ იცი, თვითმფრინავი რომ წყალში ჩავარდეს, რა გეშველება, ხომ დაიღუპებიო…
