სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

პერინატალური მიმართულებები

პერინატალური მიმართულებები

ორსულობა ქალისა და მისი პარტნიორისთვის ცხოვრების საინტერესო და განსაკუთრებული მოგზაურობაა.

ჩვენ გთავაზობთ საიმედო მეგზურობას ამ განსაკუთრებულ პერიოდში.

ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრში ორსულობის მონიტორინგი ხორციელდება თანამედროვე სამედიცინო გაიდლაინების შესაბამისად, რაც ორიენტირებულია დედის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელი ნაყოფის დაბადებაზე.

კლინიკის წამყვანი ექიმები სპეციალიზირებული არიან მაღალი რისკის ორსულობის მართვაში და ორსულებს პერსონალური მეთვალყურეობის გეგმას სთავაზობენ.

სამედიცინო ცენტრი ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს 8 უფასო ვიზიტს და შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებს ორსულობის პერიოდში.

ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის პერინატალური განყოფილება ორსულებს და მათ ოჯახებს სთავაზობს ყველა საჭირო მომსახურებას. პერინატალურ მიმართულებას ხელმძღვანელობს მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი, MD.

კლინიკაში ხორციელდება შემდეგი პერინატალური სერვისები:

ნაყოფის ანტენატალური ტესტირება:

  • ბიოფიზიკური პროფილის განსაზღვრა: უმტკივნეულო პროცედურა, რომლის საშუალებითაც ფასდება ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობა – გულისცემის მონიტორინგი, სანაყოფო წყლის ოდენობის განსაზღვრა, ნაყოფის სუნთქვითი აქტივობისა და მოძრაობის შეფასება. პროცედურა გრძელდება 30-70 წუთი.

  • არასტრესული ტესტი: მარტივი, უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც აფასებს ნაყოფის გულისცემას მოძრაობისა და დასვენების ფაზებში. პროცედურა გრძელდება 20-40 წუთი.

ნაყოფის ექოსკოპიური გამოკვლევა და დიაგნოსტიკური პროცედურები:

  • ამნიოცენტეზი: სანაყოფე წყლის ტესტირება ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიების ან ინფექციების გამოსარიცხად, რომელიც ტარდება ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში.

  • კომბინირებული პირველი ტრიმესტრის სკრინინგი: კისრის ნაოჭის შეფასება და ორმაგი სასკრინინგო ტესტი რისკის კალკულაციით, ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიების გამოსავლენად.

  • სამეანო დოპლეროგრაფია: აფასებს სისხლის მიწოდებას საშვილოსნოს არტერიებში, ჭიპლარსა და ნაყოფის ორგანოებთან.

  • ნაყოფის ექოკარდიოგრაფია: სპეციალიზირებული კვლევა, რომელიც აფასებს ნაყოფის გულის ანატომიურ აგებულებას, სისხლის დინებას და გულისცემის რითმს. ტარდება ორსულობის 20 კვირის შემდეგ.

  • ულტრასონოგრაფიული კვლევა: ნაყოფის გენეტიკური და ორგანული პათოლოგიების გამოვლენა 3D და 4D ფორმატში თანამედროვე აპარატების გამოყენებით.

გენეტიკური კონსულტირება:

  • პრენატალური დიაგნოსტიკის მიზნით;

  • ორსულობის დაგეგმვის მიზნით.

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2024 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2024 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2024 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

სამუშაო განრიგი

შაბათი: 10:00-15:00

ყოველდღე: 09:00-18:00

სამეანო მიმღები: 24 საათი