რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია

რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია - ეს არის პირველი ნაბიჯი ნანატრი ორსულობისაკენ. ჟორდანიას კლინიკის რეპროდუქტოლოგი კონსულტაციისას დაადგენს უნაყოფობის მიზეზს და შეგირჩევთ მკურნალობის ეფექტურ მეთოდს. ჟორდანიას კლინიკაში დანერგიულია უნაყოფობის მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი - საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია; ინ ვიტრო განაყოფიერება; ინ ვიტრო განაყოფიერება დონორის კვერცხუჯრედების გამოყენებით; ინ ვიტრო განაყოფიერება დონორის სპერმის გამოყენებით;სუროგაციის პროგრამები; კვერცხუჯრედის და სპერმის გაყინვა/შენახვა;

როგორ გავხდეთ მშობლები?

ბედნიერი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დაბადება. უნაყოფობა, ბევრი წყვილისთვის ჟღერს როგორც საშიში დიაგნოზი, განაჩენი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო წყვილების 15 %-ს უნაყოფობის დიაგნოზი აქვს. თანამედროვე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენებით ჟორდანიას კლინიკაში შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა მაღალი ეფექტურობით.

ეტაპი 1 რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია; წყვილის გამოკვლევა; უნაყოფობის მიზეზების დიაგნოსტირება; რეპროდუქციული მკურნალობის მეთოდის შერჩევა.

ეტაპი 2 ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობის პროტოკოლის შედგენა და განხორციელება ინდივიდუალური მიდგომით; ორსულობის დადასტურება; ბავშვის დაბადება

ჩვენება

ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდის გამოყენება რეკომენდირებულია იმ წყვილებისთვის, ვისთანაც უკვე დასმულია უნაყოფობის დიაგნოზი. ქალის უნაყოფობის ფაქტორები: უნაყოფობა, რომელიც განპირობებულია საკვერცხის დისფუნქციით; საშვილოსნოს ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა; მილების ფაქტორით განპირობებული უნაყოფობა. მამაკაცის უნაყოფობის ფაქტორებია: სპერმატოზოიდების დაბალი აქტივობა და ხარისხი; სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება. წყვილების 20%-ში აღინიშნება დაუდგენელი ფაქტორით განპირობებული უნაყოფობა

უკუჩვენება

ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობისას აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა ყველა პაციენტან, უკუჩვენებაც განიხილება ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე.

რა განაპირობებს წარმატებულ ინ ვიტროს?

იმ შემთხვევაში, თუ წყვილი ჯანმრთელია, ბუნებრივ ციკლში მათ აქვთ 20% ორსულობის შანსი. დამხმარე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენება ზრდის ამ შანს 80 %მდე. ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია სწორ მიდგომაზე, დიაგნოსტირებაზე და მკურნალობის მეთოდის სწორ შერჩევაზე.

პროგრამის ხანგრძლივობა

პროგრამის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 2-4 კვირაა.

ვამსხვრევთ შიშებს და მითებს მითებისა და შიშების გადასართავად გამოიყენეთ ღილაკები

  • 1

    ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი დრო თუ სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში წყვილთან არ დგება ორსულობა, უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ რეპროდუქტოლოგს. ბავშვის გაჩენა მნიშვნელოვანია ნებისმიერი წყვილისთვის, ამიტომ ჟორდანიას კლინიკის საუკეთესო სპეციალისტები გელოდებიან კონსულტაციაზე, იმისათვის რომ ერთად გავიაროთ ეს მნიშვნელოვანი გზა

  • 2

    ინ ვიტრო განაყოფიერების რამდენი მცდელობის ჩატარებაა შესაძლებელი? ყველაფერი ინდივიდუალურია. მაგრამ, გამოცდილებიდან გამომდინარე, ჟორდანიას კლინიკაში საოცნებო ორსულობას ვიღებთ პირველი მცდელობიდანვე.

  • 3

    ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით დაბადებული ბავშვი არ არის ისეთივე, როგორც ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვი ეს არის მითი, რადგან ყველა პროცესი მიმდინარეობს ერთნაირად, ქალის ბუნებრივ ორგანიზმთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. ამიტომ ბავშვი იბადება ზუსტად ისეთივე, როგორიც ბუნებრივუ გზით მიღებული ორსულობისას.

  • 4

    ჰორმონალური პრეპარატები რომელსაც იყენებენ სტიმულაციისას მავნებელია ჯანმრთელობისთვის? ეს მითია, სტიმულაციის პროტოკოლი დგება ინდივიდუალურად და მორგებულია თითოეულ პაციენტზე.

  • 5

    როგორ შემიძლია დავრწმუნდე, რომ ბიოლოგიური მასალა ნამდვილად ჩემია? ჟორდანიას კლინიკაში ემბრიოლოგიური ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ბიოლოგიური მასალის აღრიცხვა ხდება ინდივიდუალურად, სპეციალური კოდირების სისტემის მეშვეობით, რაც მინიმუმამდე ამცირებს ცდომილების ალბათობას.

ჩვენ ერთად გავივლით ამ გზას როგორ არის IVF

1

მომზადება

  • რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია
  • სრული კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები;
  • საჭიროების შემთხვევაში: ჰისტეროსკოპია

2

ოვულაციის სტიმულირება

საკვერცხის მედიკამენტოზური სტიმულაცია - იმისათვის, რომ ქალის მომზადებისას მივიღოთ კვერცხუჯრედების მაქსიმალური რაოდენობა ხდება პაციენტის მომზადება ჰორმონალური პრეპარატებით. ექიმ-რეპროდუქტოლოგი აკვირდება ფოლიკულების ზრდას ულტრაბგერის მეშვეობით. როდესაც ფოლიკული მიაღწევს განსაზღვრულ ზომას და რაოდენობას ტარდება ტრანსვაგინალური პუნქცია კვერცხუჯრედის ასპირაციის მიზნით.
ხანგრძლივობა 8-14 დღე

3

კვეუჯრედების მიღება

კვერცხუჯრედების აღება ხდება ტრანსვაგინალური პუნქციის მეშვეობით, რომელიც მიმდინარეობს ექო-მონიტორინგის თანხლებით. პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა.

4

სპერმის ჩაბარება

მამაკაცი სპეციალურ ოთახში აბარებს ბიოლოგიურ მასალას. მასალის ჩაბარებამდე, რეკომენდირებულია 2-3 დღე სექსუალური თავშეკავება, 7-10 დღის განმავლობაში ალკოჰოლის გამოყენების შეზღუდვა

5

ექსტრაკორპორალური განაყოფიერება

მიღებული კვერცხუჯრედების და სპერმის მეშვეობით ხდება ემბრიონის განაყოფიერება სპეციალურ გარემოში, ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში. განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონები თავსდება სპეციალურ ინკუბატორში და ხდება მათზე უწყვეტი დაკვირვება. (5 დღე)

6

ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში

როცა ემბრიონი მიაღწევს ბლასტოცისტის სტადიას, ხდება მისი გადატანა საშვილოსნოს ღრუში. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა და არ საჭიროებს ინტრავენურ ნარკოზს.

7

ორსულობის დადასტურება

ემბრიონის გადატანიდან 14 დღის შემდეგ ტარდება ორსულობის ტესტი

>

1

მომზადება
  • რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია
  • სრული კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები;
  • საჭიროების შემთხვევაში: ჰისტეროსკოპია
>

2

ოვულაციის სტიმულირება
საკვერცხის მედიკამენტოზური სტიმულაცია - იმისათვის, რომ ქალის მომზადებისას მივიღოთ კვერცხუჯრედების მაქსიმალური რაოდენობა ხდება პაციენტის მომზადება ჰორმონალური პრეპარატებით. ექიმ-რეპროდუქტოლოგი აკვირდება ფოლიკულების ზრდას ულტრაბგერის მეშვეობით. როდესაც ფოლიკული მიაღწევს განსაზღვრულ ზომას და რაოდენობას ტარდება ტრანსვაგინალური პუნქცია კვერცხუჯრედის ასპირაციის მიზნით.
ხანგრძლივობა 8-14 დღე
>

3

კვეუჯრედების მიღება
კვერცხუჯრედების აღება ხდება ტრანსვაგინალური პუნქციის მეშვეობით, რომელიც მიმდინარეობს ექო-მონიტორინგის თანხლებით. პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა.
>

4

სპერმის ჩაბარება
მამაკაცი სპეციალურ ოთახში აბარებს ბიოლოგიურ მასალას. მასალის ჩაბარებამდე, რეკომენდირებულია 2-3 დღე სექსუალური თავშეკავება, 7-10 დღის განმავლობაში ალკოჰოლის გამოყენების შეზღუდვა
>

5

ექსტრაკორპორალური განაყოფიერება
მიღებული კვერცხუჯრედების და სპერმის მეშვეობით ხდება ემბრიონის განაყოფიერება სპეციალურ გარემოში, ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში. განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონები თავსდება სპეციალურ ინკუბატორში და ხდება მათზე უწყვეტი დაკვირვება. (5 დღე)
>

6

ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში
როცა ემბრიონი მიაღწევს ბლასტოცისტის სტადიას, ხდება მისი გადატანა საშვილოსნოს ღრუში. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა და არ საჭიროებს ინტრავენურ ნარკოზს.
>

7

ორსულობის დადასტურება
ემბრიონის გადატანიდან 14 დღის შემდეგ ტარდება ორსულობის ტესტი

მიმართულების სპეციალისტები

ჩვენი სპეციალისტები ურთიერთობენ 5 ენაზე

  • ნანა ყურაშვილი

    20 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჟორდანიას კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი, დოქტორანდი

  • სოფო კვალიაშვილი

    23 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჟორდანიას, ექიმი

  • ირმა თორთლაძე

    26 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ექიმი, დოქტორანტი

  • მარიამ სულავა

    9 წლები
    გამოცდილება

    მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქცია, ექიმი

  • ქეთევან კოტრიკაძე

    33 წლები
    გამოცდილება

    მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ექიმი, მედიცინის დოქტორი

  • მერი ხორავა

    12 წლები
    გამოცდილება

    მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქცია, დოქტორანტი

  • ეკატერინე ჩიხაშვილი

    10 წლები
    გამოცდილება

    რეპროდუქტოლოგია მეან-გინეკოლოგია, ექიმი

მოგვმართეთ დროულად

Კონსულტაცია




    მომხმარებელთა ისტორიები გამოიყენეთ ღილაკები სიუჟეტების გადასართავად

    • ანონიმური

      ჩვენ დიდი ხანი ვოცნებობდით გავმხდარიყავით მშობლები. საბედნიეროდ, ჩვენი ოცნება ახდა. ჟორდანიას კლინიკის და მისი გუნდის წყალობით დღეს ჩვენ ორი უსაყვარლესი პატარას მშობლები ვართ.

      ...
    • ანონიმური

      დღეს ჩვენთვის უბედნიერესი დღეა! გავიგეთ ინფორმაცია დადასტურებული ორსულობის შესახებ. ჩვენ ამ დღეს ძალიან დიდხანს ველოდით. დიდი მადლობა ჟორდანიას კლინიკას და მის გუნდს.

      ...
    • ანონიმური

      დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით კლინიკას, რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდით გავმხდარიყავით მშობლები, მივდიოდით სხვადასხვა სპეციალისტთან. დღეს ჩვენ ბედნიერი მშობლები ვართ და ეს ჟორდანიას კლინიკის დამსახურებაა.

      ...

    ჟორდანიას კლინიკა არის რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 60 წელზე მეტი გამოცდილებით.

    ჟორდანიას კლინიკა არის უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ცენტრი. კლინიკამ თავისი საქმიანობა დაიწყო პროფესორ ჟორდანიას მიერ 1958 წელს დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ამიტომ, ჩვენი 60 წელზე მეტი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ IVF პროგრამები 80%-ზე მეტი ეფექტურობით.

    2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
    Чат с менеджером