რა უნდა ვიცოდეთ უშვილობისა და უნაყოფობის შესახებ

რეიტინგი:

5
(5)

Გამოქვეყნების თარიღი: 04.03.2020

404

უშვილობა იგივე უნაყოფობა დღეისათვის უამრავი წყვილის პრობლემაა. სტატისტიკურად, 15-დან 44 წლამდე ქალთა  12%-ს უჭირს დაორსულება ან ნაყოფის შენარჩუნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  რეკომენდაციით, თუ ერთი წლის განმავლობაში  რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების ფონზე ორსულობა არ დგება, წყვილმა უნდა მიმართოს ექიმს. იმ შემთხვევაში, თუ ქალის ასაკი 35 წელზე მეტია, უნაყოფობის ჭრილში ორსულობის დადგომის ვადები 6 თვემდე მცირდება.

უნაყოფობის სიმპტომები

ორსულობა ქალის ორგანიზმის ერთ-ერთი ბუნებრივი მდგომარეობაა. რეპროდუქციულად ჯანმრთელ ქალთან, ორსულობა ყოველგვარი ჩარევის და დამატებითი დახმარების გარეშე დგება, თუმცა არ უნდა გამოგვეპაროს ის სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების კლინიკური გამოვლინება იყოს, ესენია:

  • მოუწესრიგებელი მენსტრუალური ციკლი
  • მტკივნეული ან გახანგრძლივებული მენსტრუალური ციკლი
  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება
  • ტკვილის მუცლის ქვედა არეში
  • წონის უეცარი მატება ან კლება
  • გახანგრძლივებული სტრესული სიტუაცია

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მხოლოდ მანიშნებელია, რომ ორგანიზმს დახმარება სჭირდება. ასეთ დროს აუცილებელია კვლევების ჩატარება, დიაგნოსტირება და მათი გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება.

რა იწვევს უშვილობას

უშვილობა როგორც დიაგნოზი, ისმება ექიმ-რეპროდუქტოლოგთა მიერ მას შემდეგ, რაც ქალსა და მამაკაცს ჩაუტარდება რიგი ინტრუმენტული, ლაბორატორიული თუ აპარატურული კვლევები. უნაყოფობის მიზეზებიდან აღსანიშნავია ჰორმონალური დისბალანსი, ენდომეტრიოზი, არასრულფასოვანი სპერმა, გენეტიკური რისკ-ფაქტორები. ასევე არსებობს აუხსნელი უნაყოფობა, როდესაც უნაყოფობის გამომწვევი რეალური მიზეზის დიაგნოსტირება ვერ ხერხდება წყვილთან და ეფექტური მკურნალობის  გეგმის შედგენისთვის, აუცილებელია ორივე პარტნიორის გამოკვლევა. ზოგადად მიჩნეულია, რომ უნაყოფობის 40% გამოწვეულია ქალის მიერ, 40% – მამაკაცის მიერ, 20% კი ეკუთვნის დაუდგენელი მიზეზით გამოწვეულ უნაყოფობას.

უნაყოფობა მამაკაცებში

მამაკაცის მიზეზით გამოწვეული უნაყოფობა ხასიათდება შემდეგი სახის სიმპტომებით: სექსუალური დისფუნქცია – გართულებული ან მტკივნეული ეაკულაცია, სპერმის მცირე რაოდენობა, შემცირებული სქესობრივი ლტოლვა ან ერექციის პრობლემა. ასევე საყურადღებო სიმპტომია ტკივილი სათესლე ჯირკვლების არეში. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და კვლევების ჩატარება.

მამაკაცთა უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • განმეორებითი/გართულებული რესპირატორული ინფექციები
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
  • სათესლე ჯირკვლების ვენების გაგანიერება, ე.წ. ვარიკოცელე
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • არასრულფასოვანი სპერმა – ცოცხალი და მოძრავი სპერმატოზოიდების მცირე რაოდენობა ან არარსებობა

მამაკაცის გამოკვლევისას უპირველესად ტარდება სპერმოგრამა – სპერმის ანალიზი, რომელიც მამაკაცის შვილოსნობის უნარის შეფასების საშუალებას იძლევა.

უნაყოფობა ქალებში

ქალებში უშვილობის მიზეზის კვლევისას აუცილებელია გამოირიცხოს შემდეგი სახის პათოლოგიები:

  • დაზიანებული, ჩაკეტილი ან ოპერაციული გზით ამოკვვეთილი ფალოპის მილები
  • მოუწესრიგებელი მენტრუალური ციკლი და ოვულაცია
  • ენდომეტრიოზი
  • საშვილოსნოს ყელის ეროზია
  • ანტისხეულები, რომლებიც აზიანებენ სპერმატოზოიდებს
  • საკვერცხეების დისფუნქცია ან შემცირებული ოვარიალური რეზერვი

უნაყოფობის მიზეზის დადგენისას აუცილებელია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამორიცხვა. მათი უმეტესობა იწვევს ქრონიკულ ანთებას, რაც დაორსულების ხელისშემშლელი ფაქტორია.

რისკ-ფაქტორები და პრევენცია

უნაყოფობის 20%-ში უცნობი ეტიოლოგიის ე.წ აუხსნელი უნაყოფობა, თუმცა არსებობს ზოგადი რისკ-ფაქტორები, რომლებიც აფერხებს ორსულობის, მათ შორის აღსანიშნავია –

  • ენდოკრინოლოგიური დაავადებები
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე
  • ხანდაზმულობა (+35 წელი)
  • მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები
  • არასწორი და არასრულფასოვანიკვება
  • თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება

უშვილობის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია საჭიროა ჯანსაღი ცხოვრება, რაც გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას და სწორ კვებას. ასევე საჭიროა წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება.

ინ ვიტრო განაყოფიერება – უშვილობის მკურნალობის ეფექტური მეთოდი

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. ამ მეთოდს მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი  წყვილი მიმართავს. 2018 წლის მონაცემებით, ინ ვიტრო განაყოფიერებით, სამყაროს უკვე 8 მილიონი ბავშვი მოევლინა.

ინვიტრო განაყოფიერება ჟორდანიას კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. გამოცდილი ექიმების, ულტრათანამედროვე აპარატურისა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის დახმარებით, ჟორდანიას კლინიკაში ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაორსულების მაჩვენებელი უკვე 75%-ია.

საქართველოს მისამართი 1

თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქუჩა #1

ტელეფონი

+995 32 2 99 08 53+995 599 123 434

ელ.ფოსტა

info@zhordaniaclinic.ge

საქართველოს მისამართი 2

ვაკე, ი.მოსაშვილის ქუჩა 12

ტელეფონი

+995 32 2 24 32 32

2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
Чат с менеджером