საშვილოსნოს მიომა

საშვილოსნოს ლეიომიომა არის კეთილთვისებიანი მოცულობითი წარმონაქმნი, რომელიც ხშირად ჩნდება რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში და იწვევს საშვილოსნოს მოცულობის ზრდას. ჟორდანიას კლინიკა გთავაზობთ საშვილოსნოს ლეიომიომის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ თანამედროვე სპექტრს.

1#

საქართველოსმისამართი 1

თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქუჩა #1

2#

საქართველოსმისამართი 2

ვაკე, ი.მოსაშვილის ქუჩა 12

ეს არ არის საშინელი ან მტკივნეული პრობლემის აღწერა

1

სიმპტომები

  • ტკივილი მუცლის ქვედა და წელის არეში, ტკივილის ინტენსივობა და ლოკალიზაცია დამოკიდებულია კვანძების ზომასა და მდებარეობაზე;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რომელიც გამოიხატება უხვი და გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენით, კოლტების არსებობით მენსტრუალური სისხლდენის დროს, მტკივნეული მენსტრუაციით;
  • უნაყოფობა;
  • შეწყვეტილი ორსულობა;
  • სხვა ორგანოების ფუნქციის დარღვევა, მაგ: გახშირებული შარდვა, ყაბზობა, ვენური შეგუბება, ბუასილი და ა.შ.

2

ფაქტორები

საშვილოსნოს ლეიომიომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ მათი განვითარება დაკავშირებულია ჰორმონ ესტროგენთან. ლეიომიომები ჩვეულებრივ ვითარდება ქალის რეპროდუქციულ ასაკში (დაახლოებით 16-დან 50 წლამდე), როდესაც ესტროგენის დონე ყველაზე მაღალია. ისინი წყვეტენ ზრდას ან პატარავდებიან როდესაც ესტროგენის დონე დაბალია, მაგალითად, მენოპაუზის პერიოდში. ფაქტორები:

  • ორსულობისა და მშობიარობის არარსებობა პირად ანამნეზში (ორსულობის დროს ესტროგენების მოქმედება მცირდება);
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე, რაც იწვევს ესტროგენის დონის მატებას.

3

სახეები

საშვილოსნოს ლეიომიომის ტიპებს განასხვავებენ ლოკალიზაციის მიხედვით:

  • სუბსეროზული ფორმა - კვანძი მდებარეობს საშვილოსნოს გარეთა - სეროზულ შრეში;
  • ინტრამურული ფორმა - კვანძი მდებარეობს საშვილოსნოს შუა - კუნთოვან შრეში;
  • სუბმუკოზური ფორმა - კვანძი მდებარეობს საშვილოსნოს შიდა - ლორწოვან შრეში, რაც ახდენს ღრუს დეფორმაციას;
  • ლეიომიომა ფეხზე;
  • საშვილოსნოს ლეიომიომის შერეული ფორმები
ლეიომიომები შეიძლება იყოს ლოკალიზებული: საშვილოსნოს სხეულში, საშვილოსნოს ყელში, საშვილოსნოს ზეყელში.

4

დიაგნოსტიკა

საშვილოსნოს ლეიომიომის ზუსტი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია დაავადების სრული ისტორიის შესწავლა, გასინჯვა გინეკოლოგიურ სკამზე, ჰორმონალური კვლევები, ულტრაბგერა დოპლეროგრაფიით, რაც განსაზღვრავს მარტივ და პროლიფერაციულ ფორმებს. გამოკვლევის ეს მეთოდი არის ოქროს სტანდარტი.
ჰისტეროსკოპია, ლაპაროსკოპია, საჭიროების შემთხვევაში, MRI, CT.

5

მკურნალობა

ჟორდანიას კლინიკაში საშვილოსნოს ლეიომიომების სამკურნალოდ გამოიყენება თანამედროვე მეთოდები, როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული.
ქირურგიული მეთოდები:
საშვილოსნოს ლაპაროსკოპიული ამოკვეთა გულისხმობს საშვილოსნოს ამოკვეთას ვაგინალური მიდგომით.
მიომექტომია (ლაპაროსკოპია ან ჰისტეროსკოპია) გულისხმობს მიომის კვანძის მოცილებას რეპროდუქციული ორგანოების შენარჩუნებით, კერძოდ საშვილოსნოს შენარჩუნებით, რეპროდუქციული ასაკის ქალებში.
ჰისტერორეზექტოსკოპია, გულისხმობს სუბმუკოზური კვანძების მოცილებას ვაგინალური მიდგომით.
არა ქირურგიული მეთოდები:
საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაცია, რომელიც დღეს ქირურგიული მკურნალობის ალტერნატივაა.
მიომატოზური კვანძების აბლაცია MRI კონტროლის ქვეშ.
მედიკამენტოზური მკურნალობა - ჰორმონალური პრეპარატების კომპლექსური შერჩევა.

6

რეაბილიტაცია

ოპერაციული მკურნალობის შემდეგ, პაციენტი მეორე დღეს ეწერება ბინაზე. 6 თვის შემდეგ უკვე შეგიძლიათ ორსულობის დაგეგმვა.

7

მე ჯანმრთელი ვარ

ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა ინტიმურ სფეროში, ეს გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჟორდანიას კლინიკის სპეციალისტები და ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ეფექტურად მოიპოვოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა.

>

ზედმეტად არ გამკაცრდეს

Კონსულტაცია

    მიმართულების სპეციალისტები

    ჩვენი სპეციალისტები ურთიერთობენ 5 ენაზე

    • ქეთევან ჯინჯოლავა

      11 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ქირურგი, ექიმი

    • ეთერი მარგალიტაძე

      7 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, ექიმი

    • თამუნა გოგოლაძე

      17 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

    • ქეთევან მანჯგალაძე

      14 წლები
      გამოცდილება

      მეან-გინეკოლოგი, ექიმი, მედიცინის დოქტორი

    • მაკა ჯორბენაძე

      15 წლები
      გამოცდილება

      რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

    კითხვა-პასუხი

    ჰორმონალური პრეპარატების მიღება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე

    ჰორმონი ესტროგენი ასტიმულირებს ლეიომიომების ზრდას

    საშვილოსნოს ლეიომიომების საკმაოდ მნიშვნელოვანი გართულებაა სისლხდენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია.

    ჟორდანიას კლინიკა არის რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 60 წელზე მეტი გამოცდილებით.

    ჟორდანიას კლინიკა არის უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ცენტრი. კლინიკამ თავისი საქმიანობა დაიწყო პროფესორ ჟორდანიას მიერ 1958 წელს დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ამიტომ, ჩვენი 60 წელზე მეტი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ IVF პროგრამები 80%-ზე მეტი ეფექტურობით.

    2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
    Чат с менеджером